ავტორი:

"ბიბი 2-3 კვირის იყო, შინ რომ მივიყვანე, ჩემი შვილი სიხარულისგან ტიროდა" - რას ურჩევს ცნობილი ტელეწამყვანი მათ, ვისაც ძაღლის ყოლა სურთ

"ბიბი 2-3 კვირის იყო, შინ რომ მივიყვანე, ჩემი შვილი სიხარულისგან ტიროდა" - რას ურჩევს ცნობილი ტელეწამყვანი მათ, ვისაც ძაღლის ყოლა სურთ

მუდმივად გაცნობთ ადამიანებს, რომლებსაც შინ ოთხფეხა მეგობრები ოჯახის წევრების რანგში ჰყავთ, გულმოდგინედ ზრუნავენ მათზე და ეს დიდ სიამოვნებას ანიჭებთ. ჩვენი კოლეგა, "პალიტრანიუსის" ტოქშოუ "360 გრადუსის" წამყვანი, "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი ემა ტუხიაშვილი ცოტა ხნის წინ ძაღლის პატრონი გახდა. რისი დაძლევა მოუხდა შინ ძაღლის მიყვანამდე, როგორ უვლის შვილებთან ერთად პაწაწინა ოთხფეხა და როგორ შეცვალა იორკშირმა ბიბიმ მათი ცხოვრება, ემა მოგვითხრობს.

ემა ტუხიაშვილი:

- ძაღლზე საკმაოდ მძიმე მოგონება მაქვს: 3-4 წლისა მამამ სასეირნოდ გამიყვანა და სადარბაზოდან რაღაცისთვის შინ აბრუნდა, დამელოდე, ახლავე მოვალო. სწორედ მაშინ მეზობელმა გასასეირნებლად გერმანული ნაგაზი გამოუშვა. ისე შევშინდი, რომ თმა გამცვივდა. ეს ამბავი იმდენად ჩამრჩა, რომ ძაღლს ვერ ვეკარებოდი.შარშან ჩემმა შვილებმა მოინდომეს შინ ძაღლის მოყვანა და ჯიშების შერჩევა დაიწყეს. ცნობებს კრებდნენ, ატლასებს ათვალიერებდნენ. მეც ავყევი და განწყობა თანდათან შემეცვალა. ბავშვებმა ინტერნეტში იორკშირის ჯიშის ძაღლი იპოვეს, რომელიც ძალიან მოეწონათ და ლეკვსაც ერთ ოჯახში ინტერნეტის საშუალებით მიაგნეს. იმ ლეკვებიდან ერთს ანამ შორიდან ბიბი დაარქვა, ეფერებოდა და ესიყვარულებოდა... მისი დაბადების დღე ახლოვდებოდა და იმ ოჯახს დავუკავშირდი, რომ მოწონებული ლეკვი ჩემი გოგონასთვის საჩუქრად მიმეყვანა დაბადების დღეზე.

- ამდენი წლის შემდეგ პირველად შეეხეთ ძაღლს?

- ასე გამოვიდა... ბიბი 2-3 კვირის იყო, რომ ვნახე, ძალიან პატარა, მუჭში ჩაეტეოდა.მისი დანახვისას სასწაული ემოცია მქონდა. შინ რომ მივიყვანე, ჩემი შვილი სიხარულისგან ტიროდა. იმ დღიდან ჩვენი ცხოვრება მართლაც შეიცვალა. ღამით არავის გვძინებია, ყველა ბიბის დასჩერებოდა. დღემდე ანასთან სძინავს... თებერვალში ერთ წლის გახდება.

ძალიან კარგი ჯიშის ძაღლია, ბრიტანული. მინიატიურული არსებაა, 2-3 კილოგრამი იზრდება.

- პასპორტი და მოწმობაც აქვს?

- დიახ, და საგვარეულო ნუსხაც. ჩვენი გოგონა ჯიშიანია... ამ ზაფხულს ზღვაზე გვყავდა, ბევრი დაინტერესდა და როცა შეჯვარებისთვის მზად იქნება, გამოგვეხმაურებიან... ანამ სახელი ხომ შეარქვა, მაგრამ საიდანაც წამოვიყვანე, იქ საბუთებში მისთვის უკვე როუზი დაერქმიათ. მოკლედ, ბიბის ვეძახით, მაგრამ თუ გამაბრაზებს, როუზია. იხილეთ ვრცლად

"საქართველოში ახლაც არსებობს შავი ჭირის ორი კერა" - როგორ ვრცელდება დაავადება, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინა დღემდე  არ არსებობს

გადაიყვანეს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ჩაფიძის კლინიკაში - პრეზიდენტის ადმინისტრაცია გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

ექიმი ჯაბა ზარქუა პაციენტებს  რუსთაველზე, აქციის მიმდინარეობისას მიიღებს : "კონსულტაციის საფასურია სოლიდარობა!"