მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეში რუსი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ - საერთაშორისო გამომძიებლების განცხადება
მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეში რუსი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ - საერთაშორისო გამომძიებლების განცხადება

სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ლა­ი­ზი­უ­რი ავი­ა­ხა­ზე­ბის თვითმფრი­ნა­ვის MH17-ის ჩა­მოგ­დე­ბის საქ­მეს იძი­ე­ბენ, აცხა­დე­ბენ, რომ სე­პა­რა­ტის­ტებს, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნუ­ლი თავ­დას­ხმის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში არი­ან ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი, რუსი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი მარ­თავ­დნენ, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ბი­ბი­სი" ავ­რცე­ლებს.

ჰო­ლან­დი­ა­ში შექ­მნი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გა­მო­ძი­ე­ბო გუნ­დი ინ­ცი­დენ­ტში რუ­სეთს პირ­და­პირ არ ადა­ნა­შა­უ­ლებს, თუმ­ცა ირ­წმუ­ნე­ბა, რომ არ­სე­ბობს სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩა­ნა­წე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ თავ­დას­ხმა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ოთხი პი­რი­დან ორს რუს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან ჰქონ­დათ კავ­ში­რი.

ეს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, კი გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის მტკი­ცე­ბით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის თა­ნა­შემ­წე ვლა­დის­ლავ სურ­კო­ვი, რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი სერ­გეი შო­ი­გუ და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის ლი­დე­რი სერ­გეი აქ­სი­ო­ნო­ვი იყ­ვნენ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ მო­წო­დე­ბულ ჩა­ნა­წერ­ში MH17-ის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი არაა, გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ რუს­მა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა კარ­გად იცოდ­ნენ, რა ხდე­ბო­და ად­გილ­ზე და თვით­გა­მო­ცხა­დე­ბულ დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა­ში "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ, ფი­ნან­სურ და სამ­ხედ­რო საქ­მე­ებ­ზე ზე­გავ­ლე­ნას ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ.“

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ბრალ­დე­ბებს უარ­ყოფს და აცხა­დებს, რომ გა­მო­ძი­ე­ბის მი­ზა­ნი „სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში რუ­სე­თის დის­კრე­დი­ტი­რე­ბაა.“

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამ­სტერ­და­მი­დან კუ­ა­ლა-ლუმ­პუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით მფრი­ნა­ვი მა­ლა­ი­ზი­უ­რი ავი­ა­ხა­ზე­ბის თვითმფრი­ნა­ვი MH17 აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სა­ზღვარ­თან რა­კე­ტით 2014 წლის 17 ივ­ლისს ჩა­მო­აგ­დეს. ბორტზე 280 მგზავ­რი და ეკი­პა­ჟის 15 წევ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და. ყვე­ლა მათ­გა­ნი და­ი­ღუ­პა. სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ რა­კე­ტა, რომ­ლი­თაც თვითმფრი­ნა­ვი ჩა­მო­აგ­დეს, რუ­სეთ­ში მდე­ბა­რე კურსკის 53-ე ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­დაც­ვის ბრი­გა­დას ეკუთ­ვნო­და.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ედიკა
5

ავსა კაცსა(ვეყანას) ავი საქმე, ურჩევნია სულსაც, გულსაც.

asea es
1

 არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეში რუსი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ - საერთაშორისო გამომძიებლების განცხადება

მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეში რუსი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ - საერთაშორისო გამომძიებლების განცხადება

საერთაშორისო გამომძიებლები, რომლებიც მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის MH17-ის ჩამოგდების საქმეს იძიებენ, აცხადებენ, რომ სეპარატისტებს, რომლებიც აღნიშნული თავდასხმის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები, რუსი მაღალჩინოსნები მართავდნენ, ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

ჰოლანდიაში შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო გუნდი ინციდენტში რუსეთს პირდაპირ არ ადანაშაულებს, თუმცა ირწმუნება, რომ არსებობს სატელეფონო ჩანაწერები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ოთხი პირიდან ორს რუს მაღალჩინოსნებთან ჰქონდათ კავშირი.

ეს მაღალჩინოსნები, კი გამომძიებლების მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და ოკუპირებული ყირიმის ლიდერი სერგეი აქსიონოვი იყვნენ.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოწოდებულ ჩანაწერში MH17-ის შესახებ საუბარი არაა, გამომძიებლები დარწმუნებულები არიან, რომ რუსმა მაღალჩინოსნებმა კარგად იცოდნენ, რა ხდებოდა ადგილზე და თვითგამოცხადებულ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში "ადმინისტრაციულ, ფინანსურ და სამხედრო საქმეებზე ზეგავლენას ახორციელებდნენ.“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ გამოძიების მიზანი „საერთაშორისო საზოგადოების თვალში რუსეთის დისკრედიტირებაა.“

შეგახსენებთ, რომ ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით მფრინავი მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავი MH17 აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საზღვართან რაკეტით 2014 წლის 17 ივლისს ჩამოაგდეს. ბორტზე 280 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. საერთაშორისო გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ რაკეტა, რომლითაც თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რუსეთში მდებარე კურსკის 53-ე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბრიგადას ეკუთვნოდა.

ავსტრალიაში, ჰაერში ერთმანეთს ორი თვითმფრინავი შეეჯახა

ვინ არის 31 წლის ყოფილი მოდელი, რომელსაც ტრამპზე გავლენა აქვს - თეთრი სახლის ლამაზმანის პოლიტიკური და სასიყვარულო ვნებები

უხანში კორონავირუსით საავადმყოფოს დირექტორი გარდაიცვალა - რა ხდება ვირუსის აფეთქების ზონაში