პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე კარვები გაიშალეს. კარვები რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე გაშალეს.
როგორც აქციის ერთერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, ამ გზით ისინი საკუთარ უფლებებს და ქვეყანას დაიცავენ.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამ კარვებში აქციის მონაწილეები იცხოვრებენ და გზასაც გადაკეტავენ.