პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბექას არაფერი ახსოვს... მგონი, სრულ ჭკუაზე არ არის" - რას ყვებიან მკვლელობაში ბრალდებულ ძმიშვილზე ემზარ და ნორა კვიციანები
"ბექას არაფერი ახსოვს... მგონი, სრულ ჭკუაზე არ არის" - რას ყვებიან მკვლელობაში ბრალდებულ ძმიშვილზე ემზარ და ნორა კვიციანები

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 36 წლის ნო­დარ ცხა­და­ძის მკვლე­ლო­ბა გახ­სნი­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს და ამ უმ­ძი­მე­სი ბრალ­დე­ბით დე­პუ­ტატ ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნის ძმის­შვი­ლი, ბექა კვი­ცი­ა­ნი და­ა­კა­ვეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­მარ­ტე­ბით, ამ ეტაპ­ზე დად­გე­ნი­ლია, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ბექა კვი­ცი­ან­მა თბი­ლი­სის ზღვის შე­მოვ­ლი­თი გზის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა მე­გო­ბარს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით, თბი­ლის­ში 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ბექა კვი­ცი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ამ სა­კი­თხზე kvirispalitra.ge და­უ­კავ­შირ­და დე­პუ­ტატ ემ­ზარ კვი­ცი­ანს, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ ბექა კვი­ცი­ა­ნი თა­ვად და­არ­წმუ­ნა, ჩა­ბა­რე­ბო­და პო­ლი­ცი­ას.

"ბექა თა­ვად ჩა­ბარ­და პო­ლი­ცი­ას. ვე­სა­უბ­რე მას და და­ვარ­წმუ­ნე, რომ ჯობ­და ჩა­ბა­რე­ბო­და. ქუ­ჩა­ში ვი­პო­ვე შემ­თხვე­ვით, კერ­ძოდ, სა­ა­კა­ძე­ზე ფე­ხით მი­დი­ო­და და იქ გა­და­ვა­წყდი. არა­ფერს ყვე­ბა, იცი­ნო­და, არ ახ­სოვს არა­ფე­რი. მგო­ნი, სრულ ჭკუ­ა­ზე არ არის. ვფიქ­რობ, ჩას­ვა­მენ და უმ­კურ­ნა­ლე­ბენ. მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით", - გვი­თხრა ემ­ზარ კვი­ცი­ან­მა.

ცნო­ბი­ლია, რომ მოკ­ლულს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი წუ­თე­ბი­დან­ვე ცნო­ბი­ლი იყო, რომ ნო­დარ ცხა­და­ძეს­თან ერ­თად იმ დღეს სამ­სა­ხურ­ში, ის­ნის ბაზ­რო­ბა­ზე ნა­ხეს მისი მე­გო­ბა­რი ბექა კვი­ცი­ა­ნი. ისი­ნი მან­ქა­ნით ერ­თად წა­ვიდ­ნენ და მას მერე ეძებ­დნენ ორი­ვეს.

ბრალ­დე­ბუ­ლი ბექა კვი­ცი­ა­ნი მოკ­ლუ­ლის ბავ­შვის ნათ­ლი­აა და დღემ­დე უც­ნო­ბია, რა გახ­და ამ უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის მი­ზე­ზი. კვი­ცი­ა­ნი ადრე რამ­დენ­ჯერ­მეა ნა­სა­მარ­თლე­ვი, სას­ჯელს იხ­დი­და ჯერ ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის­თვის და შემ­დეგ 2008 წელს, ხუ­ლიგ­ნო­ბის­თვი­საც და­ა­კა­ვეს. 2014 წელს კი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის ბრალ­დე­ბით მი­ე­ცა პა­სუ­ხის­გე­ბა­ში.

ბე­ქას მა­მი­და ნორა კვი­ცი­ა­ნი ამ­ბობს, რომ მისი ძმის­შვი­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ წამ­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იყო წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გრიშა
3

"ქუ­ჩა­ში ვი­პო­ვე შემ­თხვე­ვით, კერ­ძოდ, სა­ა­კა­ძე­ზე ფე­ხით მი­დი­ო­და და იქ გა­და­ვა­წყდი" - once upon a time in Georgia

totoro
4

ბიძის გენები. მთელი ოჯახი არ ხართ სრულ ჭკუაზე!

ავტორი:

"ბექას არაფერი ახსოვს... მგონი, სრულ ჭკუაზე არ არის" - რას ყვებიან მკვლელობაში ბრალდებულ ძმიშვილზე ემზარ და ნორა კვიციანები

"ბექას არაფერი ახსოვს... მგონი, სრულ ჭკუაზე არ არის" - რას ყვებიან მკვლელობაში ბრალდებულ ძმიშვილზე ემზარ და ნორა კვიციანები

სამართალდამცავებმა 36 წლის ნოდარ ცხადაძის მკვლელობა გახსნილად გამოაცხადეს და ამ უმძიმესი ბრალდებით დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბრალდებულმა ბექა კვიციანმა თბილისის ზღვის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა მეგობარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბექა კვიციანი დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ საკითხზე kvirispalitra.ge დაუკავშირდა დეპუტატ ემზარ კვიციანს, რომელიც ამბობს, რომ ბექა კვიციანი თავად დაარწმუნა, ჩაბარებოდა პოლიციას.

"ბექა თავად ჩაბარდა პოლიციას. ვესაუბრე მას და დავარწმუნე, რომ ჯობდა ჩაბარებოდა. ქუჩაში ვიპოვე შემთხვევით, კერძოდ, სააკაძეზე ფეხით მიდიოდა და იქ გადავაწყდი. არაფერს ყვება, იცინოდა, არ ახსოვს არაფერი. მგონი, სრულ ჭკუაზე არ არის. ვფიქრობ, ჩასვამენ და უმკურნალებენ. მეტს ვერაფერს გეტყვით", - გვითხრა ემზარ კვიციანმა.

ცნობილია, რომ მოკლულს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. პირველი წუთებიდანვე ცნობილი იყო, რომ ნოდარ ცხადაძესთან ერთად იმ დღეს სამსახურში, ისნის ბაზრობაზე ნახეს მისი მეგობარი ბექა კვიციანი. ისინი მანქანით ერთად წავიდნენ და მას მერე ეძებდნენ ორივეს.

ბრალდებული ბექა კვიციანი მოკლულის ბავშვის ნათლიაა და დღემდე უცნობია, რა გახდა ამ უმძიმესი დანაშაულის მიზეზი. კვიციანი ადრე რამდენჯერმეა ნასამართლევი, სასჯელს იხდიდა ჯერ ოჯახური ძალადობისთვის და შემდეგ 2008 წელს, ხულიგნობისთვისაც დააკავეს. 2014 წელს კი პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით მიეცა პასუხისგებაში.

ბექას მამიდა ნორა კვიციანი ამბობს, რომ მისი ძმისშვილი სავარაუდოდ წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო წაიკითხეთ ვრცლად

სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო - PHR

კახეთის პოლიციამ სოფელ ნახიდურიდან გატაცებული 15 წლის გოგო იპოვა

"მოგიწოდებთ დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ" - ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონში გადაღებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელიც სოცქსელში გავრცელდა