პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქოთნის ყვავილები მრავალწლიანი ხეების სანაცვლოდ
ქოთნის ყვავილები მრავალწლიანი ხეების სანაცვლოდ

სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ქა­ლაქ­ში გამ­წვა­ნე­ბის პრობ­ლე­მა დგას. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, თუ თვით­მმარ­თვე­ლო­ბე­ბი პრი­ო­რი­ტე­ტი გამ­წვა­ნე­ბა არ იქ­ნე­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი სულ უფრო ხში­რად იჩენს თავს. უფრო მე­ტიც, არა­საკ­მა­რი­სი გამ­წვა­ნე­ბის გამო, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "მწვა­ნე ალ­ტერ­ნა­ტი­ვამ" ბა­თუმს ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფაც კი უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა.

"მწვა­ნე ალ­ტერ­ნა­ტი­ვა­ში" აცხა­დე­ბენ, რომ მე­რი­ამ ძველ ბა­თუმ­ში 200-მდე ხე მოჭ­რა და ვერ­ტი­კა­ლუ­რი გამ­წვა­ნე­ბის პრო­ექტს იწყებს, რაც აივ­ნე­ბი­სა და ფა­სა­დე­ბის 13 ათა­სი ქოთ­ნის ყვა­ვი­ლით მორ­თვას გუ­ლის­ხმობს. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში კი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ეკო­ლო­გი­უ­რად ვერ­ტი­კა­ლუ­რი გამ­წვა­ნე­ბა მრა­ვალ­წლო­ვან ხე­ებს ვერ ჩა­ა­ნაც­ვლებს.

კი­დევ ერთ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ადა­მი­ა­ნი და გა­რე­მო­ში" კი ამ­ბო­ბენ, რომ "ხე­ე­ბი ზა­ფხულ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რას 5-6 გრა­დუ­სით ამ­ცი­რე­ბენ და ზამ­თარ­ში, პი­რი­ქით, 1-2 გრა­დუ­სით ზრდი­ან. მათი თქმით, ხე­ებს ხმა­უ­რის დაც­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბაც აქვთ და გა­აჩ­ნი­ათ უნა­რი, გა­მო­ყონ ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მავ­ნე ბაქ­ტე­რი­ებს კლა­ვენ.

ბა­თუ­მის მე­რი­ა­ში აღი­ა­რე­ბენ, რომ ქო­თან­ში ჩარ­გუ­ლი პალ­მა მრა­ვალ­წლო­ვან წიწ­ვო­ვან მცე­ნა­რეს ვერ ჩა­ა­ნაც­ვლებს, თუმ­ცა ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ვერ­ტი­კა­ლუ­რი გამ­წვა­ნე­ბაც აკე­თებს საქ­მეს.

მე­რი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ კორ­პუ­სე­ბით გა­შე­ნე­ბულ ქუ­ჩებ­ზე პა­ტა­რა სკვე­რე­ბის მო­წყო­ბას გეგ­მა­ვენ, სა­დაც წიწ­ვო­ვა­ნი და ფოთ­ლო­ვა­ნი ხე­ე­ბიც და­ირ­გვე­ბა. ბა­თუ­მის მე­რი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ მცე­ნა­რე­ე­ბის ძი­რი­თა­დი ფუნ­ქცია ქა­ლა­ქის გა­ლა­მა­ზე­ბაა. ხე­ე­ბი კი შე­კე­თე­ბუ­ლი ფა­სა­დე­ბის ნა­წილს ფა­რავ­და.

"მწვა­ნე­თა პარ­ტი­ის" ლი­დე­რის გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბა­თუმ­ში გაწ­ვა­ნე­ბის პრობ­ლე­მა ყო­ველ­თვის არ­სე­ბობ­და, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე დიდი ეკო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მა ზღვას უკავ­შირ­დე­ბა. მისი თქმით, ზღვა­ში წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 20 მი­ლი­ო­ნი კუ­ბუ­რი მეტ­რი კა­ნა­ლი­ზა­ცია ჩა­დის და გამ­წმენ­დი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი დღემ­დე არ არ­სე­ბობს, რის გა­მოც დამ­სვე­ნებ­ლებს კა­ნის და­ა­ვა­დე­ბე­ბი ემარ­თე­ბათ.

"აჭა­რის მთავ­რო­ბას ქოთ­ნის პალ­მე­ბის დარ­გვას ურ­ჩევ­ნია, ბა­თუმ­სა და ქო­ბუ­ლეთ­ში გამ­წმენ­დი სის­ტე­მე­ბი და­ა­მონ­ტა­ჟოს, უფრო სწო­რად კო­მუ­ნის­ტე­ბის დრო­ინ­დელს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია გა­უ­კე­თოს. ხალ­ხი იქ ზღვის­თვის ჩა­დის და არა პალ­მე­ბის სა­ყუ­რებ­ლად. ამი­ტო­მაც არის, რომ დამ­სვე­ნებ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბებს "იკი­დე­ბენ", - ამ­ბობს გა­ჩე­ჩი­ლა­ძე.

მისი თქმით, ქა­ლა­ქე­ბის გამ­წვა­ნე­ბა მთავ­რო­ბის პრი­ო­რი­ტე­ტი არ არის, პი­რი­ქით, კო­მუ­ნის­ტე­ბის დრო­ინ­დე­ლი გამ­წვა­ნე­ბის ზო­ლე­ბი გა­ი­ჩე­ხა და მო­სახ­ლე­ო­ბას ამის გამო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა.

ექ­სპერ­ტის ნინო ჩხო­ბა­ძის გან­ცხა­დე­ბით, გამ­წვა­ნე­ბის პრობ­ლე­მა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ქა­ლაქ­ში დგას. მისი თქმით, ეს პრობ­ლე­მა ეკო­ლო­გი­ურ კა­ტას­ტრო­ფას არ გა­მო­იწ­ვევს, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უქ­მნის საფრ­თხეს ადა­მი­ა­ნი­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას.

"ზო­გა­დად გამ­წვა­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ქა­ლაქს აკ­ლია. რა­ტომ­ღაც ამ სა­კითხს ყუ­რა­დღე­ბას არა­ვინ აქ­ცევს. გამ­წვა­ნე­ბის სიმ­ცი­რე ეკო­ლო­გი­ურ კა­ტას­ტრო­ფას არ გა­მო­იწ­ვევს, მაგ­რამ სო­ცი­ა­ლურ ფონს და­ამ­ძი­მებს, ვი­ნა­ი­დან ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა კი­დევ უფრო გა­უ­ა­რეს­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, დუ­ბა­ი­ში გამ­წვა­ნე­ბა სა­ერ­თოდ არ არის, ვი­ნა­ი­დან იქ ხე­ე­ბი ვერ ხა­რო­ბენ, მაგ­რამ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი გა­რეთ არ გა­მო­დი­ან. სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა სი­ტუ­ა­ცი­აა", - ამ­ბობს ნინო ჩხო­ბა­ძე.

მისი თქმით, უნდა არ­სე­ბობ­დეს ქა­ლა­ქე­ბის და­გეგ­მა­რე­ბა. გამ­წვა­ნე­ბის ზო­ნე­ბი ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე უნდა გა­ით­ვა­ლოს, ისე­ვე რო­გორც ევ­რო­პა­ში. ამის გა­კე­თე­ბას პო­ლი­ტი­უ­რი ნება უნდა, ყვე­ლა თვით­მმარ­თველ­მა ორ­გა­ნომ უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ მო­შიშ­ვლე­ბუ­ლი ქა­ლა­ქი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს ქმნის.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე გა­რე­მო პი­რო­ბე­ბი მოქ­მე­დებს. გან­სა­კუთ­რე­ბით ატ­მოს­ფე­რუ­ლი წნე­ვის მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბა, ჰა­ე­რის ექ­სტრე­მა­ლუ­რად მა­ღა­ლი ან და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და სი­ნო­ტი­ვე, ასე­ვე ქა­რის სიჩ­ქა­რე და სხვა­დას­ხვა კომ­პლექ­სუ­რი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ ყვე­ლაფ­რის­გან დაც­ვა გამ­წვა­ნე­ბის ზო­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ნინო ჩხო­ბა­ძის გან­ცხა­დე­ბით, გამ­წვა­ნე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა დგას თბი­ლის­შიც. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­ზა­ფხულ­ზე სხვა­დას­ხვა სამ­თავ­რო­ბო თუ კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბი ყო­ვე­ლი ორი ხის დარ­გვი­სას პიარ კამ­პა­ნი­ას აკე­თებ­დნენ, რომ ისი­ნი თბი­ლი­სის გამ­წვა­ნე­ბის პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტა­ში იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

მა­რი­ამ ხი­და­შე­ლი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ქოთნის ყვავილები მრავალწლიანი ხეების სანაცვლოდ

ქოთნის ყვავილები მრავალწლიანი ხეების სანაცვლოდ

საქართველოს ყველა ქალაქში გამწვანების პრობლემა დგას. სპეციალისტების განცხადებით, თუ თვითმმართველობები პრიორიტეტი გამწვანება არ იქნება, მოსახლეობას ჯანმრთელობის პრობლემები სულ უფრო ხშირად იჩენს თავს. უფრო მეტიც, არასაკმარისი გამწვანების გამო, არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივამ" ბათუმს ეკოლოგიური კატასტროფაც კი უწინასწარმეტყველა.

"მწვანე ალტერნატივაში" აცხადებენ, რომ მერიამ ძველ ბათუმში 200-მდე ხე მოჭრა და ვერტიკალური გამწვანების პროექტს იწყებს, რაც აივნებისა და ფასადების 13 ათასი ქოთნის ყვავილით მორთვას გულისხმობს. ორგანიზაციაში კი ამტკიცებენ, რომ ეკოლოგიურად ვერტიკალური გამწვანება მრავალწლოვან ხეებს ვერ ჩაანაცვლებს.

კიდევ ერთ არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი და გარემოში" კი ამბობენ, რომ "ხეები ზაფხულში ტემპერატურას 5-6 გრადუსით ამცირებენ და ზამთარში, პირიქით, 1-2 გრადუსით ზრდიან. მათი თქმით, ხეებს ხმაურის დაცვის მნიშვნელობაც აქვთ და გააჩნიათ უნარი, გამოყონ ნივთიერებები, რომლებიც მავნე ბაქტერიებს კლავენ.

ბათუმის მერიაში აღიარებენ, რომ ქოთანში ჩარგული პალმა მრავალწლოვან წიწვოვან მცენარეს ვერ ჩაანაცვლებს, თუმცა ამტკიცებენ, რომ ვერტიკალური გამწვანებაც აკეთებს საქმეს.

მერიაში აცხადებენ, რომ კორპუსებით გაშენებულ ქუჩებზე პატარა სკვერების მოწყობას გეგმავენ, სადაც წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეებიც დაირგვება. ბათუმის მერიაში განმარტავენ, რომ მცენარეების ძირითადი ფუნქცია ქალაქის გალამაზებაა. ხეები კი შეკეთებული ფასადების ნაწილს ფარავდა.

"მწვანეთა პარტიის" ლიდერის გია გაჩეჩილაძის განცხადებით, ბათუმში გაწვანების პრობლემა ყოველთვის არსებობდა, თუმცა ყველაზე დიდი ეკოლოგიური პრობლემა ზღვას უკავშირდება. მისი თქმით, ზღვაში წლის განმავლობაში 20 მილიონი კუბური მეტრი კანალიზაცია ჩადის და გამწმენდი მოწყობილობები დღემდე არ არსებობს, რის გამოც დამსვენებლებს კანის დაავადებები ემართებათ.

"აჭარის მთავრობას ქოთნის პალმების დარგვას ურჩევნია, ბათუმსა და ქობულეთში გამწმენდი სისტემები დაამონტაჟოს, უფრო სწორად კომუნისტების დროინდელს რეაბილიტაცია გაუკეთოს. ხალხი იქ ზღვისთვის ჩადის და არა პალმების საყურებლად. ამიტომაც არის, რომ დამსვენებლების უმრავლესობა სხვადასხვა დაავადებებს "იკიდებენ", - ამბობს გაჩეჩილაძე.

მისი თქმით, ქალაქების გამწვანება მთავრობის პრიორიტეტი არ არის, პირიქით, კომუნისტების დროინდელი გამწვანების ზოლები გაიჩეხა და მოსახლეობას ამის გამო მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა.

ექსპერტის ნინო ჩხობაძის განცხადებით, გამწვანების პრობლემა საქართველოს ყველა ქალაქში დგას. მისი თქმით, ეს პრობლემა ეკოლოგიურ კატასტროფას არ გამოიწვევს, მაგრამ მნიშვნელოვნად უქმნის საფრთხეს ადამიანიების ჯანმრთელობას.

"ზოგადად გამწვანება საქართველოს ყველა ქალაქს აკლია. რატომღაც ამ საკითხს ყურადღებას არავინ აქცევს. გამწვანების სიმცირე ეკოლოგიურ კატასტროფას არ გამოიწვევს, მაგრამ სოციალურ ფონს დაამძიმებს, ვინაიდან ადამიანების ჯანმრთელობა კიდევ უფრო გაუარესდება. მაგალითად, დუბაიში გამწვანება საერთოდ არ არის, ვინაიდან იქ ხეები ვერ ხარობენ, მაგრამ დღის განმავლობაში ადამიანები გარეთ არ გამოდიან. საქართველოში სხვა სიტუაციაა", - ამბობს ნინო ჩხობაძე.

მისი თქმით, უნდა არსებობდეს ქალაქების დაგეგმარება. გამწვანების ზონები ერთ სულ მოსახლეზე უნდა გაითვალოს, ისევე როგორც ევროპაში. ამის გაკეთებას პოლიტიური ნება უნდა, ყველა თვითმმართველმა ორგანომ უნდა გააცნობიერებს, რომ მოშიშვლებული ქალაქი ჯანმრთელობის პრობლემებს ქმნის.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემო პირობები მოქმედებს. განსაკუთრებით ატმოსფერული წნევის მკვეთრი ცვლილება, ჰაერის ექსტრემალურად მაღალი ან დაბალი ტემპერატურა და სინოტივე, ასევე ქარის სიჩქარე და სხვადასხვა კომპლექსური მეტეოროლოგიური მახასიათებლები. ბუნებრივია, ამ ყველაფრისგან დაცვა გამწვანების ზოლების საშუალებით არის შესაძლებელი.

ნინო ჩხობაძის განცხადებით, გამწვანების სერიოზული პრობლემა დგას თბილისშიც. მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულზე სხვადასხვა სამთავრობო თუ კერძო კომპანიები ყოველი ორი ხის დარგვისას პიარ კამპანიას აკეთებდნენ, რომ ისინი თბილისის გამწვანების პრობლემის გადაწყვეტაში იღებენ მონაწილეობას.

მარიამ ხიდაშელი

გაზეთი ”რეზონანსი”

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"