მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება... სწორად მიმაჩნია ჩემი წასვლა" - თამარ ჩუგოშვილის პირველი კომენტარი უმრავლესობის დატოვების შემდეგ
"ეს არის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება... სწორად მიმაჩნია ჩემი წასვლა" - თამარ ჩუგოშვილის პირველი კომენტარი უმრავლესობის დატოვების შემდეგ

„მო­მა­ვალ­ზე ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა ახლა სა­უ­ბა­რი, ჩვენ ხომ არ დაგ­ვი­ორ­გა­ნი­ზე­ბია ეს პრო­ცე­სი, არ დაგ­ვი­გეგ­მავს ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­დას­ვლა, ამა­ზე არ გვი­სა­უბ­რია, პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე სა­მო­მავ­ლოდ რა ნა­ბი­ჯებს გა­დავ­დგამთ, არ მაქვს“, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბო­დან გა­დამ­დგარ­მა თა­მარ ჩუ­გოშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს მას შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ის დე­პუ­ტატ­თა გარ­კვე­ულ რა­ო­დე­ნო­ბას­თან ერ­თად სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბას და სა­პარ­ლა­მენ­ტო თა­ნამ­დე­ბო­ბებს ტო­ვებს.

„სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ არ გვრჩე­ბა სხვა გზა, გარ­და იმი­სა, რომ დავ­ტო­ვოთ, რო­გორც სა­პარ­ლა­მენ­ტო თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი, ასე­ვე სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა. ვი­ნა­ი­დან ამ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებს და პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მის ჩა­ვარ­დნის სა­კი­თხი არის ძა­ლი­ან მძი­მე სა­კი­თხი, რო­მელ­ზეც მე პი­რა­დად და ჩემი კო­ლე­გე­ბი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვერ ავი­ღებთ. ეს არის ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო და ძა­ლი­ან მძი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. პი­რა­დად მე ვარ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რი და სა­ერ­თა­შო­რი­სო მდი­ვა­ნი. ეს ორი­ვე არის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა და მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ასე­თი გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ბუ­ნებ­რი­ვია, მე მო­მი­წევს ორი­ვე თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, შე­დე­გი დად­გა ისე­თი, რო­გო­რიც დად­გა და ამა­ში ძა­ლი­ან დიდი როლი ჰქონ­და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბას, იმი­ტომ რომ უდი­დე­სი ნა­წი­ლი ხმე­ბის იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე“. ჩვე­ნი პო­ზი­ცია იყო გუნ­დის­თვის ცნო­ბი­ლი. ჩვენ­თვის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო წი­თე­ლი ხაზი და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა. მო­მა­ვალ­ზე ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა ახლა სა­უ­ბა­რი, ჩვენ ხომ არ დაგ­ვი­ორ­გა­ნი­ზე­ბია ეს პრო­ცე­სი, არ დაგ­ვი­გეგ­მავს ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­დას­ვლა, ამა­ზე არ გვი­სა­უბ­რია, პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე სა­მო­მავ­ლოდ რა ნა­ბი­ჯებს გა­დავ­დგამთ ამა­ზე პა­სუ­ხე­ბი არ მაქვს. უბ­რა­ლოდ, ამ ეტაპ­ზე, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით რაც მოხ­და სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში, მყი­სი­ე­რი და სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩემი რო­გორც ვიცე-სპი­კე­რის და უბ­რა­ლო მო­ქა­ლა­ქის, ვფიქ­რობ, რომ ეს იყო. დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვა­ტა­რებ და სწო­რად მი­მაჩ­ნია ჩემი წას­ვლა“,- გა­ნა­ცხა­და თა­მარ ჩუ­გოშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო პარ­ტი­აც და პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეც.

„ერა­დერ­თი რაც შე­მიძ­ლია გი­თხრათ, დღეს იყო ძა­ლი­ან მძი­მე უმ­რავ­ლე­სო­ბის სხდო­მა, რო­გო­რი შე­დე­გი­თაც არ უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო ეს სხდო­მა, ალ­ბათ, პარ­ტი­ის­თვის და­ნა­კარ­გით დას­რულ­დე­ბო­და. რად­გან დად­გა ისე­თი შე­დე­გი, რო­გო­რიც დად­გა, ჩვენ მი­ვი­ღეთ ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მელ­ზეც პარ­ტია ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ ჩუ­გოშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, მას შემ­დეგ რაც სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტის დღე­ვან­დელ კენ­ჭისყრა­ზე ჩა­ვარ­და, რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტატ­მა სა­პარ­ლა­მენ­ტო თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა და­ტო­ვა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
13

სწორი იცი რა იქნება, 7 საათზე აქციაზე თუ გახვალთ ქ-ნო თამარ. აი მერე დავიჯერებთ. 

:)
13

საქებარი გადაწყვეტილება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ეს არის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება... სწორად მიმაჩნია ჩემი წასვლა" - თამარ ჩუგოშვილის პირველი კომენტარი უმრავლესობის დატოვების შემდეგ

"ეს არის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება... სწორად მიმაჩნია ჩემი წასვლა" - თამარ ჩუგოშვილის პირველი კომენტარი უმრავლესობის დატოვების შემდეგ

„მომავალზე ძალიან გამიჭირდება ახლა საუბარი, ჩვენ ხომ არ დაგვიორგანიზებია ეს პროცესი, არ დაგვიგეგმავს ოპოზიციაში გადასვლა, ამაზე არ გვისაუბრია, პასუხი კითხვაზე სამომავლოდ რა ნაბიჯებს გადავდგამთ, არ მაქვს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობოდან გადამდგარმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ ის დეპუტატთა გარკვეულ რაოდენობასთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობას და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებს.

„სამწუხაროდ, ჩვენ არ გვრჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დავტოვოთ, როგორც საპარლამენტო თანამდებობები, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა. ვინაიდან ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს და პროპორციული სისტემის ჩავარდნის საკითხი არის ძალიან მძიმე საკითხი, რომელზეც მე პირადად და ჩემი კოლეგები პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. ეს არის ძალიან სამწუხარო და ძალიან მძიმე გადაწყვეტილება. პირადად მე ვარ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი და საერთაშორისო მდივანი. ეს ორივე არის ძალიან მაღალი თანამდებობა და მაღალი პასუხისმგებლობა, ასეთი განცხადების შემდეგ ბუნებრივია, მე მომიწევს ორივე თანამდებობის დატოვება. სამწუხაროდ, შედეგი დადგა ისეთი, როგორიც დადგა და ამაში ძალიან დიდი როლი ჰქონდა საპარლამენტო უმრავლესობას, იმიტომ რომ უდიდესი ნაწილი ხმების იყო დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“. ჩვენი პოზიცია იყო გუნდისთვის ცნობილი. ჩვენთვის ეს გადაწყვეტილება იყო წითელი ხაზი და ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. მომავალზე ძალიან გამიჭირდება ახლა საუბარი, ჩვენ ხომ არ დაგვიორგანიზებია ეს პროცესი, არ დაგვიგეგმავს ოპოზიციაში გადასვლა, ამაზე არ გვისაუბრია, პასუხი კითხვაზე სამომავლოდ რა ნაბიჯებს გადავდგამთ ამაზე პასუხები არ მაქვს. უბრალოდ, ამ ეტაპზე, იმის გათვალისწინებით რაც მოხდა სხდომათა დარბაზში, მყისიერი და სწორი გადაწყვეტილება ჩემი როგორც ვიცე-სპიკერის და უბრალო მოქალაქის, ვფიქრობ, რომ ეს იყო. დიდ პასუხისმგებლობას ვატარებ და სწორად მიმაჩნია ჩემი წასვლა“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მათი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებული იყო პარტიაც და პარტიის თავმჯდომარეც.

„ერადერთი რაც შემიძლია გითხრათ, დღეს იყო ძალიან მძიმე უმრავლესობის სხდომა, როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულებულიყო ეს სხდომა, ალბათ, პარტიისთვის დანაკარგით დასრულდებოდა. რადგან დადგა ისეთი შედეგი, როგორიც დადგა, ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელზეც პარტია ინფორმირებული იყო“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო ცვლილება პარლამენტის დღევანდელ კენჭისყრაზე ჩავარდა, რამდენიმე დეპუტატმა საპარლამენტო თანამდებობები და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

გიორგი გახარიას კომენტარი უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ

"მივმართავ ხელისუფლებასა და ოპოზიციას... დაიხვეწოს საარჩევნო კოდექსი" - სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

"ეს ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს" - თალაკვაძის თქმით, არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა საარჩევნო მოდელები