სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იყო გამწვანება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში წლების წინ და ახლა?
როგორი იყო გამწვანება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში წლების წინ და ახლა?

ალ­ბათ, გა­გი­გი­ათ გა­მოთ­ქმა - „ხარ ის, რი­თიც იკ­ვე­ბე­ბი“. აქვე უნდა ით­ქვას, რომ ნელ-ნელა „ვხდე­ბით ისი­ნი, რი­თიც ვსუნ­თქავთ“, რად­გან ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბა ამა­ზე პირ­და­პირ მე­ტყვე­ლებს.

თბი­ლი­სის მსგავ­სად, აქ­ტი­უ­რი ურ­ბა­ნი­ზა­ცია ბევ­რი ქა­ლა­ქის მცხოვ­რებ­თა პრობ­ლე­მაა, რად­გან შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდის პა­რა­ლე­ლუ­რად, მწვა­ნე სა­ფა­რი ანუ ჟანგბა­დის წყა­რო მცირ­დე­ბა.

სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა რა­მო­დე­ნი­მე დღის წინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვით მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე გამ­წვა­ნე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი (113 კვ.მ) ლატ­ვი­ის დე­და­ქა­ლაქ რი­გას აქვს. თბი­ლი­სის ზუს­ტი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უც­ნო­ბია, თუმ­ცა დე­და­ქა­ლა­ქის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე ქა­ლაქ რუს­თავ­ში ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე მხო­ლოდ 5,4 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი გამ­წვა­ნე­ბუ­ლი სივ­რცე მო­დის.

ამ პი­რო­ბებ­ში შე­იძ­ლე­ბა ვი­ფიქ­როთ, რომ ზო­მე­ბის მი­ღე­ბა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია, რომ სუფ­თა ჰა­ერ­ზე ცხოვ­რე­ბას მხო­ლოდ ქა­ლაქ­გა­რეთ თუ შევ­ძლებთ. შე­საძ­ლოა, წლე­ბის წინ ასე ნიუ იორ­კის, პა­რი­ზი­სა და სხვა დიდი ქა­ლა­ქე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბაც ფიქ­რობ­და, თუმ­ცა მათ უმე­ტე­სო­ბა­ში დღეს ჯან­სა­ღი გა­რე­მო აღარ „ენატ­რე­ბათ“.

მო­გიყ­ვე­ბით რამ­დე­ნი­მე ქა­ლა­ქის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რი ურ­ბა­ნი­ზა­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, მსოფ­ლი­ო­ში გამ­წვა­ნე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი კო­ე­ფი­ცი­ენ­ტით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან:

ნიუ იორ­კი

ის, რაც ნიუ იორკში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ნა­ხოთ, „ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კია“. 1980 წელს გა­და­წყდა, რომ იგი ნიუ იორ­კის მწვა­ნე გული და ოა­ზი­სი გამ­ხდა­რი­ყო. პარ­კის გა­ფარ­თო­ე­ბა­ში ყვე­ლა ჩა­ერ­თო, რო­გორც მო­სახ­ლე­ო­ბის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, ისე ქა­ლა­ქის ად­მი­ნის­ტრა­ცი­აც და გამ­წვან­და ის ტე­რი­ტო­რი­ე­ბიც, რო­მე­ლიც კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში იყო. 2007 წელს, „მი­ლი­ო­ნი ხის პროგ­რა­მის“ ინი­ცი­რე­ბის შემ­დეგ, ნიუ იორ­კის პარ­კებ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ხე­ო­ბის ხე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა „ბლუმ­ბერ­გის“ ჩარ­თუ­ლო­ბით საკ­მა­ოდ გა­ი­ზარ­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნიუ იორ­კი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე გამ­წვა­ნე­ბუ­ლი ქა­ლა­ქე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­შია, წლი­დან წლამ­დე კი­დევ უფრო მეტი რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი სივ­რცე ემა­ტე­ბა. დღეს­დღე­ო­ბით, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ნიუ იორ­კის 57% გამ­წვა­ნე­ბუ­ლია.

პა­რი­ზი

გა­რე­მოს დამ­ცვე­ლე­ბი საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში გამ­წვა­ნე­ბის ზრდა­ზე წლი­დან­წლამ­დე მე­ტად ზრუ­ნა­ვენ. გა­სუ­ლი წლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, პა­რი­ზის სა­ნა­პი­რო­ებ­ზე უფრო მეტი პარ­კი, ბაღი, გამ­წვა­ნე­ბუ­ლი სა­ხუ­რა­ვე­ბი, კედ­ლე­ბი და ვე­ლო­ბი­ლი­კე­ბი შეგ­ხვდე­ბათ. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად შემ­ცირ­და კერ­ძო ევ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი უფრო ეკო­მე­გობ­რუ­ლი გახ­და.

ჰა­ე­რის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად და მწვა­ნე სა­ფა­რის გა­საზ­რდე­ლად, პა­რი­ზის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბა და­ი­წყო. მა­გა­ლი­თად, ზო­გი­ერთ ქუ­ჩა­ზე მან­ქა­ნა სა­ერ­თოდ არ და­იშ­ვე­ბა. ამას­თან, მოქ­მე­დებს პარ­კი­რე­ბის სა­ა­თობ­რი­ვი სის­ტე­მა. რე­ფორ­მებ­მა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და 2018 წელს ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 6.05%-ით და­ე­ცა.

ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად მხო­ლოდ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა საკ­მა­რი­სი არ იყო - ქა­ლაქს მეტი მწვა­ნე სივ­რცე სჭირ­დე­ბო­და. შე­დე­გად უკა­ნას­კნე­ლი 20 წლის მან­ძილ­ზე პა­რი­ზის თით­ქმის ყვე­ლა უბან­ში მცი­რე პარ­კი მა­ინც მო­ე­წყო ან ეწყო­ბა.

ვილ­ნი­უ­სი

ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ლი­ე­ტუ­ვის დე­და­ქა­ლა­ქი ვილ­ნი­უ­სი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე გამ­წვა­ნე­ბულ ქა­ლა­ქებს შო­რი­საა. მისი 33% ტყით არის და­ფა­რუ­ლი და აქ გა­რე­მო­ზე მზუნ­ვე­ლო­ბის სა­კი­თხი ერთ-ერთი უპირ­ვე­ლე­სია. შე­იძ­ლე­ბა თა­მა­მად ით­ქვას, რომ ლი­ე­ტუ­ვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა შეყ­ვა­რე­ბუ­ლია თა­ვი­ან­თი ქა­ლა­ქის ხე­ებ­ზე! 2008 წელს, მათ 13 ჰექ­ტა­რი ტყის სა­ფა­რის გა­ჩეხ­ვის წი­ნა­აღ­მდეგ უდი­დე­სი პრო­ტეს­ტი გა­მო­ხა­ტეს. ეკო­ლო­გი­ა­ზე ზრუ­ნავს ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბაც, მათ მო­სახ­ლე­ო­ბას შეს­თა­ვა­ზეს გა­და­სა­ხა­დე­ბის შემ­ცი­რე­ბა და გრან­ტე­ბის გა­მო­ყო­ფა, თუ თა­ვი­ანთ სახ­ლებს ენერ­გო­ე­ფექ­ტურს გახ­დიდ­ნენ. შე­დე­გად, შე­ნო­ბებ­ში უფრო მე­ტად იყე­ნე­ბენ ორ­გა­ნულ­მა­სა­ლებს, მცირ­დე­ბა სამ­შე­ნებ­ლო კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი და იზ­რდე­ბა მწვა­ნე სივ­რცე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

თბი­ლი­სი

რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ამ მხრივ ჩვენს დე­და­ქა­ლაქ­ში?

ალ­ბათ, ყვე­ლას გაქვთ ნა­ნა­ხი ფოტო, რო­მელ­ზეც სპორ­ტის სა­სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­აა ასა­ხუ­ლი. დღეს, სპორ­ტის სა­სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფაქ­ტობ­რი­ვად, ად­გი­ლი არაა დარ­ჩე­ნი­ლი, სა­დაც შე­ნო­ბა არ დგას. იგი­ვე ვი­თა­რე­ბაა თბი­ლი­სის სხვა ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­შიც.თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბოლო რა­მო­დე­ნი­მე წე­ლია K2 კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი თბი­ლის­შიც შე­ი­ზღუ­და და თით­ქმის ყვე­ლა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ნე­ბარ­თვა რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზო­ნის გათ­ვა­ლი­სიწ­ნე­ბით გა­ი­ცე­მა, თბი­ლი­სი ჯერ კი­დევ ვერ ხვდე­ბა ყვე­ლა­ზე „მწვა­ნე ქა­ლა­ქებს“ შო­რის.

თუმ­ცა დე­და­ქა­ლაქ­ში ჯერ კი­დევ დარ­ჩა ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ჟანგბა­დის სუნ­თქვა შე­იძ­ლე­ბა და ერთ-ერთი მათ­გა­ნი ლი­სია. აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა პრო­ექ­ტი - „ბი­ნა­და­რი ლის­ზე“, რო­მელ­საც გარ­შე­მო დიდი რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზონა აქვს.

ეკო პრო­ექ­ტი „ბი­ნა­და­რი ლის­ზე“ მო­ი­ცავს ორ­სა­დარ­ბა­ზო­ი­ან, 14 სარ­თუ­ლი­ან ა ბლოკ­სა და ერ­თსა­დარ­ბა­ზო­ი­ან, 11 სარ­თუ­ლი­ან ბ ბლოკს, რომ­ლის უპი­რა­ტე­სო­ბაც 1000 კვად­რა­ტულ მეტ­რამ­დე გამ­წვა­ნე­ბუ­ლი, კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი ეზო, შიდა პარ­კი­რე­ბა -1 სარ­თულ­ზე და ოც მან­ქა­ნამ­დე გარე თა­ვი­სუ­ფა­ლი ავ­ტო­სად­გო­მია. ამას­თან, სა­დარ­ბა­ზო­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია სამ­გზავ­რო ლიფ­ტი.

გარ­და იმი­სა, რომ პრო­ექ­ტი რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი და გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი სივ­რცის შექ­მნა­ზეა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი, მისი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია ახალ­გაზ­რდებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცეთ,და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი­დან­ვე ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სად გა­ა­კე­თონ სწო­რი ინ­ვეს­ტი­ცია; ბავ­შვე­ბი­ან ოჯა­ხებს ჰქონ­დეთ შე­ა­საძ­ლებ­ლო­ბა ჯან­საღ გა­რე­მო­ში იცხოვ­რონ. ეს პრო­ექ­ტი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საც მომ­ხიბ­ვლე­ლია, რო­მელ­თაც უყ­ვართ ბუ­ნე­ბა, სიმ­შვი­დე, ფე­ხით სი­ა­რუ­ლი, კარ­გი ხედი და სუფ­თა ჰა­ე­რი, რაც ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნამ­დვი­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია.

აღ­ნიშ­ნულ პრო­ექ­ტში ბი­ნის მი­ნი­მა­ლუ­რი ფარ­თო­ბი 40 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია, ხოლო მაქ­სი­მა­ლუ­რი - სრუ­ლი სარ­თუ­ლი.

„ბი­ნა­და­რი ლის­ზე“ ეკოპ­რო­ექ­ტია, რო­გორც ტე­რი­ტო­რი­ის, ისე ფა­სის მი­ხედ­ვით, შე­სა­ბა­მი­სად, ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­ცხოვ­რებ­ლად სუფ­თა ჰა­ერ­ზე გა­დახ­ვი­დე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

როგორი იყო გამწვანება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში წლების წინ და ახლა?

როგორი იყო გამწვანება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში წლების წინ და ახლა?

ალბათ, გაგიგიათ გამოთქმა - „ხარ ის, რითიც იკვებები“. აქვე უნდა ითქვას, რომ ნელ-ნელა „ვხდებით ისინი, რითიც ვსუნთქავთ“, რადგან ჩვენი ჯანმრთელობა ამაზე პირდაპირ მეტყველებს.

თბილისის მსგავსად, აქტიური ურბანიზაცია ბევრი ქალაქის მცხოვრებთა პრობლემაა, რადგან შენობა-ნაგებობების რაოდენობის ზრდის პარალელურად, მწვანე საფარი ანუ ჟანგბადის წყარო მცირდება.

სახალხო დამცველმა რამოდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვით მსოფლიოს მასშტაბით, ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების ყველაზე მაღალი კოეფიციენტი (113 კვ.მ) ლატვიის დედაქალაქ რიგას აქვს. თბილისის ზუსტი მაჩვენებელი უცნობია, თუმცა დედაქალაქის მახლობლად მდებარე ქალაქ რუსთავში ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ 5,4 კვადრატული მეტრი გამწვანებული სივრცე მოდის.

ამ პირობებში შეიძლება ვიფიქროთ, რომ ზომების მიღება დაგვიანებულია, რომ სუფთა ჰაერზე ცხოვრებას მხოლოდ ქალაქგარეთ თუ შევძლებთ. შესაძლოა, წლების წინ ასე ნიუ იორკის, პარიზისა და სხვა დიდი ქალაქების მოსახლეობაც ფიქრობდა, თუმცა მათ უმეტესობაში დღეს ჯანსაღი გარემო აღარ „ენატრებათ“.

მოგიყვებით რამდენიმე ქალაქის შესახებ, რომლებიც აქტიური ურბანიზაციის მიუხედავად, მსოფლიოში გამწვანების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კოეფიციენტით გამოირჩევიან:

ნიუ იორკი

ის, რაც ნიუ იორკში აუცილებლად უნდა ნახოთ, „ცენტრალური პარკია“. 1980 წელს გადაწყდა, რომ იგი ნიუ იორკის მწვანე გული და ოაზისი გამხდარიყო. პარკის გაფართოებაში ყველა ჩაერთო, როგორც მოსახლეობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები, ისე ქალაქის ადმინისტრაციაც და გამწვანდა ის ტერიტორიებიც, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო. 2007 წელს, „მილიონი ხის პროგრამის“ ინიცირების შემდეგ, ნიუ იორკის პარკებში ადგილობრივი სახეობის ხეების რაოდენობა „ბლუმბერგის“ ჩართულობით საკმაოდ გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ნიუ იორკი მსოფლიოს ყველაზე გამწვანებული ქალაქების ჩამონათვალშია, წლიდან წლამდე კიდევ უფრო მეტი რეკრეაციული სივრცე ემატება. დღესდღეობით, საბოლოო ჯამში, ნიუ იორკის 57% გამწვანებულია.

პარიზი

გარემოს დამცველები საფრანგეთის დედაქალაქში გამწვანების ზრდაზე წლიდანწლამდე მეტად ზრუნავენ. გასული წლებისგან განსხვავებით, პარიზის სანაპიროებზე უფრო მეტი პარკი, ბაღი, გამწვანებული სახურავები, კედლები და ველობილიკები შეგხვდებათ. ამის პარალელურად შემცირდა კერძო ევტომობილების რაოდენობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო ეკომეგობრული გახდა.

ჰაერის მდგომარეობის გამოსასწორებლად და მწვანე საფარის გასაზრდელად, პარიზის ხელისუფლებამ ავტომობილების შემცირება დაიწყო. მაგალითად, ზოგიერთ ქუჩაზე მანქანა საერთოდ არ დაიშვება. ამასთან, მოქმედებს პარკირების საათობრივი სისტემა. რეფორმებმა შედეგი გამოიღო და 2018 წელს ავტომობილებით გადაადგილების მაჩვენებელი 6.05%-ით დაეცა.

ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად მხოლოდ ავტომობილების რაოდენობის შემცირება საკმარისი არ იყო - ქალაქს მეტი მწვანე სივრცე სჭირდებოდა. შედეგად უკანასკნელი 20 წლის მანძილზე პარიზის თითქმის ყველა უბანში მცირე პარკი მაინც მოეწყო ან ეწყობა.

ვილნიუსი

ჩვენი მეგობარი ლიეტუვის დედაქალაქი ვილნიუსი მსოფლიოს ყველაზე გამწვანებულ ქალაქებს შორისაა. მისი 33% ტყით არის დაფარული და აქ გარემოზე მზუნველობის საკითხი ერთ-ერთი უპირველესია. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ლიეტუველი მოსახლეობა შეყვარებულია თავიანთი ქალაქის ხეებზე! 2008 წელს, მათ 13 ჰექტარი ტყის საფარის გაჩეხვის წინააღმდეგ უდიდესი პროტესტი გამოხატეს. ეკოლოგიაზე ზრუნავს ქალაქის მთავრობაც, მათ მოსახლეობას შესთავაზეს გადასახადების შემცირება და გრანტების გამოყოფა, თუ თავიანთ სახლებს ენერგოეფექტურს გახდიდნენ. შედეგად, შენობებში უფრო მეტად იყენებენ ორგანულმასალებს, მცირდება სამშენებლო კოეფიციენტი და იზრდება მწვანე სივრცეების რაოდენობა.

თბილისი

რა მდგომარეობაა ამ მხრივ ჩვენს დედაქალაქში?

ალბათ, ყველას გაქვთ ნანახი ფოტო, რომელზეც სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაა ასახული. დღეს, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფაქტობრივად, ადგილი არაა დარჩენილი, სადაც შენობა არ დგას. იგივე ვითარებაა თბილისის სხვა ცენტრალურ უბნებშიც.თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამოდენიმე წელია K2 კოეფიციენტი თბილისშიც შეიზღუდა და თითქმის ყველა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე ნებართვა რეკრეაციული ზონის გათვალისიწნებით გაიცემა, თბილისი ჯერ კიდევ ვერ ხვდება ყველაზე „მწვანე ქალაქებს“ შორის.

თუმცა დედაქალაქში ჯერ კიდევ დარჩა ადგილები, სადაც ჟანგბადის სუნთქვა შეიძლება და ერთ-ერთი მათგანი ლისია. აღნიშნულ ტერიტორიაზე ხორციელდება პროექტი - „ბინადარი ლისზე“, რომელსაც გარშემო დიდი რეკრეაციული ზონა აქვს.

ეკო პროექტი „ბინადარი ლისზე“ მოიცავს ორსადარბაზოიან, 14 სართულიან ა ბლოკსა და ერთსადარბაზოიან, 11 სართულიან ბ ბლოკს, რომლის უპირატესობაც 1000 კვადრატულ მეტრამდე გამწვანებული, კეთილმოწყობილი ეზო, შიდა პარკირება -1 სართულზე და ოც მანქანამდე გარე თავისუფალი ავტოსადგომია. ამასთან, სადარბაზოში განთავსებულია სამგზავრო ლიფტი.

გარდა იმისა, რომ პროექტი რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი სივრცის შექმნაზეა ფოკუსირებული, მისი მთავარი მიზანია ახალგაზრდებს საშუალება მიეცეთ,დამოუკიდებელი ცხოვრების პირველი ნაბიჯებიდანვე ხელმისაწვდომ ფასად გააკეთონ სწორი ინვესტიცია; ბავშვებიან ოჯახებს ჰქონდეთ შეასაძლებლობა ჯანსაღ გარემოში იცხოვრონ. ეს პროექტი იმ ადამიანებისთვისაც მომხიბვლელია, რომელთაც უყვართ ბუნება, სიმშვიდე, ფეხით სიარული, კარგი ხედი და სუფთა ჰაერი, რაც ლისის ტერიტორიაზე ნამდვილად შესაძლებელია.

აღნიშნულ პროექტში ბინის მინიმალური ფართობი 40 კვადრატული მეტრია, ხოლო მაქსიმალური - სრული სართული.

„ბინადარი ლისზე“ ეკოპროექტია, როგორც ტერიტორიის, ისე ფასის მიხედვით, შესაბამისად, ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა, საცხოვრებლად სუფთა ჰაერზე გადახვიდე.

დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარი - როგორი სასმელი უნდა აჩუქოთ მამაკაცს

ვინ გახდა შემოქმედებით კონკურსის  #ქალაქიხასიათით გამარჯვებული 22 ნოემბერს გახდება ცნობილი

26 ახალი და გემრიელი შესაძლებლობა - საბვეიში განახლებული მენიუა