საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შემთხვევაში არ უგებს ეკლესია წესს მიცვალებულს - "ეს არ არის ბილეთი სასუფეველში"
რა შემთხვევაში არ უგებს ეკლესია წესს მიცვალებულს - "ეს არ არის ბილეთი სასუფეველში"

5 ნო­ემ­ბერს, სამ­ტრე­დი­ა­ში ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში და­ღუ­პულ 24 წლის შაკო ბა­რა­მი­ძეს, რო­მე­ლიც "გირ­ჩის" რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ბიბ­ლი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის" წევ­რი იყო, ად­გი­ლობ­რივ­მა მღვდელმსა­ხუ­რებ­მა წესი არ აუ­გეს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა "გირჩმა" გა­ავ­რცე­ლა და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს მი­მარ­თა:

"მიც­ვა­ლე­ბუ­ლის­თვის წე­სის ასა­გე­ბად, ოჯახ­მა რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლობ­რივ სა­სუ­ლი­ე­რო პირს მი­მარ­თა, მაგ­რამ უარი მი­ი­ღო. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის თქმით, ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც “ბიბ­ლი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის” მოწ­მო­ბა აქვთ აღე­ბუ­ლი, ხო­ნი­სა და სამ­ტრე­დი­ის მიტ­რო­პო­ლიტ სა­ბას­გან, აკ­რძა­ლუ­ლი აქვთ წე­სის აგე­ბა.

ამ შემ­თხვე­ვის გამო, კვი­რას “ბიბ­ლი­ურ­მა თა­ვი­სუფ­ლე­ბამ” გას­ცა ცნო­ბა, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ შაკო ბა­რა­მი­ძის სა­ხელ­ზე გა­ცე­მუ­ლი მღვდელმსა­ხუ­რის მოწ­მო­ბა გა­უქ­მე­ბუ­ლია და გარ­დაც­ვლი­ლი პი­როვ­ნე­ბა აღარ ირი­ცხე­ბო­და ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის მღვდელმსა­ხუ­რად.

ავა­რი­ა­ში გარ­დაც­ვლი­ლი შაკო ბა­რა­მი­ძე

აღ­ნიშ­ნუ­ლი ცნო­ბის შე­სა­ხებ, ოჯახ­მა შე­ა­ტყო­ბი­ნა, რო­გორც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს, ასე­ვე სა­პატ­რი­არ­ქოს და კი­დევ ერთხელ ითხო­ვა წე­სის აგე­ბა, თუმ­ცა კვლავ უარი მი­ი­ღო მათ­გან" - ნათ­ქვა­მი იყო "გირ­ჩის" გან­ცხა­დე­ბა­ში.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, შემ­თხვე­ვას გან­ცხა­დე­ბით­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ბა­რა­მი­ძის ოჯა­ხი, რომ­ლებ­მაც მო­უ­წო­დეს სხვა­დას­ხვა პი­რებს ოჯა­ხის ტრა­გე­დია პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის არ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ:

"გვსურს გა­მოვ­თქვათ მკაც­რი პრო­ტეს­ტი, ოჯა­ხის უდი­დე­სი ტრა­გე­დი­ის პი­რა­დი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის მცდე­ლო­ბის გამო.

VIDEO: რა­ტომ თქვეს უარი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა ავა­რი­ა­ში გა­დაც­ვლი­ლი 24 წლის მა­მა­კა­ცის­თვის წე­სის აგე­ბა­ზე?

...ოჯა­ხი სრუ­ლად იზი­ა­რებს მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი დიდი სჯუ­ლის კა­ნო­ნის ყვე­ლა მო­თხოვ­ნას მიც­ვა­ლე­ბუ­ლის წე­სის აგე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვართ მორ­წმუ­ნე მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი. გვინ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დოთ ხონი-სამ­ტრე­დი­ის მთა­ვა­რე­პის­კო­პოსს მე­უ­ფე სა­ბას ოჯა­ხის ტრა­გე­დი­ის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ზი­ა­რე­ბი­სა და გვერ­დში დგო­მი­სათ­ვის. მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სუ­ლი­სათ­ვის წე­სის აგე­ბის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავს წმინ­და სი­ნო­დი" - ნათ­ქვა­მი იყო ოჯა­ხის სა­ხე­ლით გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

რად­გან აღ­ნიშ­ნულ შემ­თხვე­ვას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა და კი­თხვე­ბი გა­ა­ჩი­ნა მიც­ვა­ლე­ბუ­ლის­თვის წე­სის აგე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, AMBEBI.GE-მ კი­თხვე­ბით მი­მარ­თა წმინ­და მო­წა­მე­თა კვი­რი­კე­სა და ივ­ლი­ტას სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის მღვდელმსა­ხურს, დე­კა­ნოზ ლე­ვან ალა­დაშ­ვილს. ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დით, რა შემ­თხვე­ვა­ში არ უგებს ეკ­ლე­სია წესს გარ­დაც­ვლილ ადა­მი­ანს.

- რას ნიშ­ნავს წე­სის აგე­ბა გარ­დაც­ვლი­ლის­თვის და რა­ტომ არის იგი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

- წე­სის აგე­ბა ეტი­მო­ლო­გი­უ­რად თა­ვი­დან ნიშ­ნავ­და ყვე­ლა იმ მსა­ხუ­რე­ბას, რა­საც ას­რუ­ლებ­და მღვდე­ლი. დღეს ეს მხო­ლოდ მიც­ვა­ლე­ბუ­ლის­თვის მსა­ხუ­რე­ბას ნიშ­ნავს. ეს არ არის ბი­ლე­თი სა­სუ­ფე­ველ­ში, ან რა­ი­მე მა­გი­უ­რი ძა­ლის მქო­ნე ლოც­ვა. ეს არის ეკ­ლე­სი­ის ლოც­ვა თა­ვი­სი წევ­რის­თვის, მისი სუ­ლის სა­ცხო­ნებ­ლად.

ადა­მი­ა­ნი რომ და­ი­ბა­დე­ბა, ეკ­ლე­სი­ის წევ­რი ხდე­ბა ნათ­ლო­ბით, შემ­დეგ ზი­ა­რე­ბით არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ეკ­ლე­სი­ას­თან - ზი­ა­რე­ბა ნიშ­ნავს ეკ­ლე­სი­ას­თან, ქრის­ტეს­თან ერ­თო­ბას, ხოლო ბო­ლოს, ეკ­ლე­სია თა­ვის წევ­რს აცი­ლებს ამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ლოც­ვით, წე­სის აგე­ბით

დღეს რა­საც ვი­ყე­ნებთ არის ცოტა გან­ვრცო­ბი­ლი ლოც­ვე­ბი, ადრე ეს ლოც­ვე­ბი უფრო მოკ­ლე იყო. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ჭი­რი­სუ­ფა­ლი იყოს რწმე­ნა­ში და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იმით, რომ შე­ე­წი­ოს მიც­ვა­ლე­ბულს და ეს ფორ­მა­ლუ­რად არ მო­ი­თხო­ვოს მღვდლის­გან.

- რა სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბი არ­სე­ბობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში წე­სის აგე­ბას­თან და­კავ­შრე­ბით?

- ზო­გა­დად, წე­სის აგე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობს ცრუ­წარ­მოდ­გე­ნე­ბი იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც ეკ­ლე­სი­ის­გან შორს არი­ან. ასე მა­გა­ლი­თად: ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს მი­აჩ­ნია, რომ წე­სის აგე­ბის შემ­დეგ გარ­დაც­ვლი­ლი აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­ვდე­ბა სა­მო­თხე­ში, თით­ქოს ეს იყოს ბი­ლე­თი სა­მო­თხის­თვის, რაც სი­ნამ­დვი­ლეს არ შე­ე­ფე­რე­ბა. ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ლოც­ვა გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის. ეკ­ლე­სია ლო­ცუ­ლობს გარ­დაც­ვლი­ლის სუ­ლის­თვის.

კი­დევ ერთი სტე­რე­ო­ტი­პი არის ის, რომ ზო­გი­ერთს ჰგო­ნია თით­ქოს წესი მა­ინც და მა­ინც დაკ­რძალ­ვის დღეს უნდა აე­გოს მიც­ვა­ლე­ბულს, რაც ასე­ვე არას­წო­რია. დაკ­რძალ­ვის შემ­დე­გაც შე­იძ­ლე­ბა ავუ­გოთ წესი გარ­დაც­ვლილს. მა­გა­ლი­თად ბი­ძა­ჩემს, რო­მე­ლიც კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის დროს გარ­და­იც­ვა­ლა, ახ­ლა­ხან ავუ­გე წესი...

- რა შემ­თხვე­ვებ­ში ვერ უგებს წესს ეკ­ლე­სია მიც­ვა­ლე­ბულს?

- ეკ­ლე­სია ვერ უგებს წესს თვით­მკვლე­ლებს, რად­გან სუ­ი­ცი­დის მი­ზე­ზი არის უი­მე­დო­ბა, ხოლო იუ­მე­დო­ბა არის ურ­წმუ­ნო­ე­ბა. ამ ჯაჭვს მივ­ყა­ვართ ღმერ­თის გმო­ბამ­დე. მხო­ლოდ ღმერ­თს არ აქ­ცევს ამ დროს ადა­მი­ა­ნი ზურგს, იგი ამ დროს არ ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბის, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის ტან­ჯვას. იმ ტკი­ვილს, რა­საც მათ ამით მი­ა­ყე­ნებს.

იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ თვით­მკლე­ლო­ბის მი­ზე­ზი ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთლე­ო­ბის პრობ­ლე­მე­ბი გახ­და, ჩვენ ვუ­გებთ წესს მიც­ვა­ლე­ბულს. მე მქო­ნია შემ­თხვე­ვა, რომ მი­ვე­დი სა­პატ­რი­არ­ქო­ში, მო­ვუ­ყე­ვი სი­ტუ­ა­ცია და მომ­ცა კურ­თხე­ვა მე­უ­ფემ, აუგე წე­სიო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თან არ მქონ­და გარ­დაც­ვლი­ლის ჯამ­რთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი.

ასე­ვე, ეკ­ლე­სია წესს ვერ აუ­გებს სხვა აღმსა­რებ­ლო­ბის, სექ­ტის წევ­რებს, რად­გან ისი­ნი არ არი­ან მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წევ­რე­ბი

ჩვენ წესს არ ვუ­გებთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც გმო­ბენ უფალს და არ აღი­ა­რე­ბენ მას. ასე­ვე, მკაც­რად ვე­კი­დე­ბით ამ მსა­ხუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ლო­თო­ბენ, ნარ­კო­ტი­კებს მო­იხ­მა­რენ და ამით გარ­და­იც­ვლე­ბი­ან. ასეთ შემ­თხვე­ვებს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ვა­ფა­სებთ, შე­საძ­ლოა და­ვუშ­ვათ გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით და ავუ­გოთ წესი, ან შე­იძ­ლე­ბა უარი ვთქვათ.

რად­გან სა­ხა­რე­ბა გვას­წავ­ლის "შე­ი­ნა­ნეთ, რა­მე­თუ მო­ახ­ლო­ე­ბულ არის სა­სუ­ფე­ვე­ლი ცათა". ამის მი­უ­ხე­და­ვად, თუ აგ­რძე­ლებს ადა­მი­ა­ნი მძი­მე ცოდ­ვებ­ში ცხოვ­რე­ბას, ე.ი. ის გმობს უფალს.

რაც შე­ე­ხე­ბა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბა­ში მყოფ მსჯავ­რდე­ბუ­ლებს, რომ­ლე­ბიც მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის არი­ან გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი და არ ჰქო­ნი­ათ სი­ცო­ცხლე­ში სი­ნა­ნუ­ლის შეგ­რძნე­ბა ჩა­დე­ნი­ლის გამო, დიდი ალ­ბა­თო­ბით, არც მათ აე­გე­ბათ წესი. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ფას­დე­ბა ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, თუმ­ცა ასეთ სა­კი­თხებს მკაც­რად ვე­კი­დე­ბით.

- რაც შე­ე­ხე­ბა თქვენს შე­ფა­სე­ბას 24 წლის შაკო ბა­რა­მი­ძის გახ­მა­უ­რე­ბულ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით... რამ­დე­ნად გა­მარ­თლე­ბუ­ლი იყო მღვდელმსა­ხუ­რე­ბის უარი "გირ­ჩის" გარ­დაც­ვლი­ლი წევ­რის­თვის წე­სის აგე­ბა­ზე?

- ეს ფაქ­ტი გავ­რცელ­და არას­წო­რად. მე­უ­ფე სა­ბას უარი არ უთ­ქვამს გა­დაჭ­რით. მან მი­უ­სამ­ძიმ­რა კი­დეც ოჯახს, მწუ­ხა­რე­ბა გა­მოთ­ქვა და უთხრა, რომ მარ­ტო ვერ გა­და­წყვეტ­და ამ სა­კითხს. სი­ნო­დის სხდო­მა­ზე, ან მა­ნამ­დე ჰკი­თხავ­და აზრს სი­ნო­დის წევ­რებს. სამ­წუ­ხა­როდ, ადა­მი­ა­ნებს ჰგო­ნი­ათ, რომ წესი მა­ინც და მა­ინც დაკ­რძალ­ვის დღეს უნდა აუ­გონ მიც­ვა­ლე­ბულს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ მე­უ­ფე საბა აუ­გებს წესს ამ ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ანს. არც მა­შინ იქ­ნე­ბა გვი­ან... ვუ­სამ­ძიმ­რებ გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერმისი
50

არც წესის არ აგება ნიშნავს რომ სასუფეველში ვერ შევა. ეხლა ვიღაც ბიზნესმენა მამაო თუ უარს იტყვის წეისს აგებაზე ეგ იმას არ ნიშნავს რომ ყველაფერი დამტავრდა

საბურთალო
6

ერთერთი საღად მოაზროვნე მოძღვარია დღეს დღეობით საქართველოში! გაიხარე მამაო ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

რა შემთხვევაში არ უგებს ეკლესია წესს მიცვალებულს - "ეს არ არის ბილეთი სასუფეველში"

რა შემთხვევაში არ უგებს ეკლესია წესს მიცვალებულს - "ეს არ არის ბილეთი სასუფეველში"

5 ნოემბერს, სამტრედიაში ავტოავარიაში დაღუპულ 24 წლის შაკო ბარამიძეს, რომელიც "გირჩის" რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლების" წევრი იყო, ადგილობრივმა მღვდელმსახურებმა წესი არ აუგეს. აღნიშნულის შესახებ განცხადება "გირჩმა" გაავრცელა და სასულიერო პირებს მიმართა:

"მიცვალებულისთვის წესის ასაგებად, ოჯახმა რამდენიმე ადგილობრივ სასულიერო პირს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. სასულიერო პირების თქმით, ადამიანებს, ვისაც “ბიბლიური თავისუფლების” მოწმობა აქვთ აღებული, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბასგან, აკრძალული აქვთ წესის აგება.

ამ შემთხვევის გამო, კვირას “ბიბლიურმა თავისუფლებამ” გასცა ცნობა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შაკო ბარამიძის სახელზე გაცემული მღვდელმსახურის მოწმობა გაუქმებულია და გარდაცვლილი პიროვნება აღარ ირიცხებოდა ჩვენი ეკლესიის მღვდელმსახურად.

ავარიაში გარდაცვლილი შაკო ბარამიძე

აღნიშნული ცნობის შესახებ, ოჯახმა შეატყობინა, როგორც სასულიერო პირებს, ასევე საპატრიარქოს და კიდევ ერთხელ ითხოვა წესის აგება, თუმცა კვლავ უარი მიიღო მათგან" - ნათქვამი იყო "გირჩის" განცხადებაში.

მოგვიანებით, შემთხვევას განცხადებითვე გამოეხმაურა ბარამიძის ოჯახი, რომლებმაც მოუწოდეს სხვადასხვა პირებს ოჯახის ტრაგედია პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოეყენებინათ:

"გვსურს გამოვთქვათ მკაცრი პროტესტი, ოჯახის უდიდესი ტრაგედიის პირადი პოლიტიკური მიზნებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის გამოყენების მცდელობის გამო.

VIDEO: რატომ თქვეს უარი სასულიერო პირებმა ავარიაში გადაცვლილი 24 წლის მამაკაცისთვის წესის აგებაზე?

...ოჯახი სრულად იზიარებს მართლმადიდებლური დიდი სჯულის კანონის ყველა მოთხოვნას მიცვალებულის წესის აგებასთან დაკავშირებით, ვართ მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანები. გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ხონი-სამტრედიის მთავარეპისკოპოსს მეუფე საბას ოჯახის ტრაგედიის მაქსიმალურად გაზიარებისა და გვერდში დგომისათვის. მიცვალებულის სულისათვის წესის აგების საკითხს განიხილავს წმინდა სინოდი" - ნათქვამი იყო ოჯახის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

რადგან აღნიშნულ შემთხვევას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და კითხვები გააჩინა მიცვალებულისთვის წესის აგებასთან დაკავშირებით, AMBEBI.GE-მ კითხვებით მიმართა წმინდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის მღვდელმსახურს, დეკანოზ ლევან ალადაშვილს. ჩვენ დავინტერესდით, რა შემთხვევაში არ უგებს ეკლესია წესს გარდაცვლილ ადამიანს.

- რას ნიშნავს წესის აგება გარდაცვლილისთვის და რატომ არის იგი მნიშვნელოვანი?

- წესის აგება ეტიმოლოგიურად თავიდან ნიშნავდა ყველა იმ მსახურებას, რასაც ასრულებდა მღვდელი. დღეს ეს მხოლოდ მიცვალებულისთვის მსახურებას ნიშნავს. ეს არ არის ბილეთი სასუფეველში, ან რაიმე მაგიური ძალის მქონე ლოცვა. ეს არის ეკლესიის ლოცვა თავისი წევრისთვის, მისი სულის საცხონებლად.

ადამიანი რომ დაიბადება, ეკლესიის წევრი ხდება ნათლობით, შემდეგ ზიარებით არის დაკავშირებული ეკლესიასთან - ზიარება ნიშნავს ეკლესიასთან, ქრისტესთან ერთობას, ხოლო ბოლოს, ეკლესია თავის წევრს აცილებს ამ განსაკუთრებული ლოცვით, წესის აგებით

დღეს რასაც ვიყენებთ არის ცოტა განვრცობილი ლოცვები, ადრე ეს ლოცვები უფრო მოკლე იყო. ყველაზე მთავარია, ჭირისუფალი იყოს რწმენაში და დაინტერესებული იმით, რომ შეეწიოს მიცვალებულს და ეს ფორმალურად არ მოითხოვოს მღვდლისგან.

- რა სტერეოტიპული წარმოდგენები არსებობს საზოგადოებაში წესის აგებასთან დაკავშრებით?

- ზოგადად, წესის აგებასთან დაკავშირებით არსებობს ცრუწარმოდგენები იმ ადამიანებში, რომლებიც ეკლესიისგან შორს არიან. ასე მაგალითად: ადამიანების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ წესის აგების შემდეგ გარდაცვლილი აუცილებლად მოხვდება სამოთხეში, თითქოს ეს იყოს ბილეთი სამოთხისთვის, რაც სინამდვილეს არ შეეფერება. ეს არის ჩვეულებრივი ლოცვა გარდაცვლილი ადამიანისთვის. ეკლესია ლოცულობს გარდაცვლილის სულისთვის.

კიდევ ერთი სტერეოტიპი არის ის, რომ ზოგიერთს ჰგონია თითქოს წესი მაინც და მაინც დაკრძალვის დღეს უნდა აეგოს მიცვალებულს, რაც ასევე არასწორია. დაკრძალვის შემდეგაც შეიძლება ავუგოთ წესი გარდაცვლილს. მაგალითად ბიძაჩემს, რომელიც კომუნისტური რეჟიმის დროს გარდაიცვალა, ახლახან ავუგე წესი...

- რა შემთხვევებში ვერ უგებს წესს ეკლესია მიცვალებულს?

- ეკლესია ვერ უგებს წესს თვითმკვლელებს, რადგან სუიციდის მიზეზი არის უიმედობა, ხოლო იუმედობა არის ურწმუნოება. ამ ჯაჭვს მივყავართ ღმერთის გმობამდე. მხოლოდ ღმერთს არ აქცევს ამ დროს ადამიანი ზურგს, იგი ამ დროს არ ითვალისწინებს საკუთარი ოჯახის წევრების, საყვარელი ადამიანის ტანჯვას. იმ ტკივილს, რასაც მათ ამით მიაყენებს.

იმ შემთხვევაში თუ თვითმკლელობის მიზეზი ფსიქიკური ჯანმრთლეობის პრობლემები გახდა, ჩვენ ვუგებთ წესს მიცვალებულს. მე მქონია შემთხვევა, რომ მივედი საპატრიარქოში, მოვუყევი სიტუაცია და მომცა კურთხევა მეუფემ, აუგე წესიო. მიუხედავად იმისა, რომ თან არ მქონდა გარდაცვლილის ჯამრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ასევე, ეკლესია წესს ვერ აუგებს სხვა აღმსარებლობის, სექტის წევრებს, რადგან ისინი არ არიან მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები

ჩვენ წესს არ ვუგებთ ადამიანებს, რომლებიც გმობენ უფალს და არ აღიარებენ მას. ასევე, მკაცრად ვეკიდებით ამ მსახურების ჩატარებას ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც ლოთობენ, ნარკოტიკებს მოიხმარენ და ამით გარდაიცვლებიან. ასეთ შემთხვევებს ინდივიდუალურად ვაფასებთ, შესაძლოა დავუშვათ გამონაკლისის სახით და ავუგოთ წესი, ან შეიძლება უარი ვთქვათ.

რადგან სახარება გვასწავლის "შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არის სასუფეველი ცათა". ამის მიუხედავად, თუ აგრძელებს ადამიანი მძიმე ცოდვებში ცხოვრებას, ე.ი. ის გმობს უფალს.

რაც შეეხება სასჯელაღსრულებაში მყოფ მსჯავრდებულებს, რომლებიც მძიმე დანაშაულებისთვის არიან გასამართლებული და არ ჰქონიათ სიცოცხლეში სინანულის შეგრძნება ჩადენილის გამო, დიდი ალბათობით, არც მათ აეგებათ წესი. ინდივიდუალურად ფასდება ასეთი შემთხვევები, თუმცა ასეთ საკითხებს მკაცრად ვეკიდებით.

- რაც შეეხება თქვენს შეფასებას 24 წლის შაკო ბარამიძის გახმაურებულ შემთხვევასთან დაკავშირებით... რამდენად გამართლებული იყო მღვდელმსახურების უარი "გირჩის" გარდაცვლილი წევრისთვის წესის აგებაზე?

- ეს ფაქტი გავრცელდა არასწორად. მეუფე საბას უარი არ უთქვამს გადაჭრით. მან მიუსამძიმრა კიდეც ოჯახს, მწუხარება გამოთქვა და უთხრა, რომ მარტო ვერ გადაწყვეტდა ამ საკითხს. სინოდის სხდომაზე, ან მანამდე ჰკითხავდა აზრს სინოდის წევრებს. სამწუხაროდ, ადამიანებს ჰგონიათ, რომ წესი მაინც და მაინც დაკრძალვის დღეს უნდა აუგონ მიცვალებულს. დარწმუნებული ვარ მეუფე საბა აუგებს წესს ამ ახალგაზრდა ადამიანს. არც მაშინ იქნება გვიან... ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს.

"მსტოვრებს და  მოღალატეებს პარლამენტში არაფერი ესაქმებათ" - მარნეულის ეპისკოპოსი "ქართულ ოცნებას" მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატის გაწვევას სთხოვს

"1 სამედიცინო პერსონალია, 1-ის წყარო კი ლილოს ბაზრობაა" - რომელ კლასტერს უკავშირდება კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა

იშვიათი დაავადება, რომლითაც საქართველოში 60 ადამიანი იტანჯება - "დავიღალეთ, ვეღარ ვუძლებთ ამდენ ტკივილს... იმედით ველით წამლის შემოტანას"