ავტორი:

რუს პროფესორს, რომელმაც 24 წლის საყვარელი მოკლა, ცოლი საუკეთესო ადვოკატს დაუქირავებს

რუს პროფესორს, რომელმაც 24 წლის საყვარელი მოკლა, ცოლი საუკეთესო ადვოკატს დაუქირავებს

ისტორიკოს ოლეგ სოკოლოვს რუსეთის სამეცნიერო წრეებში კარგად იცნობენ. 63 წლის პედაგოგი ქვეყანაში ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად მიიჩნეოდა, თუმცა ახლა მის საქმიანობაზე მეტად მკვლელობის დეტალები აინტერესებთ, რომელშიც სოკოლოვია ეჭვმიტანილი.

რამდენიმე დღის წინ ისტორიკოსი მდინარეში იპოვეს გადავარდნილი, მის ჩანთაში კი ქალის დანაწევრებული სხეულის ნაწილები აღმოჩნდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ გარდაცვლილი ანასტასია იეშჩენკო იყო - სოკოლოვის ახალგაზრდა საყვარელი ქალი.

გოგონასა და პედაგოგს შორის ურთიერთობა სწრაფად განვითარდა, მათთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ ანასტასია პირველივე ლექციაზე მოიხიბლა სოკოლოვით, ორივეს კი ნაპოლეონისადმი დიდი სიყვარული აერთიანებდა. მათი ურთიერთობის შესახებ უნივერსიტეტში ყველამ იცოდა.

ანასტასიას ურთიერთობის პარალელურად სოკოლოვი ცოლთან დაშორებას არ ჩქარობდა, წყვილს ორი შვილი ჰყავს.

„ოლეგს შვილებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა. ბოლო ცოლისგან მას ორი გოგონა ჰყავს - ერთი - სკოლაში წელს მივიდა, მეორე კი ჯერ კიდევ საბავშვო ბაღშია. მას კიდევ ერთი გოგონა ჰყავს, პირველი ქორწინებიდან, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს“ - ამბობს სოკოლოვის მეგობარი ირინა.

მისივე თქმით, ოლეგის ცოლი ცდილობდა, ქმრის რომანის შესახებ საჯაროდ არაფერი შეემჩნია. ოჯახში სკანდალები არ ყოფილა. სოკოლოვი ამტკიცებს, რომ ჩხუბს ყოველთვის ანასტასია იწყებდა, რომელიც მის გოგონებზე ეჭვიანობდა.

„ოლეგის ცოლი მისი ქმრის რომანს აიგნორებდა. ნასტიას ეჭვიანობის შესახებ მე არაფერი ვიცი, არ მგონია, რომ ასე იყო. მან ურთიერთობის დაწყებამდე იცოდა, რომ სოკოლოვს ცოლი და შვილები ჰყავდა, ესე იგი ყველაფერი მისაღები იყო მისთვის,“ - ამბობს ისტორიკოსის ოჯახის ახლობელი.

ირინას თქმით, ის არა მხოლოდ სოკოლოვის ცოლს, არამედ მის შეყვარებულსაც იცნობდა. მისი თქმით, წყვილს შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა.

„ძალიან კარგი სტუდენტი იყო, შესანიშნავი განათლებით. ასპირანტურაშიც გააგრძელა სწავლა. ანასტასია ოლეგს ლექციების ჩატარებაში ეხმარებოდა“.

ყველას გასაკვირად, სოკოლოვის ცოლი არ აპირებს, ქმარი გასაჭირში მიატოვოს.

„შეუძლებელია, ოლეგს ვინმე მოეკლა. ის ფეთქებადი იყო, შეიძლება ეყვირა, თუმცა ქალზე ხელი არასოდეს აუწევია. ცოლი მისთვის კარგ ადვოკატს დაიქირავებს,“ - ამბობს პროფესორის მეგობარი.

თუმცა სოკოლოვს დადებით პიროვნებად ყველა არ ახასიათებს. მისი სტუდენტები ამბობენ, რომ საკუთარი თავი რეინკარნირებულ ნაპოლეონად მიაჩნდა, ხშირად კი ძალიან უხეში იყო.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი სასამართლომ 2 დღის წინ დაკითხა. მან ბრალი აღიარა და მკვლელობამდე განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა. სოკოლოვის თქმით, ანასტასიასთან მან 5 წელი გაატარა, ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და მასზე დაქორწინებასაც გეგმავდა.

თუმცა, ისტორიკოსის მტკიცებით, ბოლო პერიოდში იეშჩენკო რადიკალურად შეიცვალა - „იდეალური ქალიდან“ ის „მონსტრად“ გადაიქცა. მისი თქმით, როდესაც საუბარი მის შვილებზე ჩამოვარდებოდა, ანასტასია ზედმეტად აგრესიული ხდებოდა და ხშირად ხელში დანასაც იღებდა.

„ჩხუბის დროს კონტროლს ვკარგავდით. ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა, ასეთი რამ არასოდეს დამმართნია, ის მე დანით დამესხა თავს,“ - განაცხადა სოკოლოვმა.

63 წლის ისტორიკოსი მდინარეში რამდენიმე დღის წინ ჩავარდა - ის ნასვამი იყო და ცდილობდა, მოკლული ქალის დანაწევრებული სხეულის მდინარეში გადაეგდო.

24 წლის ანასტასია იეშჩენკოს ცხედრის ნაწილები პოლიციამ მოგვიანებით პეტერბურგში, ისტორიკოსის სახლში იპოვა.

აშშ-ში საკრუიზო გემზე 21 ადამიანს კორონავირუსი აღმოაჩნდა - ეკიპაჟის 1 100 წევრი კარანტინშია

სლოვაკეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

Facebook-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა