ავტორი:

განათლების მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა

განათლების მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.

მიხეილ ჩხენკელი დღემდე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში, 2017-2018 წლებში კი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მანამდე კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი.

მიხეილ ჩხენკელს აქვს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და არის აშშ-ის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი.

შეგახსენებთ, ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. პრემიერ გიორგი გახარიას განმარტებით, მიხეილ ბატიაშვილმა გადადგომის თხოვნით მას თავად მიმართა.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა კახა კალაძეს შუა თითი უჩვენეს

"ბექა კვიციანი არაადეკვატურია, ურთიერთობაში ვერ შემოდის" - ადვოკატი

რა შემთხვევაში არ უგებს ეკლესია წესს მიცვალებულს - "ეს არ არის ბილეთი სასუფეველში"