ავტორი:

„ნოკია 7.2-ის“ მინიმალისტური კონცეფცია

„ნოკია 7.2-ის“ მინიმალისტური კონცეფცია

მსოფლიოს საყვარელი სავაჭრო ნიშნის და თანამედროვე ადამიანების ყველაზე ხშირად მოხმარებადი ბრენდ „ნოკიას“ ყოველი ახალი მობილური მოდელი ისტორიისა და დიზაინით მდიდარი კონცეფციის ნაზავია.

ბრენდი, რომლის საფირმო ზარმა მე-19 საუკუნის ლეგენდარული გიტარისტ ფრანჩისკო ტარეგას კომპოზიცია „გრანდ ვალსი“ გააცოცხლა;

რომლის ტელეფონითაც, მისივე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კავშირგაბმულობით, მსოფლიოში პირველი სარეკლამო GSM-ზარი განხორციელდა (1991 წელი, ჰელსინკი. პრემიერ-მინისტრ ჰერი ჰოლკერის მიერ);

რომლის GSM სისტემის ტელეფონით მსოფლიოში პირველი სატელიტური ზარი განხორციელდა;

და რომლის მობილური ტელეფონების შემომავალი sms-ის ტონიც მორზეს ენაზე მისსავე სლოგანს — „აკავშირებს ადამიანებს“ აღნიშნავს;

საკუთარ დნმ-ს ამჯერადაც არ ღალატობს და კონცეფციით — „ნაკლები მეტია“ (Less is More) კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ახალი მოდელი „ნოკია 7.2“ ერთმნიშვნელოვნად დიზაინის პროდუქტია.

Less is More მე-19 საუკუნის ანდაზაა, რომელიც პირველად ბეჭდურ სამყაროში რობერტ ბროუნინგის პოემა „ანდრეა დელ სარტოში“ გვხვდება, 1855 წელს:

Who strive — you don't know how the others strive

To paint a little thing like that you smeared

Carelessly passing with your robes afloat, —

Yet do much less, so much less, Someone says,

(I know his name, no matter) — so much less!

Well, less is more, Lucrezia.

მეორე მხრივ კი „ნოკიას“ ახალი მოდელის კონცეფცია მობილურის დიზაინის ხაზგასასმელად თანამედროვე არქიტექტურის ფუძემდებელ არქიტექტორისა და ავეჯის დიზაინერ ლუდვიგ მაის ვან დერ როჰის (1886-1969) სახელთან ასოცირდება, სადაც Less is More სადა, მარტივ არქიტექტურულ სტილს აღნიშნავს. სწორედ ვან დერ როჰისეულ, 1920-1930-იანების მინიმალისტური ინდუსტრიული დიზაინის მოძრაობა „ბაუჰაუსის“ ნიმუშებს აცოცხლებს „ნოკიას“ ახალი მოდელი — 7.2 სადა და ამავდროულად მდიდრული არქიტექტურით.

მინიმალისტურია მობილურის ფუნქციებიც: ისინი „ნოკიას“ სხვა მოდელების მსგავსად, ადამიანის უმთავრეს მოთხოვნილებებს ერგება. მობილური ტელეფონის ანდროიდის პროგრამა უახლეს განახლებებს გვპირდება — მალე „ნოკია 7.2“-ზე „ანდროიდ 10“ იმუშავებს.

და, რაც მთავარია, მინიმალისტურია ყიდვის პროცესში გადაწყვეტილების მიღებისას ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი — პროდუქტის ფასი.

სწორედ ამ სამი ატრიბუტის — დიზაინის, იოლად მოხმარებისა და ფასის პოზიციონირებას აგვრიგვინებს ახალი მოდელის სლოგანი ბროუნინგის ციტატის მსგავსად: „ხანდახან ნაკლები მეტია. ბევრად, ბევრად მეტი“.

ბრენდის წარმომადგენლები „ნოკია 7.2“-ის დახასიათებისას აცხადებენ:

„ცხოვრებაში მარტივი მოვლენები გვაფერხებს: ტრანსპორტის საცობები, ამინდი, მაღაზია, სადაც დაგვავიწყდა წასვლა… და როდესაც მობილურ ტელეფონს დახედავ, სულ ცოტა, მანაც არ უნდა შეგაყოვნოს. ჩვენ არ ვიყენებთ უაზრო აპლიკაციებს, რომლებიც თქვენი ბატარეის ენერგიას პირდაპირი მნიშვნელობით სწრაფად „ჭამს“. „ნოკია 7.2“ არაფერს ზედმეტს არ გთავაზობთ!“

„ნოკიას“ ახალი მობილურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფოკუსი, ასევე, უსაფრთხოებაცაა: ბრენდის წარმომადგენლების განცხადებით, მომხმარებლებს განსაკუთრებულად გაუადვილეს პრივატული ფუნქციების მართვა. „ანდროიდ 10“, რომელიც სულ მალე დაიწყებს „ნოკია 7.2“-ზე ოპერირებას, თავის მხრივ, ახალ მახასიათებლებს — Dark Theme-ს, smart Reply -ს და ჟესტურ ნავიგაციას გვპირდება.

„სავაჭრო სახლ გოლეთიანის“ ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ხელმძღვანელ მარიამ გამცემლიძის თქმით, „ნოკია 7.2“ მომხმარებლებს დაავიწყებს, რას ნიშნავს ტელეფონის მეხსიერების შემცირება:

„მას შემდეგ, რაც „ნოკიამ“ Google-თან თანამშრომლობა დაიწყო, მომხმარებლებს უამრავი საინტერესო ტექნოლოგიური სიახლე გავაცანით. ამჯერად, Google One-ის წევრები, მობილურის შეძენიდან 3 თვის განმავლობაში უფასოდ მიიღებენ 100-გიგაბაიტ მეხსიერებას Google Drive-ზე, Gmail-სა და Google Photos-ზე წვდომისთვის, ისევე, როგორც საკუთარ ტელეფონში არსებული სრული ინფორმაციის დარქივებისთვის. რაც მთავარია, ეს მეხსიერება ოჯახის წევრებსაც შეუძლიათ გაუზიარონ, რაც საკმაოდ კომფორტულია, თუ ოჯახის თითოეული წევრი ამხელა მოცულობით ინფორმაციის ღრუბელზე განთავსებას არ საჭიროებს.“

R

თუ ავტომობილის ყიდვა გადაწყვიტე — www.cardeal.ge!

Konica Minolta-ს პირველი ოფისი 2019 წლის 12 ნოემბერს თბილისში ოფიციალურად გაიხსნა

„მაგნოლია 2019“-ზე საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოვლინდება