ავტორი:

"პროექტში მონაწილეობის მიღება სპონტანურად გადავწყვიტე..." - რატომ მივიდა ნათია სუხაშვილი "მასტერშეფში" და ვის მიიჩნევს მთავარ კონკურენტად

"პროექტში მონაწილეობის მიღება სპონტანურად გადავწყვიტე..." - რატომ მივიდა ნათია სუხაშვილი "მასტერშეფში" და ვის მიიჩნევს მთავარ კონკურენტად

ნათია სუხაშვილი მაყურებელმა ცოტა ხნის წინ, ყველაზე მასშტაბური კულინარიული შოუდან გაიცნო. ის "მასტერშეფის" ათეულის წევრია და გამარჯვებისთვის იბრძვის. ინტერვიუდან მას უკეთ გაიცნობთ:

- ნათია, როდის დაინტერესდი კულინარიით?

- სიმართლე გითხრათ, არც მახსოვს, იმდენად პატარა ვიყავი. ბავშვობიდან ვცდილობდი რაღაცების გაკეთებას. ცხადია, ზოგი რამ გამომდიოდა, ზოგი-არა.

- რატომ გადაწყვიტე პროექტში მონაწილეობის მიღება?

- პროექტში მონაწილეობის მიღება სპონტანურად გადავწყვიტე. ალბათ, მთავარი მიზეზი ის იყო,რომ მიყვარს კულინარია და ყველაფერი, რაც ამ სფეროს უკავშირდება. სამზარეულოში ყოფნა დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ბედი მეცადა ისეთ პროექტში, რომელიც ჩემს მთავარ ჰობთან იყო დაკავშირებული.

- რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში კულინარიას?

- სამსახურიდან და სხვა პასუხისმგებლობებიდან გამომდინარე, კულინარიას დიდ დროს ვერ ვუთმობ. თუმცა, სამზარეულო არის ადგილი, სადაც გავრბივარ, როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება. კულინარია ჩემთვის განტვირთვის მთავარი საშუალებაა.

- არის ისეთი კერძი, რომლის მომზადება სცადე და არ გამოგივიდა?

- ასეთი კერძი, როგორც მახსოვს, იყო კანჭი.

- შენი აზრით, რა თვისებები უნდა ჰქონდეს იდეალურ შეფს?

- შეფი ერთდროულად უნდა იყოს შრომისმოყვარე, შრომისუნარიანი, გაბედული, არ უნდა ეშინოდეს დამარცხების, უნდა უყვარდეს ინოვაციები, თუმცა პატივს სცემდეს ტრადიციებს.

- ქართული კერძებიდან რომელია შენი ფავორიტი?

- რთული იქნება, რომელიმე ერთის გამორჩევა. ჩაქაფული, ხინკალი, ლობიოს ვარიაციები და ხაჭაპური - გამორჩეულად მიყვარს..წაიკითხეთ სრულად

ექიმები საოკუპაციო ხაზთან საპროტესტო აქციას გეგმავენ : "საქმე გვაქვს კარგი ექიმის, ღირსეული ქართველის უკანონო ტყვეობასთან"

"არაფერი დამიშავებია, ახლაც საქართველოში ვარო!" - ახალგორში დაკავებული ექიმი, სავარაუდოდ, "საზღვრის კვეთის" ფაქტის აღიარებაზე უარს ამბობს

ბიძინა  ივანიშვილის ქონება გაიზარდა - რამდენი მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი