მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი გმირი თავისი საქმიანობით ამაზრზენია" - როგორ მოხვდა "ტროლების ქარხნის დირექტორის" როლზე ნიკა ქავთარაძე
"ჩემი გმირი თავისი საქმიანობით ამაზრზენია" - როგორ მოხვდა "ტროლების ქარხნის დირექტორის" როლზე ნიკა ქავთარაძე

ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში ტრო­ლე­ბის თემა აქ­ტუ­ა­ლუ­რია, ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო კი უკვე ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ალ­ბათ ამი­ტო­მაც, ნიკა ქავ­თა­რა­ძის ახა­ლი ამ­პლუა ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლებს უყუ­რა­დღე­ბოდ არ და­უ­ტო­ვე­ბი­ათ: იუ­მო­რის­ტი სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ახალ სე­ზონ­ში ტრო­ლე­ბის ქარ­ხნის დი­რექ­ტო­რის რო­ლით გა­მოჩ­ნდა...

- ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძემ, რო­მე­ლიც სე­რი­ა­ლის პრო­დი­უ­სე­რი და ჩემი მე­გო­ბა­რია, მომ­წე­რა, - "სა­ტეს­ტო" გმირ­ზე ვფიქ­რობთ და გვინ­და, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოო. რა თქმა უნდა, გა­მი­ხარ­და, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი­დან" შე­მო­თა­ვა­ზე­ბა რომ მი­ვი­ღე. კას­ტინ­გი ეკა მჟა­ვა­ნა­ძეს­თან გა­ვი­ა­რე. შემ­დეგ პრო­დი­უ­სერ­მა, მე­ნე­ჯერ­მა ნა­ხეს. ყვე­ლას მო­ე­წო­ნა და როლ­ზე ამიყ­ვა­ნეს. ეს გზა გა­ვი­ა­რე სე­რი­ალ­ში მოხ­ვედ­რამ­დე. და­ნარ­ჩენს რაც შე­ე­ხე­ბა, პრო­დი­უ­სე­რებს და უფრო მე­ტად, ალ­ბათ, ქე­თის (სცე­ნა­რისტს) ჩემი გმი­რი უკვე წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჰყავ­დათ. რამ­დე­ნი­მე სე­რია უკვე და­წე­რი­ლი იყო. ჩემი პერ­სო­ნა­ჟის შექ­მნა­ში გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვა აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და - ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბო­და, რომ გმი­რი ისე­თი გა­მო­სუ­ლი­ყო, რო­გო­რიც არის. ახლა ამ პრო­ცეს­ში უკვე სხვა რე­ჟი­სო­რი - პა­ა­ტა მე­იშ­ვი­ლია ჩარ­თუ­ლი.

- რო­გორ ფიქ­რობთ, ტრო­ლე­ბის ქარ­ხნის დი­რექ­ტო­რის რო­ლის­თვის სწო­რედ თქვენ რა­ტომ შე­გარ­ჩი­ეს?

- ვფიქ­რობ, ისეთ ადა­მი­ანს ეძებ­დნენ, რო­მე­ლიც თვი­თონ წარ­მო­იდ­გენს იმ საფრ­თხეს, რაც ტრო­ლე­ბია ქვეყ­ნის­თვის. ეტყო­ბა, ასე­თი ტიპი უნ­დო­დათ. რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში, ტრო­ლე­ბის მეც მე­ში­ნია. ალ­ბათ, სი­ტუ­ა­ცია ისე წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­გო­რიც სე­რი­ალ­შია, მაგ­რამ მა­ინც რე­ჟი­სო­რის, სცე­ნა­რის­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ასეთ პერ­სო­ნაჟს "მა­კე­თე­ბი­ნე­ბენ". ვცდი­ლობ, ჩემი როლი სა­თა­ნა­დოდ შე­ვას­რუ­ლო, რაც საკ­მა­ოდ რთუ­ლია. თა­ვის­თა­ვად, ამ პრო­ცესს ნერ­ვი­უ­ლო­ბა ახ­ლავს, მაგ­რამ იმავდრო­უ­ლად, წარ­მო­უდ­გენ­ლად სა­სი­ა­მოვ­ნოა.

- ბევ­რი დუბ­ლის გა­და­ღე­ბა გჭირ­დე­ბათ?

- კი, არის სცე­ნე­ბი, როცა ბევ­რი დუბ­ლია სა­ჭი­რო, უამ­რა­ვი მი­ზე­ზით, მათ შო­რის - ჩემი მი­ზე­ზი­თაც. ამი­ტომ არის შან­სი, რომ სა­ბო­ლო­ოდ, ეპი­ზო­დი კარ­გი გა­მო­ვი­დეს - რე­ჟი­სორ­მა და თა­ვის­თა­ვად, მე­მონ­ტა­ჟემ სა­უ­კე­თე­სო ვერ­სია აარ­ჩი­ონ. 1-2 დუბ­ლში ამის გა­კე­თე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

- რე­ა­ლუ­რად, რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ტრო­ლე­ბის სა­მუ­შაო გა­რე­მო?

- ალ­ბათ ისე­თი, რო­გო­რიც სე­რი­ალ­შია. შე­იძ­ლე­ბა, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" ეს ცო­ტა­თი გრო­ტეს­კუ­ლი იყოს, მაგ­რამ არა მგო­ნია, ტრო­ლებს ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი ოფი­სე­ბი და "გუ­გლის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბი ჰქონ­დეთ. ვფიქ­რობ, მათ ოფი­სებ­ში ისე­თი მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი სამ­ყა­როა შექ­მნი­ლი, რო­გო­რიც სე­რი­ალ­შია წარ­მო­ჩე­ნი­ლი - კომ­პი­უ­ტერ­თან სხე­დან და აჩხა­კუ­ნე­ბენ.

- რო­ლის შე­სას­რუ­ლებ­ლად ვინ­მე რე­ა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბის ან პი­როვ­ნე­ბე­ბის თვი­სე­ბე­ბი, მი­მი­კე­ბი გაქვთ "აღე­ბუ­ლი"? თქვენს პერ­სო­ნაჟს ვი­ღა­ცებს ამ­სგავ­სე­ბენ...

- მინ­და მა­ყუ­რებ­ლებ­მა ამ უარ­ყო­ფით გმირ­ში ის ადა­მი­ა­ნი და­ი­ნა­ხონ, ვინც მათ­თვის უარ­ყო­ფი­თი გმი­რია. მგო­ნია, სამ­ყა­რო­ში უარ­ყო­ფი­თი ტი­პე­ბი არ­სე­ბო­ბენ, ვინც კე­თი­ლის სა­ხე­ლით, ცუდ საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­შიც ბევ­რნი ყო­ფი­ლან და ჩვე­ნი ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რე­თაც; ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი და კი­ნოს პერ­სო­ნა­ჟე­ბიც არი­ან... ჩემს პერ­სო­ნაჟს ასე­თი ტი­პე­ბის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი რა­ღაც თვი­სე­ბა უნდა ჰქონ­დეს, რად­გან ყვე­ლა მათ­გა­ნი თა­ვი­სე­ბუ­რად ამაზ­რზე­ნია. ჩემი გმი­რიც ამაზ­რზე­ნია თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბით.

- რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში, ძა­ლი­ან კარ­გი გა­სამ­რჯე­ლოს ფა­სად, ტრო­ლე­ბის ქარ­ხნის დი­რექ­ტო­რო­ბას დას­თან­ხმდე­ბო­დით?

- გა­მო­რი­ცხუ­ლია, არ არ­სე­ბობს!.. ჩემ­თვის ბევ­რი ფული პრინ­ცი­პებ­ზე უა­რის თქმის სა­ბა­ბი და მი­ზე­ზი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. ჩემ­თვის ცხოვ­რე­ბა­ში მუ­ღა­მი და პრინ­ცი­პი არ­სე­ბობს. ის ფულ­ზე არ იყი­დე­ბა.

- გახ­სოვთ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რო­დის და­რე­გის­ტრირ­დით? ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ტრო­ლე­ბის მსხვერ­პლი გამ­ხდარ­ხართ?

- მგო­ნი, 2009 წლი­დან დავ­რე­გის­ტრირ­დი. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ აზ­რებს გა­მო­ხა­ტავს, ტრო­ლე­ბი მა­შინ აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან. მათი ფუნ­ქცია ეს არის. პირ­ველ რიგ­ში, ისი­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მტრე­ბი არი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, ყო­ველ ჯერ­ზე, რო­დე­საც ვინ­მე სა­ჯა­რო პი­როვ­ნე­ბას თა­ვი­სუფ­ლე­ბის მხა­რეს დგო­მა უწევს, ტრო­ლე­ბის მსხვერ­პლი ხდე­ბა. მეც არა­ერ­თხელ გავმხდარ­ვარ. ჩემი ცხოვ­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ასე­თი შე­მო­ტე­ვე­ბიც არის...წა­ი­კი­თეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
niko
0

მაგ როლს ნიკას გარდა ვერავინ შეასრულებდა. მე ვფიქრობ თავის თავი ითამაშა.

პატრიოტი 2
5

ძალიან საინტერესო გმირია, ნიკა შესანიშნავად "მოერგო" როლს. შემოქმედებით ჯგუფს ვუსურვებ წარმატებებს. რაც შეეხება ქეთი დევდარიანს-საოცარი ადამიანია, უნჭიერესია. ამიტომეც არის სერიალი ყოველთვის აქტუალური. მოკლედ ტროლებო თქვენც ნახეთ სერიალი და იქნებ მიხვდეთ რა ამაზრზენები ხართ-განსაკუთრებით ვინც ამ საქმის სათავეშია!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"ჩემი გმირი თავისი საქმიანობით ამაზრზენია" - როგორ მოხვდა "ტროლების ქარხნის დირექტორის" როლზე ნიკა ქავთარაძე

"ჩემი გმირი თავისი საქმიანობით ამაზრზენია" - როგორ მოხვდა "ტროლების ქარხნის დირექტორის" როლზე ნიკა ქავთარაძე

ვირტუალურ სამყაროში ტროლების თემა აქტუალურია, ვირტუალური სამყარო კი უკვე ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ალბათ ამიტომაც, ნიკა ქავთარაძის ახალი ამპლუა ტელემაყურებლებს უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ: იუმორისტი სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ახალ სეზონში ტროლების ქარხნის დირექტორის როლით გამოჩნდა...

- ირაკლი საღინაძემ, რომელიც სერიალის პროდიუსერი და ჩემი მეგობარია, მომწერა, - "სატესტო" გმირზე ვფიქრობთ და გვინდა, მონაწილეობა მიიღოო. რა თქმა უნდა, გამიხარდა, "ჩემი ცოლის დაქალებიდან" შემოთავაზება რომ მივიღე. კასტინგი ეკა მჟავანაძესთან გავიარე. შემდეგ პროდიუსერმა, მენეჯერმა ნახეს. ყველას მოეწონა და როლზე ამიყვანეს. ეს გზა გავიარე სერიალში მოხვედრამდე. დანარჩენს რაც შეეხება, პროდიუსერებს და უფრო მეტად, ალბათ, ქეთის (სცენარისტს) ჩემი გმირი უკვე წარმოდგენილი ჰყავდათ. რამდენიმე სერია უკვე დაწერილი იყო. ჩემი პერსონაჟის შექმნაში გიორგი ლიფონავა აქტიურად მონაწილეობდა - ძალიან მეხმარებოდა, რომ გმირი ისეთი გამოსულიყო, როგორიც არის. ახლა ამ პროცესში უკვე სხვა რეჟისორი - პაატა მეიშვილია ჩართული.

- როგორ ფიქრობთ, ტროლების ქარხნის დირექტორის როლისთვის სწორედ თქვენ რატომ შეგარჩიეს?

- ვფიქრობ, ისეთ ადამიანს ეძებდნენ, რომელიც თვითონ წარმოიდგენს იმ საფრთხეს, რაც ტროლებია ქვეყნისთვის. ეტყობა, ასეთი ტიპი უნდოდათ. რეალურ ცხოვრებაში, ტროლების მეც მეშინია. ალბათ, სიტუაცია ისე წარმომიდგენია, როგორიც სერიალშია, მაგრამ მაინც რეჟისორის, სცენარისტის დამსახურებაა, რომ ასეთ პერსონაჟს "მაკეთებინებენ". ვცდილობ, ჩემი როლი სათანადოდ შევასრულო, რაც საკმაოდ რთულია. თავისთავად, ამ პროცესს ნერვიულობა ახლავს, მაგრამ იმავდროულად, წარმოუდგენლად სასიამოვნოა.

- ბევრი დუბლის გადაღება გჭირდებათ?

- კი, არის სცენები, როცა ბევრი დუბლია საჭირო, უამრავი მიზეზით, მათ შორის - ჩემი მიზეზითაც. ამიტომ არის შანსი, რომ საბოლოოდ, ეპიზოდი კარგი გამოვიდეს - რეჟისორმა და თავისთავად, მემონტაჟემ საუკეთესო ვერსია აარჩიონ. 1-2 დუბლში ამის გაკეთება წარმოუდგენელია.

- რეალურად, როგორ წარმოგიდგენიათ ტროლების სამუშაო გარემო?

- ალბათ ისეთი, როგორიც სერიალშია. შეიძლება, "ჩემი ცოლის დაქალებში" ეს ცოტათი გროტესკული იყოს, მაგრამ არა მგონია, ტროლებს ფეშენებელური ოფისები და "გუგლის" თანამშრომლების პირობები ჰქონდეთ. ვფიქრობ, მათ ოფისებში ისეთი მინიმალისტური სამყაროა შექმნილი, როგორიც სერიალშია წარმოჩენილი - კომპიუტერთან სხედან და აჩხაკუნებენ.

- როლის შესასრულებლად ვინმე რეალური პიროვნების ან პიროვნებების თვისებები, მიმიკები გაქვთ "აღებული"? თქვენს პერსონაჟს ვიღაცებს ამსგავსებენ...

- მინდა მაყურებლებმა ამ უარყოფით გმირში ის ადამიანი დაინახონ, ვინც მათთვის უარყოფითი გმირია. მგონია, სამყაროში უარყოფითი ტიპები არსებობენ, ვინც კეთილის სახელით, ცუდ საქმეს ემსახურებიან. ასეთი ადამიანები საქართველოშიც ბევრნი ყოფილან და ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც; ლიტერატურული და კინოს პერსონაჟებიც არიან... ჩემს პერსონაჟს ასეთი ტიპების დამახასიათებელი რაღაც თვისება უნდა ჰქონდეს, რადგან ყველა მათგანი თავისებურად ამაზრზენია. ჩემი გმირიც ამაზრზენია თავისი საქმიანობით.

- რეალურ ცხოვრებაში, ძალიან კარგი გასამრჯელოს ფასად, ტროლების ქარხნის დირექტორობას დასთანხმდებოდით?

- გამორიცხულია, არ არსებობს!.. ჩემთვის ბევრი ფული პრინციპებზე უარის თქმის საბაბი და მიზეზი არასოდეს ყოფილა. ჩემთვის ცხოვრებაში მუღამი და პრინციპი არსებობს. ის ფულზე არ იყიდება.

- გახსოვთ, სოციალურ ქსელში როდის დარეგისტრირდით? ამ ხნის განმავლობაში, ტროლების მსხვერპლი გამხდარხართ?

- მგონი, 2009 წლიდან დავრეგისტრირდი. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი თავისუფლებასთან დაკავშირებულ აზრებს გამოხატავს, ტროლები მაშინ აქტიურდებიან. მათი ფუნქცია ეს არის. პირველ რიგში, ისინი თავისუფლების მტრები არიან. შესაბამისად, ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმე საჯარო პიროვნებას თავისუფლების მხარეს დგომა უწევს, ტროლების მსხვერპლი ხდება. მეც არაერთხელ გავმხდარვარ. ჩემი ცხოვრების პარალელურად, ასეთი შემოტევებიც არის...წაიკითეთ სრულად