ჟურნალისტი ნინო სულაბერიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მეგობრები სოციალური ქსელით ავრცელებენ. ნინო სულაბერიძე წლების მანძილზე მძიმე სენს ებრძოდა. მას 2016 წელს თავის ტვინის სიმსივნე დაუდგინდა. მას შემდეგ რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, იგი მკურნალობის კურსს გადიოდა.
ნინოს დასახმარებლად რამდენჯერმა საქველმოქმედო საღამოც გაიმართა. ახალგაზრდა ჟურნალისტს მცირეწლოვანი შვილი დარჩა.