ავტორი:

რა მდგომარეობაშია ილია ჯიშკარიანი, რომელმაც ინფარქტი მიიღო

რა მდგომარეობაშია ილია ჯიშკარიანი, რომელმაც ინფარქტი მიიღო

თბილისის საკრებულოს წევრის, ილია ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკა „ჰელსიკორის“ ექიმმა, თამარ ჭიხორიამ განუცხადა, ჯერჯერობით ჯიშკარიანის სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერა არ იგეგმება.

“დღეს შედარებით სტაბილურად არის, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცით, როდის გავწერთ. ამ ეტაპზე ვაკვირდებით იმიტომ, რომ დიდი ინფარქტი იყო“, - განაცხადა ჭიხორიამ.

ჯიშკარიანი სამედიცინო დაწესებულებაში მიოკარდიომის მწვავე ინფარქტით პარასკევს, გვიან ღამით გადაიყვანეს.

ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 8 ოქტომბერს, მისი თანამშრომლის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით გაწერეს.

რუსთაველის გამზირი გადაკეტილია - "ყველა მშვიდობიან ხერხს გამოვიყენებთ, რომ დავიბრუნოთ მოპარული არჩევნები"

"ეს არის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება... სწორად მიმაჩნია ჩემი წასვლა" - თამარ ჩუგოშვილის პირველი კომენტარი უმრავლესობის დატოვების შემდეგ

პარლამენტთან პოლიციელებსა და "სირცხვილიას" მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა