საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოჯახთან შეთანხმებით დავთანხმდი როლს" - რას ყვება გახმაურებულ ფილმზე ქართული კინოს ამომავალი ვარსკვლავი ლევან გელბახიანი
"ოჯახთან შეთანხმებით დავთანხმდი როლს" - რას ყვება გახმაურებულ ფილმზე ქართული კინოს ამომავალი ვარსკვლავი ლევან გელბახიანი

ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის შვე­დი რე­ჟი­სო­რის, ლე­ვან აკი­ნის ფილ­მის - "და ჩვენ ვი­ცეკ­ვეთ" პრე­მი­ე­რა 2019 წლის კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე შედ­გა.

ფილ­მის გა­და­ღე­ბა ორ თვეს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და 2018 წლის 29 ნო­ემ­ბერს დას­რულ­და. "და ჩვენ ვი­ცეკ­ვეთ" შვე­დე­თის და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თო ნა­მუ­შე­ვა­რია, გა­და­ღე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში (თბი­ლი­სი) მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და მსა­ხი­ო­ბე­ბიც ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან. მისი პრე­მი­ე­რა თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ შედ­გა და დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვაც გა­მო­იწ­ვია.

ფილ­მი ახალ­გაზ­რდა მო­ცეკ­ვა­ვის „სექ­სუ­ა­ლურ გა­მოღ­ვი­ძე­ბა­ზე“ გვი­ამ­ბობს. მთა­ვა­რი გმი­რი - მე­რა­ბი, კონ­სერ­ვა­ტი­ულ სო­ცი­უმ­ში ცხოვ­რობს, ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის ან­სამ­ბლში ცეკ­ვავს, მისი ცხოვ­რე­ბა მა­შინ იც­ვლე­ბა, როცა ან­სამ­ბლში ახა­ლი წევ­რი, სიმ­პა­თი­უ­რი და ქა­რიზ­მა­ტუ­ლი ირაკ­ლი ჩნდე­ბა.

8 ნო­ემ­ბერს, მა­შინ როცა თბი­ლის­ში ფილ­მის ქარ­თულ პრე­მი­ე­რას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ, მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ლე­ვან გელ­ბა­ხი­ა­ნი მინ­სკის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფილ­მის ფეს­ტი­ვალ­ზე სა­უ­კე­თე­სო კაც მსა­ხი­ო­ბად და­ა­სა­ხე­ლეს.

ეს გელ­ბა­ხი­ა­ნის­თვის პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა არ არის - მა­ის­ში, ამე­რი­კულ­მა ჟურ­ნალ­მა W-მ 2019 წლის კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის 15 ვარ­სკვლავს შო­რის ისიც და­ა­სა­ხე­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ფრან­გულ­მა გა­მო­ცე­მამ ecrannoir.fr-მ ლე­ვან გელ­ბა­ხი­ა­ნი ასე­ვე კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის აღ­მო­ჩე­ნად და­ა­სა­ხე­ლა.

უცხო­უ­რი პრე­სა ლე­ვან­ზე, რო­გორც მო­მა­ვალ კი­ნო­ვარ­სკვლავ­ზე, წერ­და. ახალ­ბე­და ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბის ფოტო ჟურ­ნალ Screen-ის გა­რე­კან­ზეც მოხ­ვდა.

ლე­ვან გელ­ბა­ხი­ან­თან ინ­ტერ­ვიუ ჟურ­ნალ­მა OK!-მ ჩა­წე­რა და გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს:.

"ბავ­შვო­ბა­ში დავ­დი­ო­დი თე­ატ­რა­ლურ სტუ­დი­ებ­ში, ხოლო შემ­დეგ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი­სა და სო­ხუ­მის თე­ატ­რე­ბის სპექ­ტაკ­ლებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გა­მოც­დე­ბი ჩა­ვა­ბა­რე ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ა­ნის სა­ბა­ლე­ტო სკო­ლა­ში, სა­დაც თე­ატ­რა­ლურ ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ­დი.

მსა­ხი­ო­ბო­ბის გარ­და, ვარ მო­ცეკ­ვა­ვე, ფი­ზი­კუ­რი თე­ატ­რი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის გან­ხრით.

- რო­გორ მი­ი­ღეთ როლ­ზე შე­თა­ვა­ზე­ბა? რამ მოგ­ხიბ­ლათ პერ­სო­ნაჟ­ში, სცე­ნარ­ში?

- ლე­ვან აკინ­მა ნახა ჩემი ინ­სტაგ­რამ-გვერ­დი და ამის შემ­დეგ და­მი­კავ­შირ­და ქას­თინგ-მე­ნე­ჯე­რი. თუმ­ცა, თე­მის სენ­სი­ტი­უ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა გა­მი­ჭირ­და, რად­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია.

შე­სა­ბა­მი­სად, ოჯახ­თან შე­თან­ხმე­ბის შე­დე­გად დავ­თან­ხმდი როლს. სცე­ნა­რი თა­ვის­თა­ვად მო­მე­წო­ნა, სრუ­ლად მი­ვენ­დე ლე­ვანს და მის ხედ­ვას, რის შე­დე­გა­დაც, მი­მაჩ­ნია, რომ შთამ­ბეჭ­და­ვი პრო­დუქ­ტი შევ­ქმე­ნით.

და­სა­წყის­ში ქას­თინგ-მე­ნე­ჯერს რამ­დენ­ჯერ­მე უარი ვუ­თხა­რი, თუმ­ცა რე­ჟი­სორ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ვი­აზ­რე, რომ ეს იქ­ნე­ბო­და ფილ­მი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ჩემს სათ­ქმელს აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვი­ტან­დი ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე.

- შე­გიძ­ლი­ათ გა­იხ­სე­ნოთ რე­ჟი­სორ­თან პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა და სცე­ნა­რის გან­ხილ­ვის პრო­ცე­სი? რო­გორ იქ­მნე­ბოდ­ნენ ეს პერ­სო­ნა­ჟე­ბი?

- ფილმზე ვმუ­შა­ობ­დით წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და ყო­ველ­დღე პერ­სო­ნა­ჟებს ახა­ლი სა­ხა­სი­ა­თო ელე­მენ­ტით ვამ­დიდ­რებ­დით. უშუ­ა­ლოდ ეს პრო­ცე­სი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო და ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. ეს ჩემ­თვის პირ­ვე­ლი ფილ­მი გახ­ლდათ და ლე­ვან აკი­ნის მიდ­გო­მა საკ­მა­ოდ შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი გახ­და.

- რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებთ სა­კუ­თარ პერ­სო­ნაჟს? რა სა­ხის ტრანსფორ­მა­ცი­ას გა­ნიც­დის იგი ფილ­მის და­სა­წყი­სი­დან და­სას­რუ­ლამ­დე?

- ჩემი პერ­სო­ნა­ჟი ახალ­გაზ­რდა ბი­ჭია, რო­მელ­საც მი­ზა­ნი აქვს, გახ­დეს კარ­გი მო­ცეკ­ვა­ვე და გა­და­ვი­დეს მთა­ვარ ან­სამ­ბლში. ეს არის მე­რა­ბის გზა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ და მისი ბრძო­ლა სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, მკაცრ კონ­სერ­ვა­ტი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თვით­დამ­კვიდ­რე­ბის­თვის. მე­რა­ბი საკ­მა­ოდ რთულ გზას გა­დის, სა­ნამ ფილ­მის ფი­ნა­ლამ­დე მივა მა­ყუ­რე­ბე­ლი წა­ი­კი­თხეთ ვრცლად OK!-ზე

მკითხველის კომენტარები / 62 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამომავალი ვარსკვლავი ?
39

ვავა ვავა:) მულან რუჟში მოცეკვავის ვაკანსია თავისუფალია ზუსტად მაგისთვისაა. იქ გაიბრწყინებს

??
42

ამომავალ ვარსკვლავს ოჯახშიც კარგი მრჩეველები ჰყოლია, საინტერესოა წინასწარ უთხრეს, რომ ვარსკვლავი გახდებოდა??

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ოჯახთან შეთანხმებით დავთანხმდი როლს" - რას ყვება გახმაურებულ ფილმზე ქართული კინოს ამომავალი ვარსკვლავი ლევან გელბახიანი

"ოჯახთან შეთანხმებით დავთანხმდი როლს" - რას ყვება გახმაურებულ ფილმზე ქართული კინოს ამომავალი ვარსკვლავი ლევან გელბახიანი

ქართული წარმომავლობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა 2019 წლის კანის კინოფესტივალზე შედგა.

ფილმის გადაღება ორ თვეს მიმდინარეობდა და 2018 წლის 29 ნოემბერს დასრულდა. "და ჩვენ ვიცეკვეთ" შვედეთის და საქართველოს საერთო ნამუშევარია, გადაღებები საქართველოში (თბილისი) მიმდინარეობდა და მსახიობებიც ქართველები არიან. მისი პრემიერა თბილისში რამდენიმე დღის წინ შედგა და დიდი ვნებათაღელვაც გამოიწვია.

ფილმი ახალგაზრდა მოცეკვავის „სექსუალურ გამოღვიძებაზე“ გვიამბობს. მთავარი გმირი - მერაბი, კონსერვატიულ სოციუმში ცხოვრობს, ქართული ცეკვის ანსამბლში ცეკვავს, მისი ცხოვრება მაშინ იცვლება, როცა ანსამბლში ახალი წევრი, სიმპათიური და ქარიზმატული ირაკლი ჩნდება.

8 ნოემბერს, მაშინ როცა თბილისში ფილმის ქართულ პრემიერას აპროტესტებდნენ, მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი მინსკის საერთაშორისო ფილმის ფესტივალზე საუკეთესო კაც მსახიობად დაასახელეს.

ეს გელბახიანისთვის პირველი წარმატება არ არის - მაისში, ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავს შორის ისიც დაასახელა. მოგვიანებით, ფრანგულმა გამოცემამ ecrannoir.fr-მ ლევან გელბახიანი ასევე კანის კინოფესტივალის აღმოჩენად დაასახელა.

უცხოური პრესა ლევანზე, როგორც მომავალ კინოვარსკვლავზე, წერდა. ახალბედა ქართველი მსახიობის ფოტო ჟურნალ Screen-ის გარეკანზეც მოხვდა.

ლევან გელბახიანთან ინტერვიუ ჟურნალმა OK!-მ ჩაწერა და გთავაზობთ ამონარიდებს:.

"ბავშვობაში დავდიოდი თეატრალურ სტუდიებში, ხოლო შემდეგ მარჯანიშვილისა და სოხუმის თეატრების სპექტაკლებში ვმონაწილეობდი. მოგვიანებით, გამოცდები ჩავაბარე ვახტანგ ჭაბუკიანის საბალეტო სკოლაში, სადაც თეატრალურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი.

მსახიობობის გარდა, ვარ მოცეკვავე, ფიზიკური თეატრისა და თანამედროვე ქორეოგრაფიის განხრით.

- როგორ მიიღეთ როლზე შეთავაზება? რამ მოგხიბლათ პერსონაჟში, სცენარში?

- ლევან აკინმა ნახა ჩემი ინსტაგრამ-გვერდი და ამის შემდეგ დამიკავშირდა ქასთინგ-მენეჯერი. თუმცა, თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა, რადგან დამოუკიდებლად ასეთი გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთულია.

შესაბამისად, ოჯახთან შეთანხმების შედეგად დავთანხმდი როლს. სცენარი თავისთავად მომეწონა, სრულად მივენდე ლევანს და მის ხედვას, რის შედეგადაც, მიმაჩნია, რომ შთამბეჭდავი პროდუქტი შევქმენით.

დასაწყისში ქასთინგ-მენეჯერს რამდენჯერმე უარი ვუთხარი, თუმცა რეჟისორთან შეხვედრის შემდეგ გავიაზრე, რომ ეს იქნებოდა ფილმი, რომლის საშუალებითაც ჩემს სათქმელს აუცილებლად მივიტანდი ქართულ საზოგადოებამდე.

- შეგიძლიათ გაიხსენოთ რეჟისორთან პირველი შეხვედრა და სცენარის განხილვის პროცესი? როგორ იქმნებოდნენ ეს პერსონაჟები?

- ფილმზე ვმუშაობდით წელიწად-ნახევრის განმავლობაში და ყოველდღე პერსონაჟებს ახალი სახასიათო ელემენტით ვამდიდრებდით. უშუალოდ ეს პროცესი ძალიან საინტერესო იყო და ბევრი რამ ვისწავლე. ეს ჩემთვის პირველი ფილმი გახლდათ და ლევან აკინის მიდგომა საკმაოდ შთამაგონებელი გახდა.

- როგორ დაახასიათებთ საკუთარ პერსონაჟს? რა სახის ტრანსფორმაციას განიცდის იგი ფილმის დასაწყისიდან დასასრულამდე?

- ჩემი პერსონაჟი ახალგაზრდა ბიჭია, რომელსაც მიზანი აქვს, გახდეს კარგი მოცეკვავე და გადავიდეს მთავარ ანსამბლში. ეს არის მერაბის გზა თავისუფლებისკენ და მისი ბრძოლა სიყვარულისთვის, მკაცრ კონსერვატიულ საზოგადოებაში თვითდამკვიდრებისთვის. მერაბი საკმაოდ რთულ გზას გადის, სანამ ფილმის ფინალამდე მივა მაყურებელი წაიკითხეთ ვრცლად OK!-ზე