პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
63 წლის ცნობილმა რუსმა პროფესორმა 24 წლის შეყვარებული მოკლა
63 წლის ცნობილმა რუსმა პროფესორმა 24 წლის შეყვარებული მოკლა

ცნო­ბილ­მა რუს­მა ის­ტო­რი­კოს­მა საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის მკვლე­ლო­ბა აღი­ა­რა - BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის მდი­ნა­რე­ში იპო­ვეს ზურგჩან­თით, რო­მელ­შიც ქა­ლის მოკ­ვე­თი­ლი ხე­ლე­ბი იდო.

63 წლის ოლეგ სო­კო­ლო­ვი ნას­ვა­მი იყო და რო­დე­საც მოკ­ლუ­ლი ქა­ლის და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი სხე­უ­ლის მდი­ნა­რე­ში გა­დაგ­დე­ბას ცდი­ლობ­და, თვი­თო­ნაც წყალ­ში ჩა­ვარ­და.

24 წლის ანას­ტა­სია იეშ­ჩენ­კოს ცხედ­რის ნა­წი­ლე­ბი პო­ლი­ცი­ამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით პე­ტერ­ბურ­გში, ის­ტო­რი­კო­სის სახ­ლში იპო­ვა.

VIDEO: კად­რებ­ში ჩანს, რო­გორ გა­და­აგ­დო სტუ­დენ­ტის და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი ცხე­და­რი პრო­ფე­სორ­მა მდი­ნა­რე­ში

პრო­ფე­სორ სო­კო­ლო­ვის ად­ვო­კა­ტი ალექ­სან­დერ პო­ჩუ­ი­ე­ვი ამ­ბობს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს ნა­ნობს და გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლობს.

სო­კო­ლოვ­მა პო­ლი­ცი­ას გა­ნუ­ცხა­და, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჩხუ­ბის დროს მოკ­ლა, შემ­დეგ კი და­ა­ნა­წევ­რა. მან გა­და­წყვი­ტა, ქა­ლის სხე­უ­ლი მდი­ნა­რე­ში გა­და­ეგ­დო, შემ­დეგ კი ნა­პო­ლე­ო­ნის სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბილს თავი სა­ჯა­როდ მო­ეკ­ლა.

იეშ­ჩენ­კო პე­ტერ­ბურ­გში სას­წავ­ლებ­ლად იყო ჩა­სუ­ლი, მა­ნამ­დე ის კრას­ნო­და­რის მხა­რე­ში ცხოვ­რობ­და.

„ანას­ტა­სია მშვი­დი, საყ­ვა­რე­ლი და ყო­ველ­თვის იდე­ა­ლუ­რი სტუ­დენ­ტი იყო. მათი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლამ იცო­და,“ - გა­ნა­ცხა­და გო­გო­ნას ნაც­ნობ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან.

იეშ­ჩენ­კო საფ­რან­გე­თის ის­ტო­რი­ას სწავ­ლობ­და, მან და სო­კო­ლოვ­მა რამ­დე­ნი­მე სა­ერ­თო ის­ტო­რი­უ­ლი ნაშ­რო­მი გა­მო­აქ­ვეყ­ნეს. წყვილს მოს­წონ­და ის­ტო­რი­უ­ლი სა­მო­სის ჩაც­მა, სო­კო­ლო­ვი ნა­პო­ლე­ო­ნის ფორ­მით ხში­რად ჩნდე­ბო­და, ის ფრან­გი იმ­პე­რა­ტო­რის დიდი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლია.

ანას­ტა­სი­ას ძმამ რუ­სულ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ მკვლე­ლო­ბის დღეს, დი­ლით დამ და­უ­რე­კა, ტი­რო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ სო­კო­ლოვ­თან ეჭ­ვი­ა­ნო­ბის გამო ჩხუ­ბი მო­უ­ვი­და - გო­გო­ნა სტუ­დენ­ტურ სა­ცხოვ­რე­ბელ­ში აპი­რებ­და დარ­ჩე­ნას, რაც მის­მა საყ­ვა­რელ­მა სას­ტი­კად გა­აპ­რო­ტეს­ტა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ანას­ტა­სი­ას­თან კი­დევ ისა­უბ­რა, გო­გო­ნამ უთხრა, რომ თავს კარ­გად გრძნობ­და, ეს მათი ბოლო სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი იყო.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით არის მოკ­ლუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
9

შეყვარებული არა, საყვარელი...

z
26

ერთ მორწმუნე რუსეთში? ამას ვერ დავიჯერებთ,ნაციონალების ფეიკ ნიუსია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

63 წლის ცნობილმა რუსმა პროფესორმა 24 წლის შეყვარებული მოკლა

63 წლის ცნობილმა რუსმა პროფესორმა 24 წლის შეყვარებული მოკლა

ცნობილმა რუსმა ისტორიკოსმა საყვარელი ქალის მკვლელობა აღიარა - BBC-ის ინფორმაციით, ის მდინარეში იპოვეს ზურგჩანთით, რომელშიც ქალის მოკვეთილი ხელები იდო.

63 წლის ოლეგ სოკოლოვი ნასვამი იყო და როდესაც მოკლული ქალის დანაწევრებული სხეულის მდინარეში გადაგდებას ცდილობდა, თვითონაც წყალში ჩავარდა.

24 წლის ანასტასია იეშჩენკოს ცხედრის ნაწილები პოლიციამ მოგვიანებით პეტერბურგში, ისტორიკოსის სახლში იპოვა.

VIDEO: კადრებში ჩანს, როგორ გადააგდო სტუდენტის დანაწევრებული ცხედარი პროფესორმა მდინარეში

პროფესორ სოკოლოვის ადვოკატი ალექსანდერ პოჩუიევი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩადენილ დანაშაულს ნანობს და გამოძიებასთან თანამშრომლობს.

სოკოლოვმა პოლიციას განუცხადა, რომ შეყვარებული ჩხუბის დროს მოკლა, შემდეგ კი დაანაწევრა. მან გადაწყვიტა, ქალის სხეული მდინარეში გადაეგდო, შემდეგ კი ნაპოლეონის სამოსში გამოწყობილს თავი საჯაროდ მოეკლა.

იეშჩენკო პეტერბურგში სასწავლებლად იყო ჩასული, მანამდე ის კრასნოდარის მხარეში ცხოვრობდა.

„ანასტასია მშვიდი, საყვარელი და ყოველთვის იდეალური სტუდენტი იყო. მათი ურთიერთობის შესახებ ყველამ იცოდა,“ - განაცხადა გოგონას ნაცნობმა ჟურნალისტებთან.

იეშჩენკო საფრანგეთის ისტორიას სწავლობდა, მან და სოკოლოვმა რამდენიმე საერთო ისტორიული ნაშრომი გამოაქვეყნეს. წყვილს მოსწონდა ისტორიული სამოსის ჩაცმა, სოკოლოვი ნაპოლეონის ფორმით ხშირად ჩნდებოდა, ის ფრანგი იმპერატორის დიდი თაყვანისმცემელია.

ანასტასიას ძმამ რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ მკვლელობის დღეს, დილით დამ დაურეკა, ტიროდა და აღნიშნა, რომ სოკოლოვთან ეჭვიანობის გამო ჩხუბი მოუვიდა - გოგონა სტუდენტურ საცხოვრებელში აპირებდა დარჩენას, რაც მისმა საყვარელმა სასტიკად გააპროტესტა.

მოგვიანებით ანასტასიასთან კიდევ ისაუბრა, გოგონამ უთხრა, რომ თავს კარგად გრძნობდა, ეს მათი ბოლო სატელეფონო საუბარი იყო.

რუსული მედიის ინფორმაციით, გოგონა ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული.

მსოფლიო მედია თბილისში მიმდინარე მოვლენებზე - "20 000 ადამიანი მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდა"

ვენეციას წყალდიდობის მორიგი ნაკადი დაატყდა თავს - დაკეტილია სკოლები და ტურისტული ღირსშესანიშნაობები

მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეში რუსი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ - საერთაშორისო გამომძიებლების განცხადება