ავტორი:

ავარია ლილო-გაჩიანის გზატკეცილზე - გარდაცვლილია ქალი და ბავშვი

ავარია ლილო-გაჩიანის გზატკეცილზე - გარდაცვლილია ქალი და ბავშვი

ლილო-გაჩიანის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. წინასწარი ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთ ავტომანქანაში მსხდომი მცირეწლოვანი ბავშვი და შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

დაშავებულია 5 ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ. ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, საპატრულო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ამ დროისთვის გაჩიანი-ლილოს მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებულია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ორი ადამიანი, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილითაა აღძრული.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, აქციის დაშლის დროს ჟურნალისტ ვასილ დაბრუნდაშვილს ხელი მოტყდა

პარლამენტთან უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი იპოვეს

ავარია ქუთაისში მსხვერპლით დასრულდა, დაშავებული ახალგაზრდები კი მძიმედ არიან