პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმაურება უცხოური მედია საქართველოში ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს
როგორ ეხმაურება უცხოური მედია საქართველოში ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს

უცხო­უ­რი მე­დია, გუ­შინ თბი­ლი­სის და ბა­თუ­მის კი­ნო­თე­ატ­რებ­ში ფილმ „და ჩვენ ვი­ცეკ­ვეთ“ პრე­მი­ე­რას და მის ირ­გვლივ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა. საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს, რო­მე­ლიც თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში გა­ი­მარ­თა, ისე­თი გავ­ლე­ნი­ა­ნი გა­მო­ცე­მე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან, რო­გო­რე­ბი­ცაა, BBC, „რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა“, „დე­ი­ლი მე­ი­ლი“ და ა.შ.

„ასე­უ­ლო­ბით ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე აქ­ტი­ვის­ტმა სცა­და შვე­დურ-ქარ­თუ­ლი ფილ­მის პრე­მი­ე­რის ჩაშ­ლა თბი­ლის­ში. „გა­უ­მარ­ჯოს სა­ქარ­თვე­ლოს“! „სირ­ცხვი­ლია“! - სკან­დი­რებ­დნენ კი­ნო­თე­ატრ „ამი­რან­თან“ შეკ­რე­ბი­ლი აქ­ტი­ვის­ტე­ბი, ხოლო მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი მღვდლე­ბი ლოც­ვებს აღავ­ლენ­დნენ“, - წერს „რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა“.

„დე­ი­ლი მე­ი­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფილ­მს სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, თუმ­ცა „კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნის გავ­ლე­ნი­ან­მა მარ­თლმა­დი­დებ­ლურ­მა ეკ­ლე­სი­ამ ის ქარ­თუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფად შე­რა­ცხა“. გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მთავ­რო­ბის კრი­ტი­კო­სე­ბი მას ჰო­მო­ფო­ბი­ურ და ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტურ ჯგუ­ფე­ბი­სად­მი მხარ­და­ჭე­რა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

BBC-ის ცნო­ბით, ფილ­მე­ბის გაპ­რო­ტეს­ტე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ხა­ლია და ამ კონ­ტექ­სტში, „და­ვინ­ჩის კო­დის“ წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თულ აქ­ცი­ებს ასა­ხე­ლებს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ქარ­თულ-შვე­დუ­რი ფილ­მის - „და ჩვენ ვი­ცეკ­ვეთ" ჩვე­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნო­თე­ატ­რებ­ში გუ­შინ გა­ი­მარ­თა.

ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვან ვა­სა­ძე და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი, „ქარ­თუ­ლი მარ­შის“ წევ­რე­ბი და მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ფილ­მის კი­ნო­თე­ატ­რებ­ში ჩვე­ნე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ და პრე­მი­ე­რის ჩაშ­ლას გეგ­მავ­დნენ, რა­საც და­პი­რის­პი­რე­ბა რამ­დე­ჯერ­მე მოჰ­ყვა.

8 ნო­ემ­ბერს, თბი­ლი­სი­სა და ბა­თუ­მის კი­ნო­თე­ატ­რებ­თან გა­მარ­თულ აქ­ცი­ებ­ზე სულ 28 პირი და­ა­კა­ვეს. სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლია 1 პირი, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის­თვის კი 27 პირი. ინ­ცი­დენ­ტე­ბის დროს და­შავ­და ორი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი, რომ­ლებ­საც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­უ­ტარ­დათ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
BEBO
7

კოკასა შიდა რაც არის იგივე ...

taso
3

ევროპააააააავ!!!!! სულ არ გვაინტერესებს თქვენი შეხედულება,პიდარასტებით სავსე ხართ,ვერ გრძნობთ რომ გადაგვარების გზას ადგიხართ,ყველაფერი საზიზღრობის მატარებლები ხართ,თქვენთვის თუ მისაღებია ჩვენთვის არა ,ამიტომ მიხედეთ თქვენს თავებს,მალე გადასარჩენი იქნებით,ჩვენ კი ჩვენს თავს როგორმე თქვენი კრიტიკის გარეშე მოუვლით,ისე არ დაგელოით თქვენ ეს პიდარასტები და გეები,მეტის ღიესნი არ ხართ ამას რომ აპრავებთ,მალე დავინახავთ რა დღეში ჩავარდება თქვენი ევროპა მოკლე ხანში ასე თუ გაგრძელდა.არ დაბლოკოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

როგორ ეხმაურება უცხოური მედია საქართველოში ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს

როგორ ეხმაურება უცხოური მედია საქართველოში ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს

უცხოური მედია, გუშინ თბილისის და ბათუმის კინოთეატრებში ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერას და მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. საპროტესტო აქციებს, რომელიც თბილისსა და ბათუმში გაიმართა, ისეთი გავლენიანი გამოცემები ეხმაურებიან, როგორებიცაა, BBC, „რადიო თავისუფლება“, „დეილი მეილი“ და ა.შ.

„ასეულობით ულტრამემარჯვენე აქტივისტმა სცადა შვედურ-ქართული ფილმის პრემიერის ჩაშლა თბილისში. „გაუმარჯოს საქართველოს“! „სირცხვილია“! - სკანდირებდნენ კინოთეატრ „ამირანთან“ შეკრებილი აქტივისტები, ხოლო მართლმადიდებელი მღვდლები ლოცვებს აღავლენდნენ“, - წერს „რადიო თავისუფლება“.

„დეილი მეილის“ ინფორმაციით, ფილმს საერთაშორისო ასპარეზზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა „კავკასიის ქვეყნის გავლენიანმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ის ქართული ღირებულებების შეურაცხყოფად შერაცხა“. გამოცემის ინფორმაციით, მთავრობის კრიტიკოსები მას ჰომოფობიურ და ნაციონალისტურ ჯგუფებისადმი მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.

BBC-ის ცნობით, ფილმების გაპროტესტება საქართველოში არახალია და ამ კონტექსტში, „დავინჩის კოდის“ წინააღმდეგ გამართულ აქციებს ასახელებს.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ გაიმართა.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები, „ქართული მარშის“ წევრები და მხარდამჭერები ფილმის კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდნენ და პრემიერის ჩაშლას გეგმავდნენ, რასაც დაპირისპირება რამდეჯერმე მოჰყვა.

8 ნოემბერს, თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 28 პირი დააკავეს. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი. ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.

რუსეთში ტერორისტი მოზარდები მომრავლდნენ? - ФСБ-მ მტკიცებით, ბოლო დღეებში მასობრივი მკვლელობები აღკვეთეს

უჩვეულო ამინდი ავსტრალიაში - მიუხედავად ზაფხულისა, ქვეყანაში თოვლი მოვიდა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებული 36 574 ადამიანი გამოჯანმრთელდა