მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
Faceამბები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან აკინმა ფილმში ბავშვები მოტყუებით გადაიღო, პროკურატურაში სარჩელი შევა... - სანდრო ბრეგაძე
ლევან აკინმა ფილმში ბავშვები მოტყუებით გადაიღო, პროკურატურაში სარჩელი შევა... - სანდრო ბრეგაძე

„ქარ­თუ­ლი მარ­შის" ერთ-ერთი ლი­დე­რი სან­დრო ბრე­გა­ძე აცხა­დებს, რომ რე­ჟი­სორ­მა ლე­ვან აკინ­მა ფილმში "და ჩვენ ვი­ცეკ­ვეთ" არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი მო­ტყუ­ე­ბით გა­და­ი­ღო. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ სან­დრო ბრე­გა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც გუ­შინ, კი­ნო­თე­ატ­რებ­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სან­დრო ბრე­გა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მას დღეს ერთ-ერთი ბავ­შვის მშო­ბე­ლი და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც გა­ნუ­ცხა­და, რომ ფილმში მო­ტყუ­ე­ბით გა­და­ი­ღეს.

„დღეს ან ხვალ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შევა სარ­ჩე­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მშობ­ლე­ბი მო­ი­თხო­ვენ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის აღ­ძვრას ლე­ვან აკი­ნი­სა და ამ ფილ­მის შემ­ქმნე­ლე­ბის მი­მართ. მე და­მი­კავ­შირ­და მშო­ბე­ლი, რო­მელ­მაც მი­თხრა, რომ ზა­ფხულ­ში ლე­ვან აკინ­მა მო­ტყუ­ე­ბით ბავ­შვე­ბი წა­იყ­ვა­ნა ქა­ლაქ­გა­რეთ და ისი­ნი გარ­კვე­ულ სცე­ნებ­ში გა­და­ი­ღო. აკინ­მა ისი­ნი მო­ა­ტყუა, თით­ქოს, სა­ბავ­შვო ფილ­მს იღებ­და ქარ­თულ ცეკ­ვა­ზე. რე­ა­ლუ­რად, ეს ბავ­შვე­ბი გე­იპ­რო­პა­გან­დის­ტუ­ლი ფილ­მის­თვის გა­მო­ი­ყე­ნა. ეს არის ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა, რის გა­მოც სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა და­ე­კის­როს ლე­ვან აკინს. რო­გორც ერთ-ერთი ბავ­შვის მშო­ბელ­მა მი­თხრა, 5-6 ბავ­შვზეა სა­უ­ბა­რი, კად­რე­ბიც გა­მო­მიგ­ზავ­ნა, სა­დაც მისი შვი­ლია გა­და­ღე­ბუ­ლი", -გა­ნა­ცხა­და ბრე­გა­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, გუ­შინ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა "ქარ­თუ­ლი მარ­შის" 5 წევ­რი და­ა­კა­ვეს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ქარ­თულ-შვე­დუ­რი ფილ­მის - „და ჩვენ ვი­ცეკ­ვეთ" ჩვე­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნო­თე­ატ­რებ­ში გუ­შინ გა­ი­მარ­თა.

ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვან ვა­სა­ძე და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი, „ქარ­თუ­ლი მარ­შის“ წევ­რე­ბი და მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ფილ­მის კი­ნო­თე­ატ­რებ­ში ჩვე­ნე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ და პრე­მი­ე­რის ჩაშ­ლას გეგ­მავ­დნენ, რა­საც და­პი­რის­პი­რე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე მოჰ­ყვა.

8 ნო­ემ­ბერს, თბი­ლი­სი­სა და ბა­თუ­მის კი­ნო­თე­ატ­რებ­თან გა­მარ­თულ აქ­ცი­ებ­ზე სულ 28 პირი და­ა­კა­ვეს. სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლია 1 პირი, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის­თვის კი 27 პირი. ინ­ცი­დენ­ტე­ბის დროს და­შავ­და ორი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი, რომ­ლებ­საც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­უ­ტარ­დათ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
8

აბა ბავშვმა რა იცის პორნოგრაფია რა არის.

archil
16

სამართებლივად გედავათ ქუჩაში, რომ უნტვრევთ ერთმანეთს ცხვირპირს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

ლევან აკინმა ფილმში ბავშვები მოტყუებით გადაიღო, პროკურატურაში სარჩელი შევა... - სანდრო ბრეგაძე

ლევან აკინმა ფილმში ბავშვები მოტყუებით გადაიღო, პროკურატურაში სარჩელი შევა... - სანდრო ბრეგაძე

„ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ რეჟისორმა ლევან აკინმა ფილმში "და ჩვენ ვიცეკვეთ" არასრულწლოვანი ბავშვები მოტყუებით გადაიღო. აღნიშნულის შესახებ სანდრო ბრეგაძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც გუშინ, კინოთეატრებთან საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სანდრო ბრეგაძის განცხადებით, მას დღეს ერთ-ერთი ბავშვის მშობელი დაუკავშირდა, რომელმაც განუცხადა, რომ ფილმში მოტყუებით გადაიღეს.

„დღეს ან ხვალ პროკურატურაში შევა სარჩელი, რომლის მიხედვითაც, მშობლები მოითხოვენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ლევან აკინისა და ამ ფილმის შემქმნელების მიმართ. მე დამიკავშირდა მშობელი, რომელმაც მითხრა, რომ ზაფხულში ლევან აკინმა მოტყუებით ბავშვები წაიყვანა ქალაქგარეთ და ისინი გარკვეულ სცენებში გადაიღო. აკინმა ისინი მოატყუა, თითქოს, საბავშვო ფილმს იღებდა ქართულ ცეკვაზე. რეალურად, ეს ბავშვები გეიპროპაგანდისტული ფილმისთვის გამოიყენა. ეს არის ბავშვთა უფლებების დარღვევა, რის გამოც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ლევან აკინს. როგორც ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა მითხრა, 5-6 ბავშვზეა საუბარი, კადრებიც გამომიგზავნა, სადაც მისი შვილია გადაღებული", -განაცხადა ბრეგაძემ.

მისივე განმარტებით, გუშინ სამართალდამცავებმა "ქართული მარშის" 5 წევრი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ გაიმართა.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები, „ქართული მარშის“ წევრები და მხარდამჭერები ფილმის კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდნენ და პრემიერის ჩაშლას გეგმავდნენ, რასაც დაპირისპირება რამდენჯერმე მოჰყვა.

8 ნოემბერს, თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 28 პირი დააკავეს. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი. ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.

"ერთი გოგო გონების დაკარგვამდე უცემია, მეორე ყელში დაუჭრია, გაგიჟებული ვარ" - ანი სუბელიანის ინფორმაციით, კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს თავს დაესხნენ

"ნიკა მელიას ტემპერატურის მატება არ აღენიშნება, მან ტესტის ჩატარებაზე უარი თქვა" - რა განცხადებას ავრცელებს პენიტენციური სამსახური?

დაპირისპირება აბასთუმანში სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შორის - არსებული ინფორმაციით, ყოველივეს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ერთი კი დაჭრილია