ავტორი:

"გლეხის ოჯახში დაბადებული ბიჭი ვარ, ვინც ამ პროექტში არ დაჩაგრეს" - მომღერალი, რომლის ვიდეო მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა

"გლეხის ოჯახში დაბადებული ბიჭი ვარ, ვინც ამ პროექტში არ დაჩაგრეს" - მომღერალი, რომლის ვიდეო მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა

"საქართველოს ვარსკვლავის" წინა გადაცემაში ჟიურის წინაშე 25 წლის ბათუმელი მომღერალი სულხან დევაძე წარსდგა. მან ორიგინალურობა გამოიჩინა და სხვა კონკურსანტებისგან განსხვავებით, ჟიურისთვის თავის მოწონება ქართული სიმღერით სცადა, გამოუვიდა კიდეც... ჟიურის მის ნამღერზე ცრემლები მოადგა, დათო ევგენიძემ კი იგი ინდივიდუალიზმით გოგი დოლიძესა და გიო ხუციშვილს შეადარა. სულხან დევაძის გამოსვლამ შთაბეჭდილება მხოლოდ ჟიურიზე არ მოახდინა. მის ვიდეოს სოციალურ ქსელში ყველაზე მეტი, მილიონი ნახვა აქვს.

AMBEBI.GE ბათუმელ მომღერალს უფრო ახლოს გაგაცნობთ:

- 3 წლიდან ვმღერი, მუსიკის სიყვარული დედისგან გამომყვა, რომელიც პროფესიონალი მოცეკვავეა. სიმღერის გარდა სხვა საქმე არასდროს მიკეთებია, თეატრში მუშაობის გამოცდილებაც მაქვს, არაერთ საბავშვო მიუზიკლში ცნობილ მსახიობებთან ერთად მითამაშია.

- ცეკვის ნიჭი არ გამოგყვათ?

- ჩემი გაბარიტებიდან გამომდინარე, როგორც ბათუმელს, მხოლოდ აჭარულის ცეკვა გამომდის.

- რესტორნებშიც მღერით?

- რესტორნებში სისტემატიურად არ ვმღერი. არ მაქვს რესტორანში სიმღერის ნერვები. უფრო სალონურ გარემოში ვმღერი, სადაც მშვიდი, ქალაქური სიმღერების შესრულება მიწევს. ასევე - კორპორატიულ წვეულებებზე, ჩემს ტრიოსთან ერთად. რესტორანში მიმუშავია და როცა ვნახე რა არის, გადავწყვიტე რაღაც შემეცვალა, მგონი გამომდის და ტემპის დაგდებას არ ვაპირებ.

- თვითნასწავლი მუსიკოსი ხართ?

- მუსიკალური განათლება მაქვს, ჯერ სხვადასხვა საბავშვო სტუდიაში დავდიოდი, როცა წამოვიზარდე მუსიკალურ სასწავლებელში ჩავაბარე. პატარაობიდან სახელოვან მუსიკოსებში ვტრიალებ. "საქართველოს ვარსკვლავამდე" არაერთ კონკურსში ვიყავი, თუმცა რაღაცეები ისე არ მოხდა, როგორც მინდოდა.

- თქვენი სიმღერის ვიდეოს სოციალურ ქსელში მილიონზე მეტი ნახვა აქვს, ელოდით ასეთ გამოხმაურებას?

- 6 დღის წინ დაიდო ეს ვიდეო და მილიონზე მეტმა ადამიანმა მოისმინა. უბედნიერესი ვარ. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.

- "საქართველოს ვარსკვლავში" "ევროვიზიის" გამო მიხვედით თუ პოპულარობა გინდათ?

- ჩემს ქალაქში პოპულარობა არასდროს მაკლდა. ადამიანებს რომ უყვარხარ ამაზე დიდი სიყვარული არ არსებობს. ჩემი ოცნებაა, დიდ სცენაზე ბევრჯერ. ვიმღერო ამის საშუალება აქამდე არ მქონია, თუმცა "საქართველოს ვარსკვლავმა" ამის ყველაზე დიდი შანსი მომცა. ერთი ჩვეულებრივი გლეხის ოჯახში დაბადებული ბიჭი ვარ, რომელიც ამ პროექტში არ დაჩაგრეს. ერთი პერიოდი სხვადასხვა ადამიანების მხრიდან დაჩაგვრის გამო საკუთარ თავში ავირიე კიდეც და ვფიქრობდი, რომ გიჟი ვარ.

- რატომ იმღერეთ ქართული სიმღერა კასტინგზე?

- ქართული სიმღერა სულის ამოძახილია. გულში რაც მქონდა ნარჩენები ამოვიღე და დავდე, დანარჩენი ხალხმა შეაფასა. ძალიან ემოციური იყო დათო ევგენიძის შეფასება, გიო ხუციშილს და გოგი დოლიძეს შემადარა, ვცდილობ ხშირად არ ვიფიქრო ამ შეფასებაზე. სწორედ ამ ხალხმა შემაყვარა ქართული სიმღერა და მათ რომ გადარებენ, არ ვიცი რა უნდა ვთქვა. დათო ეთერს გარეთაც მესაუბრა, იგივე გამიმეორა და დასძინა, რომ ის სიტყვები გულით გითხარიო, სიხარულისგან გავგიჟდი.

"გამოცდიან "ლომკას" და მისი გადალახვა უჭირთ" - რატომ მოიმატა მწეველი ქალების რიცხვმა საქართველოში და როგორ უნდა დაანებოთ თავი თამბაქოს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტბებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მესტიაში დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს