ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ დღეს, 8 ნოემბერს ყველა იმ კინოთეატრთან იქნებიან მობილიზებულები, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართება. როგორც გურამ ფალავანდიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მთავარი ლოკაცია კინოთეატრი „ამირანი“ იქნება.
„კინოთეატრი „ამირანში“ დიდი დარბაზია და სავარაუდოდ, იქ მივლენ საელჩოების თანამშრომლები. ბილეთების უმეტესობა გაყიდულია საელჩოებზე, ასეთი ინფორმაცია გვაქვს და არა მგონია ვცდებოდეთ. ჩვენ ვეცდებით, რომ ყოველგვარი ძალადობის გარეშე ეს კინოჩვენება ჩავშალოთ. ჯგუფებად გავიყოფით და გავნაწილდებით. ვნახოთ, როგორ გვეყოფა ძალები“, - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.
მისივე თქმით, კინოჩვენების ჩაშლის მშვიდობიან მეთოდებს შორის კინოდარბაზის წინასწარი დაკავება და კინოთეატრების შესასვლელების სხვადასხვა მეთოდით ბლოკირებაა.
„თუ მთავრობამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ამ სიბინძურის გაშვებაში მიიღო მონაწილეობა და ჩაატარებინა უმცირესობას რომ ეძახიან ამ ჰომოსექსუალურ პროპაგანდას, ჩვენ შევეცდებით, რომ რუსთაველისკენ დავიძრათ და აღარ დავიშალოთ, ვიდრე მთავრობა არ გადადგება, რადგან ამათ დევნა უკვე აუტანელი გახდა“, - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური, ლევან აკინის ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს გაიმართება.
იმ იაღოველების და ბასილ მკალავიშვილის არ იყოს ისევ თქვენ აპიარებთ მაგ თემას და ვხვდებით რა ამბავშიც! ეგ პრაიდიც თქვენ გააპიარეთ და ვაბშე მაგათზე მუშაობთ, მაგათ გაპიარებაზე და ჩვენი რწმენის განადგურებაზე. ვლადიმერ ვლადიმეროვიჩმა ასე გიბრძანათ ეტყობა რომ საბოლოოდ გაგვანადგუროს!
ცოდოა ცოცხალი ადამიანია და შეზღუდული რა არი ამ კაცის ცხოვრება სიბოროტე გულში და მისი სულიერი მამა ლევან ვასაძეა ალბად ტრაგედიაა და ერის ისეთი სირცხვილი მე არ მინდა იფიქრონ რომ ქართველები აი ამ ჯგუფის წარმომადგენლების მსგავსნი არიან უმრავლესობა უცხოელებს უბრალოდ სირცხვილია ჩვენზე ბევრად კონსერვატულმა და აზიატურმა სახემმწიფოებმა გადალახეს ჰომოფობია სა აქ საპატრიარქო სადაც უარესები ხდება ამათ მწვანეს უნთებს!