ავტორი:

რა უნდა იდოს 2020 წლის საახალწლო სუფრაზე და რისი გაკეთება არ შეიძლება

რა უნდა იდოს 2020 წლის საახალწლო სუფრაზე და რისი გაკეთება არ შეიძლება

2020 წელი თეთრი ლითონის ვირთხის წელია. ეს არსება არა მარტო მოხერხებული და სწრაფი, საკმაოდ ცბიერიც არის. ის არასდროს ხდის საჯაროს საკუთარ სამომავლო გეგმებს. ვიღაცას ახალი 2020 წელი ძალიან რთულად მოეჩვენება, ვიღაცისთვის კი სამაგალითო ცხოვრებისეულ გამოცდილებად იქცევა. საუკეთესო პერიოდი იქნება ემოციების მართვის და სირთულეებთან შეჭიდების თვალსაზრისით. დაემშვიდობეთ ილუზიებს და იქეცით რეალისტად, გამოიყენეთ ეს პერიოდი და ისწავლეთ ახალ გარემოსთან და სიტუაციებთან ადაპტირება - ეს დევიზი 2020 წელს ნებისმიერ სფეროსა და სიტუაციაში აქტუალური იქნება.

უახლოესი 12 თვის განმავლობაში მართვის სადავეებს ხელში ვირთხა აიღებს. ეს ლითონის ვირთხის წელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირთხას ჯავაშანიც საკმაოდ ძლიერი აქვს, მაშასადამე, სურთულეებს წარმატებით აისხლიტავს.

ამ ნიშნისთვის მთავარი შინაგანი მობილიზება და სიმშვიდეა. 2020 წელს ციფრები მეორდება, რაც აღნიშნული პერიოდის სირთულეს უსვამს ხაზს. ეს წელი ბევრისთვის იქნება ცოტა მისტიური, გაუგებარი, თუმცა უმჯობესია ამ უცნაურობებს გაგებით და შეგნებით მოვეკიდოთ. ამ წელს ბევრი ადამიანის ცხოვრება თავდაყირა დადგება, რაც გარკვეულწილად სტერეოტიპების მსხვრევასაც გამოიწვევს.

თეთრი ვირთხა ბუნებით ლიდერია, უყვარს პირველობა და ირგვლივ მყოფთა მორჩილება, მაგრამ თუ გონივრულად მოვიქცევით, სრულიად შესაძლებელი იქნება კატაკლიზმების თავიდან არიდება.

თეთრ ვირთხას კარგად აქვს განვითარებული ინტუიცია. თეთრი ფერი კი ინტელექტისა და სიბრძნის სიმბოლოა. 2020 წელი წარმატებული იქნება ფინანსური თვალსაზრისით. კარგი პერიოდია ფინანსების საქმეში, სხვადასხვა პროექტებში ჩასადებად. მოგება უკან პროცენტებით დაგიბრუნდებათ, უმნიშვნელო ხარჯებზე ფიქრი კი არ ღირს.

ხელსაყრელი პერიოდია ასვე უძრავი ქონების შესაძენად, სახლის ასაშენებლად ან სარემონტოდ. არც კარირული წინსვლისთვისაა ცუდი პერიოდი, გირჩევთ დასახოთ მიზნები და აქტიურად შეეცადოთ მათ განხორციელებას. ვირთხა არც ერთ შესაძლებლობას არ გაუშვებს ხელიდან.

როგორ შევხვდეთ 2020 წელს, თეთრი ვირთხა რომ არ გავანაწყენოთ?...წაიკითხეთ სრულად

ნამცხვარი, რომელიც დედოფალ ელისაბედს მუდმივად ჩანთით დააქვს - მონარქს დესერტი მოგზაურობაშიც მიაქვს

41 წლის ქალის დაუჯერებელი გარეგნობა - როგორ უვლის კანს იმისთვის, რომ თინეიჯერს ჰგავდეს?

როგორ გამოიყურება 15 მილიონიანი ნაძვის ხე? - მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ნაძვის ფოტოები