ავტორი:

"თუ სახელმწიფომ დანაშაული არ აღიარა, ცხვირიდან ძმარს ვადენ" - მალხაზ მაჩალიკაშვილი

"თუ სახელმწიფომ დანაშაული არ აღიარა,  ცხვირიდან ძმარს ვადენ" - მალხაზ მაჩალიკაშვილი

თუ სახელმწიფომ დანაშაული არ აღიარა, მე ამათ 2020 წელს ცხვირიდან ძმარს ვადენ. დღევანდელ ხელისუფლებას, ივანიშვილიდან დაწყებული, ყველათი დამთავრებული, ცხვირიდან ძმარს ვადენ! ისინი 2020 წელს არჩევნებს ვერ მოიგებენ, - ამის შესახებ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშილმა EMC-ის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების გამოკითხვის ოქმებს გაეცნო, რომელიც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ გაასაჯაროა.

როგორც მაჩალიკაშვილი აცხადებს, თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებული სპეცოპერაცია პანკისის ხეობის მცხოვრებლების პროვოკაციაზე წამოგებისკენ იყო მიმართული. ამასთან, მან მისი შვილის საქმის გამოძიებაში არსებულ დარღვევებზე და საქმის ფაბრიკაციაზე ისაუბრა.

„ხელყუმბარა არის შემოტანილი. ის პირველად მე ვნახე. 3-საათიანი ტყვეობის შემდეგ შემიყვანეს იმ ოთახში, სადაც თემირლანი მოკლეს, ხელყუმბარა მე ვნახე. მათ დავუსვი ეს კითხვა, დასისხლიანებული იყო ტელეფონი, დასისხლიანებული იყო ლოგინი, თემირლანის ყურსასმენები. ხელყუმბარას, რომელიც თემირლანს ეჭირა, რატომ არ ემჩნეოდა თუნდაც, ერთი წვეთი სისხლი? თემირლანი დაჭრილი არ იყო, ის დახვრეტილია. მასზე ისეთი იარაღი გამოიყენეს, რომელიც ნადირზეც აკრძალულია. ამიტომაც ჩაუტარეს თემირლანს ოპერაცია და ის ნამსხვრევები თავიდან იმიტომ ამოუწმინდეს, რომ არ დადგენილიყო, რომელი იარაღი იყო გამოყენებული.

როგორც კი სტრასბურგმა ამ საქმის დამუშავება დაიწყო, ამოძრავდნენ. ვითომ, აზრზე მოდიან და შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. თემირლანის საქმე დღევანდელ ხელისუფლებას არ შერჩება. თუ სახელმწიფომ დანაშაული არ აღიარა, მე ამათ 2020 წელს ცხვირიდან ძმარს ვადენ. ამას ვიტყვი ხმამაღლა. დღევანდელ ხელისუფლებას, ივანიშვილიდან დაწყებული, ყველათი დამთავრებული, ცხვირიდან ძმარს ვადენ! ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს გავაკეთებ, გავანადგურებ, ყველას გავანადგურებ. განადგურება იმას ნიშნავს, რომ 2020 წელს ისინი არჩევნებს ვერ მოიგებენ“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

დაფიქსირდა თუ არა ინდური შტამი საქართველოში - ცერცვაძის განმარტება

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლებს ხელფასი გაეზარდათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო თანამშრომლობას ყოველწლიურად აფართოვებს