პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაცული და დაუცველი სტანდარტები  ქართულ ბაზარზე - „ლიდერფუდი“ საკვები პროდუქტების სფეროში უმაღლესი სტანდარტის მფლობელი გახდა
დაცული და დაუცველი სტანდარტები  ქართულ ბაზარზე - „ლიდერფუდი“ საკვები პროდუქტების სფეროში უმაღლესი სტანდარტის მფლობელი გახდა

და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი გა­რე­მო და უხა­რის­ხო საკ­ვე­ბი - ეს არის ორი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა, რომ­ლის წი­ნა­შეც დღეს სა­ქარ­თვე­ლო დგას და რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბას ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ არა­ერთ სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას უქ­მნის. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია, სტან­დარ­ტე­ბის დახ­ვე­წა და კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა. თუმ­ცა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რი მხა­რის აქ­ტი­ვო­ბა საკ­მა­ოდ სუს­ტია, ამი­ტომ პრო­დუქ­ცი­ის მწარ­მო­ებ­ლე­ბი­სა თუ შე­მომ­ტა­ნე­ბის სო­ცი­ა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­სა და კე­თილ ნე­ბა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი ვხდე­ბით.

რე­ა­ლო­ბა ასე­თია - სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად ვა­წყდე­ბით ფაქ­ტებს, რო­დე­საც მომ­ხმა­რებ­ლე­ბი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის და­ბა­ლი ხა­რის­ხით უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ. ხში­რია საკ­ვე­ბით მო­წამ­ვლის შემ­თხვე­ვე­ბი, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ იმა­ზე, რომ ხში­რად სა­ერ­თოდ გა­ურ­კვე­ვე­ლია საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის შემ­ცვე­ლო­ბა და ის გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს უქ­მნის ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას.

დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის დიდი ნა­წი­ლი იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს, რო­გო­რი­ცაა, პრო­დუქ­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა და წარ­მო­ე­ბის სტან­დარ­ტი, ემა­ტე­ბა ტრან­სპორ­ტი­რე­ბის სა­კი­თხიც. რი­გი­თი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლია და­ად­გი­ნოს, რა პი­რო­ბებ­ში ხდე­ბა ამა თუ იმ პრო­დუქ­ტის სხვა ქვეყ­ნი­დან ტრან­სპორ­ტი­რე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი და ამავდრო­უ­ლად, მზარ­დი ნა­წი­ლი ქარ­თულ პრო­დუქტზე აკე­თებს არ­ჩე­ვანს. რა­ტო­მაც არა, ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნით მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ვაძ­ლი­ე­რებთ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კას და შე­სა­ბა­მი­სად, მო­სახ­ლე­ო­ბა­საც.

აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბა უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იზ­რდე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ვნის ღირ­სია ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი მი­მარ­თუ­ლე­ბა. ამ სეგ­მენ­ტში ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ყვე­ლა­ზე დიდი სა­წარ­მო სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო­ში მდე­ბა­რე­ობს და ეს „ლი­დერ­ფუ­დია“. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტიც, რომ „ლი­დერ­ფუ­დი“ არამ­ხო­ლოდ მას­შტა­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი, არა­მედ ხა­რისხსა და სტან­დარ­ტებ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­აა. ის მიმ­დი­ნა­რე წელს კომ­პა­ნი­ამ სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის მე­ნე­ჯმენ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ტე­მის FSSC 22000 (food Safety System Certification 22000)-ის სერ­თი­ფი­კა­ტი მი­ი­ღო. ეს არის უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის სფე­რო­ში. კვე­ბის სტან­დარ­ტებ­ზე უფრო დე­ტა­ლუ­რად სა­სა­უბ­როდ კი „ლი­დერ­ფუ­დის“ გა­ყიდ­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელს რომა ან­თი­ძეს მივ­მარ­თეთ.

რო­გორ ხდე­ბა FSSC 22000-ის სერ­თი­ფი­კა­ტის მი­ღე­ბა?

მთა­ვა­რი ამ შემ­თხვე­ვა­ში არის ის, რომ კომ­პა­ნი­ის ინ­ტე­რესს უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს სტან­დარ­ტი.სტან­დარ­ტის მი­ღე­ბა ხან­გრძლი­ვი და შრო­მა­ტე­ვა­დი პრო­ცე­სია. მას ჰყავს თა­ვი­სი ლი­დე­რი, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს, რომ და­ნერ­გოს და აა­მოქ­მე­დოს ის პრო­ცე­სე­ბი, რო­მელ­საც სტან­დარ­ტი ავალ­დე­ბუ­ლებს. იგი შუ­ამ­დგომ­ლობს ასე­ვე შიდა და გარე აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რებ­თან.

სტან­დარ­ტის დაც­ვა ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და გერ­მა­ნუ­ლი აუ­დი­ტის მიერ. ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ი­დან FSMS ლი­დე­რი თა­ნამ­შრომ­ლობს შიდა და გარე აუ­დი­ტო­რებ­თან.შეგ­ვა­მოწ­მა და მოგ­ვა­ნი­ჭა FSSC 22000 სერ­ტი­ფი­კა­ტი გერ­მა­ნულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ. აუ­დი­ტი „ლი­დერ­ფუ­დის­თვის“ წარ­მა­ტე­ბით და­ი­ხუ­რა 2019 წლის 31 მა­ისს.

რა კრი­ტე­რი­უ­მებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს კომ­პა­ნია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სერ­თი­ფი­კა­ტი მი­ი­ღოს?

ყვე­ლა სტან­დარტს აქვს თა­ვი­სი მო­თხოვ­ნე­ბი, რო­მელ­თან მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც მა­შინ გეძ­ლე­ვა, რო­დე­საც იწყებ სტან­დარ­ტის დაც­ვას. მთა­ვა­რია მიყ­ვე ინ­სტრუქ­ცი­ას, რო­მელ­საც ამ სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი გაძ­ლევს.

FSMS ლი­დე­რი­სა და კო­ორ­დი­ნა­ტო­რის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით ხდე­ბა დაძ­ლე­ვა იმ რთუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის, რო­მე­ლიც თან ახ­ლავს ისეთ რთულ სტან­დარტს, რო­გო­რი­ცაა FSSC 22000.მა­გა­ლი­თად, კომ­პა­ნია ვალ­დე­ბუ­ლია, სტან­დარ­ტის მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ზრუ­ნავ­დე­ს­ჰა­ე­რის­და­ბინ­ძუ­რე­ბის­დო­ნის­გან­სა­ზღვრა­ზე, ხმა­უ­რის­დო­ნე­სა­დას­ხვა ბევ­რნი­უ­ანსზე.

სა­ქარ­თვე­ლო­ში FSSC 22000 სერ­თი­ფი­კა­ტი ბევრ კომ­პა­ნი­ას აქვს?

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ისე­თი უმ­სხვი­ლე­სი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის კომ­პა­ნი­ის­თვის, რო­გო­რიც ჩვენ ვართ და რომ­ლის დღი­უ­რი წარ­მა­დო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია 25.000 ტო­ნა­ზე მეტს აღ­წევ­დეს ერთ-ერთი პირ­ვე­ლე­ბი ვართ. რო­გორც ვიცი ამ სტან­დარ­ტის მო­პო­ვე­ბა­ზე კი­დევ რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნია მუ­შა­ობს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მალე ბევ­რნი ვიქ­ნე­ბით და ერ­თად ვიზ­რუ­ნებთ ხა­რის­ხი­ან და უვ­ნე­ბელ პრო­დუქ­ცი­ა­ზე. თუმ­ცა ძა­ლი­ან სა­ა­მა­ყოა ჩვენ­თვის ის ფაქ­ტი, რომ ას­პა­რეზ­ზე ერთ-ერთი პირ­ვე­ლე­ბი ვართ.

რას შეც­ვლის კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში FSSC 22000 სერ­თი­ფი­კა­ტის მი­ღე­ბა?

ეს სერ­თი­ფი­კა­ტი რე­ა­ლუ­რად უდი­დე­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა „ლი­დერ­ფუ­დის“ ყვე­ლა რგო­ლის­თვის ისე­ვე, რო­გორც სი­ა­მა­ყის დიდი მი­ზე­ზი. იმე­დი მაქვს ერ­თგვარ სტი­მუ­ლად ვიქ­ცე­ვით სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის, რათა სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე ხა­რის­ხი და უსაფრ­თხო პრო­დუქ­ტი მთა­ვარ პრი­ო­რი­ტე­ტად ვაქ­ცი­ოთ.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს საქ­მი­ა­ნო­ბას, ჩვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტი ყო­ველ­თვის გახ­ლდათ ხა­რის­ხი და მომ­ხმა­რე­ბელ­ზე ზრუნ­ვა. ნამ­დვი­ლად არ ვა­პი­რებთ ერთ ად­გილ­ზე გა­ჩე­რე­ბას. გეგ­მა­ში ახა­ლი სერ­ვი­სე­ბის და პრო­დუქ­ტე­ბის და­მა­ტე­ბაა. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ თი­თო­ე­უ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი კმა­ყო­ფი­ლი იყოს და არა მარ­ტო შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ახ­ლან­დე­ლი პო­ზი­ცია, არა­მედ განვვი­თარ­დეთ და ყვე­ლას ბედ­ნი­ე­რი მო­მენ­ტე­ბის ნა­წი­ლი გავ­ხდეთ.მიდ­გო­მა, რომ აკე­თო ისე რო­გორც თა­ვად მო­გე­წო­ნე­ბო­და, ნამ­დვი­ლად სა­უ­კე­თე­სო ფორ­მუ­ლაა წარ­მა­ტე­ბის­თვის. წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში კი FSSC 22000სერ­თი­ფი­კა­ტიც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად დაგ­ვეხ­მა­რე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინგა
2

წარმატებები ,,ლიდერფუდ"-ს! 

nana
2

ამბობთ 25 000 ტონას ვაწარმოებთო,საინტერესოა რა ხორცით და საიდან შემოგაქვთ. რატომ არ ხსნით თქვენ საფირმო მაღაზიებს ქალაქში.გისურვებთ წარმატებებს და ნუ უღალატებთ ბავშვებს, რადგან ძალიან უყვართ ძეხვეული.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

დაცული და დაუცველი სტანდარტები  ქართულ ბაზარზე - „ლიდერფუდი“ საკვები პროდუქტების სფეროში უმაღლესი სტანდარტის მფლობელი გახდა

დაცული და დაუცველი სტანდარტები  ქართულ ბაზარზე - „ლიდერფუდი“ საკვები პროდუქტების სფეროში უმაღლესი სტანდარტის მფლობელი გახდა

დაბინძურებული გარემო და უხარისხო საკვები - ეს არის ორი მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას და რომელიც მოსახლეობას ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ არაერთ სერიოზულ პრობლემას უქმნის. ორივე შემთხვევაში აუცილებელია, სტანდარტების დახვეწა და კონტროლის მექანიზმების გაძლიერება. თუმცა ამ მიმართულებით ოფიციალური მხარის აქტივობა საკმაოდ სუსტია, ამიტომ პროდუქციის მწარმოებლებისა თუ შემომტანების სოციალურ პასუხისმგებლობასა და კეთილ ნებაზე დამოკიდებულები ვხდებით.

რეალობა ასეთია - სოციალურ ქსელში ყოველდღიურად ვაწყდებით ფაქტებს, როდესაც მომხმარებლები საკვები პროდუქტების დაბალი ხარისხით უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ხშირია საკვებით მოწამვლის შემთხვევები, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ხშირად საერთოდ გაურკვეველია საკვები პროდუქტის შემცველობა და ის გრძელვადიან პერსპექტივაში საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

დღეს საქართველოში რეალიზებული საკვები პროდუქტების დიდი ნაწილი იმპორტირებულია. შესაბამისად არსებულ პრობლემებს, როგორიცაა, პროდუქტის შემადგენლობა და წარმოების სტანდარტი, ემატება ტრანსპორტირების საკითხიც. რიგითი მომხმარებლისთვის ძალიან რთულია დაადგინოს, რა პირობებში ხდება ამა თუ იმ პროდუქტის სხვა ქვეყნიდან ტრანსპორტირება. სწორედ ამიტომ საზოგადოების გარკვეული და ამავდროულად, მზარდი ნაწილი ქართულ პროდუქტზე აკეთებს არჩევანს. რატომაც არა, ქართული პროდუქტის შეძენით მნიშვნელოვნად ვაძლიერებთ ქვეყნის ეკონომიკას და შესაბამისად, მოსახლეობასაც.

აღნიშნულიდან გამომდინარე ქართული წარმოება უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ხორცპროდუქტები მიმართულება. ამ სეგმენტში ამიერკავკასიის ყველაზე დიდი საწარმო სწორედ საქართველოში მდებარეობს და ეს „ლიდერფუდია“. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ „ლიდერფუდი“ არამხოლოდ მასშტაბით გამორჩეული, არამედ ხარისხსა და სტანდარტებზე მაქსიმალურად ორიენტირებული კომპანიაა. ის მიმდინარე წელს კომპანიამ სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის საერთაშორისო სისტემის FSSC 22000 (food Safety System Certification 22000)-ის სერთიფიკატი მიიღო. ეს არის უმაღლესი სტანდარტი საკვები პროდუქტების სფეროში. კვების სტანდარტებზე უფრო დეტალურად სასაუბროდ კი „ლიდერფუდის“ გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელს რომა ანთიძეს მივმართეთ.

როგორ ხდება FSSC 22000-ის სერთიფიკატის მიღება?

მთავარი ამ შემთხვევაში არის ის, რომ კომპანიის ინტერესს უნდა წარმოადგენდეს სტანდარტი.სტანდარტის მიღება ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. მას ჰყავს თავისი ლიდერი, რომელიც მუშაობს, რომ დანერგოს და აამოქმედოს ის პროცესები, რომელსაც სტანდარტი ავალდებულებს. იგი შუამდგომლობს ასევე შიდა და გარე აუდიტის სამსახურებთან.

სტანდარტის დაცვა ჩვენ შემთხვევაში მოხდა გერმანული აუდიტის მიერ. ჩვენი კომპანიიდან FSMS ლიდერი თანამშრომლობს შიდა და გარე აუდიტორებთან.შეგვამოწმა და მოგვანიჭა FSSC 22000 სერტიფიკატი გერმანულმა ორგანიზაციამ. აუდიტი „ლიდერფუდისთვის“ წარმატებით დაიხურა 2019 წლის 31 მაისს.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კომპანია, რომ აღნიშნული სერთიფიკატი მიიღოს?

ყველა სტანდარტს აქვს თავისი მოთხოვნები, რომელთან მუშაობის საშუალებაც მაშინ გეძლევა, როდესაც იწყებ სტანდარტის დაცვას. მთავარია მიყვე ინსტრუქციას, რომელსაც ამ სამსახურის უფროსი გაძლევს.

FSMS ლიდერისა და კოორდინატორის ერთობლივი ძალებით ხდება დაძლევა იმ რთული კრიტერიუმების, რომელიც თან ახლავს ისეთ რთულ სტანდარტს, როგორიცაა FSSC 22000.მაგალითად, კომპანია ვალდებულია, სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად ზრუნავდესჰაერისდაბინძურებისდონისგანსაზღვრაზე, ხმაურისდონესადასხვა ბევრნიუანსზე.

საქართველოში FSSC 22000 სერთიფიკატი ბევრ კომპანიას აქვს?

აღსანიშნავია, რომ ისეთი უმსხვილესი ხორცპროდუქტების კომპანიისთვის, როგორიც ჩვენ ვართ და რომლის დღიური წარმადობა შესაძლებელია 25.000 ტონაზე მეტს აღწევდეს ერთ-ერთი პირველები ვართ. როგორც ვიცი ამ სტანდარტის მოპოვებაზე კიდევ რამდენიმე კომპანია მუშაობს. საბედნიეროდ, მალე ბევრნი ვიქნებით და ერთად ვიზრუნებთ ხარისხიან და უვნებელ პროდუქციაზე. თუმცა ძალიან საამაყოა ჩვენთვის ის ფაქტი, რომ ასპარეზზე ერთ-ერთი პირველები ვართ.

რას შეცვლის კომპანიის საქმიანობაში FSSC 22000 სერთიფიკატის მიღება?

ეს სერთიფიკატი რეალურად უდიდესი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა „ლიდერფუდის“ ყველა რგოლისთვის ისევე, როგორც სიამაყის დიდი მიზეზი. იმედი მაქვს ერთგვარ სტიმულად ვიქცევით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის, რათა საქართველოს ბაზარზე ხარისხი და უსაფრთხო პროდუქტი მთავარ პრიორიტეტად ვაქციოთ.

რაც შეეხება ჩვენს საქმიანობას, ჩვენი პრიორიტეტი ყოველთვის გახლდათ ხარისხი და მომხმარებელზე ზრუნვა. ნამდვილად არ ვაპირებთ ერთ ადგილზე გაჩერებას. გეგმაში ახალი სერვისების და პროდუქტების დამატებაა. მაქსიმალურად ვცდილობთ თითოეული მომხმარებელი კმაყოფილი იყოს და არა მარტო შევინარჩუნოთ ახლანდელი პოზიცია, არამედ განვვითარდეთ და ყველას ბედნიერი მომენტების ნაწილი გავხდეთ.მიდგომა, რომ აკეთო ისე როგორც თავად მოგეწონებოდა, ნამდვილად საუკეთესო ფორმულაა წარმატებისთვის. წარმატების მიღწევაში კი FSSC 22000სერთიფიკატიც მნიშვნელოვნად დაგვეხმარება.

რა განსხვავებაა თეთრ, ყავისფერ და ქოქოსის შაქარს შორის და რომელი უფრო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის?

„თუ ყავა ისეა დამუშავებული, რომ არ ვიცით, რა შემადგენლობა აქვს, უმჯობესია საერთოდ არ მივიღოთ“, - კარდიოლოგი ალექსანდრე საბეკია

სად უნდა ისწავლოთ საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომ მაღალანაზღაურებადი სამსახური გქონდეთ