მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასტუმრო Holiday Inn Telavi-ში ღვინის კვირეულის ღონისძიება ჩატარდა
სასტუმრო Holiday Inn Telavi-ში ღვინის კვირეულის ღონისძიება ჩატარდა

სას­ტუმ­რო Holiday Inn Telavi, რო­მე­ლიც თე­ლავ­ში პირ­ვე­ლი ბრენ­დუ­ლი სას­ტუმ­როა ხში­რად მარ­თავს სხვა­დას­ხვა ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბებს. ერთ-ერთი ასე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა იყო ღვი­ნის კვი­რე­უ­ლი, რო­მე­ლიც ოქ­ტომ­ბრის მი­წუ­რულს ჩა­ტარ­და. მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბა წელს პირ­ვე­ლად გა­ი­მარ­თა, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ღვი­ნო­ე­ბი. სას­ტუმ­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, ღვი­ნის კვი­რე­უ­ლის მი­ზა­ნია, რომ ხელი შე­ე­წყოთ ღვი­ნის მწარ­მო­ე­ბელ ქარ­თულ კომ­პა­ნი­ებს, რათა მათი პრო­დუქ­ცია უკეთ გა­იც­ნოს და და­ა­გე­მოვ­ნოს რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ­მა მომ­ხმა­რებ­ლე­მა, მათ შო­რის ქარ­თველ­მა და უცხო­ელ­მა ტუ­რის­ტებ­მა. ეს კი თა­ვის მხრივ გაზ­რდის ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ასე­ვე უცხო­ურ ბაზ­რებ­ზე. ამას­თან აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვით Holiday Inn Telavi ხელს შე­უ­წყობს ღვი­ნის კულ­ტუ­რი­სა და ღვი­ნის ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას რე­გი­ონ­ში. Holiday Inn Telavi-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ღვი­ნის კვი­რე­უ­ლი ყო­ველ­წლი­ურ სა­ხეს მი­ი­ღებს და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა შე­ეძ­ლე­ბათ რო­გორც მსხვილ კომ­პა­ნი­ბეს, ასე­ვე მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სეგ­მენტს.

წლე­ვან­დელ კვი­რე­ულ­ში მო­ნა­წი­ლე­ბოდ­ნენ შემ­დე­გი ღვი­ნის კომ­პა­ნი­ე­ბი:

GWS – „ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის კომ­პა­ნია“. კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც 20 წელ­ზე მე­ტია მეღ­ვი­ნე­ო­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი თუ სა­ექ­სპორ­ტო ბაზ­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი და მსხვი­ლი მო­თა­მა­შეა. წარ­მა­ტე­ბის მთა­ვა­რი გა­სა­ღე­ბი კი პრო­დუქ­ცი­ის მუდ­მი­ვად მზარ­დი ხა­რის­ხია, რაც პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გუნ­დის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის ძი­რი­თა­დი საზ­რუ­ნა­ვი და ორი­ენ­ტი­რია.

„ღვი­ნის კომ­პა­ნია შუმ­მა“ დე­გუს­ტა­ცი­ა­ზე დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­სა­გე­მოვ­ნებ­ლად წარ­მო­უდ­გი­ნა პრე­მი­ა­ლუ­რი და ექ­სკლუ­ზი­უ­რი ღვი­ნო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ზე არა­ერ­თი უმაღ­ლე­სი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლია. აქვე გა­ი­მარ­თა ორი ახა­ლი უნი­კა­ლუ­რი, სა­რე­ზერ­ვო ღვი­ნის „ლა­ზა­რე­სა“ და „გე­ნე­ზი­სის“ პრე­ზენ­ტა­ცია.

ღვი­ნის კომ­პა­ნია ჩელ­თი, რო­მე­ლიც და­არ­სდა 2001 წელს და მათი მი­ზა­ნი თა­ვი­დან­ვე იყო მხო­ლოდ პრე­მი­უმ ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბა. ღვი­ნო იწარ­მო­ე­ბა კლა­სი­კუ­რი და ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დე­ბით. 2019 წელს მეღ­ვი­ნე­ო­ბა ჩელ­თი 10 ოქ­როს და 2 გრანდ ოქ­როს მე­და­ლის მფლო­ბე­ლი გახ­და მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ ღვი­ნის კონ­კურ­სებ­ზე.

მი­ლო­რა­ვე­ბის სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო და მა­რა­ნი მი­ლო­რა­უ­ლი და­არ­სდა 2015 წელს. მათ­თან მი­სულ სტუ­მარს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს ისარ­გებ­ლოს რო­გორც სას­ტუმ­როს მომ­სა­ხუ­რე­ბით ასე­ვე და­ა­გე­მოვ­ნოს ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო, ად­გილ­ზე გა­ეც­ნოს ტრა­დი­ცი­უ­ლი კა­ხუ­რი წე­სით ქვევრში ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის ტე­ნო­ლო­გი­ას, და­ა­გე­მოვ­ნოს და შე­ი­ძი­ნოს სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ქვევ­რის ღვი­ნო­ე­ბი: ქისი, ხიხ­ვი, მწვა­ნე, სა­ფე­რა­ვი,რქა­წი­თე­ლი და მონ­ტე­პულ­ჩი­ა­ნო.

სა­ო­ჯა­ხო ტი­პის მა­რა­ნი „ლა­ელ­მა­რა­ნი“, რომ­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლიც გახ­ლავთ მა­ნა­ნა თუშ­მა­ლიშ­ვი­ლის. მას ოჯა­ხის წარ­სულ­მა, მის­მა მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვან­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ მის­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა წა­მო­ე­წყო მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სი. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სა­დე­გუს­ტა­ცი­ოდ წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო რქა­წი­თე­ლი, ქვევ­რის ნა­ხევ­რად მშრა­ლი თეთ­რი ღვი­ნო, რო­მე­ლიც და­ვარ­გე­ბუ­ლია ქვევრში ჭა­ჭას­თან ერ­თად.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

სასტუმრო Holiday Inn Telavi-ში ღვინის კვირეულის ღონისძიება ჩატარდა

სასტუმრო Holiday Inn Telavi-ში ღვინის კვირეულის ღონისძიება ჩატარდა

სასტუმრო Holiday Inn Telavi, რომელიც თელავში პირველი ბრენდული სასტუმროა ხშირად მართავს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება იყო ღვინის კვირეული, რომელიც ოქტომბრის მიწურულს ჩატარდა. მსგავსი ღონისძიება წელს პირველად გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული წარმოების სხვადასხვა სახეობის ღვინოები. სასტუმროს წარმომადგენლების თქმით, ღვინის კვირეულის მიზანია, რომ ხელი შეეწყოთ ღვინის მწარმოებელ ქართულ კომპანიებს, რათა მათი პროდუქცია უკეთ გაიცნოს და დააგემოვნოს რაც შეიძლება მეტმა მომხმარებლემა, მათ შორის ქართველმა და უცხოელმა ტურისტებმა. ეს კი თავის მხრივ გაზრდის ქართული ღვინის პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზრებზე. ამასთან აღნიშნული ინიციატივით Holiday Inn Telavi ხელს შეუწყობს ღვინის კულტურისა და ღვინის ტურიზმის განვითარებას რეგიონში. Holiday Inn Telavi-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ღვინის კვირეული ყოველწლიურ სახეს მიიღებს და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ როგორც მსხვილ კომპანიბეს, ასევე მცირე და საშუალო სეგმენტს.

წლევანდელ კვირეულში მონაწილებოდნენ შემდეგი ღვინის კომპანიები:

GWS – „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“. კომპანია, რომელიც 20 წელზე მეტია მეღვინეობის ადგილობრივი თუ საექსპორტო ბაზრის ერთ-ერთი მთავარი და მსხვილი მოთამაშეა. წარმატების მთავარი გასაღები კი პროდუქციის მუდმივად მზარდი ხარისხია, რაც პროფესიონალთა გუნდის თითოეული წევრის ძირითადი საზრუნავი და ორიენტირია.

„ღვინის კომპანია შუმმა“ დეგუსტაციაზე დამსწრე საზოგადოებას დასაგემოვნებლად წარმოუდგინა პრემიალური და ექსკლუზიური ღვინოები, რომლებიც საერთაშორისო კონკურსებზე არაერთი უმაღლესი ჯილდოს მფლობელია. აქვე გაიმართა ორი ახალი უნიკალური, სარეზერვო ღვინის „ლაზარესა“ და „გენეზისის“ პრეზენტაცია.

ღვინის კომპანია ჩელთი, რომელიც დაარსდა 2001 წელს და მათი მიზანი თავიდანვე იყო მხოლოდ პრემიუმ ხარისხის პროდუქციის წარმოება. ღვინო იწარმოება კლასიკური და ტრადიციული მეთოდებით. 2019 წელს მეღვინეობა ჩელთი 10 ოქროს და 2 გრანდ ოქროს მედალის მფლობელი გახდა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ღვინის კონკურსებზე.

მილორავების საოჯახო სასტუმრო და მარანი მილორაული დაარსდა 2015 წელს. მათთან მისულ სტუმარს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს როგორც სასტუმროს მომსახურებით ასევე დააგემოვნოს ქართული სამზარეულო, ადგილზე გაეცნოს ტრადიციული კახური წესით ქვევრში ღვინის დაყენების ტენოლოგიას, დააგემოვნოს და შეიძინოს სხვადასხვა სახეობის ქვევრის ღვინოები: ქისი, ხიხვი, მწვანე, საფერავი,რქაწითელი და მონტეპულჩიანო.

საოჯახო ტიპის მარანი „ლაელმარანი“, რომლის დამფუძნებელიც გახლავთ მანანა თუშმალიშვილის. მას ოჯახის წარსულმა, მისმა მრავალსაუკუნოვანმა გამოცდილებამ მისცა საშუალება წამოეწყო მცირე საოჯახო ბიზნესი. ღონისძიებაზე სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო რქაწითელი, ქვევრის ნახევრად მშრალი თეთრი ღვინო, რომელიც დავარგებულია ქვევრში ჭაჭასთან ერთად.

R

დაცული და დაუცველი სტანდარტები  ქართულ ბაზარზე - „ლიდერფუდი“ საკვები პროდუქტების სფეროში უმაღლესი სტანდარტის მფლობელი გახდა

აჭარა ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

Samsung Galaxy-ის ძლიერი 10 წელი - საქართველოში შექმნილი საიმიჯო ვიდეო რგოლი