პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "ბიუ-ბიუს" წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა გამოავლინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "ბიუ-ბიუს" წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა გამოავლინა

სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ „ბიუ-ბიუს“ წარ­მო­ე­ბის ქათ­მის ხორ­ცში სალ­მო­ნე­ლა გა­მო­ავ­ლი­ნა. სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 21 ოქ­ტომ­ბერს მათ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის­გან შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­ი­ღეს, რეს­ტო­რან­ში "ლუ­დის ქარ­ხა­ნა ჩემო კარ­გო" 11 პი­რის ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­სა­ხებ. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლის ფარ­გლებ­ში, სა­ა­გენ­ტომ იმა­ვე დღეს ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტორ­თან არა­გეგ­მუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

"ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის­თვის მოხ­და სურ­სა­თის ნი­მუ­შე­ბის აღე­ბა: 1) უკ­რა­ი­ნუ­ლი ქათ­მის ბარ­კა­ლი 2) „ბიუ-ბიუ“-ს ქათ­მის ფრთე­ბი (ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტი) 3) „ბიუ-ბიუ“-ს ქათ­მის ფილე და­მა­რი­ნა­დე­ბუ­ლი. სა­ა­გენ­ტომ მიკ­ვლე­ვა­დო­ბის მიზ­ნით, კონ­ტრო­ლი, წარ­მო­ე­ბის, დის­ტრი­ბუ­ცი­ის და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ყვე­ლა ეტაპ­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად ქათ­მის და­მა­რი­ნა­დე­ბუ­ლი ფი­ლეს ნი­მუშ­ში რომ­ლის მწარ­მო­ე­ბე­ლია შპს „ჩი­რი­ნა“(ბიუ-ბიუ) და დის­ტრი­ბუ­ტო­რია შპს „ჯეო დის­ტრი­ბუ­შენ გრუ­პი“, გა­მოვ­ლინ­და სალ­მო­ნე­ლა. მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი დარ­ღვე­ვა ასე­ვე გა­მოვ­ლინ­და უკ­რა­ი­ნუ­ლი ქათ­მის ბარ­კლის ნი­მუშ­ში (მწარ­მო­ე­ბე­ლი „Processing Complex“ უკ­რა­ი­ნა, დისრტრი­ბუ­ტო­რი შპს „სანი“) ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, 25 ოქ­ტომ­ბერს, სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ გან­მე­ო­რე­ბით ჩა­ა­ტა­რა არა­გეგ­მუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა რეს­ტო­რან­ში - "ლუ­დის ქარ­ხა­ნა ჩემო კარ­გო", რო­მელ­საც კრი­ტი­კუ­ლი შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბის გამო შე­უ­ჩე­რა სა­წარ­მოო პრო­ცე­სი“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­მოწ­მდა ის მარ­კე­ტიც, სა­დაც ზე­მო­თაღ­ნიშ­ნულ­მა რეს­ტო­რან­მა ნედ­ლი ქათ­მის ფილე შე­ი­ძი­ნა, სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ობი­ექტს გა­მოვ­ლე­ნი­ლი კრი­ტი­კუ­ლი შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბის გამო შე­უ­ჩერ­და სა­წარ­მოო პრო­ცე­სი და 1000 ლა­რით და­ჯა­რიმ­და.

"სა­ა­გენ­ტომ, ბოლო ეტაპ­ზე, სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა შპს „ჩი­რი­ნა­სა“ (ფრინ­ველ­თა სა­საკ­ლაო) და სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნია „ჯეო დის­ტრი­ბუ­შენ გრუპ­ში“, სა­დაც ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად, აღე­ბუ­ლი ხუთი ნი­მუ­ში­დან , ოთხ მათ­გან­ში" სალ­მო­ნე­ლა გა­მოვ­ლინ­და. აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნი­ებს და­ე­ვა­ლათ სურ­სა­თის ბაზ­რი­დან ამო­ღე­ბა და შემ­დგო­მი მოკ­ვლე­ვი­სა და რე­ა­გი­რე­ბის მიზ­ნით, საქ­მე შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს გა­და­ე­ცა",- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
0
რაღა ინდა იყიდო ყველაფერი მოწამლულია
რ ე ა ლ ო ბ ა
1
ძალიან კარგი მადლობთ, ოღონდ 1000 ლარი კიარა 100 ათასი უნდა იყოს, რომ ხალხი არ დაწამლონ, 1000 ლარი უშველის მკწამლულ და დაღუპულ ადამიანებს? ათაა ლარს 15 წუთში აკეთებენ ეგ ფირმები
ავტორი:

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "ბიუ-ბიუს" წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "ბიუ-ბიუს" წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ბიუ-ბიუს“ წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ოქტომბერს მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან შეტყობინება მიიღეს, რესტორანში "ლუდის ქარხანა ჩემო კარგო" 11 პირის ინტოქსიკაციის შესახებ. აღნიშნულის შემდეგ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სააგენტომ იმავე დღეს ბიზნესოპერატორთან არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა.

"ლაბორატორიული კვლევისთვის მოხდა სურსათის ნიმუშების აღება: 1) უკრაინული ქათმის ბარკალი 2) „ბიუ-ბიუ“-ს ქათმის ფრთები (ნახევარფაბრიკატი) 3) „ბიუ-ბიუ“-ს ქათმის ფილე დამარინადებული. სააგენტომ მიკვლევადობის მიზნით, კონტროლი, წარმოების, დისტრიბუციის და რეალიზაციის ყველა ეტაპზე განახორციელა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად ქათმის დამარინადებული ფილეს ნიმუშში რომლის მწარმოებელია შპს „ჩირინა“(ბიუ-ბიუ) და დისტრიბუტორია შპს „ჯეო დისტრიბუშენ გრუპი“, გამოვლინდა სალმონელა. მიკრობიოლოგიური დარღვევა ასევე გამოვლინდა უკრაინული ქათმის ბარკლის ნიმუშში (მწარმოებელი „Processing Complex“ უკრაინა, დისრტრიბუტორი შპს „სანი“) ლაბორატორიული კვლევის შედეგების გათვალისწინებით, 25 ოქტომბერს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განმეორებით ჩაატარა არაგეგმური ინსპექტირება რესტორანში - "ლუდის ქარხანა ჩემო კარგო", რომელსაც კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერა საწარმოო პროცესი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შემოწმდა ის მარკეტიც, სადაც ზემოთაღნიშნულმა რესტორანმა ნედლი ქათმის ფილე შეიძინა, სარეალიზაციო ობიექტს გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერდა საწარმოო პროცესი და 1000 ლარით დაჯარიმდა.

"სააგენტომ, ბოლო ეტაპზე, სახელმწიფო კონტროლი განახორციელა შპს „ჩირინასა“ (ფრინველთა სასაკლაო) და სადისტრიბუციო კომპანია „ჯეო დისტრიბუშენ გრუპში“, სადაც ლაბორატორიული კვლევის შედეგად, აღებული ხუთი ნიმუშიდან , ოთხ მათგანში, , სალმონელა გამოვლინდა. აღნიშნულ კომპანიებს დაევალათ სურსათის ბაზრიდან ამოღება და შემდგომი მოკვლევისა და რეაგირების მიზნით, საქმე შესაბამის უწყებებს გადაეცა",- ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეები საქართველოში - სად გათოვდება, სად იწვიმებს და სად იქნება ყველაზე დაბალი ტემპერატურა

რისგან იცავს მამაკაცებს წინადაცვეთა და სქესობრივი გზით გადამდები რომელი ინფექციებია საშიში - რეპროდუქტოლოგის რეკომენდაციები

აღმაშენებლის ხეივანში წყალსადენის დაზიანების გამო, საბურთალოს დღის ბოლომდე წყალი არ მიეწოდება - GWP-ს განცხადება