მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიტროპოლიტი ზოსიმე სკანდალურ ბრალდებას ეხმიანება  - "ნაკლებად ვუყურებ ტელევიზორს, მომასმენინეს..."
მიტროპოლიტი ზოსიმე სკანდალურ ბრალდებას ეხმიანება  - "ნაკლებად ვუყურებ ტელევიზორს, მომასმენინეს..."

მე თვი­თონ ნაკ­ლე­ბად ვუ­ყუ­რებ ტე­ლე­ვი­ზორს, მო­მა­ს­მე­ნი­ნეს და შევძრწუნ­დი ისე­თი რა­ღა­ცე­ბი მო­ვის­მი­ნე. ესე­ნი რა­ღაც ძა­ლე­ბის წა­ქე­ზე­ბით მოქ­მე­დე­ბენ, - ამის შე­სა­ხებ წილკ­ნი­სა და დუ­შე­თის ეპარ­ქი­ის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე ზო­სი­მე ში­ოშ­ვილ­მა დუ­შე­თის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რი­თაც მის მი­მართ წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

წილკ­ნი­სა და დუ­შე­თის ეპარ­ქი­ის მიტ­რო­პო­ლი­ტი, მე­უ­ფე ზო­სი­მე ამ­ბობს, რომ ბრალ­დე­ბე­ბი „აბ­სურ­დი და ტყუ­ი­ლია“. ამას­თან, მე­უ­ფე ზო­სი­მე წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბებს ან­ტი­ეკ­ლე­სი­ურს უწო­დებს.

მიტ­რო­პო­ლი­ტი წლე­ბის წინ სე­მი­ნა­რი­ა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­საც იხ­სე­ნებს და ამ­ბობს, რომ სტუ­დენ­ტე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს მან თა­ვი­დან­ვე შე­ა­ტყო, რომ „სხვა სუ­ლით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ“.

„არც მინ­და იმის გახ­სე­ნე­ბა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ სტუ­დენ­ტე­ბი ლექ­ტო­რის კა­ბი­ნეტ­ში რომ შე­ვარ­დე­ბი­ან, ისე­თი შფო­თი და და­ძა­ბუ­ლო­ბე­ბი შე­იქ­მნა, ერ­თსღა ვფიქ­რობ­დი, რო­გორ­მე და­ძა­ბუ­ლო­ბა ჩა­მე­ცხრო. მე ვუ­თხა­რი, დამ­შვიდ­დით შვი­ლო, და­წყნარ­დით. ეს სხვა სუ­ლის ხალ­ხი იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად, ეკ­ლე­სი­ის მორ­ჩი­ლე­ბა კი არა, ეკ­ლე­სი­ის და­მორ­ჩი­ლე­ბა სურ­დათ იმ ხალ­ხს, ვინც ამათ უკან იდგა.ზუს­ტად ვერ გე­ტყვით, ამ ხალ­ხის უკან ვინ იდგა. სა­ე­როს არ და­ვა­სა­ხე­ლებ, მაგ­რამ სა­სუ­ლი­ე­რო, ყო­ფი­ლი მღვდელმთა­ვა­რი ქრის­ტე­ფო­რე წა­მა­ლა­ი­ძე რომ იყო, ის ად­რე­ვე და­უ­პი­რის­პირ­და ეკ­ლე­სი­ას, ად­რე­ვე მოხ­ვდა და­პი­რის­პი­რე­ბა­ში და ეს იმის ხალ­ხია. თა­ვი­დან­ვე შე­ვამ­ჩნიე ეს უცხო სული, ამათ შფო­თი, არე­უ­ლო­ბა და და­ძა­ბუ­ლო­ბა უნ­დო­დათ ეკ­ლე­სი­ა­ში“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ზო­სი­მემ.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას სე­მი­ნა­რი­ა­ში მის­ვლას ეხე­ბო­და, მე­უ­ფე ზო­სი­მემ უპა­სუ­ხა, რომ გამ­სა­ხურ­დია სე­მი­ნა­რი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და მისი იქ მის­ვლით „ჩოჩ­ქო­ლი და შფო­თი შე­იქ­მნა“.

„მე მი­თხრეს, რომ მო­სუ­ლი არის გამ­სა­ხურ­დია. რო­დე­საც გა­ვე­დი გა­რეთ, უკვე ჩოჩ­ქო­ლი და­ვი­ნა­ხე, მას­თან ახ­ლოს არ მივ­სულ­ვარ. რო­გორც ჩანს, ის თვალს ადევ­ნებ­და იმ ამ­ბებს, რაც იქ ხდე­ბო­და. არ ვიცი, ის თა­ვი­სი ნე­ბით მო­ვი­და თუ ვინ­მემ გა­ა­გე­ბი­ნა, მაგ­რამ ერ­თია, რომ იქ მოს­ვლით ჩოჩ­ქო­ლი და შფო­თი შე­იქ­მნა“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ზო­სი­მემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ საფ­რან­გეთ­ში მოღ­ვა­წე მღვდელ­მა, მამა გი­ორ­გი სხი­ლა­ძემ „ფე­ის­ბუქ­ზე“ 1988 წელს მომ­ხდარ სა­ვა­რა­უ­დო სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ და­წე­რა. მა­შინ მე­უ­ფე ზო­სი­მე სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ის რექ­ტო­რი იყო.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ყველაფერი ნათელია!!!!!!!!!!
10
ესენი ყველა დაბოღმილი და გაბოროტებული ვირთხები არიან დაწყებული ცაავათი და ამ არარაობა სხილაძით დამთავრებული. ერთს პატრიარქობა უნდოდა,მეორეს იერარქიაში უფრო მაღლა წაწევა,ზოგს რა ზოგს რა,ხოდა რო ვერ აისრულეს წადილი ეხლა იმ ხალხს ებრძვიან ვინც მათი ჭკუით ხელი შეუშალა ოცნებების ასრულებაში.
:(((
20
ფუუ რა, შეგაძულებენ ყველაფერს!!!ამათ შემხედვარე აღარც რწმენა გინდა და არაფერი
ავტორი:

მიტროპოლიტი ზოსიმე სკანდალურ ბრალდებას ეხმიანება  - "ნაკლებად ვუყურებ ტელევიზორს, მომასმენინეს..."

მიტროპოლიტი ზოსიმე სკანდალურ ბრალდებას ეხმიანება  - "ნაკლებად ვუყურებ ტელევიზორს, მომასმენინეს..."

მე თვითონ ნაკლებად ვუყურებ ტელევიზორს, მომასმენინეს და შევძრწუნდი ისეთი რაღაცები მოვისმინე. ესენი რაღაც ძალების წაქეზებით მოქმედებენ, - ამის შესახებ წილკნისა და დუშეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ზოსიმე შიოშვილმა დუშეთის საკათედრო ტაძარში ბრიფინგზე განაცხადა, რითაც მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს გამოეხმაურა.

წილკნისა და დუშეთის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ზოსიმე ამბობს, რომ ბრალდებები „აბსურდი და ტყუილია“. ამასთან, მეუფე ზოსიმე წაყენებულ ბრალდებებს ანტიეკლესიურს უწოდებს.

მიტროპოლიტი წლების წინ სემინარიაში განვითარებულ მოვლენებსაც იხსენებს და ამბობს, რომ სტუდენტების გარკვეულ ნაწილს მან თავიდანვე შეატყო, რომ „სხვა სულით გამოირჩეოდნენ“.

„არც მინდა იმის გახსენება. წარმოიდგინეთ სტუდენტები ლექტორის კაბინეტში რომ შევარდებიან, ისეთი შფოთი და დაძაბულობები შეიქმნა, ერთსღა ვფიქრობდი, როგორმე დაძაბულობა ჩამეცხრო. მე ვუთხარი, დამშვიდდით შვილო, დაწყნარდით. ეს სხვა სულის ხალხი იყო აბსოლუტურად, ეკლესიის მორჩილება კი არა, ეკლესიის დამორჩილება სურდათ იმ ხალხს, ვინც ამათ უკან იდგა.ზუსტად ვერ გეტყვით, ამ ხალხის უკან ვინ იდგა. საეროს არ დავასახელებ, მაგრამ სასულიერო, ყოფილი მღვდელმთავარი ქრისტეფორე წამალაიძე რომ იყო, ის ადრევე დაუპირისპირდა ეკლესიას, ადრევე მოხვდა დაპირისპირებაში და ეს იმის ხალხია. თავიდანვე შევამჩნიე ეს უცხო სული, ამათ შფოთი, არეულობა და დაძაბულობა უნდოდათ ეკლესიაში“, - განაცხადა მეუფე ზოსიმემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რომელიც აღნიშნულ პერიოდში ზვიად გამსახურდიას სემინარიაში მისვლას ეხებოდა, მეუფე ზოსიმემ უპასუხა, რომ გამსახურდია სემინარიაში იმყოფებოდა და მისი იქ მისვლით „ჩოჩქოლი და შფოთი შეიქმნა“.

„მე მითხრეს, რომ მოსული არის გამსახურდია. როდესაც გავედი გარეთ, უკვე ჩოჩქოლი დავინახე, მასთან ახლოს არ მივსულვარ. როგორც ჩანს, ის თვალს ადევნებდა იმ ამბებს, რაც იქ ხდებოდა. არ ვიცი, ის თავისი ნებით მოვიდა თუ ვინმემ გააგებინა, მაგრამ ერთია, რომ იქ მოსვლით ჩოჩქოლი და შფოთი შეიქმნა“, - განაცხადა მეუფე ზოსიმემ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში მოღვაწე მღვდელმა, მამა გიორგი სხილაძემ „ფეისბუქზე“ 1988 წელს მომხდარ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ დაწერა. მაშინ მეუფე ზოსიმე სასულიერო სემინარიის რექტორი იყო.

Hotsale.ge-ზე Black Friday იწყება - მრავალფეროვანი შეთავაზებები დიდი დანაზოგით!

მეორე ტურთან დაკავშირებით, დიდ ქალაქებში დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა 2 დღით მოიხსნება

სხვისი სიცოცხლისთვის ბრძოლას, ბოლო 24 საათში, 2 ექიმი შეეწირა - ვინ არიან covid-19 -ით გარდაცვლილი მედიკოსები