მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვობაში მინდოდა, ბაზარში მწვანილის გამყიდველი ვყოფილიყავი" - "მასტერშეფის" მონაწილე, რომლის მძიმე ცხოვრებამ "ფეისბუქი" მოიცვა
"ბავშვობაში მინდოდა, ბაზარში მწვანილის გამყიდველი ვყოფილიყავი" - "მასტერშეფის" მონაწილე, რომლის მძიმე ცხოვრებამ "ფეისბუქი" მოიცვა

ცოტა ხნის წინ, 29 წლის მარ­ტა ბა­რა­მი­ძე "მას­ტერ­შე­ფის" შო­უ­ში გა­სუ­ლი სი­უ­ჟე­ტით მთელ­მა ქვე­ყა­ნამ გა­იც­ნო. მისი ბავ­შვო­ბის მძი­მე ის­ტო­რი­ამ სრუ­ლი­ად ინ­ტერ­ნე­ტი მო­იც­ვა.

მარ­ტამ მა­ყუ­რე­ბელს უამ­ბო თა­ვი­სი რთუ­ლი ბავ­შვო­ბის, გა­ჭირ­ვე­ბის, ძა­ლა­დო­ბი­სა და იმ მძი­მე წლე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც თა­ვი­სი მტკი­ცე, მებ­რძო­ლი ხა­სი­ა­თი­სა და და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის წყა­ლო­ბით გა­და­ურ­ჩა. ეკ­რან­ზე ვი­ხი­ლეთ ახალ­გაზ­რდა ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნა რთუ­ლი წარ­სუ­ლით, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ყო­ფი­ლა.

სა­ნამ მისი ნიჭი კვი­რას, 22:00 სა­ათ­ზე "მას­ტერ­შეფ­ში" კი­დევ ერთხელ გა­მოჩ­ნდე­ბა, გა­დავ­წყვი­ტეთ, მარ­ტას შე­სა­ხებ უფრო მეტი გი­ამ­ბოთ. რო­გორც თა­ვად გვი­თხრა, პრო­ფე­სი­ით ის არის-ხოლ­მე, რი­თიც და­ინ­ტე­რეს­დე­ბა და რა­საც შე­ის­წავ­ლის. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ბა­თუმ­ში ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, თბი­ლის­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ის­წავ­ლა. აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ მარ­ტა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად კე­რავს და ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის. და­ნარ­ჩენ­ზე თა­ვად გვი­ამ­ბობს:

- მარ­ტა, რო­გო­რია შენი სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ი­სად­მი ინ­ტე­რე­სი? ეს უბ­რა­ლო გა­ტა­ცე­ბე­ბია თუ პრო­ფე­სი­ებს იც­ვლი-ხოლ­მე?

- ბავ­შვო­ბი­დან სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე ვმუ­შა­ობ­დი. ბოლო დროს, ძა­ლი­ან გა­მი­ტა­ცა მო­დის სფე­რომ. და­ვი­წყე კერ­ვის შეს­წავ­ლა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა. ეს სფე­რო შე­მო­სავ­ლის წყა­რო ცოტა ნაკ­ლე­ბად იყო, უფრო ჰო­ბი­ვით სამ­სა­ხუ­რი გახ­და. ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვკე­რავ­დი ჩან­თებს და სურ­ვი­ლი მქონ­და, ისი­ნი ძა­ლი­ან მო­ხერ­ხე­ბუ­ლი და სა­ტა­რებ­ლად პრაქ­ტი­კუ­ლი, ამავდრო­უ­ლად მო­დუ­რი ყო­ფი­ლი­ყო.

ოღონდ ეს ჩან­თე­ბი გან­კუთ­ვნი­ლი იყო მა­ღა­ზი­ის­თვის. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ბა­ზარ­ში ან მარ­კეტ­ში წა­ვი­დო­დით, არ გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა ბევ­რი სხვა პარ­კი და არ დაგ­ვე­ბინ­ძუ­რე­ბი­ნა გა­რე­მო. ამის­თვის კარ­გი ვა­რი­ან­ტი იყო ეს ჩან­თე­ბი. ასე­ვე, ტან­საც­მლის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც მა­ინ­ტე­რე­სებს მუ­შა­ო­ბა. მივ­დი­ვარ მე­ო­რად ბაზ­რო­ბა­ზე, ვყი­დუ­ლობ ახალ ნაჭ­რებს, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ ბევ­რია და ისიც მი­ხა­რია, რომ ეს მე­ო­რა­დი ნა­ჭე­რია და არა პირ­ვე­ლი, რად­გან ქსო­ვი­ლის დამ­ზა­დე­ბა­საც ძა­ლი­ან ბევ­რი წყა­ლი სჭირ­დე­ბა. შე­მიძ­ლია, ნაჭ­რით, რო­მე­ლიც ვი­ღა­ცას არ დას­ჭირ­და, რა­ღაც ახა­ლი შევ­ქმნა. ასე­ვე, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში ჟურ­ნა­ლის­ტად ვმუ­შა­ობ­დი, რო­გორც სა­მეც­ნი­ე­რო თე­მა­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბულ გა­და­ცე­მებ­ში, ისე ვი­დე­ობ­ლო­გის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც.

- რო­გორც მივ­ხვდი, საკ­მა­ოდ ეკო­მე­გობ­რუ­ლი ხარ, ცდი­ლობ, გა­რე­მო­ზე იზ­რუ­ნო. რო­გო­რია შენი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა ამ კუ­თხით?

- სახ­ლში ვი­ჯე­ქი და ვხე­დავ­დი, რამ­დე­ნი პლასტმა­სის ნივ­თი მედო ან რამ­დე­ნი მქონ­და უკვე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი და გა­დაგ­დე­ბუ­ლი. ამის შემ­დეგ და­ვი­წყე მა­გა­ლი­თად, კვერ­ცხის ყუ­თე­ბის, წყლის ბოთ­ლე­ბის შეგ­რო­ვე­ბა. 1 თვის შემ­დეგ, და­ვი­წყე დაგ­რო­ვე­ბუ­ლი პლასტმა­სის ნივ­თე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა. მა­გა­ლი­თად, დავ­დი­ვარ "დე­ზერ­ტი­რე­ბის ბა­ზარ­ში" და უკვე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი კვერ­ცხის ყუ­თე­ბი მი­მაქვს მათ­თვის, ვინც სოფ­ლის კვერ­ცხს ყი­დის, რათა მყიდ­ველს ჩა­უ­წყონ და ისე გა­ა­ტა­ნონ. ასე­ვე, სოფ­ლი­დან ჩა­მო­ტა­ნილ ღვი­ნოს, ჭა­ჭას და არაყს ვინც ყი­დის, პლასტმა­სის ბოთ­ლე­ბი მათ­თვის მი­მაქვს. ასე ვცდი­ლობ, ჩემი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი პლასტმა­სის ნივ­თე­ბი მრა­ვალ­ჯე­რა­დი გახ­დეს. თით­ქოს, ამით სინ­დი­სი ნაკ­ლე­ბად გა­წუ­ხებს.

- ბავ­შვო­ბა­ში რა პრო­ფე­სი­ა­ზე ოც­ნე­ბობ­დი?

- პრო­ფე­სი­ა­ზე არ მი­ოც­ნე­ბია. უბ­რა­ლოდ, სურ­ვი­ლი მქონ­და, რომ ბა­ზარ­ში მწვა­ნი­ლის გამ­ყიდ­ვე­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. არ ვიცი, რა­ტომ. ბავ­შვებ­თან ერ­თად ეზო­ში რომ ვთა­მა­შობ­დი, ბა­ლახს ვკრეფ­დი, კო­ნე­ბად ვკრავ­დი და ვყიდ­დი. ადრე, ლი­მო­ნათს რკი­ნის თა­ვე­ბი ჰქონ­და და ეს იყო ფული, რომ­ლი­თაც ჩემს მიერ დაკ­რე­ფი­ლი მწვა­ნი­ლის ყიდ­ვა შე­იძ­ლე­ბო­და.

- კუ­ლი­ნა­რი­აც მო­რი­გი გა­ტა­ცე­ბაა სხვა პრო­ფე­სი­ე­ბის მსგავ­სად?

- კუ­ლი­ნა­რი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სულ ვი­ყა­ვი. ბავ­შვო­ბა­ში თა­მა­შის დროს ლი­თო­ნის კონ­სერ­ვის ქი­ლებ­ში ვამ­ზა­დებ­დი კერ­ძებს. ნი­ორს და ხახვს ვჭრი­დი და ვი­თომ საჭ­მელს ვა­კე­თებ­დი. ერთი მე­გო­ბა­რი მყავ­და, ვის­თან ერ­თა­დაც ექ­სპერ­ტი­მენ­ტებს ვა­ტა­რებ­დი. კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და მინ­დო­და, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ქვაბ­ში მე­კე­თე­ბი­ნა. როცა გა­ვი­ზარ­დე, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა მე თვი­თონ მი­წევ­და. ჩემ­თან იმ­დე­ნად ახ­ლოს იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი, რომ შო­რი­დან არას­დროს არ შე­მი­ხე­დავს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ვე­რას­დროს ვერ გავ­ყე­ვი ამ ხაზს იმის გამო, რომ სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხურ­ში ვმუ­შა­ობ­დი, კუ­ლი­ნა­რია კი ძა­ლი­ან სა­ფე­ხუ­რე­ობ­რი­ვი პრო­ფე­სი­აა და ხან­გრძლი­ვი სწავ­ლის პრო­ცესს მო­ი­თხოვს.

- ოდეს­მე თუ ყო­ფილ­ხარ მზა­რე­უ­ლის ამ­პლუ­ა­ში და რა გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღე ამ პე­რი­ო­დის­გან?

- 22 წლის ვი­ყა­ვი, როცა სას­ტუმ­რო "რე­დი­სონ­ში" მზა­რე­უ­ლის დამ­ხმა­რედ და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, შემ­დეგ უკვე მზა­რე­უ­ლად გა­და­ვე­დი. ამ პე­რი­ოდ­ში გა­მიჩ­ნდა სურ­ვი­ლი, ჩემი კაფე გა­მეხ­სნა. კა­ფეს როცა აკე­თებ, გარ­და მზა­რე­უ­ლო­ბი­სა, სხვა პრო­ფე­სი­ე­ბის შეს­წავ­ლაც გი­წევს. სწო­რედ ამი­ტომ, ვი­მუ­შა­ვე სამ­ზა­რე­უ­ლო­შიც, ბარ­მე­ნა­დაც, მიმ­ტა­ნა­დაც.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ჩემი იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცე­სი წლო­ბით გა­ი­წე­ლა, თუმ­ცა გა­სულ წელს, პარტნი­ორ­თან ერ­თად გავ­ხსე­ნი კაფე, რო­მე­ლიც სე­ზო­ნის გამო ერთი თვეა, და­ი­კე­ტა. იმ­დე­ნად მიყ­ვარს ეს საქ­მე და იმ­დე­ნად მომ­წონს ამის კე­თე­ბა, რომ რა თქმა უნდა, აღ­დგე­ნას ვა­პი­რებ.

- "მას­ტერ­შე­ფი" კუ­ლი­ნა­რი­ის თე­მა­ტი­კის გა­და­ცე­მებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო შოუა. რო­გორ მი­ი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ შენს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძი ყვე­ლა­ზე კომ­პე­ტენ­ტურ ჟი­უ­რის ათა­სო­ბით მა­ყუ­რებ­ლის თვალ­წინ შე­ე­ფა­სე­ბი­ნა?

- "მას­ტერ­შე­ფის" პირ­ველ სე­ზონ­ზეც ვფიქ­რობ­დი მის­ვლას, თუმ­ცა ძა­ლი­ან შევ­შინ­დი და და­ვი­ძა­ბე. ასე­თი მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ტარ­დე­ბო­და. მსგავს არა­ქარ­თულ პრო­ექ­ტებ­ში იმ­დე­ნად დიდი და­ძა­ბუ­ლო­ბაა, შეფ-მზა­რე­უ­ლე­ბი იმ­დე­ნად გა­მოც­დი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ ვი­ფიქ­რე, იქ მის­ვლის­თვის მზად არ ვი­ყა­ვი. წელ­საც ვფიქ­რობ­დი, მოდი, ნა­ხე­ვა­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ვემ­ზა­დე­ბი, სა­ნამ პრო­ექ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს და შემ­დეგ მი­ვალ-მეთ­ქი. სრუ­ლი­ად უეც­რად და­ვი­წყე ფიქ­რი იმა­ზე, რომ "ცხოვ­რე­ბამ მოგ­ცა ეს შან­სი და მიდი, არ გა­და­დო, რა იცი, რა მოხ­დე­ბა-მეთ­ქი". მი­ვე­დი, მარ­თლაც ვცა­დე, ჟი­უ­რის გა­ვუ­კე­თე კერ­ძი, მომ­ცეს გარ­კვე­უ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი და რჩე­ვე­ბი, გა­და­ვე­დი შემ­დეგ ტურ­ში და მივ­ხვდი, რომ ნამ­დვი­ლად უნდა მე­ცა­და.

- "მას­ტერ­შე­ფის" შე­ფებ­მა თქვეს, რომ გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით, უფრო მკაც­რე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ. რამ­დე­ნად გა­მოს­ცა­დე ეს სა­კუ­თარ თავ­ზე?

- მარ­თლაც ძა­ლი­ან მკაც­რე­ბი არი­ან, თუმ­ცა ობი­ექ­ტუ­რად. ეს შო­უს­თვის შექ­მნი­ლი გან­წყო­ბა სუ­ლაც არ არის. რე­ა­ლუ­რად, ისი­ნი ისე­თი­ვე მკაც­რე­ბი არი­ან, რო­გო­რე­ბიც არი­ან შე­ფე­ბი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში. ისი­ნი მუ­შა­ო­ბის დროს, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში არ­ცერთ შეც­დო­მას და გპა­ტი­ო­ბენ. მათი სიმ­კაც­რეც ამოწ­მებს, რამ­დე­ნად მტკი­ცე ხარ და რამ­დე­ნად გაქვს უნა­რე­ბი, რო­მე­ლიც სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მუ­შა­ო­ბას სჭირ­დე­ბა.

- ხარ იმ­დე­ნად მტკი­ცე და გაქვს ისე­თი უნა­რე­ბი, რომ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მუ­შა­ო­ბა და "მას­ტერ­შეფ­ში" გა­მარ­ჯვე­ბა შეძ­ლო?

ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, ვღე­ლავ­დი, სა­ო­ცარ გან­ცდებ­ში ვი­ყა­ვი, რად­გან მრავლფე­რო­ვან სამ­ზა­რუ­ლოს­თან ბევ­რი წე­ლია, შე­ხე­ბა არ მქო­ნია. მე კონ­კრე­ტუ­ლად, მექ­სი­კუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობ­დი.

მქონ­და კი­თხვის ნიშ­ნე­ბი - "შევ­ძლებ თუ ვერა?", "სხვე­ბი უფრო შეძ­ლე­ბენ?"... ეს და­ძა­ბუ­ლო­ბა გა­ნელ­და იმის შემ­დეგ, რაც კერძზე და­ვი­წყე ორი­ენ­ტი­რე­ბა და სიმ­ტკი­ცე გა­ცი­ლე­ბით უფრო მო­მე­მა­ტა. რაც უფრო მეტ შე­ნიშ­ვნას გე­ტყვი­ან ან რაც უფრო დიდ სიმ­კაც­რეს გა­მო­ი­ჩე­ნენ შენ მი­მართ, ამ ყვე­ლა­ფერს იღებ, იაზ­რებ და ით­ვა­ლის­წი­ნებ. მაქვს ერთი ძა­ლი­ან კარ­გი თვი­სე­ბა: რო­დე­საც მე მაძ­ლე­ვენ შე­ნიშ­ვნას ხომ ვუს­მენ, მაგ­რამ რო­დე­საც სხვას აძ­ლე­ვენ ხოლ­მე შე­ნიშ­ვნას, მა­საც ძა­ლი­ან დიდი გულ­დას­მით ვუს­მენ და ვით­ვა­ლის­წი­ნებ. შე­სა­ბა­მი­სად, მგო­ნია ეს უნა­რი და მებ­რძო­ლი ხა­სი­ა­თი მომ­ცემს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რე­ა­ლუ­რად, და­ვამ­ტკი­ცო, რომ მე სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ყოფ­ნას ვიმ­სა­ხუ­რებ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tengo
1

ეს არაჩვეულებრივი გოგოა და წარმატებები მას.

 

პ.ს გვერდებზე ეს მახინჯი მოციმციმე რეკლამა გათიშეთ!!!

მზია
1

ღმერთმა ყველა სურვილი შეგისრულოს. იყავი ბედნიერი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"ბავშვობაში მინდოდა, ბაზარში მწვანილის გამყიდველი ვყოფილიყავი" - "მასტერშეფის" მონაწილე, რომლის მძიმე ცხოვრებამ "ფეისბუქი" მოიცვა

"ბავშვობაში მინდოდა, ბაზარში მწვანილის გამყიდველი ვყოფილიყავი" - "მასტერშეფის" მონაწილე, რომლის მძიმე ცხოვრებამ "ფეისბუქი" მოიცვა

ცოტა ხნის წინ, 29 წლის მარტა ბარამიძე "მასტერშეფის" შოუში გასული სიუჟეტით მთელმა ქვეყანამ გაიცნო. მისი ბავშვობის მძიმე ისტორიამ სრულიად ინტერნეტი მოიცვა.

მარტამ მაყურებელს უამბო თავისი რთული ბავშვობის, გაჭირვების, ძალადობისა და იმ მძიმე წლების შესახებ, რომელსაც თავისი მტკიცე, მებრძოლი ხასიათისა და დაუღალავი შრომის წყალობით გადაურჩა. ეკრანზე ვიხილეთ ახალგაზრდა ულამაზესი გოგონა რთული წარსულით, რომელიც ძალიან ნიჭიერი ყოფილა.

სანამ მისი ნიჭი კვირას, 22:00 საათზე "მასტერშეფში" კიდევ ერთხელ გამოჩნდება, გადავწყვიტეთ, მარტას შესახებ უფრო მეტი გიამბოთ. როგორც თავად გვითხრა, პროფესიით ის არის-ხოლმე, რითიც დაინტერესდება და რასაც შეისწავლის. სკოლის დამთავრების შემდეგ, ბათუმში ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, თბილისში საზოგადოებასთან ურთიერთობა შეისწავლა. აღმოვაჩინეთ, რომ მარტა არაჩვეულებრივად კერავს და ეს ყველაფერი არ არის. დანარჩენზე თავად გვიამბობს:

- მარტა, როგორია შენი სხვადასხვა პროფესიისადმი ინტერესი? ეს უბრალო გატაცებებია თუ პროფესიებს იცვლი-ხოლმე?

- ბავშვობიდან სხვადასხვა ადგილზე ვმუშაობდი. ბოლო დროს, ძალიან გამიტაცა მოდის სფერომ. დავიწყე კერვის შესწავლა და ამ მიმართულებით მუშაობა. ეს სფერო შემოსავლის წყარო ცოტა ნაკლებად იყო, უფრო ჰობივით სამსახური გახდა. ერთი წლის განმავლობაში ვკერავდი ჩანთებს და სურვილი მქონდა, ისინი ძალიან მოხერხებული და სატარებლად პრაქტიკული, ამავდროულად მოდური ყოფილიყო.

ოღონდ ეს ჩანთები განკუთვნილი იყო მაღაზიისთვის. მაგალითად, როდესაც ბაზარში ან მარკეტში წავიდოდით, არ გამოგვეყენებინა ბევრი სხვა პარკი და არ დაგვებინძურებინა გარემო. ამისთვის კარგი ვარიანტი იყო ეს ჩანთები. ასევე, ტანსაცმლის მიმართულებითაც მაინტერესებს მუშაობა. მივდივარ მეორად ბაზრობაზე, ვყიდულობ ახალ ნაჭრებს, რომელიც საკმაოდ ბევრია და ისიც მიხარია, რომ ეს მეორადი ნაჭერია და არა პირველი, რადგან ქსოვილის დამზადებასაც ძალიან ბევრი წყალი სჭირდება. შემიძლია, ნაჭრით, რომელიც ვიღაცას არ დასჭირდა, რაღაც ახალი შევქმნა. ასევე, წლების განმავლობაში, ტელევიზიებში ჟურნალისტად ვმუშაობდი, როგორც სამეცნიერო თემატიკასთან დაკავშირებულ გადაცემებში, ისე ვიდეობლოგის მიმართულებითაც.

- როგორც მივხვდი, საკმაოდ ეკომეგობრული ხარ, ცდილობ, გარემოზე იზრუნო. როგორია შენი ყოველდღიურობა ამ კუთხით?

- სახლში ვიჯექი და ვხედავდი, რამდენი პლასტმასის ნივთი მედო ან რამდენი მქონდა უკვე გამოყენებული და გადაგდებული. ამის შემდეგ დავიწყე მაგალითად, კვერცხის ყუთების, წყლის ბოთლების შეგროვება. 1 თვის შემდეგ, დავიწყე დაგროვებული პლასტმასის ნივთების განაწილება. მაგალითად, დავდივარ "დეზერტირების ბაზარში" და უკვე გამოყენებული კვერცხის ყუთები მიმაქვს მათთვის, ვინც სოფლის კვერცხს ყიდის, რათა მყიდველს ჩაუწყონ და ისე გაატანონ. ასევე, სოფლიდან ჩამოტანილ ღვინოს, ჭაჭას და არაყს ვინც ყიდის, პლასტმასის ბოთლები მათთვის მიმაქვს. ასე ვცდილობ, ჩემი გამოყენებული პლასტმასის ნივთები მრავალჯერადი გახდეს. თითქოს, ამით სინდისი ნაკლებად გაწუხებს.

- ბავშვობაში რა პროფესიაზე ოცნებობდი?

- პროფესიაზე არ მიოცნებია. უბრალოდ, სურვილი მქონდა, რომ ბაზარში მწვანილის გამყიდველი ვყოფილიყავი. არ ვიცი, რატომ. ბავშვებთან ერთად ეზოში რომ ვთამაშობდი, ბალახს ვკრეფდი, კონებად ვკრავდი და ვყიდდი. ადრე, ლიმონათს რკინის თავები ჰქონდა და ეს იყო ფული, რომლითაც ჩემს მიერ დაკრეფილი მწვანილის ყიდვა შეიძლებოდა.

- კულინარიაც მორიგი გატაცებაა სხვა პროფესიების მსგავსად?

- კულინარიით დაინტერესებული სულ ვიყავი. ბავშვობაში თამაშის დროს ლითონის კონსერვის ქილებში ვამზადებდი კერძებს. ნიორს და ხახვს ვჭრიდი და ვითომ საჭმელს ვაკეთებდი. ერთი მეგობარი მყავდა, ვისთან ერთადაც ექსპერტიმენტებს ვატარებდი. კერძის მომზადება ყოველთვის ძალიან მიყვარდა და მინდოდა, რომ ეს ყველაფერი ქვაბში მეკეთებინა. როცა გავიზარდე, საკუთარი თავისთვის კერძის მომზადება მე თვითონ მიწევდა. ჩემთან იმდენად ახლოს იყო ეს ყველაფერი, რომ შორიდან არასდროს არ შემიხედავს. მიუხედავად ამისა, ვერასდროს ვერ გავყევი ამ ხაზს იმის გამო, რომ სხვადასხვა სამსახურში ვმუშაობდი, კულინარია კი ძალიან საფეხურეობრივი პროფესიაა და ხანგრძლივი სწავლის პროცესს მოითხოვს.

- ოდესმე თუ ყოფილხარ მზარეულის ამპლუაში და რა გამოცდილება მიიღე ამ პერიოდისგან?

- 22 წლის ვიყავი, როცა სასტუმრო "რედისონში" მზარეულის დამხმარედ დავიწყე მუშაობა, შემდეგ უკვე მზარეულად გადავედი. ამ პერიოდში გამიჩნდა სურვილი, ჩემი კაფე გამეხსნა. კაფეს როცა აკეთებ, გარდა მზარეულობისა, სხვა პროფესიების შესწავლაც გიწევს. სწორედ ამიტომ, ვიმუშავე სამზარეულოშიც, ბარმენადაც, მიმტანადაც.

საბოლოო ჯამში, ჩემი იდეის განხორციელების პროცესი წლობით გაიწელა, თუმცა გასულ წელს, პარტნიორთან ერთად გავხსენი კაფე, რომელიც სეზონის გამო ერთი თვეა, დაიკეტა. იმდენად მიყვარს ეს საქმე და იმდენად მომწონს ამის კეთება, რომ რა თქმა უნდა, აღდგენას ვაპირებ.

- "მასტერშეფი" კულინარიის თემატიკის გადაცემებში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და საინტერესო შოუა. როგორ მიიღე გადაწყვეტილება, რომ შენს მიერ მომზადებული კერძი ყველაზე კომპეტენტურ ჟიურის ათასობით მაყურებლის თვალწინ შეეფასებინა?

- "მასტერშეფის" პირველ სეზონზეც ვფიქრობდი მისვლას, თუმცა ძალიან შევშინდი და დავიძაბე. ასეთი მასშტაბური პროექტი საქართველოში პირველად ტარდებოდა. მსგავს არაქართულ პროექტებში იმდენად დიდი დაძაბულობაა, შეფ-მზარეულები იმდენად გამოცდილი ადამიანები არიან, რომ ვიფიქრე, იქ მისვლისთვის მზად არ ვიყავი. წელსაც ვფიქრობდი, მოდი, ნახევარი წლის განმავლობაში მოვემზადები, სანამ პროექტი მიმდინარეობს და შემდეგ მივალ-მეთქი. სრულიად უეცრად დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ "ცხოვრებამ მოგცა ეს შანსი და მიდი, არ გადადო, რა იცი, რა მოხდება-მეთქი". მივედი, მართლაც ვცადე, ჟიურის გავუკეთე კერძი, მომცეს გარკვეული შენიშვნები და რჩევები, გადავედი შემდეგ ტურში და მივხვდი, რომ ნამდვილად უნდა მეცადა.

- "მასტერშეფის" შეფებმა თქვეს, რომ გასულ წელთან შედარებით, უფრო მკაცრები იქნებოდნენ. რამდენად გამოსცადე ეს საკუთარ თავზე?

- მართლაც ძალიან მკაცრები არიან, თუმცა ობიექტურად. ეს შოუსთვის შექმნილი განწყობა სულაც არ არის. რეალურად, ისინი ისეთივე მკაცრები არიან, როგორებიც არიან შეფები სამზარეულოში. ისინი მუშაობის დროს, სამზარეულოში არცერთ შეცდომას და გპატიობენ. მათი სიმკაცრეც ამოწმებს, რამდენად მტკიცე ხარ და რამდენად გაქვს უნარები, რომელიც სამზარეულოში მუშაობას სჭირდება.

- ხარ იმდენად მტკიცე და გაქვს ისეთი უნარები, რომ სამზარეულოში მუშაობა და "მასტერშეფში" გამარჯვება შეძლო?

ძალიან ვნერვიულობდი, ვღელავდი, საოცარ განცდებში ვიყავი, რადგან მრავლფეროვან სამზარულოსთან ბევრი წელია, შეხება არ მქონია. მე კონკრეტულად, მექსიკური სამზარეულოს მიმართულებით ვმუშაობდი.

მქონდა კითხვის ნიშნები - "შევძლებ თუ ვერა?", "სხვები უფრო შეძლებენ?"... ეს დაძაბულობა განელდა იმის შემდეგ, რაც კერძზე დავიწყე ორიენტირება და სიმტკიცე გაცილებით უფრო მომემატა. რაც უფრო მეტ შენიშვნას გეტყვიან ან რაც უფრო დიდ სიმკაცრეს გამოიჩენენ შენ მიმართ, ამ ყველაფერს იღებ, იაზრებ და ითვალისწინებ. მაქვს ერთი ძალიან კარგი თვისება: როდესაც მე მაძლევენ შენიშვნას ხომ ვუსმენ, მაგრამ როდესაც სხვას აძლევენ ხოლმე შენიშვნას, მასაც ძალიან დიდი გულდასმით ვუსმენ და ვითვალისწინებ. შესაბამისად, მგონია ეს უნარი და მებრძოლი ხასიათი მომცემს იმის საშუალებას, რეალურად, დავამტკიცო, რომ მე სამზარეულოში ყოფნას ვიმსახურებ.

როგორ აღნიშნეს წუხელ ბათუმში ნათლისღების დღესასწაული მორწმუნეებმა - ნახეთ ფოტოები

პატრიარქმა სამების ეზოში, დიდ აიაზმაში წყალი აკურთხა - მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეუძლიათ

იტალიაში საქართველოს მოქალაქე სადეპორტო დაწესებულებაში, გულის შეტევით გარდაიცვალა - საგარეო უწყების ინფორმაცია