მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი ფილმის კინო-თეატრებში ჩვენება" - საპატრიარქო ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" შესახებ განცხადებას ავრცელებს
"ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი ფილმის კინო-თეატრებში ჩვენება" - საპატრიარქო ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" შესახებ განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო ფილ­მის „და ჩვენ ვი­ცეკ­ვეთ“ ჩვე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია კა­ტე­გო­რი­უ­ლად შე­უ­რი­გე­ბე­ლია სო­დო­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სა და და­კა­ნო­ნე­ბი­სად­მი, რის გა­მოც მი­უ­ღებ­ლად მი­აჩ­ნია ასე­თი ფილ­მის კინო-თე­ატ­რებ­ში ჩვე­ნე­ბა, თუმ­ცა სა­პატ­რი­არ­ქო იქვე ხაზს უს­ვამს, რომ ემიჯ­ნე­ბი­ან ძა­ლა­დო­ბას და ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებს.

„და­ი­წყო დიდი შე­ტე­ვა ეკ­ლე­სი­ა­ზე და ეროვ­ნულ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზეც. ბო­რო­ტი ცდი­ლობს, შე­უ­რა­ცხყოს და ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნოს ყო­ვე­ლი­ვე ღი­რე­ბუ­ლი, ხალ­ხს იდენ­ტო­ბა და­ა­კარ­გვი­ნოს და იმე­დი ჩა­უკ­ლას, თა­ნაც ამას სი­მარ­თლი­სა და სი­კე­თის სა­ხე­ლი და­არ­ქვას.

გარ­კვე­ულ ძა­ლას, რო­გორც ჩანს, დი­დად აწუ­ხებს ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­რი­ტე­ტი, მო­სახ­ლე­ო­ბის სიყ­ვა­რუ­ლი ღვთი­სა და ტრა­დი­ცი­უ­ლი ღი­რე­ბე­ბუ­ლე­ბი­სად­მი და მის შე­სარ­ყე­ვად სხვა­დას­ხვა მე­თოდს მი­მარ­თავს.

შემ­თხვე­ვი­თი არ არის, რომ 31 ოქ­ტომ­ბრის წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე ახლა ლე­ვან აკი­ნის ქარ­თულ-შვე­დუ­რი სო­დო­მუ­რი ფილ­მის, – "და ჩვენ ვი­ცეკ­ვეთ” ჩვე­ნე­ბა და­ი­გეგ­მა ბა­თუმ­ში და თბი­ლი­სის სამ კი­ნო­თე­ატ­რში. რო­გორც ვი­ცით, აქ ნაჩ­ვე­ნე­ბია ახალ­გაზ­რდა მო­ცეკ­ვა­ვის ცხოვ­რე­ბა, რო­მე­ლიც რა­დი­კა­ლუ­რად იც­ვლე­ბა მა­მათ­მა­ვალ მე­ტო­ქეს­თან და­კავ­ში­რე­ბის შემ­დეგ და სცე­ნა ამ ფონ­ზე ვი­თარ­დე­ბა.

ცნო­ბი­ლია ისიც, რომ გან­ზრა­ხუ­ლი ჰქონ­დათ, ეს სი­უ­ჟე­ტი სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ან­სამ­ბლთან და­ე­კავ­ში­რე­ბი­ნათ, რა­ზეც მტკი­ცე უარი მი­ი­ღეს. შე­გახ­სე­ნებთ ქალ­ბა­ტონ ნი­ნოს ნათ­ქვამს: "მე ვთვლი, რომ ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა ეროვ­ნუ­ლო­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლია, სა­დაც ჩანს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე ქარ­თვე­ლი ერი, – მა­მა­კა­ცუ­რი და ვაჟ­კა­ცუ­რი. ეს ცეკ­ვებ­ში და მოძ­რა­ო­ბებ­შია გა­მოვ­ლე­ნი­ლი. მე არ მინ­დო­და ჩემს ან­სამ­ბლში გა­და­ე­ღოთ ასე­თი სი­უ­ჟე­ტის ფილ­მი. ეს იქ­ნე­ბო­და ტყუ­ი­ლი,.. რად­გან ქარ­თულ ცეკ­ვა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ჩანს მა­მა­კა­ცის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ქა­ლის მი­მართ — კდე­მა­მო­სი­ლე­ბა, ტრფო­ბა, პა­ტი­ვის­ცე­მა.”

ამ პო­ზი­ცი­ის გამო ან­სამ­ბლის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­ზე და­ი­წყო სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბის შე­ტე­ვა და ზე­წო­ლა, რაც მე­ტად სამ­წუ­ხა­როა; სა­მა­გი­ე­როდ ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბის შე­უ­რა­ცხმყო­ფელ ფილ­მს კა­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე VII ად­გი­ლი მი­ა­ნი­ჭეს, ხოლო მსა­ხი­ო­ბი ლე­ვან გელ­ბა­ხი­ა­ნი ამე­რი­კუ­ლი ჟურ­ნალ “W” -ს მიერ ამ ფეს­ტი­ვა­ლის 15 კი­ნო­ვარ­სკვლავ­თა შო­რის და­სა­ხელ­და.

რა თქმა უნდა, ყო­ვე­ლი­ვე ეს, პირ­ველ რიგ­ში, გა­კეთ­და იმის­თვის, რომ შეც­ვა­ლონ ჩვე­ნი ხალ­ხის ცნო­ბი­ე­რე­ბა, და­ა­ცხრონ ლგბტ ურ­თი­ერ­თო­ბი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი უარ­ყო­ფი­თი მუხ­ტი და სა­ბო­ლოო ჯამ­ში მი­აღ­წი­ონ ამ ცოდ­ვის ლე­გა­ლი­ზე­ბას.

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ყო­ველ­თვის იყო, არის და იქ­ნე­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად შე­უ­რი­გე­ბე­ლი რო­გორც სა­ერ­თოდ ცოდ­ვის, ისე, მი­თუ­მე­ტეს, სო­დო­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სა და და­კა­ნო­ნე­ბი­სად­მი. ამი­ტო­მაც ყოვ­ლად მი­უ­ღებ­ლად მიგ­ვაჩ­ნია ასე­თი ფილ­მის კინო-თე­ატ­რებ­ში ჩვე­ნე­ბა.

ამას­თან დავ­ძენთ, რომ რო­გორც ადრე, ამ­ჟა­მა­დაც, რა თქმა უნდა, ჩვე­ნის მხრივ, ვე­მიჯ­ნე­ბით ძა­ლა­დო­ბას და ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებს“, - ნათ­ქვა­მია სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ფილ­მის პრე­მი­ე­რი­სას და­ა­ნონ­სე­ბულ აქ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს შსს-ც და ყვე­ლას მო­უ­წო­დებს, და­იც­ვან კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნე­ბი.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთი ამო­ცა­ნაა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა, გა­ნურ­ჩევ­ლად ადა­მი­ა­ნის სქე­სის, რე­ლი­გი­უ­რი კუთ­ვნი­ლე­ბის, სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის, გენ­დერუ­ლი იდენ­ტო­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის და სხვა ნიშ­ნი­სა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2019 წლის 8, 9 და 10 ნო­ემ­ბერს თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში მდე­ბა­რე რამ­დე­ნი­მე კი­ნო­თე­ატ­რში მხატ­ვრუ­ლი ფილ­მის „და ჩვენ ვი­ცეკ­ვეთ“ (And Then We Danced) პრე­მი­ე­რა იმარ­თე­ბა. ასე­ვე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის მხრი­დან კეთ­დე­ბა გან­ცხა­დე­ბე­ბი კი­ნოჩ­ვე­ნე­ბის ხელ­შემ­შლე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო უზ­რუნ­ველ­ყოფს რო­გორც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და მარ­თლწეს­რი­გის დაც­ვას, ასე­ვე, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც არ სცდე­ბა კა­ნო­ნით და­საშ­ვებ ფარ­გლებს.

მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლას, და­იც­ვან კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნე­ბი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, პო­ლი­ცია იმოქ­მე­დებს სა­კუ­თა­რი მან­და­ტის ფარ­გლებ­ში და სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის თი­თო­ე­უ­ლი ფაქ­ტი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იქ­ნე­ბა აღ­კვე­თი­ლი“, - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გურუ
3
სატირალი რომ არ იყოს, სასაცილო იქნებოდა.
totoro
60
საპატრიარქო როგორც ყოველთვის დიპლომატიურად აქეზებს ძალადობას. როგორ არ მობეზრდათ ეს თემა ვის როდის რა დაუშავეს ლგბტ თემის წარმომადგენლებმა 1 შემთხვევა დაწერონ აი საპატრიარქომ 17 მაის 2013 ლევან ვასაძემ და მსგავსმა თანამედროვე ფაშისტებმა კი სუბოროტის და სუძულვილის გარდა აზროვნება არ ყოფნით და ამას აკეთებენ ხალხის სახეკით რაღაც პატარა პროცენტი ადამიანების ვინც გაუნათლებელი და პრიმიტიულია აი სამაგიეროდ ახალგაზრდობა არაჰომოფობია და ძალიან ბევრი ლგბტ თინეიჯერია რომლებიც წალეკავენ ამათ ისტორიიდან ამოშლიან ამ ბოროტ პატარა ჯგუფს! ჰომოსექსუალობა არ არი დანაშაული ეს თვითეული ადამიანის არჩევანია!
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი ფილმის კინო-თეატრებში ჩვენება" - საპატრიარქო ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" შესახებ განცხადებას ავრცელებს

"ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი ფილმის კინო-თეატრებში ჩვენება" - საპატრიარქო ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კატეგორიულად შეურიგებელია სოდომური ურთიერთობების პოპულარიზაციისა და დაკანონებისადმი, რის გამოც მიუღებლად მიაჩნია ასეთი ფილმის კინო-თეატრებში ჩვენება, თუმცა საპატრიარქო იქვე ხაზს უსვამს, რომ ემიჯნებიან ძალადობას და ძალადობრივ ქმედებებს.

„დაიწყო დიდი შეტევა ეკლესიაზე და ეროვნულ ფასეულობებზეც. ბოროტი ცდილობს, შეურაცხყოს და ეჭვქვეშ დააყენოს ყოველივე ღირებული, ხალხს იდენტობა დააკარგვინოს და იმედი ჩაუკლას, თანაც ამას სიმართლისა და სიკეთის სახელი დაარქვას.

გარკვეულ ძალას, როგორც ჩანს, დიდად აწუხებს ეკლესიის ავტორიტეტი, მოსახლეობის სიყვარული ღვთისა და ტრადიციული ღირებებულებისადმი და მის შესარყევად სხვადასხვა მეთოდს მიმართავს.

შემთხვევითი არ არის, რომ 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებული მოვლენების ფონზე ახლა ლევან აკინის ქართულ-შვედური სოდომური ფილმის, – ,,და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება დაიგეგმა ბათუმში და თბილისის სამ კინოთეატრში. როგორც ვიცით, აქ ნაჩვენებია ახალგაზრდა მოცეკვავის ცხოვრება, რომელიც რადიკალურად იცვლება მამათმავალ მეტოქესთან დაკავშირების შემდეგ და სცენა ამ ფონზე ვითარდება.

ცნობილია ისიც, რომ განზრახული ჰქონდათ, ეს სიუჟეტი სუხიშვილების ანსამბლთან დაეკავშირებინათ, რაზეც მტკიცე უარი მიიღეს. შეგახსენებთ ქალბატონ ნინოს ნათქვამს: ,,მე ვთვლი, რომ ქართული ცეკვა ეროვნულობის გამომხატველია, სადაც ჩანს თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერი, – მამაკაცური და ვაჟკაცური. ეს ცეკვებში და მოძრაობებშია გამოვლენილი. მე არ მინდოდა ჩემს ანსამბლში გადაეღოთ ასეთი სიუჟეტის ფილმი. ეს იქნებოდა ტყუილი,.. რადგან ქართულ ცეკვაში განსაკუთრებულად ჩანს მამაკაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ — კდემამოსილება, ტრფობა, პატივისცემა.”

ამ პოზიციის გამო ანსამბლის ხელმძღვანელებზე დაიწყო საერთაშორისო მასშტაბის შეტევა და ზეწოლა, რაც მეტად სამწუხაროა; სამაგიეროდ ჩვენი ეროვნული ღირსების შეურაცხმყოფელ ფილმს კანის ფესტივალზე VII ადგილი მიანიჭეს, ხოლო მსახიობი ლევან გელბახიანი ამერიკული ჟურნალ “W” -ს მიერ ამ ფესტივალის 15 კინოვარსკვლავთა შორის დასახელდა.

რა თქმა უნდა, ყოველივე ეს, პირველ რიგში, გაკეთდა იმისთვის, რომ შეცვალონ ჩვენი ხალხის ცნობიერება, დააცხრონ ლგბტ ურთიერთობისადმი საზოგადოებაში არსებული უარყოფითი მუხტი და საბოლოო ჯამში მიაღწიონ ამ ცოდვის ლეგალიზებას.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იყო, არის და იქნება კატეგორიულად შეურიგებელი როგორც საერთოდ ცოდვის, ისე, მითუმეტეს, სოდომური ურთიერთობების პოპულარიზაციისა და დაკანონებისადმი. ამიტომაც ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი ფილმის კინო-თეატრებში ჩვენება.

ამასთან დავძენთ, რომ როგორც ადრე, ამჟამადაც, რა თქმა უნდა, ჩვენის მხრივ, ვემიჯნებით ძალადობას და ძალადობრივ ქმედებებს“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ფილმის პრემიერისას დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს-ც და ყველას მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ამოცანაა ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა, განურჩევლად ადამიანის სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების და სხვა ნიშნისა.

გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წლის 8, 9 და 10 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში მდებარე რამდენიმე კინოთეატრში მხატვრული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა იმართება. ასევე, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან კეთდება განცხადებები კინოჩვენების ხელშემშლელი ღონისძიებების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ფოთში საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალ ორ უბანზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა

თბილისის 104 საბავშვო ბაღი, 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, დაიხურება

"112-ში 24 საათში 3000-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება..." - შსს მოქალაქეებს მიმართავს