მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ყველაფერს ცოცხალი ხორცისაგან ვამზადებთ“ - „ანტრეკოტი“, ადგილი სადაც გაუყინავი ხორცისგან დამზადებულ ნახევარფაბრიკატებს შეიძენთ
„ყველაფერს ცოცხალი ხორცისაგან ვამზადებთ“ - „ანტრეკოტი“, ადგილი სადაც გაუყინავი ხორცისგან დამზადებულ ნახევარფაბრიკატებს შეიძენთ

ად­გი­ლობ­რივ წარ­მო­ე­ბა­ში გა­ყი­ნუ­ლი იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ხორ­ცის გა­მო­ყე­ნე­ბა პიკ­ზეა. რეს­ტორ­ნე­ბი, სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი და ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი უმე­ტე­სად სწო­რედ იმ­პორ­ტი­რე­ბულ ხორცს იყე­ნე­ბენ. თუმ­ცა არი­ან მწარ­მო­ებ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­ყი­ნუ­ლი ხორ­ცის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე უარი თქვეს და სა­კუ­თარ მომ­ხმა­რე­ბელს ნედ­ლი ხორ­ცის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია შეს­თა­ვა­ზეს. ერთ-ერთი ასე­თია ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია „ანტრე­კო­ტი“, რომ­ლის მა­ღა­ზი­ა­შიც მომ­ხმა­რე­ბელს ნედ­ლი ხორ­ცის და მის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბის და მზა პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნა შე­უძ­ლი­ათ.

ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კა იმის შე­სა­ხებ, თუ რა წილი უჭი­რავს გა­ყი­ნულ ხორცს ად­გი­ლობ­რივ წარ­მო­ე­ბა­ში, არ არ­სე­ბობს, უხე­ში გათ­ვლე­ბით ეს წილი 60%-ს აღე­მა­ტე­ბა. გა­ყი­ნუ­ლი ხორ­ცი რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნი­დან შე­მო­დის. ლი­დერ­თა შო­რი­საა ბრა­ზი­ლია, არ­გენ­ტი­ნა, ინ­დო­ე­თი. გა­ყი­ნუ­ლი პრო­დუქ­ტი, ად­გი­ლობ­რივ ნედლ ხორცთან შე­და­რე­ბით, ია­ფია და მა­ღა­ლი მო­გე­ბის მი­სა­ღე­ბად სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი­სა და რეს­ტო­რან-სას­ტუმ­რო­ე­ბის მხრი­დან მას­ზე მო­თხოვ­ნა დი­დია.

მარ­თა­ლია, ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მი­სა და სხვა სა­ჭი­რო პი­რო­ბე­ბის დაც­ვის შემ­თხვე­ვა­ში გა­ყი­ნუ­ლი ხორ­ცი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­ში არ არის, თუმ­ცა საკ­მა­რი­სია შე­ნახ­ვის პრო­ცეს­ში ად­გი­ლი ჰქონ­დეს ტემ­პე­რა­ტუ­რის თუნ­დაც ერთ - გრა­დუ­სი­ან ცვლი­ლე­ბას და ხორ­ცი უკვე მო­სახ­მა­რად სა­რის­კო ხდე­ბა. გან­სხვა­ვე­ბუ­ლია გა­ყი­დუ­ლი პრო­დუქ­ტით მომ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ფა­სე­ბიც, თუ ბა­ზარ­ზე ერთი ხინ­კა­ლი 25-30 თეთ­რი ღირს, ის ნამ­დვი­ლად ვერ იქ­ნე­ბა ნედ­ლი ხორ­ცის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი. თუმ­ცა შე­სა­ბა­მი­სად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია გა­ყი­ნუ­ლი და ნედ­ლი ხორ­ცის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის გე­მუ­რო თვი­სე­ბე­ბი, სა­დაც ნედ­ლი ხორ­ცის უპი­რა­ტე­სო­ბა ცალ­სა­ხაა.

გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ გე­მურ თვი­სე­ბებ­თან ერ­თად ნედ­ლი ხორ­ცის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბი ვი­ტა­მი­ნებს თით­ქმის სრუ­ლად ინარ­ჩუ­ნებს. სწო­რედ ნედ­ლი ხორ­ცის­გან ამ­ზა­დებს პრო­დუქ­ცი­ას „ანტრე­კო­ტი“, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში, ფა­ლი­აშ­ვი­ლის 82-ში 2017 წელს გა­იხ­სნა. თავ­და­პირ­ვე­ლად „ანტრე­კოტ­ში“ იყი­დე­ბო­და რო­გორც სა­ქონ­ლის, ასე­ვე ღო­რის, კურ­დღლის და ქათ­მის ხორ­ცი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კომ­პა­ნი­ამ პარტნი­ო­რის დახ­მა­რე­ბით მის დახ­ლებ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ხორ­ცით ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო.

„ჩვე­ნი მა­ღა­ზია ცო­ცხა­ლი ხორ­ცით პირ­და­პირ ფერ­მე­ბი­დან მა­რაგ­დე­ბა, ჩვენ­თან ვერ იყი­დით გა­ყი­ნულ ხორცს და ვერც გა­ყი­ნუ­ლი ხორ­ცის­გან დამ­ზა­დე­ბულ პრო­დუქ­ტებს. ყვე­ლა­ფერს ვამ­ზა­დებთ ახა­ლი ხორ­ცის­გან. ეს უნარ­ჩუ­ნებს პრო­დუქტს სა­ჭი­რო ვი­ტა­მი­ნებს და გე­მურ თვი­სე­ბებ­საც“, - გა­ნა­ცხა­და ოთარ ჩო­ჩუ­ამ, კომ­პა­ნი­ის ერთ-ერ­თმა დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა.

ამ დრო­ის­თვის ცო­ცხალ ხორცთან ერ­თად „ანტრე­კოტ­ში“ მომ­ხმა­რე­ბელს ამა­ვე ხორ­ცის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ხინ­კლის, პილ­მე­ნის, ქათ­მის და სა­ქონ­ლის კოტ­ლე­ტე­ბის, ქა­ბა­ბის და სხვა პრო­დუქ­ტე­ბის შე­ძე­ნაც შე­უძ­ლი­ათ რო­გორც ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბის, ასე­ვე მზა სა­ხით.

ცნო­ბი­სათ­ვის, „ანტრე­კო­ტის“ 40% რამ­დე­ნი­მე თვის წინ „სი­ნერ­ჯი კა­პი­ტალ­მა“ შე­ი­ძი­ნა. პარტნი­ო­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ აპი­რე­ბენ ქსე­ლის გა­ფარ­თო­ე­ბას და ონ­ლა­ინ გა­ყიდ­ვის სერ­ვი­სის გან­ვი­თა­რე­ბას.

NS

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
1
მახსოვხარ, ხალხს ნერვებს აგლეჯდი.
A M E R I C A
6
აუ ხინკალს პირველი ადგილი უჭირავს ჩემპიონია რააა მწვადს ჯობია
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

„ყველაფერს ცოცხალი ხორცისაგან ვამზადებთ“ - „ანტრეკოტი“, ადგილი სადაც გაუყინავი ხორცისგან დამზადებულ ნახევარფაბრიკატებს შეიძენთ

„ყველაფერს ცოცხალი ხორცისაგან ვამზადებთ“ - „ანტრეკოტი“, ადგილი სადაც გაუყინავი ხორცისგან დამზადებულ ნახევარფაბრიკატებს შეიძენთ

ადგილობრივ წარმოებაში გაყინული იმპორტირებული ხორცის გამოყენება პიკზეა. რესტორნები, სწრაფი კვების ობიექტები და ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანიები უმეტესად სწორედ იმპორტირებულ ხორცს იყენებენ. თუმცა არიან მწარმოებლები, რომლებმაც გაყინული ხორცის გამოყენებაზე უარი თქვეს და საკუთარ მომხმარებელს ნედლი ხორცისგან დამზადებული პროდუქცია შესთავაზეს. ერთ-ერთი ასეთია ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ანტრეკოტი“, რომლის მაღაზიაშიც მომხმარებელს ნედლი ხორცის და მისგან დამზადებული ნახევარფაბრიკატების და მზა პროდუქციის შეძენა შეუძლიათ.

ზუსტი სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რა წილი უჭირავს გაყინულ ხორცს ადგილობრივ წარმოებაში, არ არსებობს, უხეში გათვლებით ეს წილი 60%-ს აღემატება. გაყინული ხორცი რამდენიმე ქვეყნიდან შემოდის. ლიდერთა შორისაა ბრაზილია, არგენტინა, ინდოეთი. გაყინული პროდუქტი, ადგილობრივ ნედლ ხორცთან შედარებით, იაფია და მაღალი მოგების მისაღებად სწრაფი კვების ობიექტებისა და რესტორან-სასტუმროების მხრიდან მასზე მოთხოვნა დიდია.

მართალია, ტემპერატურული რეჟიმისა და სხვა საჭირო პირობების დაცვის შემთხვევაში გაყინული ხორცი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, თუმცა საკმარისია შენახვის პროცესში ადგილი ჰქონდეს ტემპერატურის თუნდაც ერთ - გრადუსიან ცვლილებას და ხორცი უკვე მოსახმარად სარისკო ხდება. განსხვავებულია გაყიდული პროდუქტით მომზადებული პროდუქტების ფასებიც, თუ ბაზარზე ერთი ხინკალი 25-30 თეთრი ღირს, ის ნამდვილად ვერ იქნება ნედლი ხორცისგან დამზადებული. თუმცა შესაბამისად განსხვავებულია გაყინული და ნედლი ხორცისგან დამზადებული პროდუქტის გემურო თვისებები, სადაც ნედლი ხორცის უპირატესობა ცალსახაა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ გემურ თვისებებთან ერთად ნედლი ხორცისგან დამზადებული ნახევარფაბრიკატები ვიტამინებს თითქმის სრულად ინარჩუნებს. სწორედ ნედლი ხორცისგან ამზადებს პროდუქციას „ანტრეკოტი“, რომელიც თბილისში, ფალიაშვილის 82-ში 2017 წელს გაიხსნა. თავდაპირველად „ანტრეკოტში“ იყიდებოდა როგორც საქონლის, ასევე ღორის, კურდღლის და ქათმის ხორცი. მოგვიანებით, კომპანიამ პარტნიორის დახმარებით მის დახლებზე განთავსებული ხორცით ხორცპროდუქტების წარმოება დაიწყო.

„ჩვენი მაღაზია ცოცხალი ხორცით პირდაპირ ფერმებიდან მარაგდება, ჩვენთან ვერ იყიდით გაყინულ ხორცს და ვერც გაყინული ხორცისგან დამზადებულ პროდუქტებს. ყველაფერს ვამზადებთ ახალი ხორცისგან. ეს უნარჩუნებს პროდუქტს საჭირო ვიტამინებს და გემურ თვისებებსაც“, - განაცხადა ოთარ ჩოჩუამ, კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.

ამ დროისთვის ცოცხალ ხორცთან ერთად „ანტრეკოტში“ მომხმარებელს ამავე ხორცისგან დამზადებული ხინკლის, პილმენის, ქათმის და საქონლის კოტლეტების, ქაბაბის და სხვა პროდუქტების შეძენაც შეუძლიათ როგორც ნახევარფაბრიკატების, ასევე მზა სახით.

ცნობისათვის, „ანტრეკოტის“ 40% რამდენიმე თვის წინ „სინერჯი კაპიტალმა“ შეიძინა. პარტნიორები აცხადებენ, რომ აპირებენ ქსელის გაფართოებას და ონლაინ გაყიდვის სერვისის განვითარებას.

NS

დაცული და დაუცველი სტანდარტები  ქართულ ბაზარზე - „ლიდერფუდი“ საკვები პროდუქტების სფეროში უმაღლესი სტანდარტის მფლობელი გახდა

აჭარა ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

სასტუმრო Holiday Inn Telavi-ში ღვინის კვირეულის ღონისძიება ჩატარდა