ავტორი:

„ჰეალაინ ინტერნეიშნლის" წარმატებული მოღვაწეობისა და მიღწევების შესახებ

„ჰეალაინ ინტერნეიშნლის" წარმატებული მოღვაწეობისა და მიღწევების შესახებ

კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლის" თანადამფუძნებელი და დირექტორი, ირაკლი ბებიაშვილი, თმის გადანერგვის დარგში, მისი კომპანიის მიღწევებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ „ჰეალაინ ინტერნეიშნლი" თმის გადანერგვის HST მეთოდს იყენებს, რომელიც თმის გადანერგვის დარგში ბოლო მიღწევაა და რამაც ფურორი მოახდინა.

„ჰეალაინ ინტერნეიშნლის" დამფუძნებლის თქმით, ამ მეთოდის გამოყენებით, „შედეგიანობა ნამდვილად 100%-იანია“. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, HST მეთოდი თმის ცვენის მკურნალობაში, კაცობრიობის უდიდესი ნაბიჯია.

„რაც შეეხება ბოლო მიღწევას თმის გადანერგვის დარგში -ეს გახლავთ HST მეთოდით თმის გადანერგვა, იგივე ინტელექტუალური მეთოდი, რომლის გამოყენებამაც თმის გადანერგვის დარგში ბოლო ფურორი მოახდინა. ჩვენც თავიდან სკეპტიკურად შევხვდით ამ მეთოდის დოქტრინას, მაგრამ მტკიცებითი მედიცინის ჭეშმარიტების წინაშე დაიმსხვრა ჩვენი სკეპტიციზმიც და რაც მთავარია პაციენტების სასარგებლოდ. ფაქტი ჯიუტია, გინდ დაიჯერეთ, გინდა არა- შედეგიანობა ნამდვილად 100%-იანია. მეთოდი წარმატებულია.ჩვენ დავნერგეთ ეს მეთოდი და ვიყენებთ წარმატებით, ამიტომ მიმაჩნია, რომ თმის ცვენის მკურნალობაში ეს კაცობრიობის უდიდესი ნაბიჯია. ამ და კიდევ სხვა სიახლეების შესახებ 2020 წლის თებერვალში ვგეგმავთ სამეცნიერო კონფერენციის ჩატარებს,რომელზეც პროფესორი თამაზ თამაზაშვილი და სხვა მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერები მედიცინის დარგში წარსდგებიან ფუნდამენტური ნაშრომებით სამედიცინო საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა ირაკლი ბებიშვილმა.

თმის გადანერგვაში „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ის წარმატებული მოღვაწეობისა და მიღწევების შესახებ საუბრისას, ირაკლი ბებიაშვილი აღნიშნავს, რომ ამაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კლინიკის არსებობის ხანგრძლივობა და პერსონალის ერთად მუშაობის გამოცდილება.

ირაკლი ბებიაშვილი იმ პროცედურებზეც საუბრობს, რომელიც თმის გადანერგვას უწყობს ხელს. ამასთან, "ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ის თანადამფუძნებელი კონკრეტულად აღწერს თითოეული იმ ეტაპის მიმდინარეობას, რომელიც თმის გადანერგვას ახლავს თან.

„ეს კლინიკა დაფუძნდა 16 წლის წინ , მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავთ პროფ.თ.თამაზაშვილი, რომელიც გახლავთ არამარტო ამ კლინიკის, არამდე მთლიანად თმის გადანერგვის დარგის ფუძემდებლად საქართველოში( და ამიერკავკასიაშიც). ყველა ექიმი ვინც დღესდღეობით ამ დარგში მოღვაწეობს-არის მისი აღზრდილი. თმის გადანერგვა ესთეტიკური მედიცინის ერთ -ერთი მიმართულებაა. FDA-მ (აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების მაკონტროლებელი სამმართველო) დიდი ხანია თმის ცვენა დაავადებების ნუსხაში შეიყვანა, ხოლო Jama facial plastic surgery-ი (იმპაქტ ფაქტორის მქონე სამედიცინო ჟურნალი ესთეტიკური მიმართულებით)თავზე არსებული თმის საფარს განიხილავს როგორც ახალგაზრდობის,მიმზიდველობის,წარმატებულობის და მიღწევებისადმი მიდრეკილობის წარმომქმნელ ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად.

ანდროგენული ალოპეციის ( მამაკაცური ტიპის თმის ცვენა) შესახებ საუბარი, რომელიც წარმოადგენს საკუთარი თმის გადანერგვის ყველაზე ხშირ მიზეზს, ჯობია დავუთმოთ დერმატოლოგებს და ტრიქოლოგებს. მე ვამჯობინებ, მოკლედ მოგახსენოთ თმის გადანერგვაში „ჰეალაინ ინტერნეიშნლის" წარმატებული მოღვაწეობისა და მიღწევების შესახებ. თმის გადანერგვა , როგორც სხვა ორგანოთა და ქსოვითა გადანერგვის პროცედურები, მოითხოვს პროფესიონალი ექიმების და დანარჩენი მედპერსონალის , საკმოდ წარმომადგენლობითი გუნდის, კვალიფიციურ ერთობლივ შრომას., რომლის დროსაც ყველა მათგანმა წარმატებით უნდა შეასრულოს მასზედ დაკისრებულ მოვალეობა წუნგარეშედ და ჰარმონიულად. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი კლინიკის არსებობის ხანგრძლივობა და პერსონალის ერთად მუშაობის გამოცდილება.

მოგეხსენებათ, რომ თმის გადანერგვის პროცედურები შეიძლება იყოს 2 ან 3 ეტაპიანი, წუნის დაშვება შესაძლებელია ნებისმიერი ეტაპის დროს, რომლის გამოსწორებაც მხოლოდ შემდეგში ახალი პროცედურის ჩატარებითაა შესაძლებელი. აქედან გამომდინერეობს , რომ წარმატებული შედეგი მულტიფაქტორულია და შევეცდები წარმოვაჩინო ყველა მათგანის მნიშვნელობა.

1.აპრიორი უნდა ავიღოთ, რომ თმის გადანერგვა აბსოლუტურად უმტკივნეულოდ მიმდინარეობს, თანაც მხოლოდ ადგილობრივი ანესთეზიის ფარგლებში, მათ შორის ტრიპანოფობებისთვისაც.( ნემსით ინექციის მოშიშეები)

2.უნდა გავითვალისწინოთ , რომ თმის სადონორო მარაგი არ არის უსასრულო,ამიტომაც ტრანსპლანტატის ერთეულის -გრაფტის უდანაკარგოდ მოპოვება არის წარმატების საწინდარი. ჩვენი კლინიკის არსენალშია სხვადასხვა მეთოდები და ტექნოლოგიები:

უნაკერო(FUE) და ნაკერიანი (FUT), მოკლე და გრძელი თმის(LHT) , თმის შეჭრით და თმის შეჭრის გარეშე(NON SHAVE) , პროგრესული უნაკერო მეთოდით(ADVANCE FUE) , ინტელექტუალური მეთოდით(PL-FUT) და ინტელექტუალური აპარატით თმის ფოლიკულების მოპოვება, სადონოროდ სხეულის სხვა ნაწილის თმის გამოყენება-მკერდი,მუცელი, წვერი, კიდურები(BHT) .მთელს ამიერკავკასიაში ტორზალური თმის გადანერგვა მხოლოდ ჩვენს კლინიკაში ხორციელდება.

3. მოპოვებულმა გრაფტებმა ექსკორპუს უნდა შეინარჩუნონ სიცოცხლის უნარიანობა, ამისთვის მათ უნდა შეექმნათ სპეციალური გარემო და პირობები. ჩვენს მიერ შემუშავებულია გრაფტების კონტეინურ-პროტექციული მეტოდი, რომელიც იცავს მათ გამოშრობისგან და ზრდის გადანერგილი თმის სიცოცხლიუნარიანობას.

4.შემდეგი ეტაპია უკვე სარეციპიენტო ზონის მომზადება სპეციალური მიკროპერფორატორებით, ინსტრუმენტებით და ტექნოლოგიებით. აქაც გადამწყვეტია ოპტიმალური სიხშირით მათი მომზადება-კანის მიკროცირკულაციური მონაცემების გათვალისწინებით. მხოლოდ ჩვენს კლინიკაშია ზ/ა ობიექტივიზირებული.

5. საბოლოოდ კი ( სამეტაპიანი გადანერგვის შემთხვევაში) თმის ფოლიკულების(გრაფტების )ტრანსპლანტაციაც იუველირული სიზუსტით და წუნგარეშე მანიპულირებით უნდა განხორციელდეს, რომ გრაფტებმა სიცოცხლისუნარიანობა მაქსიმალურად შეინარჩუნონ , რაც პროცედურის წარმატების ერთ-ერთი ბოლო საწინდარია.

მე შევეცადე მოკლედ გამეანალიზებინა თმის გადანერგვის პროცედურის პერიპეტიები, პაციენტებისთვის მთელის სიგრძე- სიგანით მეჩვენებინა მათი მნიშვნელობა და გამემარტივებინა საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების და შესაფერისი კლინიკის ამორჩევის სირთულე“, - განმარტავს ირაკლი ბებიაშვილი.

R

როგორ შევარჩიოთ მობილური ტელეფონი?

უსასრულო გარანტია სავალი ნაწილებზე თეგეტა მოტორსისგან

მთიანმა აჭარამ და სამზარეულომ ლვოველების ყურადღება მიიქცია