ავტორი:

"ბებია გრძნობდა... არ წახვიდეო, აფრთხილებდა" - ვინ არიან ყვარელში ავარიისას გარდაცვლილი ახალგაზრდები

"ბებია გრძნობდა... არ წახვიდეო, აფრთხილებდა" - ვინ არიან ყვარელში ავარიისას გარდაცვლილი ახალგაზრდები

ყვარელში ავარიას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. "მერსედესის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანანა ორ ნაწილად გაიყო. ავტომობილში 20-21 წლის ასაკის 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა.

მათგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე. რაც შეეხება დაშავებულს, იგი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

გარდაცვლილები - 22 წლის შოთა ხუტუნაშვილი, 17 წლის ნიკა აბულაძე და 22 წლის დიმიტრი ასაბაშვილი სოფელ შილდიდან იყვნენ.

"ბებია გრძნობდა ალბათ, არ წახვიდეო, აფრთხილებდა. ძალიან სწრაფად დადიოდნენ. უბედურება მოხდა" - აცხადებენ გარდაცვლილების ახლობლები.

AMBEBI.GE სოფელ შილდის რწმუნებულს ესაუბრა:

"საშინელება მოხდა, ეს ბიჭები სულ ერთად იყვნენ. როგორც ვიცი, ნიკა სკოლის მოსწავლე იყო. შოთამ ჯარი მოიხადა. ვისი მანქანითაც გადაადგილდებოდნენ 19 წლის არის" - აღნიშნა ლევან ხუციშვილმა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

მთავარ ფოტოზე: შოთა ხუტუნაშვილი და ნიკა აბულაძე

8 ცვლილება, რომელიც 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება

ვაჟა გაფრინდაშვილი და მისი ოჯახი პატრიარქმა მიიღო - ფოტოები საპატრიარქოდან

პარლამენტის წინ გასაბერი ატრაქციონი ჩაიფუშა