საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სიმპტომები ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს და როგორია მისი მკურნალობის ტაქტიკა?
რა სიმპტომები ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს და როგორია მისი მკურნალობის ტაქტიკა?

ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის კი­ბოს პრობ­ლე­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აქ­ტუ­ა­ლუ­რია თა­ნა­მედ­რო­ვე ონ­კო­ლო­გი­ა­ში. სა­ქარ­თვე­ლოს კი­ბოს პო­პუ­ლა­ცი­უ­რი რე­გის­ტრის 2015 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე­ე­ბი ქა­ლებ­ში სიხ­ში­რით, ძუ­ძუს კი­ბოს შემ­დეგ, მე­ო­რე ად­გილ­ზეა. ასე­ვე, ხში­რია კა­ნის კი­ბოს შემ­თხვე­ვე­ბიც, რომ­ლის დი­აგ­ნოს­ტი­კაც რთუ­ლი არ არის და ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე გან­კურ­ნე­ბა­დია.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, პა­ცი­ენ­ტე­ბი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მხო­ლოდ მა­შინ იწყე­ბენ გა­მოკ­ვლე­ვებ­ზე ფიქ­რს, როცა და­ა­ვა­დე­ბა მწვა­ვე სტა­დი­ა­ში გა­და­დის.

რა სიმპტო­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უნდა მივ­მარ­თოთ ექიმს და რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს თავ-კის­რის ონ­კო­და­ა­ვა­დე­ბე­ბის მრა­ვალპრო­ფი­ლურ კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლო­ბას, ამ სა­კი­თხებ­ზე აკა­დე­მი­კოს ფრი­დონ თო­დუ­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის თავ-კის­რის ქი­რურ­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი ქრის­ტე­საშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- მო­მარ­თვი­ა­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით, რო­მე­ლი სიმ­სივ­ნე­ე­ბი ჭარ­ბობს თავ-კის­რის პა­თო­ლო­გი­ებ­ში?

- თავ-კის­რის სეგ­მენ­ტში ყვე­ლა­ზე ხში­რია ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლი­სა და კა­ნის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე­ე­ბი. ასე­ვე, ხში­რად გვხვდე­ბა ყბა­ყუ­რა ჯირ­კვლის, ცხვირ-ხა­ხის, ხორ­ხი­სა და ტუ­ჩის ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბი.ქალ­ბა­ტო­ნებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რია ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის სიმ­სივ­ნე და ის ძუ­ძუს კი­ბოს შემ­დეგ მე­ო­რე ად­გილს იკა­ვებს. ამას­თა­ნა­ვე, მა­ტუ­ლობს და­ა­ვა­დე­ბის ინ­ცი­დენ­ტო­ბა. თუ წლე­ბის წი­ნათ ის ხუ­თე­ულ­შიც ვერ ხვდე­ბო­და, დღეს მე­ო­რე ად­გილ­ზეა.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ 2018 წლი­დან ამოქ­მე­დე­ბუ­ლია ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის კი­ბოს სკრი­ნინ­გის პროგ­რა­მა. პა­ცი­ენ­ტე­ბი სწო­რედ ამ სა­შუ­ა­ლე­ბით გა­დი­ან პირ­ვე­ლად დი­აგ­ნოს­ტი­კას. ჩვენ­თან მო­სუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბას გავ­ლი­ლი აქვს სკრი­ნინ­გის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა.

- რა სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის კი­ბოს და რამ­დე­ნად იო­ლია მისი მკურ­ნა­ლო­ბა?

– ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის სა­წყის სტა­დი­ა­ზე პა­ცი­ენტს კონ­კრე­ტუ­ლი ჩი­ვი­ლე­ბი შე­საძ­ლოა, არ ჰქონ­დეს, მაგ­რამ როცა ძი­რი­თა­დი კერა ზო­მა­ში მა­ტუ­ლობს და კან­ზე მისი პალ­პი­რე­ბა ხდე­ბა, თუ ის აწ­ვე­ბა ტრა­ქე­ას ან საყ­ლა­პავს, უკვე შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდეს დის­ფა­გეა, ანუ უცხო სხე­უ­ლის შეგ­რძნე­ბა ყლაპ­ვის დროს, ასე­ვე, ვი­თარ­დე­ბა კვან­ძე­ბი კის­რის არე­ში. სა­წყის სტა­დი­ა­ზე მისი დი­აგ­ნოს­ტი­კა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ეს არის და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც, თუ 55 წლამ­დეა დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბუ­ლი და თუ, რა თქმა უნდა, არ არის მე­ტას­ტა­ზე­ბი, მი­იჩ­ნე­ვა, რომ I-II სტა­დი­აა. ეს მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ ამ სიმ­სივ­ნის ბი­ო­ლო­გი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლი არ არის და სა­წყის სტა­დი­ა­ზე გან­კურ­ნე­ბა­დია.

- რო­გო­რია მისი მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბი?

- მკურ­ნა­ლო­ბის დროს, ამ შემ­თხვე­ვა­ში, გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ოპე­რა­ცი­ულ ჩა­რე­ვას ენი­ჭე­ბა. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვა­ლის კიბო ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია ჯირ­კვა­ლის ფარ­გლებ­ში, კეთ­დე­ბა სრუ­ლი თი­რე­ო­ი­დექ­ტო­მია ( ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვა­ლი ამო­იკ­ვე­თე­ბა სრუ­ლად ), პრე და პა­რატ­რა­ქე­ა­ლუ­რი ლიმ­ფო­დი­სექ­ცი­ით ( ამო­იკ­ვე­თე­ბა პირ­ვე­ლი რი­გის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ლიმ­ფუ­რი კვან­ძე­ბი ). კის­რის ღრმა ლიმ­ფუ­რი კვან­ძე­ბის მე­ტას­ტა­ზუ­რი და­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვის მას­შტა­ბი ფარ­თოვ­დე­ბა, კეთ­დე­ბა სრუ­ლი თი­რე­ო­ი­დექ­ტო­მია კის­რის ლიმ­ფო­დი­სექ­ცი­ით. პოს­ტო­პე­რა­ცი­ულ პე­რი­ოდ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბირ­თვუ­ლი რე­დი­ო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცია - რა­დი­ა­ო­აქ­ტი­უ­ლი იო­დით აბ­ლა­ცი­ის სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტის მიზ­ნით. ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა. სა­კონ­ტრო­ლო კვლე­ვებს პა­ცი­ენ­ტი სა­ჭი­რო­ებს სამ თვე­ში ერთხელ პირ­ვე­ლი ორი წლის მან­ძილ­ზე და ექვს თვე­ში ერთხელ შემ­დგო­მი სამი წლის მან­ძილ­ზე.

- რო­გორ ხდე­ბა კა­ნის სიმ­სივ­ნე­ე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა? ალ­ბათ, ამ შემ­თხვე­ვა­ში სიმპტო­მა­ტი­კა ად­ვი­ლად შე­სამ­ჩნე­ვია.

- რაც შე­ე­ხე­ბა კა­ნის სიმ­სივ­ნე­ებს, მო­მარ­თვი­ა­ნო­ბის მხრივ, ზოგ­ჯერ ის ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის კი­ბოს უს­წრებს. კა­ნის სიმ­სივ­ნე­ე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა არის ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ეჭ­ვის მი­ტა­ნა ად­ვი­ლია. ამის­თვის საკ­მა­რი­სია მი­ნი­მა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია.

თუ პა­ცი­ენ­ტი ამ­ჩნევს, რომ მას სხე­ულ­ზე აქვს რა­ი­მე ახა­ლი წარ­მო­ნაქ­მნი, რო­მელ­მაც, ვთქვათ, ზო­მა­ში მო­ი­მა­ტა, ან შე­ფე­რი­ლო­ბა შე­იც­ვა­ლა, აქვს უს­წორ­მას­წო­რო ფორ­მა ან ფიქ­სირ­დე­ბა გა­მო­ნა­დე­ნი სის­ვე­ლის სა­ხით და იკე­თებს ფუფხს, ეს უკვე ჩვე­ნე­ბაა, რომ ადა­მი­ან­მა მი­მარ­თოს ექიმს.

ტრა­გე­დი­აა, როცა ასე­თი ნო­ზო­ლო­გი­ით პა­ცი­ენ­ტე­ბი მოგ­ვმარ­თა­ვენ დაგ­ვი­ა­ნე­ბით, მე-3, მე-4 სტა­დი­ა­ზე. კა­ნის სიმ­სივ­ნე­ე­ბი, ბრტყე­ლი და ბა­ზა­ლუ­რუ­ჯრე­დო­ვა­ნი პა­თო­ლო­გი­ე­ბიც გან­კურ­ნე­ბა­დია. მა­გა­ლი­თად, ბა­ზა­ლუ­რუ­ჯრე­დო­ვა­ნი კიბო, რო­მე­ლიც არ მე­ტას­ტა­ზი­რებს. მას უბ­რა­ლოდ ახა­სი­ა­თებს კა­ნის ად­გი­ლობ­რი­ვი დესტრუქ­ცია. შე­სა­ბა­მი­სად, დრო­უ­ლი მი­მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში ის გან­კურ­ნე­ბა­დია.

მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დებ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­იდ­ლა­ი­ნე­ბით, პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია ოპე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა, ხოლო ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ვა­რი­ან­ტად სხი­ვუ­რი თე­რა­პია გა­ნი­ხი­ლე­ბა. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ცალ­კე სა­კი­თხია მე­ლა­ნო­მე­ბი, რო­მე­ლიც გა­ცი­ლე­ბით აგ­რე­სი­უ­ლი სიმ­სივ­ნეა და მის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. ასე­თის შემ­თხვე­ვა­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­უშ­ვე­ბე­ლია ბი­ოფ­სია, რად­გან მე­ქა­ნი­კუ­რი ტრავ­მი­რე­ბა და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბას უწყობს ხელს. ამ შემ­თხვე­ვა­შიც წინა პლან­ზეა ოპე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა, რომ­ლის მას­შტა­ბიც და­მო­კი­დე­ბუ­ლია გავ­რცე­ლე­ბა­ზე.

ასე­ვე, საკ­მა­ოდ ხში­რია ცხვირ-ხა­ხის სიმ­სივ­ნე­ე­ბი. ამ დროს პირ­ველ ეტაპ­ზე ერ­თვე­ბა ქი­მიო-სხი­ვუ­რი თე­რა­პია.

- ასე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში რა პრო­ფი­ლის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჩა­რე­ვაა სა­ჭი­რო და რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პა­თო­ლო­გი­ე­ბი­სად­მი მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი მიდ­გო­მა?

- ჩემი პო­ზი­ცი­აა, რომ ონ­კო­ლო­გი­ურ პა­ცი­ენტს უნდა კუ­რი­რებ­დეს მხო­ლოდ მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი კლი­ნი­კა. არ­ცთუ ისე იშ­ვი­ა­თია შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ბა­ნა­ლუ­რი ყუ­რის ტკი­ვი­ლით პა­ცი­ენ­ტი მი­დის ოტო­რი­ნო­ლა­რინ­გო­ლოგ­თან და ეს ლო­გი­კუ­რია, თუმ­ცა ტკი­ვი­ლის მი­ზე­ზი შე­საძ­ლოა, აღ­მოჩ­ნდეს ხა­ხის სიმ­სივ­ნე. ასე­ვეა ხმის ტემ­ბრის შეც­ვლის ხან­გრძლი­ვი ანამ­ნე­ზის დრო­საც, როცა მი­ზე­ზი შე­საძ­ლოა აღ­მოჩ­ნდეს ხორ­ხის კიბო, მარ­ცხე­ნა ფუ­ძის ზედა წი­ლის კიბო ან პა­თო­ლო­გია შუა სა­ყარ­ში, ამი­ტომ მრა­ვალპრო­ფი­ლურ კლი­ნი­კა­ში პა­ცი­ენ­ტი და­ზღვე­უ­ლია გა­უ­გებ­რო­ბე­ბის­გან.

ჩვენს კლი­ნი­კა­ში კეთ­დე­ბა ყვე­ლა ის ოპე­რა­ცია, რო­მელ­საც თავ-კის­რის ქი­რურ­გია მო­ი­ცავს, იქ­ნე­ბა ეს ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის, ხორ­ხის, ზედა და ქვე­და ყბის თუ კა­ნის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე­ე­ბის შემ­თხვე­ვა, ასე­ვე, ყბა­ყუ­რა ჯირ­კვლის კიბო. ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვას, რაც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაა, ჩვენ მა­ღა­ლი ხა­რის­ხით ვპა­სუ­ხობთ.

პა­ცი­ენ­ტებს ვთა­ვა­ზობთ დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის სრულ სერ­ვისს. იგუ­ლის­ხმე­ბა ულტრაბ­გე­რი­თი კვლე­ვა, თუ სა­ჭი­როა კომ­პი­უ­ტე­რულ-ტო­მოგ­რა­ფი­უ­ლი კვლე­ვა, პო­ზიტ­რო­ნულ-ემი­სი­უ­რი ტო­მოგ­რა­ფია. გარ­და ამი­სა, გვაქვს გა­მარ­თუ­ლი მორ­ფო­ლო­გი­უ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტი, მა­ღა­ლი დო­ნის ლა­ბო­რა­ტო­რია და გვყავს ძა­ლი­ან ძლი­ე­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი.

- რა არის თო­დუ­ას კლი­ნი­კის ყვე­ლა­ზე დიდი უპი­რა­ტე­სო­ბა ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბებ­თან ბრძო­ლა­ში?

- ჩვე­ნი კლი­ნი­კის ყვე­ლა­ზე დიდი უპი­რა­ტე­სო­ბა სწო­რედ ისაა, რომ არის მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი. აქ პა­ცი­ენტს ერთ სივ­რცე­ში შე­უძ­ლია მი­ი­ღოს კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა. აქ არის ის კომ­ფორ­ტი, რომ სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე, სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პა­ცი­ენტს ვთა­ვა­ზობთ შე­სა­ბა­მის მკურ­ნა­ლო­ბას.

აღ­ვნიშ­ნავ, რომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ონ­კო­ლო­გი­უ­რი ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­დეს ექ­სპრეს ჰის­ტო­ლო­გი­ის გა­რე­შე. სამ­წუ­ხა­როდ, ბევრ კლი­ნი­კა­ში დღემ­დე ასეა, რაც და­უშ­ვე­ბე­ლია ჩვენს კლი­ნი­კა­ში. ექ­სპრეს ჰის­ტო­ლო­გია რიგ შემ­თხვე­ვებ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია ოპე­რა­ცი­ის სა­ბო­ლოო მას­შტა­ბის გან­სა­ზღვრის­თვის და მის გა­რე­შე ოპე­რა­ცი­ე­ბი არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა ტარ­დე­ბო­დეს.

და­ბო­ლოს, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი და სა­სი­ა­მოვ­ნო ჩემ­თვის, რო­გორც ამ კლი­ნი­კის ექი­მის­თვის, არის ის, რომ ჩვენ­თან არის სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­კო­მენ­და­ცი­ულ მე­თო­დებ­ზე დაყ­რდნო­ბით მი­ღე­ბუ­ლი შიდა გა­იდ­ლა­ი­ნე­ბი. ფაქ­ტობ­რი­ვად, თი­თო­ე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტი გა­დის ე.წ. ტუ­მორ­ბორდს, სა­დაც გუნ­დუ­რად ხდე­ბა მისი მდგო­მა­რე­ო­ბის გან­ხილ­ვა და მკურ­ნა­ლო­ბის და­გეგ­მვა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ­თან ექი­მი­ცა და პა­ცი­ენ­ტიც და­ზღვე­უ­ლია მთე­ლი რიგი გა­უ­გებ­რო­ბე­ბის­გან. სწო­რედ გუნ­დუ­რო­ბის პრინ­ცი­პი უზ­რუნ­ველ­ყოფს მა­ღალ ხა­რისხსა და უსაფრ­თხო­ე­ბას.

teo
0
ყველაზე საყვარელი და უმაგრესი ქირურგი :*
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

რა სიმპტომები ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს და როგორია მისი მკურნალობის ტაქტიკა?

რა სიმპტომები ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს და როგორია მისი მკურნალობის ტაქტიკა?

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს პრობლემა განსაკუთრებულად აქტუალურია თანამედროვე ონკოლოგიაში. საქართველოს კიბოს პოპულაციური რეგისტრის 2015 წლის მონაცემებით, ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეები ქალებში სიხშირით, ძუძუს კიბოს შემდეგ, მეორე ადგილზეა. ასევე, ხშირია კანის კიბოს შემთხვევებიც, რომლის დიაგნოსტიკაც რთული არ არის და ადრეულ სტადიაზე განკურნებადია.

მიუხედავად ამისა, პაციენტები ხშირ შემთხვევაში მხოლოდ მაშინ იწყებენ გამოკვლევებზე ფიქრს, როცა დაავადება მწვავე სტადიაში გადადის.

რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს და რა უპირატესობა აქვს თავ-კისრის ონკოდაავადებების მრავალპროფილურ კლინიკაში მკურნალობას, ამ საკითხებზე აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის თავ-კისრის ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი ქრისტესაშვილი გვესაუბრება.

- მომართვიანობის თვალსაზრისით, რომელი სიმსივნეები ჭარბობს თავ-კისრის პათოლოგიებში?

- თავ-კისრის სეგმენტში ყველაზე ხშირია ფარისებრი ჯირკვლისა და კანის ავთვისებიანი სიმსივნეები. ასევე, ხშირად გვხვდება ყბაყურა ჯირკვლის, ცხვირ-ხახის, ხორხისა და ტუჩის ონკოლოგიური პათოლოგიები.ქალბატონებში განსაკუთრებით ხშირია ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე და ის ძუძუს კიბოს შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. ამასთანავე, მატულობს დაავადების ინციდენტობა. თუ წლების წინათ ის ხუთეულშიც ვერ ხვდებოდა, დღეს მეორე ადგილზეა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლიდან ამოქმედებულია ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგის პროგრამა. პაციენტები სწორედ ამ საშუალებით გადიან პირველად დიაგნოსტიკას. ჩვენთან მოსული პაციენტების უმეტესობას გავლილი აქვს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა.

- რა სიმპტომები ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს და რამდენად იოლია მისი მკურნალობა?

– ფარისებრი ჯირკვლის საწყის სტადიაზე პაციენტს კონკრეტული ჩივილები შესაძლოა, არ ჰქონდეს, მაგრამ როცა ძირითადი კერა ზომაში მატულობს და კანზე მისი პალპირება ხდება, თუ ის აწვება ტრაქეას ან საყლაპავს, უკვე შეიძლება გაჩნდეს დისფაგეა, ანუ უცხო სხეულის შეგრძნება ყლაპვის დროს, ასევე, ვითარდება კვანძები კისრის არეში. საწყის სტადიაზე მისი დიაგნოსტიკა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ეს არის დაავადება, რომელიც, თუ 55 წლამდეა დიაგნოსტირებული და თუ, რა თქმა უნდა, არ არის მეტასტაზები, მიიჩნევა, რომ I-II სტადიაა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამ სიმსივნის ბიოლოგიური აქტივობა ძალიან მაღალი არ არის და საწყის სტადიაზე განკურნებადია.

- როგორია მისი მკურნალობის მეთოდები?

- მკურნალობის დროს, ამ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ოპერაციულ ჩარევას ენიჭება. იმ შემთხვევაში, თუ ფარისებრი ჯირკვალის კიბო ლოკალიზებულია ჯირკვალის ფარგლებში, კეთდება სრული თირეოიდექტომია ( ფარისებრი ჯირკვალი ამოიკვეთება სრულად ), პრე და პარატრაქეალური ლიმფოდისექციით ( ამოიკვეთება პირველი რიგის რეგიონალური ლიმფური კვანძები ). კისრის ღრმა ლიმფური კვანძების მეტასტაზური დაზიანების შემთხვევაში ოპერაციული ჩარევის მასშტაბი ფართოვდება, კეთდება სრული თირეოიდექტომია კისრის ლიმფოდისექციით. პოსტოპერაციულ პერიოდში აუცილებელია ბირთვული რედიოლოგის კონსულტაცია - რადიაოაქტიული იოდით აბლაციის საკითხის გადაწყვეტის მიზნით. ასევე აუცილებელია ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობა. საკონტროლო კვლევებს პაციენტი საჭიროებს სამ თვეში ერთხელ პირველი ორი წლის მანძილზე და ექვს თვეში ერთხელ შემდგომი სამი წლის მანძილზე.

- როგორ ხდება კანის სიმსივნეების დიაგნოსტიკა? ალბათ, ამ შემთხვევაში სიმპტომატიკა ადვილად შესამჩნევია.

- რაც შეეხება კანის სიმსივნეებს, მომართვიანობის მხრივ, ზოგჯერ ის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს უსწრებს. კანის სიმსივნეების დიაგნოსტიკა არის ძალიან მარტივი, ყოველ შემთხვევაში, ეჭვის მიტანა ადვილია. ამისთვის საკმარისია მინიმალური ინფორმაცია.

თუ პაციენტი ამჩნევს, რომ მას სხეულზე აქვს რაიმე ახალი წარმონაქმნი, რომელმაც, ვთქვათ, ზომაში მოიმატა, ან შეფერილობა შეიცვალა, აქვს უსწორმასწორო ფორმა ან ფიქსირდება გამონადენი სისველის სახით და იკეთებს ფუფხს, ეს უკვე ჩვენებაა, რომ ადამიანმა მიმართოს ექიმს.

ტრაგედიაა, როცა ასეთი ნოზოლოგიით პაციენტები მოგვმართავენ დაგვიანებით, მე-3, მე-4 სტადიაზე. კანის სიმსივნეები, ბრტყელი და ბაზალურუჯრედოვანი პათოლოგიებიც განკურნებადია. მაგალითად, ბაზალურუჯრედოვანი კიბო, რომელიც არ მეტასტაზირებს. მას უბრალოდ ახასიათებს კანის ადგილობრივი დესტრუქცია. შესაბამისად, დროული მიმართვის შემთხვევაში ის განკურნებადია.

მკურნალობის მეთოდებში, საერთაშორისო გაიდლაინებით, პრიორიტეტულია ოპერაციული მკურნალობა, ხოლო ალტერნატიულ ვარიანტად სხივური თერაპია განიხილება. აბსოლუტურად ცალკე საკითხია მელანომები, რომელიც გაცილებით აგრესიული სიმსივნეა და მის მიმართ დამოკიდებულება განსხვავებულია. ასეთის შემთხვევაში, ფაქტობრივად, დაუშვებელია ბიოფსია, რადგან მექანიკური ტრავმირება დაავადების გავრცელებას უწყობს ხელს. ამ შემთხვევაშიც წინა პლანზეა ოპერაციული მკურნალობა, რომლის მასშტაბიც დამოკიდებულია გავრცელებაზე.

ასევე, საკმაოდ ხშირია ცხვირ-ხახის სიმსივნეები. ამ დროს პირველ ეტაპზე ერთვება ქიმიო-სხივური თერაპია.

- ასეთი დაავადებების შემთხვევაში რა პროფილის სპეციალისტების ჩარევაა საჭირო და რამდენად მნიშვნელოვანია პათოლოგიებისადმი მრავალპროფილური მიდგომა?

- ჩემი პოზიციაა, რომ ონკოლოგიურ პაციენტს უნდა კურირებდეს მხოლოდ მრავალპროფილური კლინიკა. არცთუ ისე იშვიათია შემთხვევები, როცა ბანალური ყურის ტკივილით პაციენტი მიდის ოტორინოლარინგოლოგთან და ეს ლოგიკურია, თუმცა ტკივილის მიზეზი შესაძლოა, აღმოჩნდეს ხახის სიმსივნე. ასევეა ხმის ტემბრის შეცვლის ხანგრძლივი ანამნეზის დროსაც, როცა მიზეზი შესაძლოა აღმოჩნდეს ხორხის კიბო, მარცხენა ფუძის ზედა წილის კიბო ან პათოლოგია შუა საყარში, ამიტომ მრავალპროფილურ კლინიკაში პაციენტი დაზღვეულია გაუგებრობებისგან.

ჩვენს კლინიკაში კეთდება ყველა ის ოპერაცია, რომელსაც თავ-კისრის ქირურგია მოიცავს, იქნება ეს ფარისებრი ჯირკვლის, ხორხის, ზედა და ქვედა ყბის თუ კანის ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევა, ასევე, ყბაყურა ჯირკვლის კიბო. ყველა გამოწვევას, რაც ამ მიმართულებითაა, ჩვენ მაღალი ხარისხით ვპასუხობთ.

პაციენტებს ვთავაზობთ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრულ სერვისს. იგულისხმება ულტრაბგერითი კვლევა, თუ საჭიროა კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევა, პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია. გარდა ამისა, გვაქვს გამართული მორფოლოგიური დეპარტამენტი, მაღალი დონის ლაბორატორია და გვყავს ძალიან ძლიერი სპეციალისტები.

- რა არის თოდუას კლინიკის ყველაზე დიდი უპირატესობა ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლაში?

- ჩვენი კლინიკის ყველაზე დიდი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ არის მრავალპროფილური. აქ პაციენტს ერთ სივრცეში შეუძლია მიიღოს კომბინირებული მკურნალობა. აქ არის ის კომფორტი, რომ სხვადასხვა ეტაპზე, საჭიროებიდან გამომდინარე, პაციენტს ვთავაზობთ შესაბამის მკურნალობას.

აღვნიშნავ, რომ წარმოუდგენელია, ონკოლოგიური ოპერაცია ჩატარდეს ექსპრეს ჰისტოლოგიის გარეშე. სამწუხაროდ, ბევრ კლინიკაში დღემდე ასეა, რაც დაუშვებელია ჩვენს კლინიკაში. ექსპრეს ჰისტოლოგია რიგ შემთხვევებში აუცილებელია ოპერაციის საბოლოო მასშტაბის განსაზღვრისთვის და მის გარეშე ოპერაციები არავითარ შემთხვევაში არ უნდა ტარდებოდეს.

დაბოლოს, ყველაზე მთავარი და სასიამოვნო ჩემთვის, როგორც ამ კლინიკის ექიმისთვის, არის ის, რომ ჩვენთან არის საერთაშორისო რეკომენდაციულ მეთოდებზე დაყრდნობით მიღებული შიდა გაიდლაინები. ფაქტობრივად, თითოეული პაციენტი გადის ე.წ. ტუმორბორდს, სადაც გუნდურად ხდება მისი მდგომარეობის განხილვა და მკურნალობის დაგეგმვა. აქედან გამომდინარე, ჩვენთან ექიმიცა და პაციენტიც დაზღვეულია მთელი რიგი გაუგებრობებისგან. სწორედ გუნდურობის პრინციპი უზრუნველყოფს მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას.

"თუ სახელმწიფომ დანაშაული არ აღიარა, ცხვირიდან ძმარს ვადენ" - მალხაზ მაჩალიკაშვილი

ქართველი მოსწავლეების პროექტი "Stem შაბათის სკოლა დევნილებისთვის" AEIF კონკურსის გამარჯვებული გახდა

დეკანოზი შალვა კეკელია - "ნაცმოძრაობა" წინამძღვრებს უცხოეთში ასვენებდა, მერე ვიდეოს უღებდნენ... თუ  მხარს არ დავუჭერდით, ამ კადრებს გაასაჯაროებდნენ"