საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფეხმძიმობისას ქმარმა ისე მცემა, ბავშვი პრობლემებით დაიბადა..." - როგორ შეიცვალა დევნილი ქალის მძიმე ცხოვრება
"ფეხმძიმობისას ქმარმა ისე მცემა, ბავშვი პრობლემებით დაიბადა..." - როგორ შეიცვალა დევნილი ქალის მძიმე ცხოვრება

"ჩემი შვი­ლე­ბი თით­ქოს ჩემი უბე­დუ­რე­ბის "მე­წი­ლე­ე­ბი" იყ­ვნენ და ამით უფრო ვი­ტან­ჯე­ბო­დი. უმ­ცროს­ზე ფეხ­მძი­მო­ბი­სას ქმარ­მა ისე მცე­მა, ბავ­შვი პრობ­ლე­მუ­რი და­ი­ბა­და, ცალ ყურ­ში სას­მე­ნი ნერ­ვი არა აქვს..."

33 წლის ასაკ­ში იმ­დე­ნი ტკი­ვი­ლი­ გა­და­ი­ტა­ნა, სამ­ჯერ ოც­და­ცამ­ეტი­სა­ნიც ვერ მო­ას­წრე­ბენ­; უმ­ძი­მე­სი შრო­მის გა­რე­შე­ მის­თვის ერთ დღე­საც არ ჩა­უვ­ლია. წუ­თიც არ ჰქო­ნია­ ისე­თი, იმე­დის გვერ­დით სა­სოწა­რკვე­თი­ლე­ბა არ მდგარ­იყოს და მა­ინც, ელი­სო­ გა­ბე­ლი­ას­ გაც­ნო­ბა და­გარ­წმუ­ნებთ, რომ "ჰეფი ენდი" მარ­თლაც არ­სე­ბობს! თუმ­ცა მხო­ლოდ მა­შინ, როცა ძლი­ე­რი ხარ და თავ­გან­წი­რუ­ლი ბრძო­ლა შე­გიძ­ლია. უზ­რუნ­ვე­ლი ბავ­შვო­ბი­დან ქუ­ჩა­ში ჯერ მშობ­ლებ­თან, მერე კი ოთხ შვილ­თან ერ­თად აღ­მოჩ­ნდა და მა­ინც აან­თო თა­ვი­სი ბედ­ნი­ე­რე­ბის ვარ­სკვლა­ვი!

- არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა ჩემი დიდი სახ­ლი ოჩამ­ჩი­რის რკი­ნიგ­ზის სად­გურ­თან. მახ­სოვს, მა­მამ სახ­ლის უკან რო­გორ ამო­თხა­რა ორმო და მკაც­რად გა­მაფრ­თხი­ლა, როცა ეზო­ში ვინ­მე უცხოს და­ი­ნა­ხავ, გა­ი­ქე­ცი და ამ ორ­მო­ში და­ი­მა­ლეო.7 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მა­მამ მე და დედა ოჩამ­ჩი­რი­დან გა­მოგ­ვიშ­ვა, თა­ვად კი იქ დარ­ჩა, აქა­უ­რო­ბას და ჩემს ძმებს ვერ დავ­ტო­ვე­ბო. სე­ნაკ­ში ერ­თმა ქალ­მა შეგ­ვი­ფა­რა. ლუკ­მას გვი­ყოფ­და.

ის ქალი დღემ­დე მახ­სოვს... მერე თბი­ლის­ში წა­მო­ვე­დით და ასე და­ი­წყო უსახ­ლკა­რო­ბა, რო­მელ­საც თან მა­მის სიკ­ვდი­ლის შიში ახ­ლდა. მა­მა­ჩე­მი ერთ წე­ლი­წადს არ გა­მო­ჩე­ნი­ლა და დედა აფხა­ზეთ­ში მის მო­სა­ძებ­ნად წა­ვი­და­. დე­და­ჩე­მი დღე­საც ვერ გვიყ­ვე­ბა, რო­გორ გა­და­აღ­წია, მაგ­რამ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი სულ იმას იმე­ო­რებ­და, რამ­დე­ნი მიც­ვა­ლე­ბუ­ლიც და­ვი­ნა­ხე, ყვე­ლა პი­რაღ­მა გად­მო­ვატ­რი­ა­ლე, მაგ­რამ ჩემი ქმა­რი არც ერთი არ იყოო.

ასეთ გა­ურ­კვე­ველ მო­ლო­დინ­ში, უსახ­ლკა­რო­ბა­სა და შიმ­შილ­ში ვი­ცხოვ­რეთ. მერე მა­მაც გა­მოჩ­ნდა და აღ­მოჩ­ნდა, რომ ვე­ღა­რა­სო­დეს იქ­ნე­ბო­და ისე­თი, რო­გო­რიც მახ­სოვ­და - სა­კუ­თა­რი ძმე­ბის სიკ­ვდი­ლის მნახ­ველ­სა და მთე­ლი წე­ლი­წა­დი აფხა­ზე­თის ტყე­ებ­ში პარ­ტი­ზა­ნად ნამ­ყოფს ფსი­ქი­კა და ჯან­მრთე­ლო­ბა ჰქონ­და შერ­ყე­უ­ლი. დედა იმას ახერ­ხებ­და, რომ მხო­ლოდ პუ­რის ფულს შო­უ­ლობ­და. ნა­ქი­რა­ვე­ბი ბი­ნი­დან ბი­ნა­ში გა­დავ­დი­ო­დით და ამ სი­ა­რულ­ში მოვ­ხვდით ლოტ­კი­ნის გო­რა­ზე, სა­დაც ჩვე­ნი და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი სარ­და­ფის გვერ­დით პა­ტა­რა მა­ღა­ზი­ა­ში დავ­დი­ო­დი წვრილ­მა­ნე­ბის სა­ყიდ­ლად. იქ კი თურ­მე ჩემი მო­მა­ვა­ლი სა­დე­დამ­თი­ლო მუ­შა­ობ­და, რო­მელ­მაც­ თა­ვის ვაჟს ურ­ჩია, ცო­ლად მო­ვეყ­ვა­ნე. ასე მო­მი­ტა­ცა ჩემ­ზე 8 წლით უფ­როს­მა ადა­მი­ან­მა, რო­მელ­საც არ კი ვიც­ნობ­დი... ნა­თე­სა­ვებ­მა და მშობ­ლებ­მა მხო­ლოდ ერთი კვი­რის შემ­დეგ მო­მაგ­ნეს. მინ­დო­და დე­დას­თვის მეთ­ქვა, წა­ვეყ­ვა­ნე, მაგ­რამ ვერ გავ­ბე­დე. რომც გა­მე­ბე­და, უკან ვინ წა­მიყ­ვან­და, მე­ტყოდ­ნენ, ხალ­ხი რას იტყვი­სო.

მოკ­ლედ, დავ­რჩი და და­ვი­ღუ­პე, ის მო­მა­ვა­ლიც მო­ვის­პე, რო­მე­ლიც ოც­ნე­ბა­ში მა­ინც მინ­დო­და მქო­ნო­და. აღ­მოვ­ჩნდი ადა­მი­ან­თან, რო­მელ­საც ჩემ­ზე ბევ­რად სას­ტი­კი ბავ­შვო­ბა ჰქონ­და გა­და­ტა­ნი­ლი, გა­მუდ­მე­ბით სვამ­და, მერე კი მცემ­და­. სა­კუ­თა­რი დე­დის მსხვერ­პლი იყო, მის გამო ყვე­ლა ქალი სძულ­და - ჩემი ყო­ფი­ლი დე­დამ­თი­ლი ოთხჯერ იყო გა­თხო­ვი­ლი და არც ერთ მა­მი­ნაც­ვალს გე­რის მი­მართ ადა­მი­ა­ნუ­რი სით­ბო არ გა­მო­უ­ჩე­ნია. რო­დე­საც დათ­ვრე­ბო­და, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად მცემ­და, თა­ნაც შვი­ლე­ბის თვალ­წინ. ოთხი შვი­ლი ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით გა­მიჩ­ნდა, რად­გან მო­ძა­ლა­დეს­თან იმის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ მქონ­და, არ დავ­ფეხ­მძი­მე­ბუ­ლი­ყა­ვი, ექიმ­თან წა­სას­ვლე­ლი თან­ხაც არ გა­მაჩ­ნდა. ასე რომ, ჩემი შვი­ლე­ბი თით­ქოს ჩემი უბე­დუ­რე­ბის "მე­წი­ლე­ე­ბი" იყ­ვნენ და ამით უფრო ვი­ტან­ჯე­ბო­დი. უმ­ცროს­ზე ფეხ­მძი­მო­ბი­სას ქმარ­მა ისე მცე­მა, ბავ­შვი პრობ­ლე­მუ­რი და­ი­ბა­და, ცალ ყურ­ში სას­მე­ნი ნერ­ვი არა აქვს.

- შვე­ლას რა­ტომ არა­ვის სთხოვ­დით?

- ვინ მიშ­ვე­ლი­და? უპირ­ვე­ლე­სად მა­მას ვუფრ­თხილ­დე­ბო­დი, მის­თვის რომ შე­მეჩ­ივლა, ჩემს ქმარს მოკ­ლავ­და და ცი­ხე­ში წა­ვი­დო­და. ასე რომ, ვდუმ­დი, დე­და­მაც კი არ იცო­და ჩემი უბე­დუ­რე­ბის შე­სა­ხებ. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, ეს ყვე­ლა­ფე­რი გროვ­დე­ბო­და და რა­ღაც სა­ში­ნელ ფიქ­რად ყა­ლიბ­დე­ბო­და. ერთხელ, როცა ჩემს უსაქ­მურ ქმარს და ბავ­შვებს შინ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი პრო­დუქ­ტი მი­ვუ­ტა­ნე, მან კი ცემა და­მი­პი­რა, ჩან­თე­ბი დავ­ყა­რე და ქუ­ჩა­ში გავ­ვარ­დი. რო­მე­ლი­ღაც სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი გა­ვა­ჩე­რე და ჩავ­ჯე­ქი. ამა­სო­ბა­ში სა­ნა­პი­რო­ზე, სი­ონ­თან ახ­ლოს ჩა­ვი­ა­რეთ, მძღოლს გა­ვა­ჩე­რე­ბი­ნე, გად­მო­ვე­დი თუ არა, მა­შინ­ვე მო­ა­ჯირ­ზე ავე­დი და მტკვარ­ში გა­დავ­ხტი. იხი­ლეთ ვრცლად

იონა
0
ოთხი არა ათი უნდა გაგეჩინა
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ფეხმძიმობისას ქმარმა ისე მცემა, ბავშვი პრობლემებით დაიბადა..." - როგორ შეიცვალა დევნილი ქალის მძიმე ცხოვრება

"ფეხმძიმობისას ქმარმა ისე მცემა, ბავშვი პრობლემებით დაიბადა..." - როგორ შეიცვალა დევნილი ქალის მძიმე ცხოვრება

"ჩემი შვილები თითქოს ჩემი უბედურების "მეწილეები" იყვნენ და ამით უფრო ვიტანჯებოდი. უმცროსზე ფეხმძიმობისას ქმარმა ისე მცემა, ბავშვი პრობლემური დაიბადა, ცალ ყურში სასმენი ნერვი არა აქვს..."

33 წლის ასაკში იმდენი ტკივილი გადაიტანა, სამჯერ ოცდაცამეტისანიც ვერ მოასწრებენ; უმძიმესი შრომის გარეშე მისთვის ერთ დღესაც არ ჩაუვლია. წუთიც არ ჰქონია ისეთი, იმედის გვერდით სასოწარკვეთილება არ მდგარიყოს და მაინც, ელისო გაბელიას გაცნობა დაგარწმუნებთ, რომ "ჰეფი ენდი" მართლაც არსებობს! თუმცა მხოლოდ მაშინ, როცა ძლიერი ხარ და თავგანწირული ბრძოლა შეგიძლია. უზრუნველი ბავშვობიდან ქუჩაში ჯერ მშობლებთან, მერე კი ოთხ შვილთან ერთად აღმოჩნდა და მაინც აანთო თავისი ბედნიერების ვარსკვლავი!

- არასოდეს დამავიწყდება ჩემი დიდი სახლი ოჩამჩირის რკინიგზის სადგურთან. მახსოვს, მამამ სახლის უკან როგორ ამოთხარა ორმო და მკაცრად გამაფრთხილა, როცა ეზოში ვინმე უცხოს დაინახავ, გაიქეცი და ამ ორმოში დაიმალეო.7 წლის ვიყავი, როდესაც მამამ მე და დედა ოჩამჩირიდან გამოგვიშვა, თავად კი იქ დარჩა, აქაურობას და ჩემს ძმებს ვერ დავტოვებო. სენაკში ერთმა ქალმა შეგვიფარა. ლუკმას გვიყოფდა.

ის ქალი დღემდე მახსოვს... მერე თბილისში წამოვედით და ასე დაიწყო უსახლკარობა, რომელსაც თან მამის სიკვდილის შიში ახლდა. მამაჩემი ერთ წელიწადს არ გამოჩენილა და დედა აფხაზეთში მის მოსაძებნად წავიდა. დედაჩემი დღესაც ვერ გვიყვება, როგორ გადააღწია, მაგრამ დაბრუნებული სულ იმას იმეორებდა, რამდენი მიცვალებულიც დავინახე, ყველა პირაღმა გადმოვატრიალე, მაგრამ ჩემი ქმარი არც ერთი არ იყოო.

ასეთ გაურკვეველ მოლოდინში, უსახლკარობასა და შიმშილში ვიცხოვრეთ. მერე მამაც გამოჩნდა და აღმოჩნდა, რომ ვეღარასოდეს იქნებოდა ისეთი, როგორიც მახსოვდა - საკუთარი ძმების სიკვდილის მნახველსა და მთელი წელიწადი აფხაზეთის ტყეებში პარტიზანად ნამყოფს ფსიქიკა და ჯანმრთელობა ჰქონდა შერყეული. დედა იმას ახერხებდა, რომ მხოლოდ პურის ფულს შოულობდა. ნაქირავები ბინიდან ბინაში გადავდიოდით და ამ სიარულში მოვხვდით ლოტკინის გორაზე, სადაც ჩვენი დაქირავებული სარდაფის გვერდით პატარა მაღაზიაში დავდიოდი წვრილმანების საყიდლად. იქ კი თურმე ჩემი მომავალი სადედამთილო მუშაობდა, რომელმაც თავის ვაჟს ურჩია, ცოლად მოვეყვანე. ასე მომიტაცა ჩემზე 8 წლით უფროსმა ადამიანმა, რომელსაც არ კი ვიცნობდი... ნათესავებმა და მშობლებმა მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ მომაგნეს. მინდოდა დედასთვის მეთქვა, წავეყვანე, მაგრამ ვერ გავბედე. რომც გამებედა, უკან ვინ წამიყვანდა, მეტყოდნენ, ხალხი რას იტყვისო.

მოკლედ, დავრჩი და დავიღუპე, ის მომავალიც მოვისპე, რომელიც ოცნებაში მაინც მინდოდა მქონოდა. აღმოვჩნდი ადამიანთან, რომელსაც ჩემზე ბევრად სასტიკი ბავშვობა ჰქონდა გადატანილი, გამუდმებით სვამდა, მერე კი მცემდა. საკუთარი დედის მსხვერპლი იყო, მის გამო ყველა ქალი სძულდა - ჩემი ყოფილი დედამთილი ოთხჯერ იყო გათხოვილი და არც ერთ მამინაცვალს გერის მიმართ ადამიანური სითბო არ გამოუჩენია. როდესაც დათვრებოდა, არაადამიანურად მცემდა, თანაც შვილების თვალწინ. ოთხი შვილი ერთმანეთის მიყოლებით გამიჩნდა, რადგან მოძალადესთან იმის საშუალებაც არ მქონდა, არ დავფეხმძიმებულიყავი, ექიმთან წასასვლელი თანხაც არ გამაჩნდა. ასე რომ, ჩემი შვილები თითქოს ჩემი უბედურების "მეწილეები" იყვნენ და ამით უფრო ვიტანჯებოდი. უმცროსზე ფეხმძიმობისას ქმარმა ისე მცემა, ბავშვი პრობლემური დაიბადა, ცალ ყურში სასმენი ნერვი არა აქვს.

- შველას რატომ არავის სთხოვდით?

- ვინ მიშველიდა? უპირველესად მამას ვუფრთხილდებოდი, მისთვის რომ შემეჩივლა, ჩემს ქმარს მოკლავდა და ციხეში წავიდოდა. ასე რომ, ვდუმდი, დედამაც კი არ იცოდა ჩემი უბედურების შესახებ. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი გროვდებოდა და რაღაც საშინელ ფიქრად ყალიბდებოდა. ერთხელ, როცა ჩემს უსაქმურ ქმარს და ბავშვებს შინ ჰუმანიტარული პროდუქტი მივუტანე, მან კი ცემა დამიპირა, ჩანთები დავყარე და ქუჩაში გავვარდი. რომელიღაც სამარშრუტო ტაქსი გავაჩერე და ჩავჯექი. ამასობაში სანაპიროზე, სიონთან ახლოს ჩავიარეთ, მძღოლს გავაჩერებინე, გადმოვედი თუ არა, მაშინვე მოაჯირზე ავედი და მტკვარში გადავხტი. იხილეთ ვრცლად

კონკრეტულად რა იცვლება მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე  - დეტალები კანონპროექტიდან

წილკნის ეპარქია მეუფე ზოსიმეს მისამართით გამოთქმულ  სკანდალურ ბრალდებაზე : "ვთხოვთ მოსახლეობას: ნუ ავყვებით ბოროტის ენას"

"ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი ფილმის კინო-თეატრებში ჩვენება" - საპატრიარქო ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" შესახებ განცხადებას ავრცელებს