Apple-ის ოფიციალურმა პარტნიორმა iPlus-მა ყველაზე მოთხოვნადი აქსესუარები სწრაფი მიტანის სერვის - Glovo-ს აპლიკაციაში დაამატა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ iPlus- დან აცნობეს. Glovo-ზე მომხმარებელს iPhone-ის ჩასადებების, დამცავი ფირების, დამტენების, USB კაბელების და გარე დამტენების შეკვეთა შეუძლია, შეკვეთას კი, 30 წუთის განმავლობაში ადგილზე მიღება.
„ჩვენი მიზანია, მომხმარებელი არ დარჩეს iPhone-ის გარეშე, მაშინაც თუ მას ახლოს დამტენი, ან დენის წყარო არ აქვს.
დღეს, როგორც არასდროს, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ფასობს დრო. ერთი თითის დაჭერით და Apple Pay-თ თქვენ შეგიძლიათ Apple-ის ორიგინალი და სერტიფიცირებული აქსესუარები გარანტიით შეიძინოთ", - აცხადებენ iPlus-ში.
ამჟამად, Glovo თბილისში, ქუთაისში და ბათუმშია ხელმისაწვდომი. გარდა Glovo-ს მიწოდების მომსახურებისა, iPlus-ში ტექნიკის შეძენისას, ადგილზე მიტანის უფასო სერვისიც მოქმედებს. თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ მომხმარებლებს iPhone-ის შეძენა აიპლიუსში დისტანციურადაც შეუძლიათ, შეძენილ პროდუქციას კი, კურიერები მეორე დღეს უფასოდ მიაწვდიან.