მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველ ფერმერებს მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მიღების  შესაძლებლობა მიეცათ
ქართველ ფერმერებს მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მიღების  შესაძლებლობა მიეცათ

ქარ­თვე­ლი ფერ­მე­რე­ბი საფ­რან­გეთ­ში გა­მარ­თულ, მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნას- Sommet DE L’avage-ს და­ეს­წრნენ. მათ ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კმა“ გა­უ­წია.

ქარ­თვე­ლი ფერ­მე­რე­ბი ხში­რად ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მა­ზე სა­უბ­რო­ბენ, ამი­ტომ წარ­მო­ე­ბის ზრდა­სა და ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ვერ ახერ­ხე­ბენ.

ფერ­მე­რი ზუ­რაბ მა­სუ­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბის გა­მო­ფე­ნას და­ეს­წრო, AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ე­ბის გა­საც­ნო­ბად საფ­რან­გეთ­ში ვი­ზი­ტი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი იყო.

მისი მე­ურ­ნე­ო­ბა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია ჰოლშტე­ი­ნი­სა და შვიც-ბრა­უ­ნის მა­ღალპ­რო­დუქ­ტი­უ­ლი პი­რუ­ტყვით, აწარ­მო­ებს ნედლ რძეს.

„პრინ­ცი­პუ­ლი ინ­ტე­რე­სია, ვიყო ბიზ­ნეს­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ფერ­მე­რი. მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი პრობ­ლე­მი­სა, ვცდი­ლობ გა­ვუმკლავ­დე გა­მოწ­ვე­ვებს და ეტა­პობ­რი­ვად გავ­ზარ­დო არ­სე­ბუ­ლი მე­ურ­ნე­ო­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს ის.

დღეს, ფერ­მე­რებს რო­გორც ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის, ისე ტექ­ნო­ლო­გი­ის სიმ­ცი­რის გამო ბევ­რი პრობ­ლე­მა აქვთ. ნა­ტუ­რა­ლურ რძე­ზე მო­თხოვ­ნა მა­ღა­ლია, თუმ­ცა იმგვა­რად წარ­მო­ე­ბას ვერ ახერ­ხე­ბენ, რომ ბა­ზარ­ზე წამ­ყვა­ნი ად­გი­ლი ქარ­თულ­მა პრო­დუქ­ცი­ამ და­ი­კა­ვოს.

„გა­მო­ფე­ნა­ზე დას­წრე­ბა უპი­რო­ბოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო არამ­ხო­ლოდ ჩემ­თვის არა­მედ სხვა ფერ­მე­რე­ბის­თვი­საც, ეს ხომ სტი­მუ­ლია ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. ასე­ვე, შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რათა მი­ვი­ღოთ ინ­ფორ­მა­ცია ტექ­ნო­ლო­გი­ურ სი­ახ­ლე­ებ­ზე, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე. ასე­ვე, გა­ვიც­ნოთ პო­ტენ­ცი­უ­რი პარტნი­ო­რე­ბი და მო­ვი­ზი­დოთ ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა მან.

„სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი“ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში და­საქ­მე­ბულ­თა მხარ­დამ­ჭერ კომ­პა­ნი­ად ჩა­მო­ყა­ლიბ­და. მათი თქმით, ასეთ მას­შტა­ბურ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ქარ­თველ ფერ­მერ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა ბან­კის­თვი­საც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რად­გან ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს.

„სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ მი­ზა­ნია, მხა­რი და­უ­ჭი­როს მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნესს, მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბა­ში, სტან­დარ­ტე­ბის და­ნერგვა­სა და ხა­რის­ხის ზრდა­ში. ისეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის გა­მო­ფე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა რო­გო­რი­ცაა Sommet DE L’avage ქარ­თველ ფერ­მე­რებს აძ­ლევს ძა­ლი­ან კარგ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მი­ი­ღონ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია თუ რო­გორ გახ­დნენ უფრო მე­ტად კონ­კუ­რენ­ტუ­ა­ნა­რი­ა­ნე­ბი და რო­გორ გა­ზარ­დონ პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბა, არამ­ხო­ლოდ ქარ­თულ, არა­მედ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე. მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ ჩვენ ვქმნით ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს არამ­ხო­ლოდ ბიზ­ნე­სის­თვის, არა­მედ ქვეყ­ნის­თვი­საც“, - აღ­ნიშ­ნეს კომ­პა­ნი­ა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­ფე­ნას, ის მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს და ქვეყ­ნის წარ­მო­ე­ბის წარ­მო­ჩე­ნის კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა. Sommet DE L’avage გა­მორ­ჩე­უ­ლია იმით, რომ გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობს რთულ აგ­როკ­ლი­მა­ტურ ზო­ნებ­ში რძი­სა და რძის პრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბას. მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბი­სა და გე­ნე­ტი­კის სფე­რო­ში წარ­მო­ად­გენს ფრან­გულ ნოუ-ჰაუს. წლე­ვან­დელ გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო 2 000- მდე მსხვილ­ფე­ხა ცხო­ვე­ლი, 180 000 მ2 ფარ­თობ­ზე მო­წყო­ბი­ლი იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჯი­შე­ბის გა­მო­ფე­ნა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო 85-ზე მეტი ქვეყ­ნი­დან 95 000-მა ვი­ზი­ტორ­მა. გან­ხორ­ცი­ელ­და 35 ვი­ზი­ტი ფერ­მა­ში და აგრო ინ­დუსტრი­ულ ობი­ექ­ტებ­ში. გა­ი­მარ­თა 40-ზე მეტი კონ­ფე­რენ­ცია. წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო 35 ქვეყ­ნი­დან 1500-მდე კომ­პა­ნია. მათ შო­რის 300 მსხვი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია.

gogi
0
რის მეცხოველეობა რა მეცხოველეობა! ხალხს ისე შეაჯავრეს მუშაობა და სოფელი .მიწის დამუშავება და მეცხოველეობა საქართველოში მალე ეგ დარგი არ იქნება მასმედია სუ პოლიტიკაზე და პოლიტიკოსობაზე ლაპარაკობს თითქოს სხვა საქმე არ არსებობს ყველას პოლიტიკის სფეროში უნდა ყოფნა იოლად ლაპარაკით უნდათ ცხოვრება. ფერმერმა უნდა იმუშაოს და პოლიტიკოსებმა უნდა ჩაწიხლონ ზევიდან უყურონ გაძარცვონ და ამიტომ სოფლის მეურნეობა არავის სჭირდება , ან ვინმე ნინო ზამბახიძისნაირი (ვითომ ფერმერი) გრანტებს შეჭამს და ასე მიდიდ მეცხოველეობის სფერო . სადაც ბერც ვეტ ექიმს ნახავ ვერც აგრონომს და ვერც მწყემსს. ბევრი თურქეთში გარბის თუმცა უაზროდ ბოლოს(მაინც არაფერი რჩებათ) სანამ მეცხოველეობის მიმართ მას მედიაში დამოკიდებულება არ შეიცვლება მეცხოველეობას არაფერი ეშველება.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ქართველ ფერმერებს მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მიღების  შესაძლებლობა მიეცათ

ქართველ ფერმერებს მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მიღების  შესაძლებლობა მიეცათ

ქართველი ფერმერები საფრანგეთში გამართულ, მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენას- Sommet DE L’avage-ს დაესწრნენ. მათ ფინანსური მხარდაჭერა „საქართველოს ბანკმა“ გაუწია.

ქართველი ფერმერები ხშირად ინფორმაციის ნაკლებობისა და კვალიფიკაციის პრობლემაზე საუბრობენ, ამიტომ წარმოების ზრდასა და ხარისხის გაუმჯობესებას ვერ ახერხებენ.

ფერმერი ზურაბ მასურაშვილი, რომელიც მეცხოველეობის გამოფენას დაესწრო, AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ თანამედროვე ტენდენციების გასაცნობად საფრანგეთში ვიზიტი უმნიშვნელოვანესი იყო.

მისი მეურნეობა დაკომპლექტებულია ჰოლშტეინისა და შვიც-ბრაუნის მაღალპროდუქტიული პირუტყვით, აწარმოებს ნედლ რძეს.

„პრინციპული ინტერესია, ვიყო ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერი. მიუხედავად ბევრი პრობლემისა, ვცდილობ გავუმკლავდე გამოწვევებს და ეტაპობრივად გავზარდო არსებული მეურნეობა“, - აღნიშნავს ის.

დღეს, ფერმერებს როგორც ეროვნული ვალუტის გაუფასურების, ისე ტექნოლოგიის სიმცირის გამო ბევრი პრობლემა აქვთ. ნატურალურ რძეზე მოთხოვნა მაღალია, თუმცა იმგვარად წარმოებას ვერ ახერხებენ, რომ ბაზარზე წამყვანი ადგილი ქართულმა პროდუქციამ დაიკავოს.

„გამოფენაზე დასწრება უპირობოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო არამხოლოდ ჩემთვის არამედ სხვა ფერმერებისთვისაც, ეს ხომ სტიმულია ჩვენი საქმიანობისთვის. ასევე, შესაძლებლობა, რათა მივიღოთ ინფორმაცია ტექნოლოგიურ სიახლეებზე, საერთაშორისო გამოცდილებაზე. ასევე, გავიცნოთ პოტენციური პარტნიორები და მოვიზიდოთ ინვესტიციები“, - აღნიშნა მან.

„საქართველოს ბანკი“ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა მხარდამჭერ კომპანიად ჩამოყალიბდა. მათი თქმით, ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაში ქართველ ფერმერთა ჩართულობა ბანკისთვისაც უმნიშვნელოვანესია, რადგან ჩვენს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს.

„საქართველოს ბანკის“ მიზანია, მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო ბიზნესს, მეცხოველეობის მიმართულების შემდგომ განვითარებაში, სტანდარტების დანერგვასა და ხარისხის ზრდაში. ისეთ საერთაშორისო დონის გამოფენაში მონაწილეობის მიღება როგორიცაა Sommet DE L’avage ქართველ ფერმერებს აძლევს ძალიან კარგ შესაძლებლობას, მიიღონ საჭირო ინფორმაცია თუ როგორ გახდნენ უფრო მეტად კონკურენტუანარიანები და როგორ გაზარდონ პროდუქტიულობა, არამხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე. მოხარული ვართ, რომ ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს არამხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც“, - აღნიშნეს კომპანიაში.

რაც შეეხება გამოფენას, ის მსოფლიოს მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობს და ქვეყნის წარმოების წარმოჩენის კარგი შესაძლებლობაა. Sommet DE L’avage გამორჩეულია იმით, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რთულ აგროკლიმატურ ზონებში რძისა და რძის პროდუქტების წარმოებას. მეცხოველეობისა და გენეტიკის სფეროში წარმოადგენს ფრანგულ ნოუ-ჰაუს. წლევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 2 000- მდე მსხვილფეხა ცხოველი, 180 000 მ2 ფართობზე მოწყობილი იყო განსაკუთრებული ჯიშების გამოფენა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 85-ზე მეტი ქვეყნიდან 95 000-მა ვიზიტორმა. განხორციელდა 35 ვიზიტი ფერმაში და აგრო ინდუსტრიულ ობიექტებში. გაიმართა 40-ზე მეტი კონფერენცია. წარმოდგენილი იყო 35 ქვეყნიდან 1500-მდე კომპანია. მათ შორის 300 მსხვილი საერთაშორისო კომპანია.

როგორ შევარჩიოთ მობილური ტელეფონი?

უსასრულო გარანტია სავალი ნაწილებზე თეგეტა მოტორსისგან

„ჰეალაინ ინტერნეიშნლის" წარმატებული მოღვაწეობისა და მიღწევების შესახებ