მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე
რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურ­ში წას­ვლა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით ბევრ ადა­მი­ანს არ სურს, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლად რა შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს გაწ­ვე­ვის გა­და­ვა­დე­ბის, ან სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი, ცო­ტამ თუ იცის.

კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, წვე­ვამ­დელს ფუ­ლის გა­დახ­დით გაწ­ვე­ვის გა­და­ვა­დე­ბა მხო­ლოდ ორ­ჯერ და მხო­ლოდ 25 წლის ასა­კამ­დე შე­უძ­ლია. 2000 ლა­რის გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში, გაწ­ვე­ვას 18 თვით გა­და­ა­ვა­დებთ. სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში 18-დან 27 წლამ­დე ასა­კის პი­რებს იწ­ვე­ვენ. თუ წვე­ვამ­დე­ლი გა­მო­ძა­ხე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბას მი­ი­ღებს, ეს და­დას­ტურ­დე­ბა და არ გა­მო­ცხად­დე­ბა, ყო­ვე­ლი­ვე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვაა და პირ­ველ ჯერ­ზე, 1000 ლა­რის ჯა­რი­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

Mshoblebi.ge-ს წვე­ვამ­დე­ლე­ბი, მათი მშობ­ლე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი ხში­რად მოგ­ვმარ­თა­ვენ გაწ­ვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კი­თხვე­ბით. ყვე­ლა­ზე ხში­რად დას­მულ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბი რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ი­სა და სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვის სამ­მარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლის­გან, და­ვით ფე­რა­ძის­გან მო­ვის­მი­ნეთ.

რო­გორც და­ვით ფე­რა­ძე გვე­უბ­ნე­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბის ნე­ბის­მი­ე­რი პრობ­ლე­მის მქო­ნე ადა­მი­ანს გა­და­ვა­დე­ბის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად იძა­ხე­ბენ და არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, გან­კურ­ნე­ბა­დია, თუ გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლი ესა თუ და­ა­ვა­დე­ბა. ეს არ ეხე­ბათ მხო­ლოდ შშმ პი­რებს.

- ჯან­მრთე­ლო­ბის რა სა­ხის პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვის გა­და­ვა­დე­ბის, ან სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი?

- სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვი­სას, სამ­ხედ­რო სა­მე­დი­ცი­ნო სა­ექ­სპერ­ტო კო­მი­სია ხელ­მძღვა­ნე­ლობს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის N 360 ბრძა­ნე­ბით, სა­დაც გა­წე­რი­ლია და­ა­ვა­დე­ბა­თა ცხრი­ლი, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ მო­ცუ­ლო­ბი­თი დო­კუ­მენ­ტია და გან­სა­ზღვრავს ჯან­მრთე­ლო­ბის რა მდგო­მა­რე­ო­ბით იღებს ესა თუ ის პირი გა­და­ვა­დე­ბას, ან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბას სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი­დან.

ის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც იღე­ბენ გა­და­ვა­დე­ბას სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი­დან ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის დად­გე­ნი­სას, ყვე­ლა­ზე ხში­რად უვად­დე­ბათ თე­რა­პი­უ­ლი, ტრამ­ვა­ტო­ლო­გი­უ­რი და ფსი­ქი­არ­ტი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო.

- და­ვუშ­ვათ, სამი წლის წინ ადა­მი­ანს ჰქონ­და მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი, ან ახა­ლი გა­და­ტა­ნი­ლი ჰქონ­და მე­ნინ­გი­ტი და გა­და­უ­ვად­და ჯარ­ში წას­ვლა, ახლა ისევ იძა­ხებთ, ასე­თი გა­მო­ძა­ხე­ბე­ბი ფორ­მა­ლურ სა­ხეს ატა­რებს, თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ისი­ნი წა­იყ­ვა­ნოთ ჯარ­ში?

- გა­და­ვა­დე­ბა ჯანმთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო არის ვა­დით ერთ წლამ­დე და ასე­ვე, ეძ­ლე­ვათ გა­და­ვა­დე­ბა სამ წლამ­დე. ეს ყვე­ლა­ფე­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­შია გა­წე­რი­ლი და არ ატა­რებს ფორ­მა­ლურ ხა­სი­ათს. არის ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც მოგ­ვა­რე­ბა­დია დრო­ის გან­სა­ზღვრულ პე­რი­ოდ­ში და არის შე­უქ­ცე­ვა­დი და­ა­ვა­დე­ბე­ბიც. მა­გა­ლი­თად, მხედ­ვე­ლო­ბის გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი დღეს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მარ­ტი­ვად გვარ­დე­ბა და ასე­ვე სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც გან­კურ­ნე­ბა­დია და გაწ­ვე­ვის­თვის გა­მო­ძა­ხე­ბის დროს შე­იძ­ლე­ბა აწუ­ხებ­და რო­მე­ლი­მე პირს.

- კა­ნონ­ში წე­რია, რომ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის­გან თა­ვი­სუფ­ლდე­ბა პირი, რო­მელ­მაც გა­ი­ა­რა არა­სამ­ხედ­რო ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი შრო­მი­თი სამ­სა­ხუ­რი, რას გუ­ლის­ხმობს ეს, რა სა­ხის შრო­მით სამ­სა­ხურ­ზეა სა­უ­ბა­რი? წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
18
ჯარში ყველა მსახურობს ქართველების გარდა ჩვენ ახალგაზრდებს მხოლოდ სადღეგრძელოში ახსენდებათ სამშობლო...სირცხვილია....
გიორგი
0

გააუქმეთ ეს ჯარი. გაუშვით ეგ ხალხი, იმუშავონ და არჩინონ თავისი ოჯახები იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვარჩინოთ ისინი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

სამხედრო სავალდებულო სამსახურში წასვლა სხვადასხვა მიზეზით ბევრ ადამიანს არ სურს, თუმცა კონკრეტულად რა შეიძლება გახდეს გაწვევის გადავადების, ან სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების საფუძველი, ცოტამ თუ იცის.

კანონის მიხედვით, წვევამდელს ფულის გადახდით გაწვევის გადავადება მხოლოდ ორჯერ და მხოლოდ 25 წლის ასაკამდე შეუძლია. 2000 ლარის გადახდის შემთხვევაში, გაწვევას 18 თვით გადაავადებთ. სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ასაკის პირებს იწვევენ. თუ წვევამდელი გამოძახების შესახებ ცნობას მიიღებს, ეს დადასტურდება და არ გამოცხადდება, ყოველივე ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და პირველ ჯერზე, 1000 ლარის ჯარიმას ითვალისწინებს.

Mshoblebi.ge-ს წვევამდელები, მათი მშობლები და ახლობლები ხშირად მოგვმართავენ გაწვევებთან დაკავშირებული კითხვებით. ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის სამმართველოს წარმომადგენლისგან, დავით ფერაძისგან მოვისმინეთ.

როგორც დავით ფერაძე გვეუბნება, ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემის მქონე ადამიანს გადავადების შემდეგ აუცილებლად იძახებენ და არ აქვს მნიშვნელობა, განკურნებადია, თუ განუკურნებელი ესა თუ დაავადება. ეს არ ეხებათ მხოლოდ შშმ პირებს.

- ჯანმრთელობის რა სახის პრობლემები შეიძლება გახდეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების, ან სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი?

- სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისას, სამხედრო სამედიცინო საექსპერტო კომისია ხელმძღვანელობს თავდაცვის მინისტრის N 360 ბრძანებით, სადაც გაწერილია დაავადებათა ცხრილი, რომელიც საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტია და განსაზღვრავს ჯანმრთელობის რა მდგომარეობით იღებს ესა თუ ის პირი გადავადებას, ან განთავისუფლებას სამხედრო სამსახურიდან.

ის პირები, რომლებიც იღებენ გადავადებას სამხედრო სამსახურიდან ვარგისიანობის დადგენისას, ყველაზე ხშირად უვადდებათ თერაპიული, ტრამვატოლოგიური და ფსიქიარტიული მდგომარეობის გამო.

- დავუშვათ, სამი წლის წინ ადამიანს ჰქონდა მხედველობის პრობლემები, ან ახალი გადატანილი ჰქონდა მენინგიტი და გადაუვადდა ჯარში წასვლა, ახლა ისევ იძახებთ, ასეთი გამოძახებები ფორმალურ სახეს ატარებს, თუ შესაძლებელია, რომ ისინი წაიყვანოთ ჯარში?

- გადავადება ჯანმთელობის მდგომარეობის გამო არის ვადით ერთ წლამდე და ასევე, ეძლევათ გადავადება სამ წლამდე. ეს ყველაფერი კანონმდებლობაშია გაწერილი და არ ატარებს ფორმალურ ხასიათს. არის ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც მოგვარებადია დროის განსაზღვრულ პერიოდში და არის შეუქცევადი დაავადებებიც. მაგალითად, მხედველობის გარკვეული პრობლემები დღეს განვითარებული ტექნოლოგიების საშუალებით მარტივად გვარდება და ასევე სხვა დაავადებები, რომელიც განკურნებადია და გაწვევისთვის გამოძახების დროს შეიძლება აწუხებდა რომელიმე პირს.

- კანონში წერია, რომ სამხედრო სამსახურისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც გაიარა არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური, რას გულისხმობს ეს, რა სახის შრომით სამსახურზეა საუბარი? წაიკითხეთ სრულად

ვინ იყოს ისრაელის კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანი, მეტსახელად, "ქართველი", რომელიც შიშის ზარს სცემდა ტერორისტებს  - "სურამელი ბიჭის" თავბრუდამხვევი კარიერა

"მნიშვნელოვანი შედეგით დავბრუნდით ნატო-ს მინისტერიალიდან, მიღებულია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერებული ვერსია" - ზალკალიანი

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მიესალმება ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის დამტკიცებას