კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი მაქვს" -  განკვეთენ თუ არა  მეუფე პეტრე ცაავას  და რა გეგმები აქვს მას
"პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი მაქვს" -  განკვეთენ თუ არა  მეუფე პეტრე ცაავას  და რა გეგმები აქვს მას

მი­მაჩ­ნია, რომ პატ­რი­არ­ქის წი­ნა­შე მო­სა­ნა­ნი­ე­ბე­ლი არა­ფე­რი მაქვს, - ამის შე­სა­ხებ ჭყონ­დი­დის ყო­ფილ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა პეტ­რე ცა­ა­ვამ მარ­ტვილ­ში, ეპარ­ქი­ა­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ახლა ან თა­ვად უნდა და­ი­სა­ჯოს ცი­ლის­წა­მე­ბის­თვის ან მის მიერ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბა უნდა დამ­ტკიც­დეს კა­ნო­ნი­კუ­რი სა­მარ­თლის მი­ხედ­ვით.

მე­უ­ფე პეტ­რე ცა­ა­ვა აცხა­დებს, რომ მზა­დაა ნე­ბის­მი­ე­რი სას­ჯე­ლის­თვის.

„უსა­მარ­თლო სას­ჯე­ლე­ბი უკვე და­წყე­ბუ­ლია, სე­რი­ე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა. მე მზად ვარ ნე­ბის­მი­ე­რი გა­მოწ­ვე­ვის­თვის...

მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სი­ნა­ნუ­ლით უნდა გა­ვა­ტა­როთ, ვიდ­რე მე­ო­რედ მოს­ვლამ­დე და არა­სო­დეს მა­ვი­წყდე­ბა სი­ტყვე­ბი იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლი­სა, შე­ი­ნა­ნეთ ვი­ნა­ი­დან მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლია ცათა სა­სუ­ფე­ვე­ლი,“ - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე პეტ­რე ცა­ა­ვამ.

ამას­თან, მე­უ­ფე პეტ­რემ „მო­რი­გი ჭორი“ უწო­და გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ის მღვდელმსა­ხუ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას სა­ბერ­ძნე­თის ეკ­ლე­სი­ა­ში აპი­რებს.

„ეს მო­რი­გი ჭო­რია და დავ­ხუ­როთ. ჭო­რებს აღარ გავ­ცეთ პა­სუ­ხი“, - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე პეტ­რე ცა­ა­ვამ.

ამას­თან, მან უპა­სუ­ხა კი­თხვას, აპი­რებს, თუ არა, რომ და­ე­მორ­ჩი­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია მე­ო­რის ბრძა­ნე­ბას, რომ ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ ში­ომ­ღვი­მე­ში განმწეს­დეს.

„მე სიკ­ვდი­ლამ­დე მაქვს აღ­თქმა და­დე­ბუ­ლი იესო ქრის­ტეს მორ­ჩი­ლე­ბი­სა, სა­ხა­რე­ბის სწავ­ლე­ბი­სა, წმინ­და მა­მა­თა სწავ­ლე­ბი­სა და ვა­პი­რებ და­ვე­მორ­ჩი­ლო რჯუ­ლის კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში. უსა­მარ­თლო­ბას, უწ­მინ­დუ­რო­ბას არ და­ვე­მორ­ჩი­ლე­ბი. ვა­პი­რებ და­წყე­ბუ­ლი ბრძო­ლის გაგ­რძე­ლე­ბას ეკ­ლე­სი­ის გა­ჯან­სა­ღე­ბი­სათ­ვის, არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის პრო­ცე­სის და­სა­წყე­ბად“, - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე პეტ­რე ცა­ა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეეეეე
18
მადლია ამ პაატასთავის ამ ქვეყნიდან მალე გასვლა. იქნებ ვეღარ მოასწროს იმაზე უარესი ცოდვის ჩადენა, რაც უკვე ჩაიდინა. არც ინანიებს. ეტყობა იმედი აქვს ახალაიები, სააკიანი უშუამდგომლებენ უფალთან
nana
12
ვის გაჯანსაღებაზე უნდა იზრუნო, სრულიად საქართველოს თავის ტკივილოვ
ავტორი:

"პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი მაქვს" -  განკვეთენ თუ არა  მეუფე პეტრე ცაავას  და რა გეგმები აქვს მას

"პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი მაქვს" -  განკვეთენ თუ არა  მეუფე პეტრე ცაავას  და რა გეგმები აქვს მას

მიმაჩნია, რომ პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი მაქვს, - ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ მარტვილში, ეპარქიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ან თავად უნდა დაისაჯოს ცილისწამებისთვის ან მის მიერ წაყენებული ბრალდება უნდა დამტკიცდეს კანონიკური სამართლის მიხედვით.

მეუფე პეტრე ცაავა აცხადებს, რომ მზადაა ნებისმიერი სასჯელისთვის.

„უსამართლო სასჯელები უკვე დაწყებულია, სერიები გაგრძელდება. მე მზად ვარ ნებისმიერი გამოწვევისთვის...

მთელი ცხოვრება სინანულით უნდა გავატაროთ, ვიდრე მეორედ მოსვლამდე და არასოდეს მავიწყდება სიტყვები იოანე ნათლისმცემლისა, შეინანეთ ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი,“ - აღნიშნა მეუფე პეტრე ცაავამ.

ამასთან, მეუფე პეტრემ „მორიგი ჭორი“ უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის მღვდელმსახურების გაგრძელებას საბერძნეთის ეკლესიაში აპირებს.

„ეს მორიგი ჭორია და დავხუროთ. ჭორებს აღარ გავცეთ პასუხი“, - აღნიშნა მეუფე პეტრე ცაავამ.

ამასთან, მან უპასუხა კითხვას, აპირებს, თუ არა, რომ დაემორჩილოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებას, რომ ჭყონდიდის ეპარქიის დატოვების შემდეგ შიომღვიმეში განმწესდეს.

„მე სიკვდილამდე მაქვს აღთქმა დადებული იესო ქრისტეს მორჩილებისა, სახარების სწავლებისა, წმინდა მამათა სწავლებისა და ვაპირებ დავემორჩილო რჯულის კანონის ფარგლებში. უსამართლობას, უწმინდურობას არ დავემორჩილები. ვაპირებ დაწყებული ბრძოლის გაგრძელებას ეკლესიის გაჯანსაღებისათვის, არსებული პრობლემების მოგვარების პროცესის დასაწყებად“, - აღნიშნა მეუფე პეტრე ცაავამ.

მოსამართლე მაია ოშხარელი კორონავირუსით გარდაიცვალა

"სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით შეზღუდვები ბრწყინვალე "შვიდეულის პერიოდში" იქნება" - ამირან გამყრელიძე

რა მექანიზმი არსებობს ქვეყანაში კორონავირუსის "ინდური შტამის" შემოტანის გასაკონტროლებლად? - თამარ გაბუნიას კომენტარი