ავტორი:

"კასტინგზე კინაღამ მოვკვდი ნერვიულობით, თითქოს სამსჯავროზე გავედი" - ცნობილი კალათბურთელის მეუღლე "მასტერშეფში"

"კასტინგზე კინაღამ მოვკვდი ნერვიულობით, თითქოს სამსჯავროზე გავედი" - ცნობილი კალათბურთელის მეუღლე "მასტერშეფში"

სოფო გოგებაშვილი - ყოფილი მოცეკვავე, კალათბურთელ ნიკა ცქიტიშვილის მეუღლე და სამი შვილის დედა - „მასტერშეფის“ მეორე სეზონის მონაწილეა. ამჟამად საკუთარი ბიზნესით არის დაკავებული, საბავშვო ბრენდ „მიშელის“ დირექტორია. თავისუფალ დროს კი მთლიანად ოჯახს უთმობს.

სოფო გოგებაშვილის კერძმა კასტინგზე ჟიურის მოწონება დაიმსახურა, მეორე ეტაპიც წარმატებით გაიარა და საბოლოოდ, ათეულში მოხვდა. ასე რომ, გაიცანით „მასტერშეფის“ მეორე სეზონის ათეულის წევრი ჩვენი ინტერვიუდან.

- როდის დაინტერესდით კულინარიით?

- კულინარიასთან ოჯახის შექმნის შემდეგ დავმეგობრდი. სულ ვცდილობ, რომ ჩემი ექსპერიმენტებით გავაოცო ოჯახის წევრები. ჩემი მეუღლე გურმანია და, ამავე დროს, საკმაოდ კარგი კულინარიც, ამიტომ მარტივი კერძები ჩვენს ოჯახში არასოდეს მზადდება - ახალი, საინტერესო და კრეატიული კერძები გვიყვარს. მაგალითად, ერთხელ კომშით გავაკეთე ღომი და ყველას ძალიან მოეწონა. ბოლო დროს, სულ მთხოვენ, რომ ხინკალი გავაკეთო. მეც სხვადასხვა ვარიაციით, ჩემებურად ვამზადებ და ძალიან მოსწონთ.

- ოჯახის წევრების იდეა ხომ არ იყო, რომ „მასტერშეფში“ მიგეღოთ მონაწილეობა?

უფრო ჩემი მეგობრების. კასტინგზე რომ დამიბარეს, ჩემს მეუღლეს ცოტა შეეშინდა, რადგან იცის ჩემი ხასიათი; იცის, რომ მიყვარს, როცა სიმშვიდეში, თავისუფლად ვამზადებ. ალბათ, იფიქრა, რომ შოუში დავიძაბებოდი, ვინერვიულებდი. საერთოდ, არ ვარ ემოციური, მაგრამ კასტინგზე კინაღამ მოვკვდი ნერვიულობით. გადაცემაში კიდევ შეკვეცილად აჩვენეს, თორემ, რეალურად, არანორმალურად დიდხანს გაგრძელდა მათი პასუხების მოლოდინი. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სამსჯავროზე გავედი და განაჩენს ველოდებოდი. თანაც ოჯახის წევრები მახლდნენ და არ მინდოდა, მათთვის იმედი გამეცრუებინა.

- საბოლოოდ, ჟიურის კერძი მოეწონა.

- საბოლოოდ, დიახ. ლუკამ მითხრა, რომ აჯობებდა, თევზი იქვე შემეწვა და სერვირებაც ადგილზე მომეხერხებინა. ამაში ნამდვილად ვეთანხმები და მართლა ვნანობ, რადგან ჩემი თევზი ძალიან კარგად დამუშავებული იყო, იქვე რომ შემეწვა, არომატს უკეთ შეინარჩუნებდა. თუმცა, საბედნიეროდ, წინსაფარი მაინც მოვიპოვე.

- ელოდით წინსაფრის მიღებას?

თამამად ვიყავი მისული, წინააღმდეგ შემთხვევაში, არც მოვიდოდი ამ შოუში. ისეთ რამეს არასოდეს ვაკეთებ, რაც არ ვიცი, რომ წარმატებით დასრულდება, მაგრამ იქ რომ შედიხარ, ბუნებრივად მოდის ეს ემოცია და ნერვიულობა. მით უმეტეს, მე ხომ არ ვარ გამოცდილი მზარეული, უბრალოდ, ოჯახში ვამზადებ. გულის სიღრმეში მაინც მჯეროდა, რომ მივიღებდი წინსაფარს, მაგრამ იმას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ჟიურის სამივე წევრს მოეწონებოდა ჩემი კერძი. წაიკითხეთ ვრცლად

Georgia Capital-ი უძრავი ქონების ბაზარზე ახალი მიმართულების განვითარებას გეგმავს

"თუ სახელმწიფომ დანაშაული არ აღიარა, ცხვირიდან ძმარს ვადენ" - მალხაზ მაჩალიკაშვილი

ქართველი მოსწავლეების პროექტი "Stem შაბათის სკოლა დევნილებისთვის" AEIF კონკურსის გამარჯვებული გახდა