ავტორი:

რა ვითარებაა ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში, სადაც ეპარქიის გადაბარებასთან დაკავშირებით, კომისიის წევრები ჩავიდნენ

რა ვითარებაა ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში, სადაც ეპარქიის გადაბარებასთან დაკავშირებით, კომისიის წევრები ჩავიდნენ

ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში, ეპარქიის გადაბარებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წევრები შეიკრიბნენ. როგორც კომისიის ერთ-ერთი წევრი მამა ანდრია სარია, რომელმაც პროტესტის ნიშნად ინჩხურის ტაძრის წინამძღოლობა დატოვა, ამბობს, რომ ქონების აღწერა მარტვილის რეზიდენციიდან და ტაძრიდან დაიწყება.

„რაც შეეხება კომპეტენციას, მე ერთი ვიცი ნუგზარ სამხარაძე, რომელიც არის ეკონომისტი. ჩვენც ვართ ამ კომისიაში, რადგან ჩვენ უნდა გადავაბაროთ ქონება. დეტალურად მოხდება აღწერა. როდესაც აქ მეუფე პეტრე მოვიდა, მისი ინიციატივა იყო, რომ ყველაფერი გადაფორებულიყო ეპარქიის სახელზე, რომ ეს არის ეკლესიის ქონება და არა მისი პირადი. ჩვენ ამას ყოველთვის აღვნიშნავთ. რაც ჩემი ნივთი იყო, ეს არის წიგნები, რაც მოვაგროვე სტუდენტობის დროს. დანარჩენი, რაც ოდესმე უჩუქნიათ ჩემთვის, არის ეკლესიის ქონება და ეკლესიას დარჩება", - ამბობს ინჩხურის ტაძრის ყოფილი წინამძღვარი მამა ანდრია სარია.

კომისია ცხრა წევრისგან შედგება. მათ შორის არიან სასულიერო და საერო პირები. კომისიას სვეტიცხოვლის წინამძღვარი მეუფე სერაფიმე ჭედია ხელმძღვანელობს.

ჭყონდიდის ეპარქიას მეუფე პეტრე დღეს დატოვებს.

"სამი შვილი მყავს და ცოლი - აღარ..." - რას ჰყვება წლების შემდეგ სცენაზე დაბრუნებული "ყიფო" პირადსა და "საქართველოს ვარსკვლავზე"

საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის(GAPD) მიერ, თბილისში, რიგით მესამე საერთაშორისო კონგრესი გაიმართა

პური, ხორცი, ხილი, ბოსტნეული, რძე, თევზეული და ტკბილეული გაძვირდა