სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის წყვეტს ბავშვი სიმაღლეში ზრდას და რა სახის ჩარევაა შესაძლებელი - ენდოკრინოლოგის საჭირო რჩევები მშობლებს
როდის წყვეტს ბავშვი სიმაღლეში ზრდას და რა სახის ჩარევაა შესაძლებელი - ენდოკრინოლოგის საჭირო რჩევები მშობლებს

ზოგ­ჯერ მშობ­ლე­ბი წუ­ხან, რომ მათი შვი­ლი თა­ნა­ტო­ლებს სი­მაღ­ლე­ში ჩა­მორ­ჩე­ბა. სი­მაღ­ლე­ში ზრდის პრობ­ლე­მა სა­ყუ­რა­დღე­ბოა და პრობ­ლე­მის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჩა­რე­ვას სქე­სობ­რივ მომ­წი­ფე­ბამ­დე აქვს აზრი. რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ მშობ­ლე­მა ამ დროს და ძი­რი­თა­დად, რა შეც­დო­მებს უშ­ვე­ბენ ისი­ნი, ამ თე­მა­ზე ბავ­შვთა ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი, პე­დი­ატ­რი ნინო ხე­ლა­ძე სა­უბ­რობს.

- სი­მაღ­ლე ძა­ლი­ან ბევრ რა­მე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. პირ­ველ რიგ­ში, გე­ნე­ტი­კა­ზე. როცა ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გე­ბი ვცდი­ლობთ, რომ გა­მო­ვით­ვა­ლოთ, რა არის კონ­კრე­ტუ­ლი ბავ­შვის­თვის ნორ­მა, რა თქმა უნდა, ვით­ვლით მშობ­ლე­ბის სი­მაღ­ლი­დან გა­მო­დი­ნა­რე. ამის­თვის სპე­ცი­ა­ლურ ფორ­მუ­ლას ვი­ყე­ნებთ. ფორ­მუ­ლა ასე­თია: (დე­დის სი­მაღ­ლეს + მა­მის სი­მაღ­ლე) : 2.თუ ვა­ჟია, ამ მაჩ­ვე­ნე­ბელს უნდა და­ვუ­მა­ტოთ 6.5 სმ, თუ გო­გო­ნაა, უნდა გა­მო­ვაკ­ლოთ 6.5 სმ. მი­ღე­ბუ­ლი რი­ცხვი +/- 5 სმ-ან დი­ა­პა­ზონ­ში არის ბავ­შვის გე­ნე­ტი­კუ­რად გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი მო­სა­ლოდ­ნე­ლი სი­მაღ­ლე.გარ­და ამი­სა, გე­ნე­ტი­კი­სა და გა­რე­მოს ურ­თი­ერთქმე­დე­ბა გვაძ­ლევს პა­ცი­ენ­ტის კონ­კრე­ტულ სი­მაღ­ლე­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას. გა­რე­მო­ში იგუ­ლის­ხმე­ბა კვე­ბა, ზო­გა­დი ჯან­მრთე­ლო­ბა, რამ­დე­ნად სო­ცი­ა­ლუ­რად მშვიდ და ბედ­ნი­ერ ოჯახ­ში ცხოვ­რობს ბავ­შვი. ზრდის პრო­ცე­სი, მო­ზარ­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, და­მო­კი­დე­ბუ­ლია, რა ასაკ­ში და­ე­წყოთ­სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბა. სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბის პე­რი­ოდს სი­მაღ­ლე­ში სწრა­ფი ზრდა ახა­სი­ა­თებს. ხოლო ამ პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სი­მაღ­ლე­ში ზრდაც სრულ­დე­ბა.

- შე­იძ­ლე­ბა სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბა პრე­პა­რა­ტით შე­ვა­ჩე­როთ, რათა ბავ­შვს მეტი სა­შუ­ა­ლე­ბა მივ­ცეთ გაზ­რდის­თვის?

- წე­სით, გო­გო­ნებ­ში 8 წლამ­დე და ვა­ჟებ­ში 9 წლამ­დე არ უნდა და­ი­წყოს სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბის ნიშ­ნე­ბი. პირ­ველ რიგ­ში, უნდა გა­მო­ვიკ­ვლი­ოთ მი­ზე­ზი, რა­ტომ ხდე­ბა ნა­ად­რე­ვი მომ­წი­ფე­ბა. თუ ეს ჭეშ­მა­რი­ტი პროგ­რე­სი­რე­ბა­დი ნა­ად­რე­ვი სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბაა, მა­შინ შეს­წავ­ლის შემ­დეგ დგე­ბა სა­კი­თხი, შე­ვა­ჩე­როთ თუ არ შე­ვა­ჩე­როთ. რა თქმა უნდა, ეს ჰორ­მო­ნა­ლუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბა.

- რა რის­კე­ბი ახ­ლავს პრე­პა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას?

- სპე­ცი­ფი­უ­რი სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტი უმე­ტე­სად ინექ­ცი­ის სა­ხით კეთ­დე­ბა 28 დღე­ში ერთხელ, თუმ­ცა ეს არის იშ­ვი­ა­თი, ძა­ლი­ან კარ­გად გა­მოკ­ვლე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი. ხში­რად შე­იძ­ლე­ბა რა­ი­მე სიმ­სივ­ნუ­რი პა­თო­ლო­გია აღ­მოჩ­ნდეს თა­ვის ტვინ­ში, რო­მელ­მაც ნა­ად­რე­ვი მომ­წი­ფე­ბა ეს გა­მო­იწ­ვია და სიმ­სივ­ნის მო­ცი­ლე­ბის შემ­დეგ, შე­საძ­ლე­ბე­ლია პრობ­ლე­მაც ამო­ი­ფხვრას. თუმ­ცა, ნა­ად­რე­ვი სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბის შე­ჩე­რე­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დია, გან­სა­კუთ­რე­ბით გო­გო­ნებ­ში. პრე­პა­რატს ძა­ლი­ან მი­ნი­მა­ლუ­რი რის­კე­ბი აქვს. შე­ჩე­რე­ბა ხდე­ბა უმე­ტე­სად 2 ან მეტი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­ცი­ენ­ტის ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

ჯან­მრთელ ბავ­შვებ­ში სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბის პე­რი­ო­დი 2-დან 3 წლამ­დე გრძელ­დე­ბა. ძი­რი­თა­დად, ეს პე­რი­ო­დი სწრა­ფი ზრდი­თა და სხე­უ­ლის სწრა­ფი ცვლი­ლე­ბე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბა რომ დას­რულ­დე­ბა, ძა­ლი­ან მალე სი­მაღ­ლე­ში ზრდის პრო­ცე­სიც სრულ­დე­ბა. ამი­ტომ, თუ სი­მაღ­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ი­მე პრობ­ლე­მაა, თუ ბავ­შვი ტან­და­ბა­ლია, სქე­სობ­რივ მომ­წი­ფე­ბას არ უნდა და­ვე­ლო­დოთ. უნდა შე­ვა­ფა­სოთ, რა­ი­მე მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი ნივ­თი­რე­ბის, ვი­ტა­მი­ნის, მიკ­რო­ე­ლემ­ნე­ტის დე­ფი­ცი­ტი ხომ არ აქვს, არის თუ არა ზო­გა­დად ჯან­მრთე­ლი. სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბის დას­რუ­ლე­ბის, ლუ­ლო­ვა­ნი ძვლე­ბის ძვალ­საზ­რდე­ლე­ბის გაძ­ვა­ლე­ბის შემ­დეგ აღა­რა­ფე­რი შეგ­ვიძ­ლია. ძა­ლი­ან ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, როცა 15-16 წლის გო­გო­ნა მო­დის და­წუხს, რომ სი­მაღ­ლე­ში აღარ იზ­რდე­ბა.

როცა ჩა­ვე­კი­თხე­ბით, რო­დის და­ე­წყო ციკ­ლი, გვპა­სუ­ხობს, რომ 11-12 წლის ასაკ­ში. ციკ­ლის მოს­ვლი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით 2 წე­ლი­წად­ში ზრდა პა­ცი­ენ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში დას­რუ­ლე­ბუ­ლია. იმ დროს უკვე გვი­ა­ნია ამა­ზე დარ­დი. თუ ოჯახს აწუ­ხებ­და და ხე­დავ­და, რომ, თა­ნა­ტო­ლებ­თან შე­და­რე­ბით, გა­მორ­ჩე­უ­ლად ტან­და­ბა­ლი იყო, ვიდ­რე მომ­წი­ფე­ბის ნიშ­ნე­ბი და­ე­წყე­ბო­და, მა­ნამ უნდა მი­ექ­ცია ყუ­რა­დღე­ბა. ყვე­ლა ასაკს გარ­კვე­უ­ლი ზრდის ტემ­პი ახა­სი­ა­თებს. მა­გა­ლი­თად, სკო­ლის ასა­კის ბავ­შვი 5-დან 7 სან­ტი­მეტ­რამ­დე უნდა იზ­რდე­ბო­დეს წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. თუ მა­გა­ლი­თად, ბავ­შვს აქვს ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, მკურ­ნა­ლობს სტე­რო­ი­დუ­ლი ან ცი­ტო­ტოქ­სი­უ­რი პრე­პა­რა­ტე­ბით და სხვა­დას­ხვა ფაქ­ტორ­მა გა­მო­იწ­ვია სი­მაღ­ლე­ში ზრდის ტემ­პის შე­ჩე­რე­ბა, მა­ლე­ვე უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა, რომ სა­ბო­ლოო სი­მაღ­ლის ოპ­ტი­მი­ზა­ცია შევ­ძლოთ.

-რო­გორ უნდა მიხ­ვდეს მშო­ბე­ლი, რომ მისი შვი­ლის სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბის პრო­ცე­სი დას­რულ­და?

- არ არის მარ­ტი­ვი სა­კი­თხი, ვი­ნა­ი­დან მომ­წი­ფე­ბა რომ ეწყე­ბათ, ბავ­შვე­ბი მშობ­ლებს მე­ო­რად სა­ს­ქე­სო ნიშ­ნებს არ აჩ­ვე­ნე­ბენ. გო­გო­ნებ­ში ეს უფრო ად­ვი­ლი გა­სარ­კვე­ვია, როცა უკვე რე­გუ­ლა­რუ­ლი ციკ­ლი აქვთ, ზრდის ტემ­პიც ნელ­დე­ბა. ვა­ჟებ­ში ბევ­რად რთუ­ლია. მშობ­ლებს არ აქვთ ინ­ფორ­მა­ცია, რა რა­ო­დე­ნო­ბის გათ­მი­ა­ნე­ბა უნდა ჰქონ­დეთ მათ. ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გე­ბი ვა­ფა­სებთ სა­თეს­ლე ჯირ­კვლის ზო­მას, გათ­მი­ა­ნე­ბის ტიპს და იმის მი­ხედ­ვით ვად­გენთ, მომ­წი­ფე­ბის რო­მე­ლი სტა­დი­აა. მშობ­ლის­თვის ამის ცოდ­ნა რთუ­ლია. მაგ­რამ, როცა ვა­ჟებს უკვე მა­მა­კა­ცუ­რი ტი­პის გათ­მი­ა­ნე­ბა აქვთ, წვერ­საც სრუ­ლად იპარ­სა­ვენ, მშო­ბელს შე­უძ­ლია ივა­რა­უ­დოს, რომ მომ­წი­ფე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლია. და­სა­წყი­სიც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. გა­მო­ხა­ტუ­ლი ნიშ­ნე­ბი რო­მე­ლებ­საც მშობ­ლე­ბი ად­ვი­ლად შე­ა­ფა­სე­ბენ: გათ­მი­ა­ნე­ბა იღ­ლი­ა­ში, ბოქ­ვენ­ზე, სა­ხე­ზე შავი წერ­ტი­ლო­ვა­ნი გა­მო­ნა­ყა­რი, მო­მა­ტე­ბუ­ლი ცხი­მი­ა­ნო­ბა. ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, რა­საც მშობ­ლე­ბი ამ­ჩნე­ვენ, ესაა სპე­ცი­ფი­უ­რი ოფ­ლის სუნი. რო­გორც კი გაჩ­ნდე­ბა, დიდი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, ნაკ­ლე­ბად სა­სი­ა­მოვ­ნო ოფ­ლის სუნი, ეს უკვე მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლია, რომ სა­ს­ქე­სო ჰორ­მო­ნებ­მა მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო...წა­ი­კი­თეთ სრუ­ლად

XXX
8
მამა პეტრე საქართველოს მოღალატეთა სიაში უნდა ჩაეწეროს. მან დარტყმა მიაყენა ქართულ რელიგიას, მართლმადიდებლობა ერთადერთია, რითიც სული გვიდგას. მისი მიზანი არეულობის გამძაფრებაა. სხვის ცოდვებზე რომ საუბრობს, თვითონ წმინდანია? ღმერთის ეშინოდეს. ცილისწამება საშინელი ცოდვაა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

როდის წყვეტს ბავშვი სიმაღლეში ზრდას და რა სახის ჩარევაა შესაძლებელი - ენდოკრინოლოგის საჭირო რჩევები მშობლებს

როდის წყვეტს ბავშვი სიმაღლეში ზრდას და რა სახის ჩარევაა შესაძლებელი - ენდოკრინოლოგის საჭირო რჩევები მშობლებს

ზოგჯერ მშობლები წუხან, რომ მათი შვილი თანატოლებს სიმაღლეში ჩამორჩება. სიმაღლეში ზრდის პრობლემა საყურადღებოა და პრობლემის არსებობის შემთხვევაში ჩარევას სქესობრივ მომწიფებამდე აქვს აზრი. რა უნდა გაითვალისწინონ მშობლემა ამ დროს და ძირითადად, რა შეცდომებს უშვებენ ისინი, ამ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგი, პედიატრი ნინო ხელაძე საუბრობს.

- სიმაღლე ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, გენეტიკაზე. როცა ენდოკრინოლოგები ვცდილობთ, რომ გამოვითვალოთ, რა არის კონკრეტული ბავშვისთვის ნორმა, რა თქმა უნდა, ვითვლით მშობლების სიმაღლიდან გამოდინარე. ამისთვის სპეციალურ ფორმულას ვიყენებთ. ფორმულა ასეთია: (დედის სიმაღლეს + მამის სიმაღლე) : 2.თუ ვაჟია, ამ მაჩვენებელს უნდა დავუმატოთ 6.5 სმ, თუ გოგონაა, უნდა გამოვაკლოთ 6.5 სმ. მიღებული რიცხვი +/- 5 სმ-ან დიაპაზონში არის ბავშვის გენეტიკურად განპირობებული მოსალოდნელი სიმაღლე.გარდა ამისა, გენეტიკისა და გარემოს ურთიერთქმედება გვაძლევს პაციენტის კონკრეტულ სიმაღლეზე ინფორმაციას. გარემოში იგულისხმება კვება, ზოგადი ჯანმრთელობა, რამდენად სოციალურად მშვიდ და ბედნიერ ოჯახში ცხოვრობს ბავშვი. ზრდის პროცესი, მოზარდების შემთხვევაში, დამოკიდებულია, რა ასაკში დაეწყოთსქესობრივი მომწიფება. სქესობრივი მომწიფების პერიოდს სიმაღლეში სწრაფი ზრდა ახასიათებს. ხოლო ამ პროცესის დასრულების შემდეგ სიმაღლეში ზრდაც სრულდება.

- შეიძლება სქესობრივი მომწიფება პრეპარატით შევაჩეროთ, რათა ბავშვს მეტი საშუალება მივცეთ გაზრდისთვის?

- წესით, გოგონებში 8 წლამდე და ვაჟებში 9 წლამდე არ უნდა დაიწყოს სქესობრივი მომწიფების ნიშნები. პირველ რიგში, უნდა გამოვიკვლიოთ მიზეზი, რატომ ხდება ნაადრევი მომწიფება. თუ ეს ჭეშმარიტი პროგრესირებადი ნაადრევი სქესობრივი მომწიფებაა, მაშინ შესწავლის შემდეგ დგება საკითხი, შევაჩეროთ თუ არ შევაჩეროთ. რა თქმა უნდა, ეს ჰორმონალური პრეპარატების მეშვეობით ხდება.

- რა რისკები ახლავს პრეპარატის გამოყენებას?

- სპეციფიური სამკურნალო პრეპარატი უმეტესად ინექციის სახით კეთდება 28 დღეში ერთხელ, თუმცა ეს არის იშვიათი, ძალიან კარგად გამოკვლეული შემთხვევები. ხშირად შეიძლება რაიმე სიმსივნური პათოლოგია აღმოჩნდეს თავის ტვინში, რომელმაც ნაადრევი მომწიფება ეს გამოიწვია და სიმსივნის მოცილების შემდეგ, შესაძლებელია პრობლემაც ამოიფხვრას. თუმცა, ნაადრევი სქესობრივი მომწიფების შეჩერება მთელ მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, განსაკუთრებით გოგონებში. პრეპარატს ძალიან მინიმალური რისკები აქვს. შეჩერება ხდება უმეტესად 2 ან მეტი წლის განმავლობაში პაციენტის ასაკიდან გამომდინარე.

ჯანმრთელ ბავშვებში სქესობრივი მომწიფების პერიოდი 2-დან 3 წლამდე გრძელდება. ძირითადად, ეს პერიოდი სწრაფი ზრდითა და სხეულის სწრაფი ცვლილებებით ხასიათდება. სქესობრივი მომწიფება რომ დასრულდება, ძალიან მალე სიმაღლეში ზრდის პროცესიც სრულდება. ამიტომ, თუ სიმაღლესთან დაკავშირებით რაიმე პრობლემაა, თუ ბავშვი ტანდაბალია, სქესობრივ მომწიფებას არ უნდა დაველოდოთ. უნდა შევაფასოთ, რაიმე მნიშნელოვანი ნივთირების, ვიტამინის, მიკროელემნეტის დეფიციტი ხომ არ აქვს, არის თუ არა ზოგადად ჯანმრთელი. სქესობრივი მომწიფების დასრულების, ლულოვანი ძვლების ძვალსაზრდელების გაძვალების შემდეგ აღარაფერი შეგვიძლია. ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა 15-16 წლის გოგონა მოდის დაწუხს, რომ სიმაღლეში აღარ იზრდება.

როცა ჩავეკითხებით, როდის დაეწყო ციკლი, გვპასუხობს, რომ 11-12 წლის ასაკში. ციკლის მოსვლიდან, დაახლოებით 2 წელიწადში ზრდა პაციენტების უმეტესობაში დასრულებულია. იმ დროს უკვე გვიანია ამაზე დარდი. თუ ოჯახს აწუხებდა და ხედავდა, რომ, თანატოლებთან შედარებით, გამორჩეულად ტანდაბალი იყო, ვიდრე მომწიფების ნიშნები დაეწყებოდა, მანამ უნდა მიექცია ყურადღება. ყველა ასაკს გარკვეული ზრდის ტემპი ახასიათებს. მაგალითად, სკოლის ასაკის ბავშვი 5-დან 7 სანტიმეტრამდე უნდა იზრდებოდეს წლის განმავლობაში. თუ მაგალითად, ბავშვს აქვს ქრონიკული დაავადება, მკურნალობს სტეროიდული ან ციტოტოქსიური პრეპარატებით და სხვადასხვა ფაქტორმა გამოიწვია სიმაღლეში ზრდის ტემპის შეჩერება, მალევე უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ საბოლოო სიმაღლის ოპტიმიზაცია შევძლოთ.

-როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ მისი შვილის სქესობრივი მომწიფების პროცესი დასრულდა?

- არ არის მარტივი საკითხი, ვინაიდან მომწიფება რომ ეწყებათ, ბავშვები მშობლებს მეორად სასქესო ნიშნებს არ აჩვენებენ. გოგონებში ეს უფრო ადვილი გასარკვევია, როცა უკვე რეგულარული ციკლი აქვთ, ზრდის ტემპიც ნელდება. ვაჟებში ბევრად რთულია. მშობლებს არ აქვთ ინფორმაცია, რა რაოდენობის გათმიანება უნდა ჰქონდეთ მათ. ენდოკრინოლოგები ვაფასებთ სათესლე ჯირკვლის ზომას, გათმიანების ტიპს და იმის მიხედვით ვადგენთ, მომწიფების რომელი სტადიაა. მშობლისთვის ამის ცოდნა რთულია. მაგრამ, როცა ვაჟებს უკვე მამაკაცური ტიპის გათმიანება აქვთ, წვერსაც სრულად იპარსავენ, მშობელს შეუძლია ივარაუდოს, რომ მომწიფება დასრულებულია. დასაწყისიც ძალიან საინტერესოა. გამოხატული ნიშნები რომელებსაც მშობლები ადვილად შეაფასებენ: გათმიანება იღლიაში, ბოქვენზე, სახეზე შავი წერტილოვანი გამონაყარი, მომატებული ცხიმიანობა. ერთ-ერთი პირველი, რასაც მშობლები ამჩნევენ, ესაა სპეციფიური ოფლის სუნი. როგორც კი გაჩნდება, დიდი ადამიანისათვის დამახასიათებელი, ნაკლებად სასიამოვნო ოფლის სუნი, ეს უკვე მიმანიშნებელია, რომ სასქესო ჰორმონებმა მუშაობა დაიწყო...წაიკითეთ სრულად

"გთხოვთ მიუტევოთ ჩემს ნაც დაიკოს, რომ სულმთლად გაგიჟდა" - მიხეილ გრემელაშვილი მარიამ კუკუნაშვილის სკანდალურ ბრალდებას "ფეისბუქზე" პასუხობს

"განგაშის ზარია შემოსაკრავი... თბილისში ძაღლებში ცოფის შემთხვევები გამოჩნდა" - ამირან გამყრელიძე

"კოვიდი არ დამთავრდება დღეს, ხვალ, ზეგ, არც წლის ბოლოს... ქვეყნები ჩაკეტილი ვერ ვიქნებით" - ამირან გამყრელიძე