ქვემო ბოდბეში, სოფელ მიზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრაში ბრალდებულის თანასოფლელები ხელმოწერებს აგროვებენ.ისინი დღეს დაკავებული პაატა მაჭარაშვილის სახლთან შეიკრიბნენ და 56 წლის მამაკაცის გათავისუფლება მოითხოვეს. მოსახლეობა პროკურატურას გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს,სანაცლოდ ხელმოწერებს წარადგენენ და თავდებში უდგებიან.
მათი ინფორმაცით, მაჭარაშვილმა დანაშაული აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა და მომხდარს ნანობს.
პოლიციამ მაჭარაშვილი დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავა, ის ყვარლის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული და სავარაუდოდ, ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. გამოძიება 117 მუხლით მიმდინარეობს,რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ცნობისთვის, ორი დღის წინ ქვემო ბოდბეში, 56 წლის პაატა მაჭარაშვილმა 31 წლის კობა თარაშვილი დაჭრა,რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილია.