პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს მეუღლეს არ უნდა, გამხდარი ვიყო..." - როგორია იუმორისტი მსახიობის ცხოვრება ეკრანს მიღმა
"ჩემს მეუღლეს არ უნდა, გამხდარი ვიყო..." - როგორია იუმორისტი მსახიობის ცხოვრება ეკრანს მიღმა

ცი­ა­კო ფი­ფია იმ იუ­მო­რის­ტთა შო­რის არის, ვინც "რუს­თა­ვი 2"-ში დარ­ჩე­ნას "მთა­ვარ არხზე" გა­დას­ვლა ამ­ჯო­ბი­ნა. მისი მრა­ვა­ლი პერ­სო­ნა­ჟი­დან სა­ზო­გა­დე­ბას ყვე­ლა­ზე კარ­გად "სვეც­კი რძა­ლი" ამახ­სოვ­რდე­ბა. რო­გო­რია იუ­მო­რის­ტი მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა და ოჯა­ხი ეკ­რანს მიღ­მა, ამის შე­სა­ხებ ცი­ა­კო ფი­ფია ჟურ­ნალ "გზას­თან" სა­უბ­რობს:

ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დე­ლი ოც­ნე­ბე­ბი და დღე­ვან­დე­ლი რე­ა­ლო­ბა

- ბავ­შვო­ბა­ში მომ­ღერ­ლო­ბა ძა­ლი­ან მინ­დო­და, თუმ­ცა ამ პრო­ფე­სი­ის­გან "შორს ვარ". სა­ერ­თოდ, სცე­ნა­ზე ტრი­ალ-ბზრი­ა­ლი, თა­მა­ში, ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა მომ­წონ­და. "ცო­ცხა­ლი", აქ­ტი­უ­რი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, პირ­ვე­ლო­ბა მიყ­ვარ­და. აქ­ტი­უ­რი და ქოთ­ქო­თა დღე­საც ვარ და ნა­წი­ლობ­რივ, ოც­ნე­ბა ამიხ­და: რე­ა­ლუ­რად, ახლა იმ საქ­მეს ვა­კე­თებ, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს - ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ, იუ­მო­რის­ტი ვარ. მომ­ღერ­ლო­ბა­ზე ოც­ნე­ბა ოც­ნე­ბად დამ­რჩა - ამ მხრივ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე არც მი­ფიქ­რია. თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც არ ჩა­მი­ბა­რე­ბია - სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბა­თა და ჯან­დაც­ვის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ­დი. წე­სით, ეკო­ლო­გი უნდა ვიყო. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბის­თა­ნა­ვე "მან­სან­კა­ნის" გუნდში ამიყ­ვა­ნეს. ჩემი კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლაც აქე­დან და­ი­წყო: ჟი­უ­რი­ში ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი და ალექს მალ­ხა­ზიშ­ვი­ლი იყ­ვნენ. პირ­ვე­ლად ვანო დე­რე­ფან­ში შემ­ხვდა და მი­თხრა: გაკ­ვირ­დე­ბით, ძა­ლი­ან მოგ­ვე­წო­ნეო. ზუს­ტად 3 დღე ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან ფე­ხე­ბი მი­ცახ­ცა­ხებ­და - ვა­ი­მე, მაკ­ვირ­დე­ბი­ან, რა მეშ­ვე­ლე­ბა-მეთ­ქი (იღი­მის)?!. "კო­მე­დი ჯგუფ­ში" მა­ლე­ვე ამიყ­ვა­ნეს, ოღონდ თავ­და­პირ­ვე­ლად გა­და­ცე­მის­თვის - "ტეს­ტი იუ­მორ­ზე" ვმუ­შა­ობ­დი, რო­მე­ლიც "კო­მე­დი არხზე" გა­დი­ო­და. შემ­დეგ "კო­მე­დი შო­უ­ში" გა­და­მიყ­ვა­ნეს.

"კო­მე­დი ჯგუ­ფი" და "ახა­ლი შა­ბა­თის შოუ"

- "რუს­თა­ვი 2"-დან "მთა­ვარ არხზე" გა­დას­ვლა, ჩემი აზ­რით, ყვე­ლამ და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­წყვი­ტა. პი­რა­დად მე, ამა­ზე დიდ­ხანს არ მი­ფიქ­რია - ზუს­ტად ვი­ცო­დი, რომ "მთა­ვარ არხზე" გა­და­ვი­დო­დი. "კო­მე­დი ჯგუფ­ში" ერთი ოჯა­ხი­ვით ვი­ყა­ვით. ისე­თი გრა­ფი­კი გვქონ­და, დროს სულ ერ­თად ვა­ტა­რებ­დით. გარ­კვე­ულ­წი­ლად, ეს შე­იც­ვა­ლა - გა­ვი­ყა­ვით: ნა­წი­ლი "მთა­ვარ არხზე" წა­ვე­დით, ნა­წი­ლი - დარ­ჩა, მაგ­რამ ეს ჩვენს მე­გობ­რო­ბა­სა და ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე არ ასა­ხუ­ლა. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, ვმე­გობ­რობთ. უბ­რა­ლოდ, რა თქმა უნდა, იუ­მო­რის სფე­რო­ში კონ­კუ­რენ­ტე­ბი ვართ, რად­გან ახლა სხვა­დას­ხვა არხზე, სხვა­დას­ხვა გა­და­ცე­მა­ზე ვმუ­შა­ობთ. ისი­ნიც და ჩვენც ვცდი­ლობთ, ერ­თმა­ნეთს ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცია გა­ვუ­წი­ოთ, რაც მგო­ნია, ხალ­ხის­თვის კარ­გია - უფრო მეტი სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, ბევ­რი იცი­ნონ. ვფიქ­რობ, კარ­გი და­სა­წყი­სი გვაქვს. ძა­ლი­ან მო­წა­დი­ნე­ბუ­ლე­ბი და შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნე­ბი ვართ.

- აღ­ნიშ­ნე, "კო­მე­დი ჯგუ­ფი­დან" წას­ვლა­ზე ბევ­რი არ მი­ფიქ­რი­აო, მაგ­რამ მი­ზე­ზი არ გით­ქვამს: რა­ტომ ამ­ჯო­ბი­ნე "მთა­ვა­რი არ­ხის" გუნდთან მუ­შა­ო­ბა?

- ჩემი თავი აქ უფრო მე­ტად და­ვი­ნა­ხე. უფრო სა­ჭი­როდ მი­ვიჩ­ნიე "მთა­ვარ არხზე" გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი.

- სო­ფი­კოს შვი­ლის, რო­მელ­საც დე­და­მი­სი (თა­თია სუ­ლუ­აშ­ვი­ლის პერ­სო­ნა­ჟი) თავ­ში ურტყამ­და, გან­სა­ხი­ე­რე­ბა მტკივ­ნე­უ­ლი იყო?

- ვა­ი­მე, მტკივ­ნე­უ­ლი?! მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბის გა­მოც­დის სკეტ­ჩის ჩა­წე­რი­სას, გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე პირ­ვე­ლად რომ გა­ვე­დით, მსა­ხი­ო­ბე­ბი ავ­ტო­მო­ბილ­ში თბი­ლად ვის­ხე­დით, მაგ­რამ გა­რეთ მყო­ფი ოპე­რა­ტო­რი ბი­ჭე­ბი დავ­ტან­ჯეთ, რად­გან ალ­ბათ, 40 დუბ­ლი ჩავ­წე­რეთ. სულ მე­ცი­ნე­ბო­და. თა­თი­ამ პირ­ვე­ლად რომ და­მარ­ტყა, ასეთ ძლი­ერ დარ­ტყმას არ ვე­ლო­დი. სი­ცი­ლი რომ აგ­ვი­ტყდა, ვე­ღარ გავ­ჩერ­დით. წარ­მო­იდ­გი­ნე, 40 დუბ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში თავ­ში თქა­ფათ­ქუ­ფი გამ­დი­ო­და. თით­ქოს ეპი­ზო­დის გა­და­ღე­ბას ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვან­დით, მაგ­რამ სა­დღაც მა­ინც გა­მე­ცი­ნე­ბო­და ხოლ­მე. მერე ისევ თა­ვი­დან ვი­წყებ­დით... ეს ეპი­ზო­დი არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა. გა­და­ღე­ბის მერე ვფიქ­რობ­დი, ტვი­ნის შერ­ყე­ვა ხომ არ მაქვს-მეთ­ქი?.."მთა­ვარ არხზე" პირ­ვე­ლად ეთერ­ში მო­ღა­ლა­ტე ცო­ლის რო­ლით გა­მოვ­ჩნდი, რომ­ლის ქმა­რიც გა­მო­ძა­ხე­ბის სერ­ვის­ში მუ­შა­ობს და ცო­ლის საყ­ვა­რელ­მა გა­მო­ი­ძა­ხა! ზუს­ტად ისე­თი ქალი, რო­გო­რიც "ჩემი" მო­ღა­ლა­ტე ცო­ლია, არ მი­ნა­ხავს, მაგ­რამ ვიც­ნობ ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც ქმრებს წარ­ბის აწე­ვით აჩე­რე­ბენ (იცი­ნის)...

"მე­უღ­ლეს არ უნდა, გამ­ხდა­რი ვიყო"

- ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ. ძვალმსხვი­ლი ვარ. სა­ერ­თოდ, მა­მა­ჩე­მის "მხა­რეს", ვინც კი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ვართ, ყვე­ლას ფე­ხე­ბის პრობ­ლე­მა გვაქვს - კაი "დრა­გუ­ნია" ფე­ხე­ბი გვაქვს, მაგ­რამ - წვრი­ლი წელი. ჩემს წო­ნა­ზე სა­უბ­რი­სას უცებ წა­მოვ­ხტე­ბი ხოლ­მე - არა, ფე­ხე­ბი კი არა, წელს და­ხე­დეთ, რო­გო­რი წვრი­ლი მაქვს-მეთ­ქი (იცი­ნის), თუმ­ცა ვა­ღი­ა­როთ, რომ "პუტ­კუ­ცა" ვარ. გემ­რი­ელ საჭ­მელ­ზე უარს ვერ ვამ­ბობ, რა ვქნა? ვი­ტყვი, - მორ­ჩა, ხვა­ლი­დან სწო­რად კვე­ბას ვი­წყებ-მეთ­ქი, მაგ­რამ გემ­რი­ე­ლი საჭ­მე­ლი თუ და­ვი­ნა­ხე, პი­რო­ბას გა­დავთქვამ ხოლ­მე. თან, ცო­მე­უ­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ბავ­შვო­ბა­ში არ მყვა­რე­ბია. არ ვიცი, გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში რა და­მე­მარ­თა, რომ ცო­მე­უ­ლი ასე შე­მიყ­ვარ­და და რა თქმა უნდა, ეს ჩემს წო­ნა­ზეც აი­სა­ხა - "გან­ზე გა­ვე­დი". მერე, სხვა­თა შო­რის, იდე­ა­ლუ­რი ორ­სუ­ლო­ბა მქონ­და, რად­გან სა­ბო­ლოო ჯამ­ში, 9 კილო მო­ვი­მა­ტე. აქე­დან 4 კილო ჩემი შვი­ლი იყო. ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბი სამ­შო­ბი­ა­რო­ში "დავ­ტო­ვე". მერე, კარ­გი ჭამა-სმა ისევ რომ და­ვი­წყე, გე­ნაც­ვა­ლე, წო­ნა­ში ისევ მო­ვი­მა­ტე და "გან­ში გა­ვე­დი" (იცი­ნის)... კი­დევ, იცი, რა არის? ჩემს მე­უღ­ლეს არ უნდა, გამ­ხდა­რი ვიყო. ქა­ლის­თვის კი ყო­ველ­თვის სა­სურ­ვე­ლია, მე­უღ­ლეს მოს­წონ­დეს, ქმრის­თვის იდე­ა­ლუ­რი იყოს. გო­გას რომ უნ­დო­დეს, ზუს­ტად ვიცი, ძა­ლი­ან მო­ვინ­დო­მებ და წო­ნა­ში და­ვიკ­ლებ. ვფიქ­რობ, გო­გას ხომ მოვ­წონ­ვარ? ახლა გემ­რი­ელ საჭ­მელს შევ­ჭამ, რა პრობ­ლე­მაა-მეთ­ქი...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
29
კარდაშიანს ჰგავს .))))) გენეტიკის ტესტი ჩაიტაროს რაღაც მეგრელს არ უგავს არაფერი გვარის გარდა ))))))))) ჰაჰაჰაჰაააა კარგი იუმორი გამომივიდა ))))))
ლიკა
9
ვაიმე რა კარგი გოგოა,რა საყვარელია,ხუმარა,ინტერვიუ გამოგივიდათ ძალიან დადებითი.ცუდ ხასიათზე ვიყავი და გავხსენი თუ არა გავხალისდი, ისეთი გულწრფელია.რა საყვარელი ბავშვი ყავს,მეუღლეც.მოკლედ ამდენი იმიტომ გავიგიჟე თავი წერით,რომ მინდა რამე ძალიან თბილი სიტყვები დავუწერო.წარმატებები შენ ჩემო კარგო შენს ლამაზ ოჯახთან ერთად!
ავტორი:

"ჩემს მეუღლეს არ უნდა, გამხდარი ვიყო..." - როგორია იუმორისტი მსახიობის ცხოვრება ეკრანს მიღმა

"ჩემს მეუღლეს არ უნდა, გამხდარი ვიყო..." - როგორია იუმორისტი მსახიობის ცხოვრება ეკრანს მიღმა

ციაკო ფიფია იმ იუმორისტთა შორის არის, ვინც "რუსთავი 2"-ში დარჩენას "მთავარ არხზე" გადასვლა ამჯობინა. მისი მრავალი პერსონაჟიდან საზოგადებას ყველაზე კარგად "სვეცკი რძალი" ამახსოვრდება. როგორია იუმორისტი მსახიობის ცხოვრება და ოჯახი ეკრანს მიღმა, ამის შესახებ ციაკო ფიფია ჟურნალ "გზასთან" საუბრობს:

ბავშვობის დროინდელი ოცნებები და დღევანდელი რეალობა

- ბავშვობაში მომღერლობა ძალიან მინდოდა, თუმცა ამ პროფესიისგან "შორს ვარ". საერთოდ, სცენაზე ტრიალ-ბზრიალი, თამაში, ყურადღების ცენტრში ყოფნა მომწონდა. "ცოცხალი", აქტიური ბავშვი ვიყავი, პირველობა მიყვარდა. აქტიური და ქოთქოთა დღესაც ვარ და ნაწილობრივ, ოცნება ამიხდა: რეალურად, ახლა იმ საქმეს ვაკეთებ, რაც ყველაზე მეტად მიყვარს - ტელევიზიაში ვმუშაობ, იუმორისტი ვარ. მომღერლობაზე ოცნება ოცნებად დამრჩა - ამ მხრივ განვითარებაზე არც მიფიქრია. თეატრალურ უნივერსიტეტშიც არ ჩამიბარებია - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. წესით, ეკოლოგი უნდა ვიყო. უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე "მანსანკანის" გუნდში ამიყვანეს. ჩემი კარიერული წინსვლაც აქედან დაიწყო: ჟიურიში ვანო ჯავახიშვილი და ალექს მალხაზიშვილი იყვნენ. პირველად ვანო დერეფანში შემხვდა და მითხრა: გაკვირდებით, ძალიან მოგვეწონეო. ზუსტად 3 დღე ნერვიულობისგან ფეხები მიცახცახებდა - ვაიმე, მაკვირდებიან, რა მეშველება-მეთქი (იღიმის)?!. "კომედი ჯგუფში" მალევე ამიყვანეს, ოღონდ თავდაპირველად გადაცემისთვის - "ტესტი იუმორზე" ვმუშაობდი, რომელიც "კომედი არხზე" გადიოდა. შემდეგ "კომედი შოუში" გადამიყვანეს.

"კომედი ჯგუფი" და "ახალი შაბათის შოუ"

- "რუსთავი 2"-დან "მთავარ არხზე" გადასვლა, ჩემი აზრით, ყველამ დამოუკიდებლად გადაწყვიტა. პირადად მე, ამაზე დიდხანს არ მიფიქრია - ზუსტად ვიცოდი, რომ "მთავარ არხზე" გადავიდოდი. "კომედი ჯგუფში" ერთი ოჯახივით ვიყავით. ისეთი გრაფიკი გვქონდა, დროს სულ ერთად ვატარებდით. გარკვეულწილად, ეს შეიცვალა - გავიყავით: ნაწილი "მთავარ არხზე" წავედით, ნაწილი - დარჩა, მაგრამ ეს ჩვენს მეგობრობასა და ურთიერთობაზე არ ასახულა. ჩვეულებრივად, ვმეგობრობთ. უბრალოდ, რა თქმა უნდა, იუმორის სფეროში კონკურენტები ვართ, რადგან ახლა სხვადასხვა არხზე, სხვადასხვა გადაცემაზე ვმუშაობთ. ისინიც და ჩვენც ვცდილობთ, ერთმანეთს ჯანსაღი კონკურენცია გავუწიოთ, რაც მგონია, ხალხისთვის კარგია - უფრო მეტი საშუალება აქვთ, ბევრი იცინონ. ვფიქრობ, კარგი დასაწყისი გვაქვს. ძალიან მოწადინებულები და შრომისუნარიანები ვართ.

- აღნიშნე, "კომედი ჯგუფიდან" წასვლაზე ბევრი არ მიფიქრიაო, მაგრამ მიზეზი არ გითქვამს: რატომ ამჯობინე "მთავარი არხის" გუნდთან მუშაობა?

- ჩემი თავი აქ უფრო მეტად დავინახე. უფრო საჭიროდ მივიჩნიე "მთავარ არხზე" გადავსულიყავი.

- სოფიკოს შვილის, რომელსაც დედამისი (თათია სულუაშვილის პერსონაჟი) თავში ურტყამდა, განსახიერება მტკივნეული იყო?

- ვაიმე, მტკივნეული?! მართვის მოწმობის აღების გამოცდის სკეტჩის ჩაწერისას, გადასაღებ მოედანზე პირველად რომ გავედით, მსახიობები ავტომობილში თბილად ვისხედით, მაგრამ გარეთ მყოფი ოპერატორი ბიჭები დავტანჯეთ, რადგან ალბათ, 40 დუბლი ჩავწერეთ. სულ მეცინებოდა. თათიამ პირველად რომ დამარტყა, ასეთ ძლიერ დარტყმას არ ველოდი. სიცილი რომ აგვიტყდა, ვეღარ გავჩერდით. წარმოიდგინე, 40 დუბლის განმავლობაში თავში თქაფათქუფი გამდიოდა. თითქოს ეპიზოდის გადაღებას ბოლომდე მივიყვანდით, მაგრამ სადღაც მაინც გამეცინებოდა ხოლმე. მერე ისევ თავიდან ვიწყებდით... ეს ეპიზოდი არასოდეს დამავიწყდება. გადაღების მერე ვფიქრობდი, ტვინის შერყევა ხომ არ მაქვს-მეთქი?.."მთავარ არხზე" პირველად ეთერში მოღალატე ცოლის როლით გამოვჩნდი, რომლის ქმარიც გამოძახების სერვისში მუშაობს და ცოლის საყვარელმა გამოიძახა! ზუსტად ისეთი ქალი, როგორიც "ჩემი" მოღალატე ცოლია, არ მინახავს, მაგრამ ვიცნობ ქალებს, რომლებიც ქმრებს წარბის აწევით აჩერებენ (იცინის)...

"მეუღლეს არ უნდა, გამხდარი ვიყო"

- ძალიან გამხდარი არასოდეს ვყოფილვარ. ძვალმსხვილი ვარ. საერთოდ, მამაჩემის "მხარეს", ვინც კი ქალბატონები ვართ, ყველას ფეხების პრობლემა გვაქვს - კაი "დრაგუნია" ფეხები გვაქვს, მაგრამ - წვრილი წელი. ჩემს წონაზე საუბრისას უცებ წამოვხტები ხოლმე - არა, ფეხები კი არა, წელს დახედეთ, როგორი წვრილი მაქვს-მეთქი (იცინის), თუმცა ვაღიაროთ, რომ "პუტკუცა" ვარ. გემრიელ საჭმელზე უარს ვერ ვამბობ, რა ვქნა? ვიტყვი, - მორჩა, ხვალიდან სწორად კვებას ვიწყებ-მეთქი, მაგრამ გემრიელი საჭმელი თუ დავინახე, პირობას გადავთქვამ ხოლმე. თან, ცომეული ძალიან მიყვარს. ბავშვობაში არ მყვარებია. არ ვიცი, გარდატეხის ასაკში რა დამემართა, რომ ცომეული ასე შემიყვარდა და რა თქმა უნდა, ეს ჩემს წონაზეც აისახა - "განზე გავედი". მერე, სხვათა შორის, იდეალური ორსულობა მქონდა, რადგან საბოლოო ჯამში, 9 კილო მოვიმატე. აქედან 4 კილო ჩემი შვილი იყო. ზედმეტი კილოგრამები სამშობიაროში "დავტოვე". მერე, კარგი ჭამა-სმა ისევ რომ დავიწყე, გენაცვალე, წონაში ისევ მოვიმატე და "განში გავედი" (იცინის)... კიდევ, იცი, რა არის? ჩემს მეუღლეს არ უნდა, გამხდარი ვიყო. ქალისთვის კი ყოველთვის სასურველია, მეუღლეს მოსწონდეს, ქმრისთვის იდეალური იყოს. გოგას რომ უნდოდეს, ზუსტად ვიცი, ძალიან მოვინდომებ და წონაში დავიკლებ. ვფიქრობ, გოგას ხომ მოვწონვარ? ახლა გემრიელ საჭმელს შევჭამ, რა პრობლემაა-მეთქი...წაიკითხეთ სრულად

"წლის ბოლოს კოჯრის ბავშვთა სახლს საერთოდ ვხურავთ...  ნინოწმინდის პანსიონში სოციალური მუშაკები მუშაობას გააგრძელებენ..." - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

"წყობიდან გამოვედი... ნერვები აღარ მივარგა" - რას წერს ზურაბ ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძესთან დაძაბული დებატების შემდეგ?

"ახლა დაუძახეთ, აბა, გახარიას "დარტანიანი"... აღარ არის ახლა მოდაში" - ზურაბ ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძეს