მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პეტრე ცაავა  პატრიარქის ბრძანების შესრულებას არ აპირებს - რას ამბობს ყოფილი მიტროპოლიტი  პრემიერის განცხადებაზე
პეტრე ცაავა  პატრიარქის ბრძანების შესრულებას არ აპირებს - რას ამბობს ყოფილი მიტროპოლიტი  პრემიერის განცხადებაზე

ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ის ყო­ფი­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი პეტ­რე ცა­ა­ვა ში­ომ­ღვი­მის მო­ნას­ტერ­ში წას­ვლას, სა­დაც პატ­რი­არ­ქის ბრძა­ნე­ბით განმწეს­და, არ აპი­რებს.

შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა მე­უ­ფე პეტ­რემ ეპარ­ქი­ის ახალ ხელ­მძღვა­ნელ მიტ­რო­პო­ლიტ გრი­გოლ კა­ცი­ას­თან, სხვა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­სა და მრევ­ლთან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ა­კე­თა.

რო­გორც პეტ­რე ცა­ა­ვა აცხა­დებს, მან ინ­ჩხუ­რის წმინ­და ამ­ბრო­სი ხე­ლა­ი­ას სა­ხე­ლო­ბის მო­ნას­ტრის დათ­მო­ბა ითხო­ვა.

„ში­ომ­ღვი­მის მო­ნას­ტერ­ში არ ვა­პი­რებ წას­ვლას. ვი­თხო­ვე, რომ ერთ-ერთი მო­ნას­ტე­რი, ინ­ჩხუ­რის წმინ­და ამ­ბრო­სი ხე­ლა­ი­ას სა­ხე­ლო­ბის მო­ნას­ტე­რი და­მით­მონ, სა­დაც ვიქ­ნე­ბი. და­ვე­ლო­დე­ბი პა­სუხს და მი­ვი­ღებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, თუ სად ვიქ­ნე­ბი,“ - გა­ნა­ცხა­და პეტ­რე ცა­ა­ვამ.

ამას­თან, პეტ­რე ცა­ა­ვა აცხა­დებს, რომ მას მიტ­რო­პო­ლი­ტი გრი­გოლ კა­ცი­ას­თვის, რო­მე­ლიც ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ას მის ნაც­ვლად უხელ­მძღვა­ნე­ლებს, ეპარ­ქი­ის გა­და­ბა­რე­ბის პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია.

„მე მარ­ტი­ვად დავ­თმე გუ­ში­ნაც ეს მდგო­მა­რე­ო­ბა. შე­ფა­სე­ბა­ზე, იგი­ვე აზ­რზე ვრჩე­ბი, მაგ­რამ გა­და­ბა­რე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში პრობ­ლე­მა რომ მქო­ნო­და, მა­შინ წა­ვი­დო­დი კომ­პრო­მის­ზე,“ - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე პეტ­რე ცა­ა­ვამ და კი­თხვა­ზე: რა გეგ­მა ექ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში, დას­ძი­ნა, რომ „გო­ნივ­რუ­ლი მოქ­მე­დე­ბის გეგ­მა ექ­ნე­ბა“.

პეტ­რე ცა­ა­ვა სა­პატ­რი­არ­ქო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბას „წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გან­ცხა­დე­ბას უწო­დებს“.

რო­გორც ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ის ყო­ფილ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მი­აჩ­ნია, რომ „პრე­მი­ერს უფრო ღირ­სე­უ­ლი შე­ფა­სე­ბა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ“.

„მი­მაჩ­ნია, რომ ეს იყო 2020-ის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის გათ­ვლი­ლი აქ­ცენ­ტე­ბი. პრე­მი­ერ­მა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა ამ პო­ზი­ცი­ით და ვი­სურ­ვებ­დი, რომ უფრო წინ­და­ხე­დუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, რომ გა­ვი­დეს დრო და არ შერ­ცხვეს თა­ვი­სი ნათ­ქვა­მის, ისე რო­გორც შერ­ცხვათ მის წი­ნა­მორ­ბედ პრე­მი­ე­რებს, რომ­ლე­ბიც ამ­ბობ­დნენ, რომ სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა იგეგ­მე­ბო­და "ცი­ა­ნი­დის საქ­მით" და დღემ­დე შერ­ცხვე­ნი­ლე­ბი არი­ან,“-გა­ნა­ცხა­და პეტ­რე ცა­ა­ვამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პრე­მირ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ დღეს სა­პატ­რი­არ­ქო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი სა­ხელ­მწი­ფო­სა და ეკ­ლე­სი­ა­ზე მი­ზან­მი­მარ­თულ შე­ტე­ვად შე­ა­ფა­სა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიხო
19
დროებით გრიგოლიასთან ან გვარამიასთან ხომ არ აჯობებდა ემუშავა ტელეწამვანად?
gosha
79
ყველაზე კეთილი და ნამდვილი მამაო!
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

პეტრე ცაავა  პატრიარქის ბრძანების შესრულებას არ აპირებს - რას ამბობს ყოფილი მიტროპოლიტი  პრემიერის განცხადებაზე

პეტრე ცაავა  პატრიარქის ბრძანების შესრულებას არ აპირებს - რას ამბობს ყოფილი მიტროპოლიტი  პრემიერის განცხადებაზე

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში წასვლას, სადაც პატრიარქის ბრძანებით განმწესდა, არ აპირებს.

შესაბამისი განცხადება მეუფე პეტრემ ეპარქიის ახალ ხელმძღვანელ მიტროპოლიტ გრიგოლ კაციასთან, სხვა სასულიერო პირებსა და მრევლთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

როგორც პეტრე ცაავა აცხადებს, მან ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტრის დათმობა ითხოვა.

„შიომღვიმის მონასტერში არ ვაპირებ წასვლას. ვითხოვე, რომ ერთ-ერთი მონასტერი, ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერი დამითმონ, სადაც ვიქნები. დაველოდები პასუხს და მივიღებ გადაწყვეტილებას, თუ სად ვიქნები,“ - განაცხადა პეტრე ცაავამ.

ამასთან, პეტრე ცაავა აცხადებს, რომ მას მიტროპოლიტი გრიგოლ კაციასთვის, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიას მის ნაცვლად უხელმძღვანელებს, ეპარქიის გადაბარების პრობლემა არ ჰქონია.

„მე მარტივად დავთმე გუშინაც ეს მდგომარეობა. შეფასებაზე, იგივე აზრზე ვრჩები, მაგრამ გადაბარებასთან მიმართებაში პრობლემა რომ მქონოდა, მაშინ წავიდოდი კომპრომისზე,“ - აღნიშნა მეუფე პეტრე ცაავამ და კითხვაზე: რა გეგმა ექნება მომავალში, დასძინა, რომ „გონივრული მოქმედების გეგმა ექნება“.

პეტრე ცაავა საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას „წინასაარჩევნო განცხადებას უწოდებს“.

როგორც ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიაჩნია, რომ „პრემიერს უფრო ღირსეული შეფასება უნდა გაეკეთებინა მოვლენის შესახებ“.

„მიმაჩნია, რომ ეს იყო 2020-ის არჩევნებისთვის გათვლილი აქცენტები. პრემიერმა წინასაარჩევნო განცხადება გააკეთა ამ პოზიციით და ვისურვებდი, რომ უფრო წინდახედული ყოფილიყო, რომ გავიდეს დრო და არ შერცხვეს თავისი ნათქვამის, ისე როგორც შერცხვათ მის წინამორბედ პრემიერებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებოდა "ციანიდის საქმით" და დღემდე შერცხვენილები არიან,“-განაცხადა პეტრე ცაავამ.

შეგახსენებთ, რომ პრემირ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს საპატრიარქოში განვითარებული მოვლენები სახელმწიფოსა და ეკლესიაზე მიზანმიმართულ შეტევად შეაფასა.

ნენსკრა ჰესის პროექტი ახალგაზრდებს სტაჟირების გავლას შესთავაზებს

"კასტინგზე კინაღამ მოვკვდი ნერვიულობით, თითქოს სამსჯავროზე გავედი" - ცნობილი ფეხბურთელის მეუღლე "მასტერშეფში"

CNN ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას რუსეთს უკავშირებს - "მოკლეს ადამიანი, რომელიც მფარველობას ითხოვდა და გერმანიამ მას უარი უთხრა"