მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ბაღაშვილის მორიგი წარმატება ევროპაში, სადაც მან პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ქართული მრავალხმიანობის შესახებ ლექციები ჩაატარა
გია ბაღაშვილის მორიგი წარმატება ევროპაში, სადაც მან პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ქართული მრავალხმიანობის შესახებ ლექციები ჩაატარა

სა­უ­კუ­ნე­ე­ბია, ქარ­თუ­ლი მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ფას­და­უ­დე­ბელ სა­გან­ძუ­რად იქცა, რო­მელ­საც დაც­ვა, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია სჭირ­დე­ბა.

გვყავ­და უდი­დე­სი მომ­ღერ­ლე­ბი, ქარ­თველ­მა ხალ­ხმა შექ­მნა სა­ო­ცა­რი მუ­სი­კა, რო­მელ­საც უცხო­ე­ლე­ბი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა­ში მოჰ­ყავს, ამი­ტო­მაც ქარ­თვე­ლი ფოლკ­ლო­რის­ტის, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის დოქ­ტო­რის, "კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის" პრო­ფე­სო­რის გია ბა­ღაშ­ვი­ლის სა­ჯა­რო ლექ­ცი­ებ­ზე სა­ზღვარ­გა­რეთ, ყო­ველ­თვის დიდი ინ­ტე­რე­სია ხოლ­მე.

სტენ­ფორ­დის, ბერკლი­სა და ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის შემ­დეგ, „კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის" პრო­ფე­სორ­მა გია ბა­ღაშ­ვილ­მა ქარ­თულ მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბა­ზე სა­ჯა­რო ლექ­ცი­ე­ბი ევ­რო­პის ორ პრეს­ტი­ჟულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­მარ­თა - 28 ოქ­ტომ­ბერს ფი­ნეთ­ში, ჰელ­სინ­კის ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის „სი­ბე­ლი­უ­სის აკა­დე­მი­ა­ში“ და 29 ოქ­ტომ­ბერს ოს­ლო­ში, „ნორ­ვე­გი­ის მუ­სი­კა­ლურ აკა­დე­მი­ა­ში“.

ლექ­ცი­ებ­მა ამ­ჯე­რა­დაც უდი­დე­სი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია. ფი­ნელ­მა და ნორ­ვე­გი­ელ­მა მუ­სი­კათმცოდ­ნე­ებ­მა და სტუ­დენ­ტებ­მა პრო­ფე­სორს ქარ­თულ მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბა­ზე უამ­რა­ვი შე­კი­თხვა და­უს­ვეს, ზოგ­მა სვა­ნუ­რი და გუ­რუ­ლი სიმ­ღე­რე­ბიც კი შე­ის­წავ­ლა.

ქარ­თუ­ლი მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბით მო­ხიბ­ლუ­ლი აუ­დი­ტო­რია აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას ვერ მა­ლავ­და. ლექ­ცი­ებს სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც და­ეს­წრნენ და გია ბა­ღაშ­ვი­ლის მიერ ევ­რო­პე­ლე­ბის­თვის ქარ­თუ­ლი სა­გან­ძუ­რის წარ­დგე­ნა წარ­მა­ტე­ბუ­ლად შე­ა­ფა­სეს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს ქარ­თუ­ლი მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბა ევ­რო­პე­ლებ­ზე და ყვე­ლა­ზე მე­ტად, რა კი­თხვებს სვა­მენ უცხო­ე­ლე­ბი ჩვე­ნი ხალ­ხუ­რი მუ­სი­კის შე­სა­ხებ?! - ამ სა­კი­თხებ­ზე AMBEBI.GE გია ბა­ღაშ­ვილს ესა­უბ­რა.

- ბა­ტო­ნო გია, 28 ოქ­ტომ­ბერს ჰელ­სინკში და 29 ოქ­ტომ­ბერს ოს­ლო­ში გა­მარ­თეთ სა­ჯა­რო ლექ­ცი­ე­ბი. კონ­კრე­ტუ­ლად, რა სა­კი­თხზე იყა­ვით ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი და რო­გორ მი­ი­ღო ეს ინ­ფორ­მა­ცია აუ­დი­ტო­რი­ამ?

- ჩემ­თვის ძალ­ზე სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ სა­ლექ­ციო ტური ნორ­დი­კულ ქვეყ­ნებ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. პირ­ველ რიგ­ში, მინ­და, ვი­სა­უბ­რო თე­მა­ზე -„სა­ქარ­თვე­ლო ღვი­ნი­სა და მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბის აკ­ვა­ნი“, რო­მე­ლიც 28 ოქ­ტომ­ბერს, ფი­ნეთ­ში, ჰელ­სინ­კის ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის „სი­ბე­ლი­უ­სის აკა­დე­მი­ა­ში“ ჩა­ტა­რე­ბულ ლექ­ცი­ა­ზე გან­ვი­ხი­ლეთ. სა­ინ­ტე­რე­სო იყო კონ­ტი­გენ­ტი, რო­მე­ლიც ლექ­ცი­ას და­ეს­წრო.

ესე­ნი იყ­ვნენ „სი­ბე­ლი­უ­სის აკა­დე­მი­ის“ პრო­ფე­სო­რე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი, მო­მა­ვა­ლი მუ­სი­კის მცოდ­ნე­ე­ბი, ეთ­ნო­მუ­სი­კო­ლო­გე­ბი და ინ­სტრუ­მენ­ტა­ლის­ტე­ბი მსოფ­ლი­ოს 10 სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან. ლექ­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას მათი ჩარ­თუ­ლო­ბა ძალ­ზე აქ­ტი­უ­რი იყო, ხოლო საპ­რე­ზენ­ტა­ციო ნა­წი­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, კი­თხვა-პა­სუ­ხი და­ახ­ლო­ე­ბით 1 სა­ა­თი გაგ­რძელ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „სი­ბე­ლი­უ­სის აკა­დე­მია“ მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი სა­ხე­ლოვ­ნე­ბო უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლია, რო­მე­ლიც რე­გუ­ლა­რუ­ლად სა­ხელ­დე­ბა მსოფ­ლი­ოს სა­ხე­ლოვ­ნე­ბო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის რე­ი­ტინ­გის ტოპ ათე­ულ­ში ისეთ სას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად, რო­გო­რე­ბი­ცაა „ჯუ­ლი­არ­დის სკო­ლა“ ნიუ იორკში, „დიდი ბრი­ტა­ნე­თის მუ­სი­კის სა­მე­ფო კო­ლე­ჯი“, „ვე­ნის მუ­სი­კი­სა და სა­შემ­სრუ­ლებ­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი“.

- ქარ­თულ მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბა­ში ძი­რი­თა­დად, რა აღაფრ­თო­ვა­ნებთ, რა მოს­წონთ ხოლ­მე უცხო­ელ მსმე­ნე­ლებს? რითი ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან ისი­ნი, რა შე­კი­თხვე­ბი აქვთ ხოლ­მე თქვენ­თან?

- რო­გორც წესი, პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, რაც უფრო კვა­ლი­ფი­ცი­უ­რია დამ­სწრე აუ­დი­ტო­რია, მით უფრო მე­ტია გან­ცვიფ­რე­ბა და აღ­ტა­ცე­ბა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რით. გან­სა­კუთ­რე­ბით კი, მრა­ვალ­ხმი­ა­ნი სა­სიმ­ღე­რო ტრა­დი­ცი­ე­ბით. ამ­ჯე­რა­დაც ასე მოხ­და.

თე­ო­რი­უ­ლი ნა­წი­ლის გარ­და, აუ­დი­ტო­რი­ა­ზე უდი­დე­სი ზე­მოქ­მე­დე­ბა მო­ახ­დი­ნა უნი­კა­ლურ­მა სა­არ­ქი­ვო ვი­დეო და აუ­დიო მა­სა­ლამ, რო­მელ­ზეც გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბის მიერ სა­უ­კუ­ნე­ზე მეტი ხნის წინ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბია ჩა­წე­რი­ლი.

„სი­ბე­ლი­უ­სის აკა­დე­მი­ა­ში“ მქონ­და პა­ტი­ვი, წარ­მედ­გი­ნა ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც ჟღერს სა­მუ­ელ ჩავ­ლე­იშ­ვი­ლის, ვარ­ლამ სი­მო­ნიშ­ვი­ლის, არ­ტემ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლის, დე­დას ლე­ვა­ნას, ნოკო ხურ­ცი­ას, ჰამ­ლეტ გო­ნაშ­ვი­ლი­სა და სხვა ქარ­თვე­ლი დი­დოს­ტა­ტე­ბის ჯა­დოს­ნუ­რი ხმე­ბი, რო­მელ­თაც სა­ო­ცა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვეს აკა­დე­მი­ის პრო­ფე­სო­რებ­სა და სტუ­დენ­ტებ­ზე.

მათი კი­თხვე­ბი შე­ე­ხე­ბო­და ისეთ თე­მებს, რო­გო­რე­ბი­ცაა ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რის დი­ა­ლექ­ტე­ბის მუ­სი­კა­ლურ-ენობ­რი­ვი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი, ბგე­რა­თწარ­მოქ­მნის სა­კი­თხე­ბი, ქარ­თლ-კა­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბის მე­ლიზ­მა­ტი­კა, სვა­ნურ სა­ფერ­ხუ­ლო სიმ­ღე­რებ­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლი სინ­კრე­ტიზ­მის ნიშ­ნე­ბი, გუ­რულ კონ­ტრას­ტულ პო­ლი­ფო­ნი­ა­ში ხმე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ის პრინ­ცი­პე­ბი და მრა­ვა­ლი სხვა.

გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა მათ­თვის სა­უ­ბა­რი ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ფოლკ­ლო­რის მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბის ტი­პებ­სა და უნი­კა­ლურ ჰარ­მო­ნი­ულ ენა­ზე. ერ­თხმად და­მი­დას­ტუ­რეს, რომ ვერ იხ­სე­ნე­ბენ მსოფ­ლიო ხალ­ხთა მუ­სი­კა­ლურ მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ში ისეთ რთულ­სა და გან­ვი­თა­რე­ბულ მუ­სი­კა­ლურ დრა­მა­ტურ­გი­ას, რაც ქარ­თულ მრა­ვალ­ხმი­ან სიმ­ღე­რებს გა­მო­არ­ჩევს. ყვე­ლა­ზე უფრო მე­ტად ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეს ურ­თუ­ლეს მო­დუ­ლა­ცი­ურ კა­დან­სებ­ზე, რო­მელ­თა ანა­ლო­გის გახ­სე­ნე­ბა ვერ­ცერ­თმა მო­ა­ხერ­ხა.

ამ­ჯე­რა­დაც რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა მათი დარ­წმუ­ნე­ბა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ხალ­ხუ­რი მუ­სი­კაა და მას­ში არ ურე­ვია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის ხელი; რომ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე, ზე­პი­რი გზით, თა­ო­ბი­დან თა­ო­ბა­ზე გა­და­ცე­მულ ამ უმ­დიდ­რეს მუ­სი­კა­ლურ მემ­კვიდ­რე­ო­ბას ქმნი­და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მუ­სი­კა­ლუ­რი გე­ნია.

- რო­გორც ვიცი, ნორ­ვე­გი­ა­ში არამ­ხო­ლოდ ლექ­ცია, არა­მედ მას­ტერკლა­სიც ჩა­ა­ტა­რეთ და უცხო­ელ მუ­სი­კო­სებს სვა­ნუ­რი და გუ­რუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი ას­წავ­ლეთ. რამ­დე­ნად კარ­გი „მოს­წავ­ლე­ე­ბი“ აღ­მოჩ­ნდნენ ისი­ნი და რო­გორ მო­ე­წო­ნათ ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა?

- რაც შე­ე­ხე­ბა ნორ­ვე­გი­ა­ში გა­მარ­თულ ლექ­ცი­ას, მისი თემა იყო „მუ­სი­კა­ლუ­რი სარ­კმლი­დან და­ნა­ხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“. ოს­ლო­ში ლექ­ცი­ას მას­ტერკლა­სიც და­ე­მა­ტა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ნორ­ვე­გი­ე­ლე­ბის თხოვ­ნით, შე­ვას­წავ­ლე ორი ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რა - სვა­ნუ­რი „შინა ორ­გი­ლი“ და გუ­რუ­ლი „სა­ბო­დი­შო“.

სა­ინ­ტე­რე­სო ფორ­მა­ტი გა­მო­ვი­და, რად­გან თე­ო­რი­ულ მა­სა­ლას­თან ერ­თად, მუ­სი­კა­ლუ­რი პრაქ­ტი­კა კი­დევ უფრო შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა ოს­ლოს მუ­სი­კა­ლუ­რი აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტე­ბი­სა და პრო­ფე­სო­რე­ბის­თვის.

მინ­და, მად­ლო­ბის სი­ტყვე­ბი ვუ­თხრა მათ, ვინც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ითა­მა­შა ფი­ნე­თი­სა და ნორ­ვე­გი­ის უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ჩემი ლექ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის საქ­მე­ში. ეს გახ­ლავთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო. მად­ლო­ბა პი­რა­დად ბა­ტონ და­ვით ზალ­კა­ლი­ანს, ქალ­ბა­ტონ ქეთი კან­დე­ლაკს. მად­ლო­ბა ფონდს „ქარ­თუ­ლი გა­ლო­ბა“, მის ხელ­მძღვა­ნელს, ქალ­ბა­ტონ ნანა გო­თუ­ას და ბა­ტონ ვანო ჩხარ­ტიშ­ვილს, მად­ლო­ბა ბა­ტონ და­ვით ბეჟუ­აშ­ვილს და მად­ლო­ბა ჩვენს სა­ელ­ჩო­ებს ფი­ნეთ­სა და ნორ­ვე­გი­ა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს საქ­მე­თა რწმუ­ნე­ბულს ფი­ნეთ­ში, ბა­ტონ თორ­ნი­კე ნო­ზა­ძეს და სა­ქარ­თვე­ლოს ელჩს ნორ­ვე­გი­ა­ში, ქალ­ბა­ტონ მაია ყიფ­ში­ძეს.

ლექ­ცი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, აკა­დე­მი­ე­ბის სტუ­დენ­ტებ­მა, პრო­ფე­სო­რებ­მა და სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ფი­ნეთ­სა და ნორ­ვე­გი­ა­ში პრო­ფე­სორ გია ბა­ღაშ­ვი­ლის ლექ­ცი­ე­ბი შე­ა­ფა­სეს. AMBEBI.GE მათ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს გთა­ვა­ზობთ:

ალევ­ტი­ნა პარ­ლან­დი, „სი­ბე­ლი­უ­სის აკა­დე­მი­ის“ გლო­ბა­ლუ­რი მუ­სი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის სტუ­დენ­ტი: „ეს იყო ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ლექ­ცია, რო­მე­ლიც მთე­ლი სას­წავ­ლო კურ­სის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ვის­მი­ნე. უამ­რა­ვი ახა­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ გა­ვი­გე პრო­ფე­სორ ბა­ღაშ­ვი­ლის მო­ნა­თხრო­ბი­დან“.

იი­რის ტარ­ნა­ნე­ნი, „სი­ბე­ლი­უ­სის აკა­დე­მი­ის“ გლო­ბა­ლუ­რი მუ­სი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის სტუ­დენ­ტი: „სა­უ­ცხოო ლექ­ცია იყო. ქარ­თუ­ლი მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბა მარ­თლაც უნი­კა­ლუ­რია“.

ნა­თან ტომ­სო­ნი, „სი­ბე­ლი­უ­სის აკა­დე­მი­ის“ პრო­ფე­სო­რი: „პრო­ფე­სორ­მა ბა­ღაშ­ვილ­მა ჩა­ა­ტა­რა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ლექ­ცია - ძალ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი. სტუ­დენ­ტე­ბი აქ­ტი­უ­რად იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი მთე­ლი სა­ღა­მოს გან­მავ­ლო­ბა­ში და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რით მო­ხიბ­ლუ­ლებ­მა და­ტო­ვეს აუ­დი­ტო­რია“.

ფი­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს საქ­მე­თა რწმუ­ნე­ბულ­მა თორ­ნი­კე ნო­ზა­ძემ სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა სა­ელ­ჩოს ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მო­ხა­ტა:

„სა­ჯა­რო ლექ­ცია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო რო­გორც ფი­ნეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ორ­მხრი­ვი კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბის, ისე სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მსგავ­სი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლითს წარ­მო­ად­გენს.

ლექ­ცი­ა­ზე დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ეც­ნო ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის, ის­ტო­რი­ი­სა და ეთ­ნოგ­რა­ფი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვან ას­პექ­ტებს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი და ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­იწ­ვია ქარ­თუ­ლი პო­ლი­ფო­ნი­ის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბებ­მა და უნი­კა­ლუ­რო­ბამ. მინ­და, დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ბა­ტონ გიას აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის­თვის და გა­მოვ­თქვა იმე­დი, რომ ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მო­მა­ვალ­ში უფრო აქ­ტი­უ­რი და ნა­ყო­ფი­ე­რი გახ­დე­ბა.“

გერტრუდ პე­დერ­სე­ნი, „ნორ­ვე­გი­ის მუ­სი­კის აკა­დე­მი­ის“ პრო­ფე­სო­რი: „პრო­ფე­სორ ბა­ღაშ­ვი­ლის ლექ­ცია იყო ძალ­ზე შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი. ჩემ­თვის სრუ­ლი­ად ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო ქარ­თულ მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბას­თან შე­ხე­ბა. გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლია ის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ფოლკ­ლო­რის დი­ა­ლექ­ტებს გა­მო­არ­ჩევს“.

ლუი გალი, „ნორ­ვე­გი­ის მუ­სი­კის აკა­დე­მი­ის“ სა­გუნ­დო-სა­დი­რი­ჟო­რო ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი: „ასე­თი ღრმა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა არა­სო­დეს მი­მი­ღია ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რი­დან. ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლად ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­მხრი­ვი ლექ­ცია იყო“.

გურო უტნე სალ­ვე­სე­ნი, ნორ­ვე­გი­ის მუ­სი­კის აკა­დე­მი­ის დოქ­ტო­რან­ტი: „და­უ­ვი­წყა­რი სა­ღა­მო იყო. მო­ვის­მი­ნეთ სიღ­მი­სე­უ­ლი თე­ო­რი­უ­ლი ანა­ლი­ზი ულა­მა­ზე­სი მუ­სი­კის თან­ხლე­ბით“.

სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი ნორ­ვე­გი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში მაია ყიფ­ში­ძე: „დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ბა­ტონ გიას მისი ფას­და­უ­დე­ბე­ლი ღვაწ­ლის­თვის და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებს გა­რეთ ქარ­თუ­ლი უნი­კა­ლუ­რი მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სის ასე წარ­მა­ტე­ბუ­ლად გაღ­ვი­ვე­ბის­თვის.

მე პი­რა­დად გავ­ხდი იმის მოწ­მე, თუ რო­გორ აან­თო, სრუ­ლი ამ სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბით, ბა­ტონ­მა გიამ ნორ­ვე­გი­ე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი ჩვენს უმ­დიდ­რეს ფოლკ­ლო­რულ ტრა­დი­ცი­ებ­ზე თხრო­ბით, ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბის მოს­მე­ნით, ურ­თუ­ლე­სი, მრა­ვალ­ხმი­ა­ნი სვა­ნუ­რი და გუ­რუ­ლი სიმ­ღე­რე­ბის 1 სა­ათ­ში შეს­წავ­ლით.

ჯგუ­ფის წევ­რებ­მა დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბით და­ტო­ვეს სე­მი­ნა­რი და გა­მოთ­ქვეს სურ­ვი­ლი, მეტი ცოდ­ნა შე­ე­ძი­ნათ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც ბა­ტო­ნი გიას მიერ სა­უ­ცხო­ოდ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ლექ­ცი­ი­სა და მას­ტეკ­ლა­სის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გი იყო".

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამილა*
1
დიდ ეროვნულ საქმეს აკეთებთ ბატონო გია! ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!
ნანა ქავტარაძე
0
გული სიამაყით ამევსო,როდესაც გია ბაღაქშვილის ლექციებმა ასეთი დიდი შეფასება მიიღო ფინეთისა და ნორვეგიის აკადემიებში. გია ბაღაშვილი უპირველესად თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტია, აქვს ფართო განათლება არა მხოლოდ ეთნომუსიკოლოგიაში, არამედ საქართველოს ისტორიასა და კულტურის სფეროში, არის კარგი მთხრობელი და არტისტიზმით დაჯილდოვებული ხელოვანი. .ვუსურვებ მომავალშიც ამ დიდი საერთაშორისო მისიის გაგრძელებას, პატივიცემით მუსიკოლოგი ნანა ქავთარაძე.
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

გია ბაღაშვილის მორიგი წარმატება ევროპაში, სადაც მან პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ქართული მრავალხმიანობის შესახებ ლექციები ჩაატარა

გია ბაღაშვილის მორიგი წარმატება ევროპაში, სადაც მან პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ქართული მრავალხმიანობის შესახებ ლექციები ჩაატარა

საუკუნეებია, ქართული მრავალხმიანობა ჩვენი ქვეყნის ფასდაუდებელ საგანძურად იქცა, რომელსაც დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია სჭირდება.

გვყავდა უდიდესი მომღერლები, ქართველმა ხალხმა შექმნა საოცარი მუსიკა, რომელსაც უცხოელები აღფრთოვანებაში მოჰყავს, ამიტომაც ქართველი ფოლკლორისტის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, "კავკასიის უნივერსიტეტის" პროფესორის გია ბაღაშვილის საჯარო ლექციებზე საზღვარგარეთ, ყოველთვის დიდი ინტერესია ხოლმე.

სტენფორდის, ბერკლისა და ჰარვარდის უნივერსიტეტების შემდეგ, „კავკასიის უნივერსიტეტის" პროფესორმა გია ბაღაშვილმა ქართულ მრავალხმიანობაზე საჯარო ლექციები ევროპის ორ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში გამართა - 28 ოქტომბერს ფინეთში, ჰელსინკის ხელოვნების უნივერსიტეტის „სიბელიუსის აკადემიაში“ და 29 ოქტომბერს ოსლოში, „ნორვეგიის მუსიკალურ აკადემიაში“.

ლექციებმა ამჯერადაც უდიდესი ინტერესი გამოიწვია. ფინელმა და ნორვეგიელმა მუსიკათმცოდნეებმა და სტუდენტებმა პროფესორს ქართულ მრავალხმიანობაზე უამრავი შეკითხვა დაუსვეს, ზოგმა სვანური და გურული სიმღერებიც კი შეისწავლა.

ქართული მრავალხმიანობით მოხიბლული აუდიტორია აღფრთოვანებას ვერ მალავდა. ლექციებს საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრნენ და გია ბაღაშვილის მიერ ევროპელებისთვის ქართული საგანძურის წარდგენა წარმატებულად შეაფასეს.

საინტერესოა, რა შთაბეჭდილებას ახდენს ქართული მრავალხმიანობა ევროპელებზე და ყველაზე მეტად, რა კითხვებს სვამენ უცხოელები ჩვენი ხალხური მუსიკის შესახებ?! - ამ საკითხებზე AMBEBI.GE გია ბაღაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გია, 28 ოქტომბერს ჰელსინკში და 29 ოქტომბერს ოსლოში გამართეთ საჯარო ლექციები. კონკრეტულად, რა საკითხზე იყავით ფოკუსირებული და როგორ მიიღო ეს ინფორმაცია აუდიტორიამ?

- ჩემთვის ძალზე სასიხარულოა, რომ სალექციო ტური ნორდიკულ ქვეყნებში წარმატებული აღმოჩნდა. პირველ რიგში, მინდა, ვისაუბრო თემაზე -„საქართველო ღვინისა და მრავალხმიანობის აკვანი“, რომელიც 28 ოქტომბერს, ფინეთში, ჰელსინკის ხელოვნების უნივერსიტეტის „სიბელიუსის აკადემიაში“ ჩატარებულ ლექციაზე განვიხილეთ. საინტერესო იყო კონტიგენტი, რომელიც ლექციას დაესწრო.

ესენი იყვნენ „სიბელიუსის აკადემიის“ პროფესორები და სტუდენტები, მომავალი მუსიკის მცოდნეები, ეთნომუსიკოლოგები და ინსტრუმენტალისტები მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყნიდან. ლექციის მსვლელობისას მათი ჩართულობა ძალზე აქტიური იყო, ხოლო საპრეზენტაციო ნაწილის დასრულების შემდეგ, კითხვა-პასუხი დაახლოებით 1 საათი გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ „სიბელიუსის აკადემია“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც რეგულარულად სახელდება მსოფლიოს სახელოვნებო უნივერსიტეტების რეიტინგის ტოპ ათეულში ისეთ სასწავლებლებთან ერთად, როგორებიცაა „ჯულიარდის სკოლა“ ნიუ იორკში, „დიდი ბრიტანეთის მუსიკის სამეფო კოლეჯი“, „ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტი“.

- ქართულ მრავალხმიანობაში ძირითადად, რა აღაფრთოვანებთ, რა მოსწონთ ხოლმე უცხოელ მსმენელებს? რითი ინტერესდებიან ისინი, რა შეკითხვები აქვთ ხოლმე თქვენთან?

- როგორც წესი, პროფესიული თვალსაზრისით, რაც უფრო კვალიფიციურია დამსწრე აუდიტორია, მით უფრო მეტია განცვიფრება და აღტაცება ქართული კულტურით. განსაკუთრებით კი, მრავალხმიანი სასიმღერო ტრადიციებით. ამჯერადაც ასე მოხდა.

თეორიული ნაწილის გარდა, აუდიტორიაზე უდიდესი ზემოქმედება მოახდინა უნიკალურმა საარქივო ვიდეო და აუდიო მასალამ, რომელზეც გამოჩენილი ქართველი მომღერლების მიერ საუკუნეზე მეტი ხნის წინ შესრულებული ქართული ხალხური სიმღერებია ჩაწერილი.

„სიბელიუსის აკადემიაში“ მქონდა პატივი, წარმედგინა ჩანაწერები, სადაც ჟღერს სამუელ ჩავლეიშვილის, ვარლამ სიმონიშვილის, არტემ ერქომაიშვილის, დედას ლევანას, ნოკო ხურციას, ჰამლეტ გონაშვილისა და სხვა ქართველი დიდოსტატების ჯადოსნური ხმები, რომელთაც საოცარი შთაბეჭდილება დატოვეს აკადემიის პროფესორებსა და სტუდენტებზე.

მათი კითხვები შეეხებოდა ისეთ თემებს, როგორებიცაა ქართული ფოლკლორის დიალექტების მუსიკალურ-ენობრივი თავისებურებები, ბგერათწარმოქმნის საკითხები, ქართლ-კახური სიმღერების მელიზმატიკა, სვანურ საფერხულო სიმღერებში შემორჩენილი სინკრეტიზმის ნიშნები, გურულ კონტრასტულ პოლიფონიაში ხმების კოორდინაციის პრინციპები და მრავალი სხვა.

განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მათთვის საუბარი ქართული მუსიკალური ფოლკლორის მრავალხმიანობის ტიპებსა და უნიკალურ ჰარმონიულ ენაზე. ერთხმად დამიდასტურეს, რომ ვერ იხსენებენ მსოფლიო ხალხთა მუსიკალურ მემკვიდრეობაში ისეთ რთულსა და განვითარებულ მუსიკალურ დრამატურგიას, რაც ქართულ მრავალხმიან სიმღერებს გამოარჩევს. ყველაზე უფრო მეტად ყურადღება გაამახვილეს ურთულეს მოდულაციურ კადანსებზე, რომელთა ანალოგის გახსენება ვერცერთმა მოახერხა.

ამჯერადაც რთული აღმოჩნდა მათი დარწმუნება, რომ ეს ყველაფერი ხალხური მუსიკაა და მასში არ ურევია პროფესიონალი კომპოზიტორის ხელი; რომ საუკუნეების მანძილზე, ზეპირი გზით, თაობიდან თაობაზე გადაცემულ ამ უმდიდრეს მუსიკალურ მემკვიდრეობას ქმნიდა ქართველი ხალხის მუსიკალური გენია.

- როგორც ვიცი, ნორვეგიაში არამხოლოდ ლექცია, არამედ მასტერკლასიც ჩაატარეთ და უცხოელ მუსიკოსებს სვანური და გურული სიმღერები ასწავლეთ. რამდენად კარგი „მოსწავლეები“ აღმოჩნდნენ ისინი და როგორ მოეწონათ ქართული მუსიკა?

- რაც შეეხება ნორვეგიაში გამართულ ლექციას, მისი თემა იყო „მუსიკალური სარკმლიდან დანახული საქართველო“. ოსლოში ლექციას მასტერკლასიც დაემატა, რომლის ფარგლებშიც ნორვეგიელების თხოვნით, შევასწავლე ორი ქართული ხალხური სიმღერა - სვანური „შინა ორგილი“ და გურული „საბოდიშო“.

საინტერესო ფორმატი გამოვიდა, რადგან თეორიულ მასალასთან ერთად, მუსიკალური პრაქტიკა კიდევ უფრო შთამაგონებელი აღმოჩნდა ოსლოს მუსიკალური აკადემიის სტუდენტებისა და პროფესორებისთვის.

მინდა, მადლობის სიტყვები ვუთხრა მათ, ვინც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფინეთისა და ნორვეგიის უმაღლეს სასწავლებლებში ჩემი ლექციების ორგანიზების საქმეში. ეს გახლავთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მადლობა პირადად ბატონ დავით ზალკალიანს, ქალბატონ ქეთი კანდელაკს. მადლობა ფონდს „ქართული გალობა“, მის ხელმძღვანელს, ქალბატონ ნანა გოთუას და ბატონ ვანო ჩხარტიშვილს, მადლობა ბატონ დავით ბეჟუაშვილს და მადლობა ჩვენს საელჩოებს ფინეთსა და ნორვეგიაში, საქართველოს საქმეთა რწმუნებულს ფინეთში, ბატონ თორნიკე ნოზაძეს და საქართველოს ელჩს ნორვეგიაში, ქალბატონ მაია ყიფშიძეს.

ლექციების დასრულების შემდეგ, აკადემიების სტუდენტებმა, პროფესორებმა და საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ფინეთსა და ნორვეგიაში პროფესორ გია ბაღაშვილის ლექციები შეაფასეს. AMBEBI.GE მათ შთაბეჭდილებებს გთავაზობთ:

ალევტინა პარლანდი, „სიბელიუსის აკადემიის“ გლობალური მუსიკის დეპარტამენტის სტუდენტი: „ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო ლექცია, რომელიც მთელი სასწავლო კურსის განმავლობაში მოვისმინე. უამრავი ახალი და მნიშვნელოვანი რამ გავიგე პროფესორ ბაღაშვილის მონათხრობიდან“.

იირის ტარნანენი, „სიბელიუსის აკადემიის“ გლობალური მუსიკის დეპარტამენტის სტუდენტი: „საუცხოო ლექცია იყო. ქართული მრავალხმიანობა მართლაც უნიკალურია“.

ნათან ტომსონი, „სიბელიუსის აკადემიის“ პროფესორი: „პროფესორმა ბაღაშვილმა ჩაატარა არაჩვეულებრივი ლექცია - ძალზე ინფორმაციული და შთამაგონებელი. სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულები მთელი საღამოს განმავლობაში და ქართული კულტურით მოხიბლულებმა დატოვეს აუდიტორია“.

ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა რწმუნებულმა თორნიკე ნოზაძემ საკუთარი მოსაზრება საელჩოს ოფიციალურ გვერდზე გამოხატა:

„საჯარო ლექცია მნიშვნელოვანი იყო როგორც ფინეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი კულტურული ურთიერთობების გაღრმავების, ისე საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლების თვალსაზრისით. შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი ინიციატივები სახალხო დიპლომატიის განვითარების საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს.

ლექციაზე დამსწრე საზოგადოება გაეცნო ქართული კულტურის, ისტორიისა და ეთნოგრაფიის მნიშვნელოვან ასპექტებს. განსაკუთრებული ინტერესი და ყურადღება გამოიწვია ქართული პოლიფონიის ნაირსახეობებმა და უნიკალურობამ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ გიას აღნიშნული ინიციატივისთვის და გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალში უფრო აქტიური და ნაყოფიერი გახდება.“

გერტრუდ პედერსენი, „ნორვეგიის მუსიკის აკადემიის“ პროფესორი: „პროფესორ ბაღაშვილის ლექცია იყო ძალზე შთამაგონებელი. ჩემთვის სრულიად ახალი გამოცდილება იყო ქართულ მრავალხმიანობასთან შეხება. განსაცვიფრებელია ის მრავალფეროვნება, რომელიც ქართული მუსიკალური ფოლკლორის დიალექტებს გამოარჩევს“.

ლუი გალი, „ნორვეგიის მუსიკის აკადემიის“ საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტის სტუდენტი: „ასეთი ღრმა შთაბეჭდილება არასოდეს მიმიღია ხალხური სიმღერიდან. ინფორმაციულად ძალზე საინტერესო და მრავალმხრივი ლექცია იყო“.

გურო უტნე სალვესენი, ნორვეგიის მუსიკის აკადემიის დოქტორანტი: „დაუვიწყარი საღამო იყო. მოვისმინეთ სიღმისეული თეორიული ანალიზი ულამაზესი მუსიკის თანხლებით“.

საქართველოს ელჩი ნორვეგიის გაერთიანებულ სამეფოში მაია ყიფშიძე: „დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გიას მისი ფასდაუდებელი ღვაწლისთვის და საქართველოს საზღვრებს გარეთ ქართული უნიკალური მრავალხმიანობისადმი ინტერესის ასე წარმატებულად გაღვივებისთვის.

მე პირადად გავხდი იმის მოწმე, თუ როგორ აანთო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ბატონმა გიამ ნორვეგიელი ახალგაზრდები ჩვენს უმდიდრეს ფოლკლორულ ტრადიციებზე თხრობით, ქართული სიმღერების მოსმენით, ურთულესი, მრავალხმიანი სვანური და გურული სიმღერების 1 საათში შესწავლით.

ჯგუფის წევრებმა დიდი შთაბეჭდილებით დატოვეს სემინარი და გამოთქვეს სურვილი, მეტი ცოდნა შეეძინათ ამ მიმართულებით, რაც ბატონი გიას მიერ საუცხოოდ ჩატარებული ლექციისა და მასტეკლასის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იყო".