საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თმები ყალყზე მიდგას... მე და ჩემი ძმა ღამე ქუდებით ვიძინებდით, რომ თმა დატკეპნილიყო" - შეფ კონსტანტინე თედელური ბავშვობაზე, იმიჯსა და პროფესიაზე
"თმები ყალყზე მიდგას... მე და ჩემი ძმა ღამე ქუდებით ვიძინებდით, რომ თმა დატკეპნილიყო" - შეფ კონსტანტინე თედელური ბავშვობაზე, იმიჯსა და პროფესიაზე

შეფ კონ­სტან­ტი­ნეს­თან ინ­ტერ­ვიუ პირ­ვე­ლის ნა­ხე­ვარ­ზე და­ი­ნიშ­ნა. გვი­თხრა, პირ­ველ­ზე სტუმ­რებს ვე­ლო­დე­ბი, დი­ლით კი ბა­ზარ­ში მივ­დი­ვა­რო. პრო­დუქ­ტე­ბის სა­კუ­თა­რი ხე­ლით არ­ჩე­ვა, მის­თვის ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნის ნა­წი­ლია. ამ­ბობს, რომ საქ­მი­სად­მი თა­ვი­სი მიდ­გო­მა აქვს და თვლის, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, შეფი თვი­თონ არ­ჩევ­დეს ხა­რის­ხი­ან პრო­დუქ­ცი­ას, რომ­ლის­გა­ნაც სტუმ­რე­ბის­თვის კერ­ძებს და­ამ­ზა­დებს.

პრო­ფე­სი­ით არ­ქი­ტექ­ტო­რი და ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნე­რია, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლად თავს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გრძნობ­და, ამი­ტომ არც ოჯახს შე­უ­შინ­და, არც ნაც­ნო­ბე­ბის უარ­ყო­ფით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და ერთ-ერთ ბარ­ში ბარ­მე­ნად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა.

მას შემ­დეგ დიდი ხანი გა­ვი­და. ის ახლა ქვე­ყა­ნა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი, გა­მორ­ჩე­უ­ლი შე­ფია და ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შოუს „მას­ტერ­შე­ფის“ ჟი­უ­რის წევ­რი.

კონ­სტან­ტი­ნე თე­დე­ლუ­რი თა­ვი­სი არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი იმი­ჯის, ქარ­თუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­ის გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა და სა­კუ­თა­რი გი­ჟუ­რი იდე­ე­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რა:

- ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობთ, რომ თქვე­ნი პრო­ფე­სია „იქამ­დე არის სა­მარ­ცხვი­ნო, სა­ნამ ეკ­რან­ზე არ გა­მოჩ­ნდე­ბი“.

- არ წარ­მო­მიდ­გე­ნია ქარ­თუ­ლი ოჯა­ხი, რო­მელ­მაც თა­ვი­სი შვი­ლის სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა­ში ძა­ლი­ან დიდი ინ­ვეს­ტი­ცია ჩადო და მერე მისი შვი­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შე­ვი­და. ქარ­თუ­ლი სივ­რცის მენ­ტა­ლო­ბაა ასე­თი. როცა ეკ­რან­ზე ჩან­ხარ, მერე აღ­გიქ­ვა­მენ, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნალს, წარ­მა­ტე­ბულს და მერე გა­ფა­სე­ბენ. მა­ნამ­დე ოჯახს შე­იძ­ლე­ბა რცხვე­ნო­დეს კი­დეც შენი.

ცო­ტა­თი კი შე­იც­ვა­ლა მიდ­გო­მე­ბი, მაგ­რამ ალ­ბათ, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც გა­ზარ­და შვი­ლი და ას­წავ­ლა, ის კი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში რი­გით დამ­ხმა­რედ მუ­შა­ობს, მისი დე­დის­თვის დღე­საც მი­უ­ღე­ბე­ლია.

სპე­ცი­ფი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი მაქვს ყვე­ლა­ფერ­ზე: ადა­მი­ა­ნებ­ზე, მშობ­ლებ­ზე, შვი­ლებ­ზე... ჩემ­მა მშობ­ლებ­მა იცოდ­ნენ, რომ ყო­ველ­თვის გა­ვა­კე­თებ­დი იმას, რაც მინ­დო­და. 90-იან წლებ­ში, უშუ­ქო­ბა­ში ვსწავ­ლობ­დი კერ­ძო სკო­ლა­ში, რომ­ლის გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­დაც იმ პე­რი­ო­დის ოჯა­ხე­ბის­თვის საკ­მა­ოდ დიდი იყო. ოჯა­ხის­გან და­ფა­რუ­ლად ვმუ­შა­ობ­დი ბარ­მე­ნად ერთ-ერთ ობი­ექ­ტზე უხელ­ფა­სოდ.

სკო­ლა­ში რომ დავ­დი­ო­დი, ჩემ­კენ ხელს იშ­ვერ­დნენ, რომ ეს ბიჭი მუ­შა­ობს ბარ­მე­ნა­დო. როცა იგებ­დნენ, რომ ოჯა­ხი სკო­ლა­ში ამ­ხე­ლა გა­და­სა­ხადს იხ­დი­და და მე ბარ­მე­ნად ვმუ­შა­ობ­დი, თა­ნაც უხელ­ფა­სოდ, ვე­რა­ვინ მი­გებ­და.

- გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თქვენს მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე უარ­ყო­ფი­თად არ მოქ­მე­დებ­და?

- არა, პი­რი­ქით. სულ რქე­ბით მივ­დი­ო­დი იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ მე ეს ბევ­რზე კარ­გად შე­მიძ­ლია. როცა თბი­ლის­ში დავ­ბრუნ­დი და 10 თვე­ში პრე­ზი­დენ­ტის შეფი გავ­ხდი, მა­შინ ვთქვი, რომ მე ეს შევ­ძე­ლი. ამის შემ­დეგ და­სამ­ტკი­ცე­ბე­ლი აღა­რა­ფე­რი მქონ­და.

- თქვენს ძი­რი­თად პრო­ფე­სი­ას რო­გორ იყე­ნებთ კუ­ლი­ნა­რი­ა­ში?

- კუ­ლი­ნა­რია არის სფე­რო, რო­მელ­შიც ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ­დი და ვგრძნობ თავს. თუმ­ცა იმ სპე­ცი­ა­ლო­ბებ­საც, რომ­ლე­ბიც ოჯა­ხის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბით მაქვს, ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ყე­ნებ.

ჩემ­თვის კუ­ლი­ნა­რია არის არ­ქი­ტექ­ტუ­რა. ზუს­ტად ისე­ვე უნდა იგ­რძნო მა­სა­ლა, ფაქ­ტუ­რა, სტრუქ­ტუ­რა, ფერი, რო­გორც პრო­დუქ­ტი. არც ერთ ჩემს ნა­ბიჯს არ ვნა­ნობ და არა­ფე­რი, რაც კი მის­წავ­ლია, არა­სო­დეს არ და­მი­კარ­გავს. არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სა და ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცოდ­ნა რომ არ მქო­ნო­და, ამ სფე­რო­ში ამ­ხე­ლა წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­ვაღ­წევ­დი.

მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ჩემ­თან მო­დის მომ­ხმა­რე­ბე­ლი, რო­მელ­საც უნდა რეს­ტორ­ნის გახ­სნა, მაგ­რამ არ აქვს ექ­სტე­რი­ე­რი, ინ­ტე­რი­ე­რი, არ იცის, რო­გორ ჩა­აც­ვას მიმ­ტა­ნებს, რო­გორ შე­ფუ­თოს მე­ნიუ, მე მას მომ­სა­ხუ­რე­ბის სრულ პა­კეტს ვთა­ვა­ზობ. ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი ცოდ­ნის გა­რე­შე კი ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და.

- არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი ჩაც­მი­სა და ვარ­ცხნი­ლო­ბის სტი­ლი იმი­ჯის ნა­წი­ლია?

- ეს ჩემი ორ­გა­ნუ­ლი იმი­ჯია, ასე დავ­დი­ვარ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. მეც ვხვდე­ბი, რომ ქარ­თუ­ლი სივ­რცის­თვის ჩემი ტი­პა­ჟი ამო­ვარ­დი­ნი­ლია სტან­დარ­ტე­ბი­დან, თმე­ბი ყალ­ყზე მიდ­გას და კი­დევ მი­ლი­ო­ნი რა­ღაც. მე და ჩემს ძმას ბავ­შვო­ბი­დან ეგ პრობ­ლე­მა გვქონ­და. ღამე ქუ­დე­ბით ვი­ძი­ნებ­დით, რომ თმა დატ­კეპ­ნი­ლი­ყო.

ტან­საც­მე­ლი, რაც შო­უ­ში მაც­ვია, ჩემი „სა­მო­ქა­ლა­ქო ტან­საც­მე­ლია“. წინა სე­ზო­ნი მა­ინც პირ­ვე­ლი იყო და მა­შინ ამა­ზე ბევ­რი არ მი­ფიქ­რია და „მას­ტერ­შე­ფის“ მე­ო­რე სე­ზონ­ზე ისევ ჩემი სტი­ლის, მაგ­რამ ცოტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვი­ზუ­ა­ლით ვიქ­ნე­ბი წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

ნანი
15
ადვოკატს ვერ გაუგია მძღოლის სიკვდილის მიზეზი,ექიმებს აბრალებს..
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"თმები ყალყზე მიდგას... მე და ჩემი ძმა ღამე ქუდებით ვიძინებდით, რომ თმა დატკეპნილიყო" - შეფ კონსტანტინე თედელური ბავშვობაზე, იმიჯსა და პროფესიაზე

"თმები ყალყზე მიდგას... მე და ჩემი ძმა ღამე ქუდებით ვიძინებდით, რომ თმა დატკეპნილიყო" - შეფ კონსტანტინე თედელური ბავშვობაზე, იმიჯსა და პროფესიაზე

შეფ კონსტანტინესთან ინტერვიუ პირველის ნახევარზე დაინიშნა. გვითხრა, პირველზე სტუმრებს ველოდები, დილით კი ბაზარში მივდივარო. პროდუქტების საკუთარი ხელით არჩევა, მისთვის ყოველდღიური რუტინის ნაწილია. ამბობს, რომ საქმისადმი თავისი მიდგომა აქვს და თვლის, რომ აუცილებელია, შეფი თვითონ არჩევდეს ხარისხიან პროდუქციას, რომლისგანაც სტუმრებისთვის კერძებს დაამზადებს.

პროფესიით არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერია, მაგრამ ყველაზე კომფორტულად თავს სამზარეულოში გრძნობდა, ამიტომ არც ოჯახს შეუშინდა, არც ნაცნობების უარყოფით დამოკიდებულებას და ერთ-ერთ ბარში ბარმენად დაიწყო მუშაობა.

მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა. ის ახლა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, გამორჩეული შეფია და ყველაზე პოპულარული კულინარიული შოუს „მასტერშეფის“ ჟიურის წევრი.

კონსტანტინე თედელური თავისი არაორდინარული იმიჯის, ქართული კულინარიის გამოწვევებისა და საკუთარი გიჟური იდეების შესახებ გვესაუბრა:

- ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ თქვენი პროფესია „იქამდე არის სამარცხვინო, სანამ ეკრანზე არ გამოჩნდები“.

- არ წარმომიდგენია ქართული ოჯახი, რომელმაც თავისი შვილის სწავლა-განათლებაში ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო და მერე მისი შვილი სამზარეულოში შევიდა. ქართული სივრცის მენტალობაა ასეთი. როცა ეკრანზე ჩანხარ, მერე აღგიქვამენ, როგორც პროფესიონალს, წარმატებულს და მერე გაფასებენ. მანამდე ოჯახს შეიძლება რცხვენოდეს კიდეც შენი.

ცოტათი კი შეიცვალა მიდგომები, მაგრამ ალბათ, ადამიანი, რომელმაც გაზარდა შვილი და ასწავლა, ის კი სამზარეულოში რიგით დამხმარედ მუშაობს, მისი დედისთვის დღესაც მიუღებელია.

სპეციფიკური შეხედულებები მაქვს ყველაფერზე: ადამიანებზე, მშობლებზე, შვილებზე... ჩემმა მშობლებმა იცოდნენ, რომ ყოველთვის გავაკეთებდი იმას, რაც მინდოდა. 90-იან წლებში, უშუქობაში ვსწავლობდი კერძო სკოლაში, რომლის გადასახადის გადახდაც იმ პერიოდის ოჯახებისთვის საკმაოდ დიდი იყო. ოჯახისგან დაფარულად ვმუშაობდი ბარმენად ერთ-ერთ ობიექტზე უხელფასოდ.

სკოლაში რომ დავდიოდი, ჩემკენ ხელს იშვერდნენ, რომ ეს ბიჭი მუშაობს ბარმენადო. როცა იგებდნენ, რომ ოჯახი სკოლაში ამხელა გადასახადს იხდიდა და მე ბარმენად ვმუშაობდი, თანაც უხელფასოდ, ვერავინ მიგებდა.

- გარშემომყოფების დამოკიდებულება თქვენს მოტივაციაზე უარყოფითად არ მოქმედებდა?

- არა, პირიქით. სულ რქებით მივდიოდი იმის დასამტკიცებლად, რომ მე ეს ბევრზე კარგად შემიძლია. როცა თბილისში დავბრუნდი და 10 თვეში პრეზიდენტის შეფი გავხდი, მაშინ ვთქვი, რომ მე ეს შევძელი. ამის შემდეგ დასამტკიცებელი აღარაფერი მქონდა.

- თქვენს ძირითად პროფესიას როგორ იყენებთ კულინარიაში?

- კულინარია არის სფერო, რომელშიც ყველაზე კომფორტულად ვგრძნობდი და ვგრძნობ თავს. თუმცა იმ სპეციალობებსაც, რომლებიც ოჯახის ფინანსური დახმარებით მაქვს, ძალიან კარგად ვიყენებ.

ჩემთვის კულინარია არის არქიტექტურა. ზუსტად ისევე უნდა იგრძნო მასალა, ფაქტურა, სტრუქტურა, ფერი, როგორც პროდუქტი. არც ერთ ჩემს ნაბიჯს არ ვნანობ და არაფერი, რაც კი მისწავლია, არასოდეს არ დამიკარგავს. არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის მიმართულებით ცოდნა რომ არ მქონოდა, ამ სფეროში ამხელა წარმატებას ვერ მივაღწევდი.

მაგალითად, როდესაც ჩემთან მოდის მომხმარებელი, რომელსაც უნდა რესტორნის გახსნა, მაგრამ არ აქვს ექსტერიერი, ინტერიერი, არ იცის, როგორ ჩააცვას მიმტანებს, როგორ შეფუთოს მენიუ, მე მას მომსახურების სრულ პაკეტს ვთავაზობ. ჩემი პროფესიული ცოდნის გარეშე კი ეს შეუძლებელი იქნებოდა.

- არაორდინარული ჩაცმისა და ვარცხნილობის სტილი იმიჯის ნაწილია?

- ეს ჩემი ორგანული იმიჯია, ასე დავდივარ მთელი ცხოვრება. მეც ვხვდები, რომ ქართული სივრცისთვის ჩემი ტიპაჟი ამოვარდინილია სტანდარტებიდან, თმები ყალყზე მიდგას და კიდევ მილიონი რაღაც. მე და ჩემს ძმას ბავშვობიდან ეგ პრობლემა გვქონდა. ღამე ქუდებით ვიძინებდით, რომ თმა დატკეპნილიყო.

ტანსაცმელი, რაც შოუში მაცვია, ჩემი „სამოქალაქო ტანსაცმელია“. წინა სეზონი მაინც პირველი იყო და მაშინ ამაზე ბევრი არ მიფიქრია და „მასტერშეფის“ მეორე სეზონზე ისევ ჩემი სტილის, მაგრამ ცოტა განსხვავებული ვიზუალით ვიქნები წაიკითხეთ ვრცლად

ეს ხაზი ყველას არ აქვს, თუ ის აღმოაჩინეთ ხელის გულზე, ძალიან გაგიმართლათ - აი, რა უნდა იცოდეთ

რა უნდა იდოს 2020 წლის საახალწლო სუფრაზე და რისი გაკეთება არ შეიძლება

რა ხდება, როდესაც მამაკაცი ხელებს ხვევს ქალს - ეს უნდა იცოდეთ