საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გვცვივა თმა და როგორ შევაჩეროთ ეს პროცესი
რატომ გვცვივა თმა და როგორ შევაჩეროთ ეს პროცესი

თმის­ცვე­ნა ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის ნა­წი­ლია. თმის ღე­რებს ვკარ­გავთ შხა­პის მი­ღე­ბი­სას, და­ვარ­ცხნი­სას, სა­ლონ­ში სტუმ­რო­ბი­სას.

რო­გორც უცხო­უ­რი გა­მო­ცე­მა Cosmopolitan წერს, ყო­ველ­დღი­უ­რად, სა­შუ­ა­ლოდ, 80 ღერ თმას ვკარ­გავთ, თუმ­ცა თუ ეს პრო­ცე­სი უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი გახ­დე­ბა, ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა არ უნდა დავ­ტო­ვოთ.

დღი­ურ ნორ­მა­ზე მეტი თმის ცვე­ნა შე­იძ­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს გა­რე­გა­ნი და ში­ნა­გა­ნი ფაქ­ტო­რე­ბით. ჩვენ მო­ვი­ძი­ეთ 5 ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მი­ზე­ზი, რაც თმის ცვე­ნას იწ­ვევს და გთა­ვა­ზობ­თმი­სი შე­ჩე­რე­ბის გზებ­საც.

გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რი

შე­საძ­ლე­ბე­ლია თმის შე­თხე­ლე­ბის­კენ უბ­რა­ლოდ გე­ნე­ტი­კუ­რად იყოთ მიდ­რე­კი­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, თმის ცვე­ნის გახ­ში­რე­ბის შან­სი არ­სე­ბობს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თმის ყო­ველ­დღი­უ­რად და­ბა­ნის რუ­ტი­ნა შეც­ვა­ლოთ და ორ დღე­ში ერთხელ და­ბა­ნით ჩა­ა­ნაც­ვლოთ. სა­სურ­ველ შე­დე­გამ­დე მი­სას­ვლე­ლად კი სწო­რი შამ­პუ­ნის შერ­ჩე­ვაა სა­ჭი­რო.

ჰორ­მო­ნა­ლუ­რი დის­ბა­ლან­სი

ჰორ­მო­ნა­ლურ დის­ბა­ლანსს მთელს ორ­გა­ნიზ­მზე შე­უძ­ლია უარ­ყო­ფი­თი ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა. იგი მო­ზარ­დებ­ში ძი­რით­დად აკ­ნე­სა და წო­ნის მა­ტე­ბას იწ­ვევს, ზრდას­რულ ასაკ­ში­კი­ამ ჩა­მო­ნათ­ვალს შე­საძ­ლე­ბე­ლია თმის ცვე­ნაც და­ე­მა­ტოს.

თმის ზრდის პრო­ცეს­ში ჰორ­მო­ნე­ბი ერთ-ერთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს როლს თა­მა­შობს. ესტრო­გე­ნე­ბი (ქა­ლის ჰორ­მო­ნე­ბი) „თმის მი­მართ მე­გობ­რუ­ლე­ბი“ არი­ან და მის ზრდას ოპ­ტი­მა­ლურ ვა­დამ­დე უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ. ან­დრო­გე­ნე­ბი კი (კა­ცის ჰორ­მო­ნე­ბი) თმის მი­მართ „ნაკ­ლე­ბად­მე­გობ­რუ­ლე­ბი“ არი­ან და შე­სა­ბა­მი­სად მისი ზრდის ციკ­ლის შემ­ცი­რე­ბის­კენ არი­ან მიდ­რე­კი­ლე­ბი. ჭარბმა ან­დო­გე­ნებ­მა (რო­მელ­თა მო­მა­ტე­ბაც შე­იძ­ლე­ბა ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბით იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი), შე­საძ­ლე­ბე­ლია, თმის ცვე­ნა გა­მო­იწ­ვი­ოს.

თუ ჰორ­მო­ნა­ლურ დის­ბა­ლანსს გე­ნე­ტი­კუ­რი გან­წყო­ბაც და­ემ­თხვა, შე­იძ­ლე­ბა, თმის ცვე­ნა უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი გახ­დეს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მი­ა­კი­თხოთ ექიმს და ჰორ­მო­ნა­ლუ­რი პრობ­ლე­მა დრო­უ­ლად მო­აგ­ვა­როთ.

სტრე­სი

რთუ­ლია, იპოვ­ნო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჰარ­მო­ნი­ა­ში ცხოვ­რობს და სტრესს სა­ერ­თოდ არ გა­ნიც­დის. იმის გამო, რომ ცო­ტა­თი ყვე­ლა­ნი „დას­ტრე­სი­ლე­ბი“ ვართ, მისი თმის ცვე­ნას­თან კავ­ში­რი მი­თად აღიქ­მე­ბა, თუმ­ცა ასე სუ­ლაც არ არის. სტრე­სის დროს ან­დრო­გე­ნე­ბის (კა­ცის ჰორ­მო­ნი) რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა, ეს კი ორ­გა­ნიზ­მში თმის ცვე­ნის გან­წყო­ბას ქმნის. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა ხდე­ბა ძლი­ე­რი სტრე­სის დროს.

რკი­ნის დე­ფი­ცი­ტი ან ანე­მია

ქა­ლებ­ში თმის ცვე­ნის პრობ­ლე­მას ხში­რად რკი­ნის დე­ფი­ცი­ტიც იწ­ვევს, რად­გან რკი­ნა თმის უჯრე­დის­თვის სა­ჭი­რო ცი­ლის წარ­მოქ­მნის პრო­ცეს­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს.

ასა­კი

ქა­ლებ­ში მე­ნო­პა­უ­ზის წინა ან მე­ნო­პა­უ­ზის პე­რი­ო­დი ორ­გა­ნიზ­მში ბევრ ცვლი­ლე­ბას იწ­ვევს. ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, შე­იძ­ლე­ბა, თმის ცვე­ნის ინ­ტენ­სი­ვო­ბაც გა­ი­ზარ­დოს. ეს ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სია, თუმ­ცა მისი შე­ნე­ლე­ბა და შე­სუს­ტე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

რო­გორ უნდა ვებ­რძო­ლოთ თმის ცვე­ნას?

ჰორ­მო­ნა­ლუ­რი დის­ბა­ლან­სის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რათა თმის ცვე­ნას­თან ბრძო­ლის სხვა და­ნარ­ჩე­ნი მე­თო­დე­ბი ეფექ­ტუ­რი იყოს.

ჯან­სა­ღად კვე­ბა, ბევ­რი რკი­ნის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბა დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, თმის უჯრედს ცილა მი­ვა­წო­დოთ. შე­სა­ბა­მი­სად, ეს ცვე­ნის და­წყე­ბას შე­უშ­ლის ხელს.

ყო­ველ­დღი­უ­რად იმგვა­რი ვარ­ცხნი­ლო­ბის გა­კე­თე­ბა, რო­მელ­საც ლა­ქე­ბი და მსგავ­სი „მძი­მე“ ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი სჭირ­დე­ბა, თმის ცვე­ნას უწყობს ხელს. ამას­თან, ვარ­ცხნი­ლო­ბის გა­კე­თე­ბი­სას ჩვე­ნი თმა ფენ­თან მეტ დროს ატა­რებს, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ, გაშ­რო­ბი­სას. შე­სა­ბა­მი­სად, უხეშ­დე­ბა, შრე­ბა, იყო­ფა ბო­ლო­ე­ბი; კარ­გავს, ბზინ­ვა­რე­ბას, ელას­ტი­უ­რო­ბას და იწყებს ცვე­ნას. უმ­ჯო­ბე­სია, ფე­ნის აღ­ნიშ­ნუ­ლი დატ­ვირ­თვით გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და თმის ლა­ქე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რად შეს­ხმას მო­ვე­რი­დოთ.

შამ­პუ­ნის სწო­რად შერ­ჩე­ვა თმის ცვე­ნის შე­სა­ჩე­რებ­ლად ერთ-ერთი გა­დამ­წყვე­ტი ფაქ­ტო­რია. ყვე­ლა ტი­პის თმის და თა­ვის კა­ნის­თვის Sebamed-ის თმის ცვე­ნის შამ­პუ­ნი­სა და ინ­ტენ­სი­უ­რი ქა­ფის ერ­თობ­ლი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბა მაქ­სი­მა­ლურ ეფექტს უზ­რუნ­ველ­ყოფს. ინ­სტრუქ­ცია ასე­თია: თა­ვის და­სა­ბა­ნად გა­მო­ი­ყე­ნეთ Sebamed-ის თმის ცვე­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო შამ­პუ­ნი და და­ბა­ნილ თა­ვის კან­ზე წა­ის­ვით ინ­ტენ­სი­უ­რი ქაფი, რო­მე­ლიც ჩა­მო­ბა­ნის გა­რე­შე უნდა შე­იშ­როთ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი შამ­პუ­ნი ამ­ცი­რებს თმის და­ნა­კარგს თა­ვის კა­ნის სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის გა­აქ­ტი­უ­რე­ბით. NHE ფორ­მუ­ლა კო­ფე­ინ­თან და გინ­კო ბი­ლო­ბას­თან ერ­თად, კვე­ბავს თმის ძი­რებს და ქმნის ოპ­ტი­მა­ლუ­რი ზრდის პი­რო­ბებს. რაც შე­ე­ხე­ბა ქაფს, ის ამ­ცი­რებს თმის მემ­კვიდ­რულ ცვე­ნას, RedensyITm, NHE და კო­ფე­ი­ნის რე­ვი­ტა­ლი­ზა­ცი­ის კომ­პლექ­სი ააქ­ტი­უ­რებს თმის ძირს საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი­თა და ჟანგბა­დის მო­მა­რა­გე­ბის გზით.

ეს ჩა­მო­ნათ­ვა­ლი რომ ჩვე­ნი თმის სიძ­ლი­ე­რე­სა და სი­ჯან­სა­ღე­ზე აი­სა­ხოს, სტრესს უნდა მო­ვე­რი­დოთ. თმის ინ­ტენ­სი­უ­რი ცვე­ნა კი­დევ უფრო სტრე­სულ მდგო­მა­რე­ო­ბას გვიქ­მნის, ამი­ტომ უნდა გვეს­მო­დეს, რომ ეს პრობ­ლე­მა ქა­ლებ­ში ძა­ლი­ან გავ­რცე­ლე­ბუ­ლია და სწო­რი მოვ­ლით მისი დაძ­ლე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი არ არის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რატომ გვცვივა თმა და როგორ შევაჩეროთ ეს პროცესი

რატომ გვცვივა თმა და როგორ შევაჩეროთ ეს პროცესი

თმისცვენა ყოველდღიურობის ნაწილია. თმის ღერებს ვკარგავთ შხაპის მიღებისას, დავარცხნისას, სალონში სტუმრობისას.

როგორც უცხოური გამოცემა Cosmopolitan წერს, ყოველდღიურად, საშუალოდ, 80 ღერ თმას ვკარგავთ, თუმცა თუ ეს პროცესი უფრო ინტენსიური გახდება, ყურადღების მიღმა არ უნდა დავტოვოთ.

დღიურ ნორმაზე მეტი თმის ცვენა შეიძლება გამოწვეული იყოს გარეგანი და შინაგანი ფაქტორებით. ჩვენ მოვიძიეთ 5 ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რაც თმის ცვენას იწვევს და გთავაზობთმისი შეჩერების გზებსაც.

გენეტიკური ფაქტორი

შესაძლებელია თმის შეთხელებისკენ უბრალოდ გენეტიკურად იყოთ მიდრეკილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ასაკის მატებასთან ერთად, თმის ცვენის გახშირების შანსი არსებობს. მნიშვნელოვანია, თმის ყოველდღიურად დაბანის რუტინა შეცვალოთ და ორ დღეში ერთხელ დაბანით ჩაანაცვლოთ. სასურველ შედეგამდე მისასვლელად კი სწორი შამპუნის შერჩევაა საჭირო.

ჰორმონალური დისბალანსი

ჰორმონალურ დისბალანსს მთელს ორგანიზმზე შეუძლია უარყოფითი ზეგავლენის მოხდენა. იგი მოზარდებში ძირითდად აკნესა და წონის მატებას იწვევს, ზრდასრულ ასაკშიკიამ ჩამონათვალს შესაძლებელია თმის ცვენაც დაემატოს.

თმის ზრდის პროცესში ჰორმონები ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ესტროგენები (ქალის ჰორმონები) „თმის მიმართ მეგობრულები“ არიან და მის ზრდას ოპტიმალურ ვადამდე უზრუნველყოფენ. ანდროგენები კი (კაცის ჰორმონები) თმის მიმართ „ნაკლებადმეგობრულები“ არიან და შესაბამისად მისი ზრდის ციკლის შემცირებისკენ არიან მიდრეკილები. ჭარბმა ანდოგენებმა (რომელთა მომატებაც შეიძლება ენდოკრინოლოგიური პრობლემებით იყოს გამოწვეული), შესაძლებელია, თმის ცვენა გამოიწვიოს.

თუ ჰორმონალურ დისბალანსს გენეტიკური განწყობაც დაემთხვა, შეიძლება, თმის ცვენა უფრო ინტენსიური გახდეს. მნიშვნელოვანია, მიაკითხოთ ექიმს და ჰორმონალური პრობლემა დროულად მოაგვაროთ.

სტრესი

რთულია, იპოვნო ადამიანი, რომელიც ჰარმონიაში ცხოვრობს და სტრესს საერთოდ არ განიცდის. იმის გამო, რომ ცოტათი ყველანი „დასტრესილები“ ვართ, მისი თმის ცვენასთან კავშირი მითად აღიქმება, თუმცა ასე სულაც არ არის. სტრესის დროს ანდროგენების (კაცის ჰორმონი) რაოდენობა იზრდება, ეს კი ორგანიზმში თმის ცვენის განწყობას ქმნის. წარმოიდგინეთ, რა ხდება ძლიერი სტრესის დროს.

რკინის დეფიციტი ან ანემია

ქალებში თმის ცვენის პრობლემას ხშირად რკინის დეფიციტიც იწვევს, რადგან რკინა თმის უჯრედისთვის საჭირო ცილის წარმოქმნის პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

ასაკი

ქალებში მენოპაუზის წინა ან მენოპაუზის პერიოდი ორგანიზმში ბევრ ცვლილებას იწვევს. ასაკის მატებასთან ერთად, შეიძლება, თმის ცვენის ინტენსივობაც გაიზარდოს. ეს ბუნებრივი პროცესია, თუმცა მისი შენელება და შესუსტება შესაძლებელია.

როგორ უნდა ვებრძოლოთ თმის ცვენას?

ჰორმონალური დისბალანსის პრობლემის მოგვარება უმნიშვნელოვანესია, რათა თმის ცვენასთან ბრძოლის სხვა დანარჩენი მეთოდები ეფექტური იყოს.

ჯანსაღად კვება, ბევრი რკინის შემცველი პროდუქტის მიღება დაგვეხმარება, თმის უჯრედს ცილა მივაწოდოთ. შესაბამისად, ეს ცვენის დაწყებას შეუშლის ხელს.

ყოველდღიურად იმგვარი ვარცხნილობის გაკეთება, რომელსაც ლაქები და მსგავსი „მძიმე“ ნივთიერებები სჭირდება, თმის ცვენას უწყობს ხელს. ამასთან, ვარცხნილობის გაკეთებისას ჩვენი თმა ფენთან მეტ დროს ატარებს, ვიდრე უბრალოდ, გაშრობისას. შესაბამისად, უხეშდება, შრება, იყოფა ბოლოები; კარგავს, ბზინვარებას, ელასტიურობას და იწყებს ცვენას. უმჯობესია, ფენის აღნიშნული დატვირთვით გამოყენებასა და თმის ლაქების ყოველდღიურად შესხმას მოვერიდოთ.

შამპუნის სწორად შერჩევა თმის ცვენის შესაჩერებლად ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. ყველა ტიპის თმის და თავის კანისთვის Sebamed-ის თმის ცვენის შამპუნისა და ინტენსიური ქაფის ერთობლივი გამოყენება მაქსიმალურ ეფექტს უზრუნველყოფს. ინსტრუქცია ასეთია: თავის დასაბანად გამოიყენეთ Sebamed-ის თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი და დაბანილ თავის კანზე წაისვით ინტენსიური ქაფი, რომელიც ჩამობანის გარეშე უნდა შეიშროთ.

აღნიშნული შამპუნი ამცირებს თმის დანაკარგს თავის კანის სისხლის მიმოქცევის გააქტიურებით. NHE ფორმულა კოფეინთან და გინკო ბილობასთან ერთად, კვებავს თმის ძირებს და ქმნის ოპტიმალური ზრდის პირობებს. რაც შეეხება ქაფს, ის ამცირებს თმის მემკვიდრულ ცვენას, RedensyITm, NHE და კოფეინის რევიტალიზაციის კომპლექსი ააქტიურებს თმის ძირს საკვები ნივთიერებებითა და ჟანგბადის მომარაგების გზით.

ეს ჩამონათვალი რომ ჩვენი თმის სიძლიერესა და სიჯანსაღეზე აისახოს, სტრესს უნდა მოვერიდოთ. თმის ინტენსიური ცვენა კიდევ უფრო სტრესულ მდგომარეობას გვიქმნის, ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ ეს პრობლემა ქალებში ძალიან გავრცელებულია და სწორი მოვლით მისი დაძლევა შეუძლებელი არ არის.

„მაკდონალდს საქართველომ“ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამასთან  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

Bocus d’Or Estonia-ს გამარჯვებული ქართული Bocus d’Or-ის ჩემპიონატის ჟიურის წევრი იქნება

"პეპელას" ახალი ფილიალი გორში და გრანდიოზული ფასდაკლებები 3 დღის განმავლობაში!