მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე : მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არაერთხელ დაუმძიმებიათ ჯვარი, მე არასოდეს მიფიქრია ვინმეს დასჯა
ილია მეორე : მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არაერთხელ დაუმძიმებიათ ჯვარი, მე არასოდეს მიფიქრია ვინმეს დასჯა

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემ­თვის არა­ერ­თხელ და­უმ­ძი­მე­ბი­ათ ჯვა­რი, მე არა­სო­დეს მი­ფიქ­რია ვინ­მეს დას­ჯა. მე მუ­დამ მხო­ლოდ თქვენს დახ­მა­რე­ბა­ზე ვფიქ­რობ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მის ოქ­მის თა­ნახ­მად, დღეს წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, ილია მე­ო­რემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ეკ­ლე­სი­ამ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თოს რო­გორც ეკ­ლე­სი­ა­ში, ასე­ვე ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბის დამ­კვიდ­რე­ბი­სათ­ვის.

„ჩვენ არ უნდა მივ­ცეთ სა­ბა­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას დაბ­რკოლ­დეს ეკ­ლე­სი­ი­სა და სარ­წმუ­ნო­ე­ბის მი­მართ.

დღეს ჩვენ აქ შე­ვიკ­რი­ბეთ არა იმი­სათ­ვის, რომ ვინ­მე დავ­სა­ჯოთ, არა­მედ იმი­სათ­ვის, რომ და­ვეხ­მა­როთ ერ­თმა­ნეთს. ჩვენ კი არ უნდა და­ვუმ­ძი­მოთ ერ­თმა­ნეთს ტვირ­თი, არა­მედ უნდა შე­ვუმ­სუ­ბუ­ქოთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემ­თვის არა­ერ­თხელ და­უმ­ძი­მე­ბი­ათ ჯვა­რი, მე არა­სო­დეს მი­ფიქ­რია ვინ­მეს დას­ჯა. მე მუ­დამ მხო­ლოდ თქვენს დახ­მა­რე­ბა­ზე ვფიქ­რობ.

მე აღ­ვი­ზარ­დე ისეთ ოჯახ­ში, სა­დაც მუ­დამ იყო დიდი კრძალ­ვა ღვთი­სად­მი და თა­ნაგ­რძნო­ბა მოყ­ვა­სი­სად­მი. ჩვე­ნი ოჯა­ხი არა­ერ­თხელ იფა­რავ­და დევ­ნილ სამ­ღვდე­ლო­ე­ბას.

დღეს რთუ­ლი დროა. ჩვენ უნდა გა­ვი­ა­როთ ბეწ­ვის ხიდ­ზე. ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ ერი არ დაბ­რკოლ­დეს, ჩვე­ნი ქცე­ვი­სა და გა­მოს­ვლე­ბის გამო. ყო­ველ მღვდელმთა­ვარს აქვს და­დე­ბუ­ლი ფიცი ღვთი­სა და პატ­რი­არ­ქის წი­ნა­შე ერ­თგუ­ლე­ბი­სა და ამ ფი­ცის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, იგი დიდ ცოდ­ვას იდებს სა­კუ­თარ თავ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მა­ზე.

ოქ­მის მი­ხედ­ვით, სხდო­მას ეს­წრე­ბო­და 42 მღვდელმთა­ვა­რი, სხდო­მას თავ­მჯდო­მა­რე­ობ­და უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი, ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი ილია II.

პატ­რი­არ­ქის თქმით, სი­ნო­დის წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ მოწ­ვე­ვა საკ­მა­რი­სი არ არის.

"სი­ნო­დი უნდა იქ­ნას მოწ­ვე­უ­ლი უფრო ხში­რად, ყო­ვე­ლი პრობ­ლე­მის შემ­თხვე­ვა­ში.

ერ­თერ­თი ასე­თი პრობ­ლე­მა არის დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის სა­კი­თხი. ჩვენ­მა სიყ­ვა­რულ­მა უნდა და­ფა­როს უარ­ყო­ფი­თი მხა­რე, რაც მან გა­მო­ი­ჩი­ნა.

1. წმინ­და სი­ნოდ­მა მო­ის­მი­ნა სა­კი­თხი დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის შე­წყა­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე. ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხვა მო­საზ­რე­ბე­ბი გა­მოთ­ქვეს:

ახალ­ცი­ხი­სა და ტაო-კლარ­ჯე­თის მიტ­რო­პო­ლიტ­მა თე­ო­დო­რემ (ჭუ­ა­ძე),

გო­რი­სა და ატე­ნის მიტ­რო­პო­ლიტ­მა ან­დრი­ამ (გვა­ზა­ვა),

წალ­კელ­მა ეპის­კო­პოს­მა გრი­გოლ­მა (კა­ცია),

მარ­ნე­უ­ლი­სა და ჰუ­ჯა­ბის ეპის­კო­პოს­მა გი­ორ­გიმ (ჯამ­დე­ლი­ა­ნი),

ჭყონ­დი­დელ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა პეტ­რემ (ცა­ა­ვა), რუს­თველ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა იო­ა­ნემ (გამ­რე­კე­ლი), დმა­ნი­სი­სა და ლორე-ტა­ში­რის მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა ზე­ნონ­მა (ია­რა­ჯუ­ლი), ხო­ნი­სა და სამ­ტრე­დი­ის მიტ­რო­პო­ლიტ­მა სა­ბამ (გი­გი­ბე­რია), ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ეპის­კო­პოს­მა სა­ბამ (ინწკირ­ვე­ლი), ახალ­ქა­ლა­ქის, კუ­მურ­დო­სა და კა­რის მიტ­რო­პო­ლიტ­მა ნი­კო­ლოზ­მა (ფა­ჩუ­აშ­ვი­ლი), ბა­თუ­მი­სა და ლა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტ­მა დი­მიტ­რიმ (ში­ო­ლაშ­ვი­ლი).

წმინ­და სი­ნოდ­მა გა­ნა­ჩი­ნა:

დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს, რო­მელ­საც შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვს მღვდელმსა­ხუ­რე­ბა, გა­ე­წი­ოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტთან შე­წყა­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე, მისი ოჯა­ხის რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და არა­ერ­თგზის თხოვ­ნის გა­თა­ლის­წი­ნე­ბით.

2. წმინ­და სი­ნოდ­მა გა­ნი­ხი­ლა მთა­ვა­რე­პის­კო­პოს ია­კო­ბის (ია­კო­ბაშ­ვი­ლი) მიერ სა­ჯა­როდ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი. მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა ია­კობ­მა გა­მო­ხა­ტა სი­ნა­ნუ­ლი თა­ვი­სი არა­კო­რექ­ტუ­ლი სა­ჯა­რო გა­მოს­ვლე­ბის გამო.

წმინ­და სი­ნოდ­მა გა­ნა­ჩი­ნა: მთა­ვა­რე­პის­კო­პოს ია­კობს მღვდელმთავ­რი­სათ­ვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი საქ­ცი­ე­ლის გამო მი­ე­ცეს გაფრ­თხი­ლე­ბა, ხოლო გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მი­ღე­ბულ იქ­ნას მკაც­რი ზო­მე­ბი.

3. მღვდელმთავ­რებ­მა იმ­სჯე­ლეს მიტ­რო­პო­ლიტ პეტ­რეს (ცა­ა­ვა) მიერ, კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ილია II-ისა და წმინ­და სი­ნო­დის მი­მართ სა­ჯა­როდ არა­ერ­თგზის გა­კე­თე­ბუ­ლი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე.

წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ა­ში ჩვენ ვერ ვნა­ხავთ პატ­რი­არ­ქის შე­უ­რა­ცხყო­ფის მსგავს მა­გა­ლითს. უწ­მიდ­ნეს­მა ბრძა­ნა, რომ მე­უ­ფე პეტ­რე იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი მღვდელმთა­ვა­რი, იგი იყო ახალ­შექ­მნი­ლი ხე­ვის პირ­ვე­ლი ეპის­კო­პო­სი და მე­ტად სამ­წუ­ხა­როა მისი ამ­გვა­რი ცვლი­ლე­ბა.

წმინ­და სი­ნო­დის მღვდელმთავ­რებ­მა კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის არა­ერ­თგზის შე­უ­რა­ცხყო­ფის, და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ბრალ­დე­ბე­ბის, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ცი­ლის­წა­მე­ბე­ბი­სა და სხვა კა­ნო­ნი­კუ­რი დარ­ღვე­ვე­ბის გამო, ერ­თხმად მო­უ­წო­დეს მე­უ­ფე პეტ­რეს სი­ნა­ნუ­ლი­სა­კენ.

მიტ­რო­პო­ლიტ­მა პეტ­რემ არ სცნო თავი დამ­ნა­შა­ვედ და არ და­ე­თან­ხმა სი­ნო­დის მო­წო­დე­ბას მო­ნა­ნი­ე­ბის თა­ო­ბა­ზე.

წმინ­და სი­ნოდ­მა გა­ნა­ჩი­ნა:

მიტ­რო­პო­ლიტ პეტ­რეს, მო­ცი­ქულ­თა 55-ე კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე (სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ მკაც­რად ის­ჯე­ბა სა­სუ­ლი­ე­რო და­სის წევ­რი (კლე­რი­კო­სი),[1] რო­მე­ლიც შე­უ­რა­ცხყოფს სა­კუ­თარ ეპის­კო­პოსს) აეკ­რძა­ლოს მღვდელ­მოქ­მე­დე­ბა, გან­თა­ვი­სუფ­ლდეს ეპარ­ქი­ის მმარ­თვე­ლო­ბი­სა და წმინ­და სი­ნო­დის წევ­რო­ბი­სა­გან და გამ­წე­სე­ბულ იქ­ნას მო­ნას­ტერ­ში მო­სა­ნა­ნი­ებ­ლად.

ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ის დრო­ე­ბით მმარ­თვე­ლად და­ი­ნიშ­ნოს ეპის­კო­პო­სი გრი­გო­ლი (კა­ცია).

4. ქუ­თა­ი­სი­სა და გა­ე­ნა­თის ეპარ­ქი­ა­ში მღვდელმთავ­რის და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ.

წმინ­და სი­ნოდ­მა მო­ის­მი­ნა ქუ­თა­ი­სი­სა და გა­ე­ნა­თის ეპარ­ქი­ა­ში მღვდელმთავ­რის და­ნიშ­ვნის სა­კი­თხი და გა­ნა­ჩი­ნა:

ქუ­თა­ი­სი­სა და გა­ე­ნა­თის ეპარ­ქი­ის მღვდელმთავ­რად და­ი­ნიშ­ნოს მიტ­რო­პო­ლი­ტი იო­ა­ნე (გამ­რე­კე­ლი).

რუს­თა­ვის ეპარ­ქია დრო­ე­ბით და­ექ­ვემ­დე­ბა­როს მცხე­თა- თბი­ლი­სის ეპარ­ქი­ას.

[1] ცნო­ბი­ლი სერ­ბი კა­ნო­ნის­ტის, ნი­კო­დი­მოს მი­ლა­შის გან­მარ­ტე­ბით (ტრუ­ლის კრე­ბის 77-ე კა­ნონ­ზე დარ­თულ კო­მენ­ტარ­ში), კლი­რი­კოს­ში (κλήρος) მო­ი­აზ­რე­ბა, რო­გორც სამ­ღვდე­ლო დასი; ანუ ეპის­კო­პო­სი, მღვდე­ლი და დი­ა­კო­ნი; ისე და­ბა­ლი რან­გის ეკ­ლე­სი­ის მსა­ხურ­ნი: იპო­დი­ა­კო­ნი, მე­და­ვით­ნე, მგა­ლო­ბე­ლი და სხვა. (იხ. ნი­კო­დი­მოს მი­ლა­ში "მსოფ­ლიო კრე­ბა­თა კა­ნო­ნე­ბის გან­მარ­ტე­ბა)“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ოქ­მში.

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უფალო გადმოგვხედე,
18
არ ვიცი შიგნით რა ხდება, მაგრამ წესრიგი საჭირო იყო. ან ერთნი უნდა წასულიყვნენ, ან მეორენი. ვინაიდან თავისით არავინ არ წავა, ვინც უფრო ძლიერია იმან გაუშვა ის, ვისაც ძალა არ ჰქონდა (ნაგრამ ამბიციები ჰქონდა).
თომა
146
აუ გული უნდა აგვიჩუყდეს და ვიტიროთ? ყველაფრის თავი და თავი თვითონ რომ არის ეხლა ეს სენტიმენტები მასაზე
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

ილია მეორე : მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არაერთხელ დაუმძიმებიათ ჯვარი, მე არასოდეს მიფიქრია ვინმეს დასჯა

ილია მეორე : მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არაერთხელ დაუმძიმებიათ ჯვარი, მე არასოდეს მიფიქრია ვინმეს დასჯა

მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არაერთხელ დაუმძიმებიათ ჯვარი, მე არასოდეს მიფიქრია ვინმეს დასჯა. მე მუდამ მხოლოდ თქვენს დახმარებაზე ვფიქრობ, - ამის შესახებ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმის თანახმად, დღეს წმინდა სინოდის სხდომაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა.

მისი თქმით, ეკლესიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს როგორც ეკლესიაში, ასევე ქვეყანაში მშვიდობის დამკვიდრებისათვის.

„ჩვენ არ უნდა მივცეთ საბაბი საზოგადოებას დაბრკოლდეს ეკლესიისა და სარწმუნოების მიმართ.

დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ არა იმისათვის, რომ ვინმე დავსაჯოთ, არამედ იმისათვის, რომ დავეხმაროთ ერთმანეთს. ჩვენ კი არ უნდა დავუმძიმოთ ერთმანეთს ტვირთი, არამედ უნდა შევუმსუბუქოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არაერთხელ დაუმძიმებიათ ჯვარი, მე არასოდეს მიფიქრია ვინმეს დასჯა. მე მუდამ მხოლოდ თქვენს დახმარებაზე ვფიქრობ.

მე აღვიზარდე ისეთ ოჯახში, სადაც მუდამ იყო დიდი კრძალვა ღვთისადმი და თანაგრძნობა მოყვასისადმი. ჩვენი ოჯახი არაერთხელ იფარავდა დევნილ სამღვდელოებას.

დღეს რთული დროა. ჩვენ უნდა გავიაროთ ბეწვის ხიდზე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერი არ დაბრკოლდეს, ჩვენი ქცევისა და გამოსვლების გამო. ყოველ მღვდელმთავარს აქვს დადებული ფიცი ღვთისა და პატრიარქის წინაშე ერთგულებისა და ამ ფიცის დარღვევის შემთხვევაში, იგი დიდ ცოდვას იდებს საკუთარ თავზე“, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდა სინოდის სხდომაზე.

ოქმის მიხედვით, სხდომას ესწრებოდა 42 მღვდელმთავარი, სხდომას თავმჯდომარეობდა უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II.

პატრიარქის თქმით, სინოდის წელიწადში ორჯერ მოწვევა საკმარისი არ არის.

"სინოდი უნდა იქნას მოწვეული უფრო ხშირად, ყოველი პრობლემის შემთხვევაში.

ერთერთი ასეთი პრობლემა არის დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხი. ჩვენმა სიყვარულმა უნდა დაფაროს უარყოფითი მხარე, რაც მან გამოიჩინა.

1. წმინდა სინოდმა მოისმინა საკითხი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები გამოთქვეს:

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე),

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა),

წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია),

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი),

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა), რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი), დმანისისა და ლორე-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა (იარაჯული), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია), ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ (ინწკირველი), ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი), ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი).

წმინდა სინოდმა განაჩინა:

დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე, მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზის თხოვნის გათალისწინებით.

2. წმინდა სინოდმა განიხილა მთავარეპისკოპოს იაკობის (იაკობაშვილი) მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები. მთავარეპისკოპოსმა იაკობმა გამოხატა სინანული თავისი არაკორექტული საჯარო გამოსვლების გამო.

წმინდა სინოდმა განაჩინა: მთავარეპისკოპოს იაკობს მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი საქციელის გამო მიეცეს გაფრთხილება, ხოლო განმეორების შემთხვევაში მიღებულ იქნას მკაცრი ზომები.

3. მღვდელმთავრებმა იმსჯელეს მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) მიერ, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისა და წმინდა სინოდის მიმართ საჯაროდ არაერთგზის გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების თაობაზე.

წმინდა სინოდის წევრებმა აღნიშნეს, რომ ეკლესიის ისტორიაში ჩვენ ვერ ვნახავთ პატრიარქის შეურაცხყოფის მსგავს მაგალითს. უწმიდნესმა ბრძანა, რომ მეუფე პეტრე იყო გამორჩეული მღვდელმთავარი, იგი იყო ახალშექმნილი ხევის პირველი ეპისკოპოსი და მეტად სამწუხაროა მისი ამგვარი ცვლილება.

წმინდა სინოდის მღვდელმთავრებმა კათოლიკოს-პატრიარქის არაერთგზის შეურაცხყოფის, დაუსაბუთებელი ბრალდებების, ხშირ შემთხვევაში ცილისწამებებისა და სხვა კანონიკური დარღვევების გამო, ერთხმად მოუწოდეს მეუფე პეტრეს სინანულისაკენ.

მიტროპოლიტმა პეტრემ არ სცნო თავი დამნაშავედ და არ დაეთანხმა სინოდის მოწოდებას მონანიების თაობაზე.

წმინდა სინოდმა განაჩინა:

მიტროპოლიტ პეტრეს, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე (სადაც ნათქვამია, რომ მკაცრად ისჯება სასულიერო დასის წევრი (კლერიკოსი),[1] რომელიც შეურაცხყოფს საკუთარ ეპისკოპოსს) აეკრძალოს მღვდელმოქმედება, განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესებულ იქნას მონასტერში მოსანანიებლად.

ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დაინიშნოს ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია).

4. ქუთაისისა და გაენათის ეპარქიაში მღვდელმთავრის დანიშვნის შესახებ.

წმინდა სინოდმა მოისმინა ქუთაისისა და გაენათის ეპარქიაში მღვდელმთავრის დანიშვნის საკითხი და განაჩინა:

ქუთაისისა და გაენათის ეპარქიის მღვდელმთავრად დაინიშნოს მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი).

რუსთავის ეპარქია დროებით დაექვემდებაროს მცხეთა- თბილისის ეპარქიას.

[1] ცნობილი სერბი კანონისტის, ნიკოდიმოს მილაშის განმარტებით (ტრულის კრების 77-ე კანონზე დართულ კომენტარში), კლირიკოსში (κλήρος) მოიაზრება, როგორც სამღვდელო დასი; ანუ ეპისკოპოსი, მღვდელი და დიაკონი; ისე დაბალი რანგის ეკლესიის მსახურნი: იპოდიაკონი, მედავითნე, მგალობელი და სხვა. (იხ. ნიკოდიმოს მილაში ,,მსოფლიო კრებათა კანონების განმარტება)“, - აღნიშნულია ოქმში.

ბინები თბილისსა და ლონდონში, აგარაკები, წილები ათობით კომპანიაში - როგორ გამოიყურება მამუკა ხაზარაძის შთამბეჭდავი ქონებრივი დეკლარაცია?

საქართველოს საზღვრიდან 150 კილომეტრში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

"მე მქვია სოფო და ჩემი დიაგნოზია ძვლის კიბო" - 25 წლის გოგონას, რომელიც სხვებს ეხმარებოდა, ახლა დახმარება თავად სჭირდება