მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

1

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როცა მეუფე პეტრემ დაინახა, როგორი იყო სინოდის განჩინება, ისტერიკაში ჩავარდა, მივარდა პატრიარქს და დაუწყო თითების ქნევა - მიტროპოლიტი სტეფანე
როცა მეუფე პეტრემ დაინახა, როგორი იყო სინოდის განჩინება, ისტერიკაში ჩავარდა, მივარდა პატრიარქს და დაუწყო თითების ქნევა - მიტროპოლიტი სტეფანე

რო­დე­საც მე­უ­ფე პეტ­რემ და­ი­ნა­ხა, რო­გო­რი იყო სი­ნო­დის გან­ჩი­ნე­ბა, ის­ტე­რი­კა­ში ჩა­ვარ­და, მი­ვარ­და პატ­რი­არ­ქს და და­უ­წყო თი­თე­ბის ქნე­ვა, - ამის შე­სა­ხებ ცა­გე­რი­სა და ლენ­ტე­ხის მიტ­რო­პო­ლიტ­მა სტე­ფა­ნემ სი­ნო­დის სხდო­მის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მე­უ­ფე პეტ­რეს მხრი­დან პატ­რი­არ­ქის შან­ტაჟს ჰქონ­და ად­გი­ლი.

„მე­უ­ფე პეტ­რემ თქვა, რომ თუ უწ­მინ­დე­სი პი­რო­ბას მომ­ცემს, რომ ასე გა­ვა­კე­თო, მა­შინ არა­ფერს ვი­ტყვი. მას უნ­დო­და სი­ნო­და­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის შე­მო­ღე­ბა თუ რა­ღაც თა­ვი­სი წი­ნა­და­დე­ბა ჰქონ­და. მაგ­რამ, რო­დე­საც უწ­მინ­დეს­მა უთხრა, რა­ტომ მა­ყე­ნებ შე­უ­რა­ცხყო­ფას, მას არ გა­უ­ცია პა­სუ­ხი. ეს იყო მისი მხრი­დან შან­ტა­ჟი. რო­დე­საც მე­უ­ფე პეტ­რემ და­ი­ნა­ხა, რო­გო­რი იყო სი­ნო­დის გან­ჩი­ნე­ბა, ის­ტე­რი­კა­ში ჩა­ვარ­და, მი­ვარ­და პატ­რი­არ­ქს და და­უ­წყო თი­თე­ბის ქნე­ვა და რა­ღაც უაზ­რო­ბე­ბის ყვი­რი­ლი. მე მაგ სი­ტყვებს ვერ გა­ვი­მე­ო­რებ, რას იძახ­და. რა­ღაც წე­რი­ლით აშან­ტა­ჟებ­და. მისი პო­ზი­ცია იყო, რომ მა­მა­ლა­ძე არის რო­გორც გმი­რი და არა­ფერ­შია დამ­ნა­შა­ვე, რომ ეკ­ლე­სია მის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვის, ეს ყვე­ლა­ფე­რი არის სიც­რუე და ამის სა­პირ­წო­ნედ მე­უ­ფე პეტ­რეს უნ­დო­და ეთ­ქვა - თუ ვინ­მე რა­მეს მე­ტყვის, მე წე­რილს გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებ. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა წე­რია წე­რილ­ში, მე­უ­ფე დი­მიტ­რიმ თქვა, რომ მა­მა­ლა­ძემ სა­ზღვარ­გა­რეთ გა­აგ­ზავ­ნა წე­რი­ლი, თუმ­ცა არ ვი­ცით რა ში­ნა­არ­სის“,- გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე სტე­ფა­ნემ.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, თუ რა ინ­ტე­რე­სი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს მე­უ­ფე პეტ­რეს, მე­უ­ფე სტე­ფა­ნემ გა­ნა­ცხა­და, რომ მას „ხიბლში ყოფ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა“ აქვს, სა­კუ­თა­რი თავი მარ­თა­ლი ჰგო­ნია და არა­ვის უს­მენს.

„საქ­მე ისაა, რომ ზო­გა­დად, არ­სე­ბობს სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­დე­საც ადა­მი­ანს გო­ნია, რომ მარ­თა­ლია და არა­ვის უს­მენს. ამას ჰქვია ხიბლში ყოფ­ნა, სწო­რედ ხიბლში ყოფ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბაა მე­უ­ფე პეტ­რეს დი­აგ­ნო­ზი. მთელ­მა სი­ნოდ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ მის­თვის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ გა­მოგ­ვე­ცხა­დე­ბი­ნა. მან არ დაგ­ვი­ტო­ვა შან­სი, თუმ­ცა არა იმი­ტომ, რომ რამე ისე­თი სკან­და­ლუ­რი თქვა, რომ ჩვენ შეგ­ვე­შინ­და“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე სტე­ფა­ნემ.

შე­გახ­სე­ნებთ, ჭყონ­დი­დე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი მე­უ­ფე პეტ­რე მღვდელმთავ­რო­ბი­დან გა­და­ა­ყე­ნეს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
davit
20
იმედია პუტინის აგენტების დავალებით არ გადაგიყენებიათ. ვნახავთ მალე ვინ ვინ ხართ.
!!!
9
ავაზაკებოოო! 500 თუმანი მეკარგება!
ავტორი:

როცა მეუფე პეტრემ დაინახა, როგორი იყო სინოდის განჩინება, ისტერიკაში ჩავარდა, მივარდა პატრიარქს და დაუწყო თითების ქნევა - მიტროპოლიტი სტეფანე

როცა მეუფე პეტრემ დაინახა, როგორი იყო სინოდის განჩინება, ისტერიკაში ჩავარდა, მივარდა პატრიარქს და დაუწყო თითების ქნევა - მიტროპოლიტი სტეფანე

როდესაც მეუფე პეტრემ დაინახა, როგორი იყო სინოდის განჩინება, ისტერიკაში ჩავარდა, მივარდა პატრიარქს და დაუწყო თითების ქნევა, - ამის შესახებ ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ სინოდის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მეუფე პეტრეს მხრიდან პატრიარქის შანტაჟს ჰქონდა ადგილი.

„მეუფე პეტრემ თქვა, რომ თუ უწმინდესი პირობას მომცემს, რომ ასე გავაკეთო, მაშინ არაფერს ვიტყვი. მას უნდოდა სინოდალური მმართველობის შემოღება თუ რაღაც თავისი წინადადება ჰქონდა. მაგრამ, როდესაც უწმინდესმა უთხრა, რატომ მაყენებ შეურაცხყოფას, მას არ გაუცია პასუხი. ეს იყო მისი მხრიდან შანტაჟი. როდესაც მეუფე პეტრემ დაინახა, როგორი იყო სინოდის განჩინება, ისტერიკაში ჩავარდა, მივარდა პატრიარქს და დაუწყო თითების ქნევა და რაღაც უაზრობების ყვირილი. მე მაგ სიტყვებს ვერ გავიმეორებ, რას იძახდა. რაღაც წერილით აშანტაჟებდა. მისი პოზიცია იყო, რომ მამალაძე არის როგორც გმირი და არაფერშია დამნაშავე, რომ ეკლესია მის წინააღმდეგ იბრძვის, ეს ყველაფერი არის სიცრუე და ამის საპირწონედ მეუფე პეტრეს უნდოდა ეთქვა - თუ ვინმე რამეს მეტყვის, მე წერილს გამოვაქვეყნებ. რაც შეეხება იმას, თუ რა წერია წერილში, მეუფე დიმიტრიმ თქვა, რომ მამალაძემ საზღვარგარეთ გააგზავნა წერილი, თუმცა არ ვიცით რა შინაარსის“,- განაცხადა მეუფე სტეფანემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს მეუფე პეტრეს, მეუფე სტეფანემ განაცხადა, რომ მას „ხიბლში ყოფნის მდგომარეობა“ აქვს, საკუთარი თავი მართალი ჰგონია და არავის უსმენს.

„საქმე ისაა, რომ ზოგადად, არსებობს სულიერი მდგომარეობა, როდესაც ადამიანს გონია, რომ მართალია და არავის უსმენს. ამას ჰქვია ხიბლში ყოფნა, სწორედ ხიბლში ყოფნის მდგომარეობაა მეუფე პეტრეს დიაგნოზი. მთელმა სინოდმა ყველაფერი გააკეთა, რომ მისთვის ეს გადაწყვეტილება არ გამოგვეცხადებინა. მან არ დაგვიტოვა შანსი, თუმცა არა იმიტომ, რომ რამე ისეთი სკანდალური თქვა, რომ ჩვენ შეგვეშინდა“, - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

შეგახსენებთ, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს.

"ქართველები ხშირად დასცინოდნენ, ეუბნებოდნენ, თავის "ურჯულო" ქვეყანაში დაბრუნებულიყო" - ქართველ-ინდოელი წყვილის საოცარი სიყვარულის ამბავი

ოთხი მცირეწლოვანი შვილის მამას ძვირად ღირებული სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება - ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

"მეუფე პეტრე მივიდეს პატრიარქთან, დაუბრუნებს ხარისხს და დაბრუნდეს აქ..." - მიტროპოლიტი გრიგოლი